მომენატრება იისფერის ნათება მძლავრი,
მჩქეფარე გონი...და სიტყვის ალი,
მომენატრება გიშრისფერის მძიმე ბინდები,
და არასდროს არც არაფერს არ დაგპირდები,
მომენატრება თაფლისფერი ქარვის სიმშვიდე,
მზის სხივს რომ მალავს,მძინარე ზღვაში,
მცხუნვარების დარდს რომ იმშვიდებს,
მომენატრება ლაპის -ლაზულის სიღრმე და კრთომა,
სიმართლის ნდომა...ნანატვრის პოვნა,
მომენატრება ათას ნაწილად დაშლილი სული,
თუნდაც ზმანება...სისულელის რა სასაცილო,
ვიცი ყოველთვის რაც არ უნდა მტერი მაცილო,
მაინც მიყვარდა და მიყვარს მკვლელი,
სირთულე მანძილს .....გადაჭრის დღენი
სიმაღლის ფრენით გავკვეთავ სივრცეს,
წყურვილი მიწევს...უდაბნოს სივრცე...
მომენატრება არწივად ქცეულს ვიყო წყეული,
თუნდაც დასჯილი ადამიანი ...სულით ეული.

2009 წლის 13 მარტი.