|
აიკო შენმა მონახრობმა ძალიან შემძრა საყვარელო და დამასევდიანა ცოტა. ჩემი ცხოვრების ეპიზოდები მომაგონა, ძნელად მოსაგონარი, როცა შენი ავადმყოფი შვილის სახეს უყურებ და ბრონხიალური ასთმისგან ჩალურჯებულ ტუჩებს ხედავ, ნახევრად გონებადაბინდული სასწორზეც კი ვერ დებ ქონებას, კარიერას, განატლებას, თანამდებობას და ყველა პრიორიტეტს, რაც კი გაქვს და ოღონდ შვილს უშველო, არანაირ დამამცირებელ სამუშაოზე და საერთოდ არაფერზე არ იტყვი უარს ადამიანი.შვილის ჯანმრთელობა ანთებული კელაპტარივით გიპყრია ხელთ და ყოველ მხრიდან ხელს აფარებ, რათა ნიავმა არ ჩაგიქროს.სამშობლოს, ოჯახის და მოხუცი მშობლების მიტოვება ხომ..... ეს ცალკე სატკივარი და ცრემლია ჩემო კარგო, რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის კარგადაა ცნობილი.მერეეეე....... მოსკოვი,სიცივე ბუნებისა და ხალხის. მერე რა რომ ენა იცი კარგად, მაინც გეძახიან პონაეხალის. დიდება უფალს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვალა და ეს ასთმა ალერგიული ხასიათის შეიქნა, რომელიც უკვე გადალახა ჩემმა შვილმა, მაგრამ ყველაფერი გავცვალეთ, რამდენი დამცირება, შიში, სტრესი და რა ვიცი რამდენი ჩამოვთვალო და თქვენც დაგასევდიანოთ. მარტო ის რად ღირდა, რომ 2 წლის წინ ქართველებს რომ დაგვერივნენ და ბაბუშკებს რომ აფრთხილებდნენ ,რომ მეზობელი ქართველები ჩაეშვათ. როგორც ნადირებს ისე დასდევდნენ ხალხს. მთელი 15-20 დღე სახლში ვიჯექით და დღის სინათლე არ გვინახია.ეხლაც თქვენ წარმოიდგინეთ, მიდიხარ მეტროში ან ქუჩაში და ამდენ ხალხში თითით რომ მოგათითებს მილიციელი შენი საბუთები მაჩვენეო მარტო იმიტომ, რომ არარუსი ხარ. რომელ ერთ და 10 ბებიას არ მოვუვლიდი და დავბანდი ერთ ადგილს ეს სტრესები რომ არ მქონოდა. ყველა ჩვენთაგანმა, რომ თავისი ისტორია მოყვეს, ალბათ ტომები არ გვეყოფა. სევდიანი, ცრემლით გაჟღენთილი დღიურები. რომელთაც ფასი არ ადევთ.იქ, სადაც იქნებ რაღაცას წარმოვადგენდი, აქ არავინ არა ვარ,თუარა და ძალიან პატარა, ჭიანჭველისოდენა ვარ. ჩემი ტავი მეცოდება ძალიან. ეს ძალიან დიდი მსხვერპლია დესპანელებო, ჩვენ რომ წამოსულები ვართ ჩვენი სამშობლოდან. ცხოვრების საუკეთესო წლები წავიდა უკვე, რომელსაც აღარავინ დაგვიბრუნებს.
|