მე მინდა დესპანელებო გაგანდოთ რას ვფიქრობ 1აიკოზე და ნება მიბოძეთ პირველ პირში მივმართო ადრესატს და თან მისტვის საყვარელ გურულ დიალექტზე.
გამარჯობა შენი 1აიკო! სადა ხარ ცავ რომ არ შტები დესპანზე.მინდოდა შენთვის მეთქვა რასაც ვფიქრობდი და როგორ შემეცვალა აზრი. აქამდე მაგარი გოგო მეგონე და ჭვით სავსე, მარა საცხა წევიკითხე, მგონი იმ ქურდი მახოიას წერდი, რომ გურული გენი მაქვსო და წამიხტინე წარმოდგენა. მაი რამ გათქმევია ცავ, გურული ვარო და?იმ ანეკდოტის არ იყოს ცოლ- წმარი რომ ეძებდა თურმე საშვილებლად გურულ ბაღანას და იმერელი ბაღანაი რომ შერჩათ ხელში და მერე რომ დაბრუნება უნდოდათ, მაგრამ ექიმმა რომ ეიყვანა ბაღანაი ხელში, თავი კედელზე მიარტყმევინა და ცოლ- ქმარს უთხრა აააააა თქვენ,- აგი ბაღანაი უკვე გურულიაო, ამის მერე რავა გავაცხადებდი ცავ შენს ადგილზე ჩემი შთამამავლობას?
ხო კაი, მაი იქით იყოს და აგი ნიკია თუ რაღაც წკვარამი, რას ერჩოდი შენს სახელს, თავი რომ მოგიგლეჯია?მეეეეეეე? მე ცავ რას მიყურებ, მე ბოლო მოვაწყვიტე და უტ----დ და უთაოდ სიარული ერთია? მე ქიმაინც სომხებისგან ვარ დაზღვეული და შენ უთაოდ სად უნდა იარო? მერე კიდო მოგლეჯილი პირველი ასოს მაგიერად 1 რომ დაგისვია, გიმეცი ახლა პასუხი რას ნიშნავს მაი? ვითომ ერთი ვარ ამ დუნიაზე და მე ვარ რახა ვარო, თუ პირველი ვარ ყოლიფერშიო, აგვიხსენი მაინც ცავ დივიტანჯეთ ხალხი.არქიპოს ნუგუზლივით შავი მაყვალა მეუბნებოდა გუშინ,- რაი დიემართა ამ ანგელოზივით გოგოს მის სახელიზა ოპერაცია რო გუუკეთებიაო. ისე მაყვალაი ბედით კმაყოფილი კია, შენ არ იდარდო მაგაზე, გონია ერთ პარტაზე იჯექით, რაცხა ასთე მახსოვს.ისე რომ გითხრა ძაან მიყვარხარ ჩემო ალქაჯო ბაღანა, იმიტომ გწერ ამას, რომ გული შემტკივა შენზე. იმედია არ მიწყენ. ხო კაი აპა გემშვიდობები ახლა და ვაცლავა მომიკითხე კლაუსი, მაგარი ჯიგარი ბიჭია მაგი რავარც ვატყოფ. აქიდან მოგიკითხეს: ილიკო ბრუციანის ნათელამ, ილარიონა ყრუის ოჯახმა, მართას მთელმა ნაგრამმა და მთელმა გურიამ. მეტი არაფერი მქონდა და პაწა ჩაის დუყები მოგიპუტე მეურნეობის ეზოში,კი არ გამკილო ახლა შენ, ღამე იყო და იქნება ჯოხებიც ქი შეერია.გამოარჩიე ცავ, გაახმე და ტკბილად მიირთვი.
