დედა რა იყო ეს ჰააა, სად მოვხვდი ნეტავი,
სად დათვერით ასე ერთად და ცალცალკე აგი გადარეული ქალები, დიდი ხანია ხართ აქ შეყუჟულები?
ამას მიმალავდით ამდენხანს?
მე მეგონა აქ მარტო პოლიტიკის და ზაგადკების იყო პარპაში, თურმე სენტიმენტალური იუმორიც მოსულა და მერე რაფერი, პრაფესორი მეგონა ჩემი თავი რენტგენის სურათივით ამაკრა მანამ გონია კედელზე,იაკოს გოჭზე აღარაფერს ვიტყვი ეხლა,თორე მარცხი მომივა სიცილისაგან ვიცი კიდე,
თქვენ გაგახარათ ღმერთმა, ყოველ დღე ხართ ასეთ ხასიათზე, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებში მითხარით ერთი, პირობას გაძლევთ სიტყვას არ გამოუშვებ ჩემი თითებიდან ოღონდ ეს თქვენი კვიმატი მაკითხეთ ყოველდღე, გენაცვალეთ მე თქვენ=ko=

გონია მართლა კაცივით გამომივიდა ბოლოში,
მაშინ შემოგევლეთ იყოს:)

,
არა, არც ეს გამოდგება მგონი, არ დაგვიტოვეს რა ამ კაცებმა შესაფერისი მოსაფერებელი სიტყვა დედაკაცებს, ყველანაირი პუბლიკისთვის მისაღები რომ იყოს, მოკლედ გკოცნით და გეფერებით მოწიწებულად
