1aiko wrote:ციტატა:
უშენოდა მაქვს გადალახული,
გიშრის დღეების შავი არშია,
ნეტავი ისევ თუ გაგახსენდი,
ან იქნებ სევდამ გამოგარჩია,
ალბათ გეგონა ისევ მომკლავდი,
ალბათ ფიქრობდი დამფერფლა ვნებამ,
შენზე ოცნება დღეს გარდასული,
სასაცილოა..უკვალოდ ქრება,
ფარჩად დავიწნი..იმ მოგონებებს
გადავიტარებ სევდას ნაფერებს,
რადგან ვიცი რომ არა მჩვევია,
უყურო იმას რაც არ მახელებს,
რადგან სიცოცხლის ტრფიალი ისევ,
ალისფერ მძივებს დამკიდებს გულზე,
ისევ შევცინებ ცეცხლისფერ გრძნობებს,
ისევ იმედი დამდაღავს შუბლზე,
გამიყიჟინებს ბრძოლის ფრინველი,
კვლავ ლალისფერი მომელანდება,
შენი ხატება ასე ძვირფასი,
წარსულის ბილიკს გაყვა ლანდებად.
2009 წლის 12 მარტი.
ნჯ-მაიკო ---- კარმა შენ საჩუქრად...ძალიან ლამაზი ლექსია...
სევდიანო გრძნობის მელოდიასავითაა.....მეც დამაწერია ლექსი...მადლობთ.....
გაზაფხულის დაფრქვეული ნამი ხარ,
ციტრუსოვან ბაღის დედოფალი ხარ,
თვით სამოთხის გაღებული კარი ხარ,
მოკლედ გეტყვი,რომ მაგარი ქალი ხარ!!!
