ოოოოხ ციცი, ციცი... კიდევ კარგი არ მოხვედი, თორემ უფრო ცუდი იქნებოდა მოსულიყავი და არ გენახე!
მათე-მახოს!
ძმავ და მეგობარო! მაგ რაღაცეებს ჩემი ირაკლი მასწავლის სკაიპით! თან მაქებს რა ყოჩაღი მამიკო მყევხარო!!!!!
ახლა კი სმენა და გაგონება!
თავიდან მოინახულეთ:
www.fereidani.geახალი ქვეთავი 111 – «დასავლეთი და აღმოსავლეთი»
გამოფენაში მონაწილეობენ მხატვრები ალი ასლანიშვილი და ერიკ ბინდერი. შეიძლება გამოფენას პირობითად „დასავლეთი და აღმოსავლეთი“ ეწოდოს, რადგან ალი ასლანიშვილი ფერეიდნელი ქართველი, ხოლო ერიკ ბინდერი – ამერიკელი მხატვარია ფლორიდიდან. ორივე ხელოვანმა იმ კულტურის ტრადიცია, თვისებები, ხასიათი და დამოკიდებულება გაითავისა, რომლის წარმომადგენელიცაა.
ალი ასლანიშვილის ორი სამშობლოს „პირველქმნილი ბუნება“ ისპაჰანურ პეიზაჟებში, ზაგროსის მთებსა და საქართველოს ხედებში აისახა, ორივე სამშობლოს წიაღიდან აღმოცენდა მცხუნვარე მზითა და საამო ფერებით გაჯერებული მისი ფერწერა.
დასავლურ რაციონალურ კონკრეტიკაზეა დაფუძნებული ამერიკელი ერიკ ბინდერის საქართველოში შექმნილი ფერწერული ტილოები. მხატვრის მზერა ადამიანის ხელით შექმნილი ყოფითი საგნებისა თუ შენობა-ნაგებობებისაკენაა მიმართული. ქართული ყოველდღიურობა, ნაცნობი ნივთები, ნაცნობი ადგილები მის ნამუშევრებში ხელოვნების საუცხოო ობიექტებად იქცა და მაღალმხატვრულობა შეიძინა.
ექსპოზიცია ორი სრულიად განსხვავებული ხედვისა და ხელწერის მხატვრის კონტრასტულ ხელოვნებაზეა აგებული, თუმცა ერთ საგამოფენო სივრცეში მათი შემოქმედება დიდი სამყაროს ერთ პატარა დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიად იკითხება.
«THE WEST and THE EAST»
Painters Ali Aslanishvili and Eric Binder participate in the present exhibition. The exhibition may be conventionally dalled THE WEST AND TFE EAST, as Ali Aslanishvili is a Fereidanian Georgian, and Eric Binder – an American painter from Florida. Both artists have adopted the tradition, qualities, character and attitude of the culture the representative of which they are.
The “primeval nature” of Ali Aslanishvili`s two homelands are reflected in Isfahan landscapes, Zagros Mountains and views of Georgia. His painting, saturated with the bright sun and pleasant colours, has originated from the depths of both homelands.
The paintings by American Eric Binder, created in Georgia, are based on the western rational concreteness. The painter`s glance is directed towards the everyday objects made by human hands and buildings. In his works Georgian everyday life, familiar objects, familiar places have turnede into remarkable objects of art and acquired high artistic quality.
The exposition is based on the contrastive art of painters with two totally different vision and hand. However, in a single exhibition space their work is interpreted as one little western and eastern story of the great world.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.