↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოკლედ ჯავახეთის პრობლემა საქართველოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. რუსეთის ელჩმა უკვე ნათლად გაუგზავნა მესიჯი სომხეთის მთავრობას და თქვა, რომ დაკავებულია უკანონოდ ორი საქართველოს მოქალაქე სომეხი ეროვნებისა ახალქალაქში და ისინი ბრალდებულნი არიან შპიონაჟში რუსეთის სასარგებლოდ. ეს კი მისი აზრით კიდევ ერთი პროვოკაციაა.
ასევე უკვე საქართველოს საელჩოსთან სომხეთში მიმდინარეობს საპროტესტო აქციები. შეკრებილი ადამიანები კი მოითხოვენ, რომ შეწყდეს დევნა ახალქალაქში მცხოვრები ადამიანებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საპასუხო ქმედებებით იმუქრებიან.
სომხეთის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ კი დაუფარავად განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ ჯავახეთი და მას აუცილებლად დაიკავებენ. ამით კი ზღვაზე გასასვლელს მოიპოვებენ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ ეს სტატია:

სად გაქრა ქართული მიწა?!

ტიგრან კარაპეტიანი: «საქართველო დაკარგავს ჯავახეთს და ჩვენ გვექნება გასასვლელი ზღვაზე»

ვინ გააქრო ნახევარი სოფელი საქართველოს რუკიდან

აგვისტოს ომის მიუხედავად, საქართველო, როგორც კავკასიის ცენტრი, რუსეთისათვის კვლავ რჩება სტრატეგიული ინტერესის ობიექტად. რუსები აღარ მალავენ, რომ საქართველოს პრობლემა სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. აშკარაა, რომ ძმათამკვლელი ომების მიუხედავად, კავკასიელებს ერთმანეთი მაინც ვერ შეაძულეს. აფხაზები ქართველებთან დიალოგზე ფიქრობენ, ოსები ინგუშებთან დიალოგის მომხრენი არიან; ანუ კავკასიაში ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება და ცენტრი ისევ საქართველოა. ბუნებრივია, რუსეთისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია და საჭიროა საქართველოში ახალი ფრონტის გახსნა. ამჯერად, როგორც ჩანს, ჩვენს «უფროსს ძმას» ახალი გეგმა აქვს, რომელიც სომხებისა და ქართველების ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებას ისახავს მიზნად. სხვას ვერაფერს დაარქმევ ბოლო პერიოდში სომხეთის მედიაში ატეხილ ისტერიკას, არიქა, ქართველები ჯავახ თანამოძმეებს გენოციდს უწყობენო.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ რუსეთის ელჩმა სომხეთში ნიკოლაი პავლოვმა მეტად საინტერესო და პროვოკაციული პრესკონფერენცია გამართა: «22 იანვარს ახალციხეში საქართველოს მოქალაქეები გრიგორი მინასიანი და სერგო აკოფჯანიანი დააკავეს. მათ საქართველოს ხელისუფლებამ ბრალად დასდო არალეგალური შეიარაღებული ფორმირების ჩამოყალიბება და შპიონაჟი რუსეთის სასარგებლოდ. ეს ქართველების მორიგი პროვოკაციაა. დსთ-ის სივრცე რუსეთს შიდაპოლიტიკურ პრიორიტეტულ საკითხად მიაჩნია. სამხრეთ კავკასიამ გადაიტანა კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი ავანტიურით, რაც სამხრეთ ოსეთზე თავდასხმით გამოიხატა. მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების გადამჭრელმა ზომებმა, რაც სრულად შეესაბამებოდა საერთაშორისო სამართლის(!) ნორმებს, გახადა შესაძლებელი ოსი ხალხის გენოციდისგან გადარჩენა».

მართალია, რუსეთის ელჩს არ უთქვამს, აბა, თქვენ იცით, ჯავახელო სომხებო, თუკი რაიმეს მოიფიქრებთ, «Gგენოციდისგან» თქვენც გიხსნითო, მაგრამ პრესკონფერენციის ქვეტექსტი ნამდვილად ეს იყო. როგორც ჩანს, ეს სომხეთშიც კარგად ამოიკითხეს და ანტიქართული სტატიებისა და განცხადებების ნიაღვარი დაიძრა (სხვათა შორის, ამ განწყობილებას ვერც ქართველი მინისტრების მიერ ეკლესიის კარის შემტვრევამ უშველა).

ჯერ იყო და, სომეხმა პოლიტოლოგებმა ახალი ინიციატივები წამოაყენეს. განაცხადეს, რომ საქართველო-ოსეთის ომის შემდეგ სომხეთის როლი კავკასიის რეგიონში გაიზარდა და ვალდებული ვართ, ეს საჩვენოდ გამოვიყენოთო. ამას მოჰყვა პოლიტოლოგ ლევონ მელიქ-შახნაზარიანის განცხადება, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ ყარაბაღის პრობლემით არის დაკავებული და ამ დროს უყურადღებოდ რჩება სომეხი მოსახლეობის პრობლემები საქართველოში.

კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივით სომხურ პრესაში სახალხო პარტიის თავმჯდომარე ტიგრან კარაპეტიანი წარდგა და საზოგადოებას ამცნო, როგორ უდიერად ექცევიან ქართველები სასიქადულო სომეხი მამულიშვილის, ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმს და მისი ყიდვის სურვილი საქართველოს მთავრობას შემოუთვალა (ნეტავ ის თუ იცის ტიგრან კარაპეტიანმა, რა დაუბარა შთამომავლობას ოვანეს თუმანიანმა? მან თქვა, შევაჩვენე ყველა სომეხი, რომელიც ქართველებზე ხელს აღმართავსო). ტიგრან კარაპეტიანის განცხადებიდან: «საქართველოს ხელისუფლება ავიწროებს ჯავახეთის მოსახლეობას და ეს განპირობებულია ჩვენი კეთილმეზობლური ურთიერთობის გამო რუსეთთან, ახლა უკვე თურქეთსა და ირანთან. თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს სომხების მოთხოვნას და არ გადაწყვეტს ჯავახელი მოსახლეობის პრობლემებს, როგორც ეკონომიკურ, ასევე ნაციონალურ-რელიგიურ სფეროში, თუ არ დაანებებენ თავს სომეხი აქტივისტებისა და ორგანიზაციების დევნას, მაშინ საქართველო დაკარგავს ჯავახეთს და ჩვენ გვექნება გასასვლელი ზღვაზე. საქართველო ცეცხლთან თამაშობს. შეიძლება მალე განმეორდეს ის, რაც უკვე მოხდა სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ეს მით უფრო რეალურია, რომ ამით დაინტერესებულია რუსეთიც(!)».

ამონარიდი კიდევ ერთი სტატიიდან, რომელიც ჟურნალისტმა სააკიანმა მიუძღვნა «სააკაშვილის საქართველოს»: «სომხეთის ხელისუფლების მუდმივმა შიშმა, გააფუჭოს ურთიერთობა საქართველოსთან, მიგვიყვანა იქამდე, რომ თბილისი სომხურ ძეგლებსა და სომხებს ისე ექცევა, როგორც სურს. მას შემდეგ, რაც საქართველო დამარცხდა სამხრეთ ოსეთთან ომში, საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, შელახული იმიჯი სომხების ხარჯზე აღადგინოს. ამას აკეთებს ძველი ნაცადი ხერხით, - სომხების შევიწროებით, რომლებიც საქართველოში ისედაც ძალზე ცოტანი დარჩნენ. აქ ახალი არაფერია, სომხები ამ ქვეყანაში ყოველთვის არასასურველი ნაცია იყო. ამაში ქართველები მაგალითს აზერბაიჯანელებისა და თურქებისაგან იღებენ. მათი მოქცევის მოდელიც ისტორიულია. ჯერ საუბრები იწყება ისტორიის მითვისებაზე, მერე შპიონაჟში ამხელენ სომხებს, მოგვიანებით კი ამას სომხების საქართველოდან გასახლება მოჰყვება».

ჩვენი ძმა სომხების უსინდისობა უფრო შორს მიდის:

«სომხური ეკლესიის, ნორაშენის ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯავახეთზე გადართულიყო. ჯავახეთში სომხები ჯერ კიდევ ეთნიკურ უმრავლესობაში არიან. დემოგრაფიული ვითარების შეცვლის მიზანი აშკარაა. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ახალციხესა და ახალქალაქში სომეხი აქტივისტების დაპატიმრება. მათ რუსეთის სასარგებლოდ შპიონაჟში ადანაშაულებენ. სწორედ ასევე ამართლებდნენ სომხების გენოციდს თურქები... დროა, სომხეთის ხელისუფლებამ იზრუნოს სომხეთის მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. თუნდაც ეს ირანის გავლით იყოს».

შემდეგ განცხადება, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაცია «ხეთანის» წარმომადგენელმა არამ არუთინიანმა გაახმაურა:

«ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობა აიძულებს სომხებს საპასუხო ნაბიჯები გადადგან. ეტყობა, ვერ გაუთვითცნობიერებიათ ვითარების სიმძიმე და შედეგი. ეტყობა, აფხაზეთი და ოსეთი არ არის თბილისისთვის გაკვეთილი. დაავიწყდა თბილისს, რომ ღმერთი სამობითაა? საქართველოს საბოლოოდ უნდა მიეჩინოს სათანადო ადგილი ისტორიაში. XX საუკუნის სრულიად სომხეთის კათოლიკოსის, მკრტიჩ ვანაცის სწავლება და შეგონებანი შესანიშნავად გაითავისეს ყარაბაღში და შეიარაღებული აჯანყებიდან დამოუკიდებლობამდე მივიდნენ კიდეც. საქართველომ რეალობასთან კავშირი დაკარგა. ცდილობს ამოვიდეს დამცირებისა და დამარცხების ორმოდან და ბოღმას დაუცველ სამცხე-ჯავახქ-წალკაზე ანთხევს. თბილისი სახელმწიფო ტერორის გზას დაადგა, ეს ტერორი კი მიმართულია სომეხი მოსახლეობისკენ და ავიწყდება, რომ მოპირდაპირე მხარესაც აქვს უფლება, ადეკვატურ ზომებს მიმართოს! ეს არის შესავალი ვითარებისა. მალე საქართველოში დაიწყება ეთნიკური სომხების მასობრივი დაპატიმრება, საქართველოს ტელევიზიით გადაიცემა სიუჟეტები ამოღებული იარაღის დიდი მარაგის შესახებ და ვითარების დესტაბილიზაცია დაბრალდება საქართველოს «მუდმივ მეგობარ» რუსეთს. ბოლო დროს სომხეთში მომრავლდნენ ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს «სომხეთის საკითხზე» აქტიურად მუშაობენ. თბილისის ხელი ჯერ ერევნამდე ვერ წვდება».

რიჩარდ კირაკოსიანი, სომხეთის სტრატეგიული და ნაციონალური კვლევების ცენტრის დირექტორი (სტატია გამოქვეყნდა გამოცემაში «იც ბაგინი»): - «ჯავახქი და წალკა ის რაიონებია, სადაც ეკონომიკურს პოლიტიკური პრობლემებიც ერთვის. აქ მოსახლეობას დიდხანს ჰქონდა წართმეული ფუნდამენტური უფლებები.

სომხეთმა გვერდი არ უნდა აუაროს წალკის რაიონსაც, რადგან მას ახლა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქ გადის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისა, კრახით დასრულდა. რუსული სამხედრო ბაზების გაყვანამ, რაც ერთადერთი წყარო იყო ჯავახი მოსახლეობის დასასაქმებლად, რეგიონში ტოტალური უმუშევრობა გამოიწვია. სომეხი მოსახლეობა იძულებული გახდა, სამუშაოს საძებნელად რუსეთში ან სხვა ქვეყანაში წასულიყო. ფაქტობრივად, ყველა გზა სომხეთისკენ არის მიმართული. საქართველოს სხვა რეგიონებისგან მოწყვეტა კიდევ უფრო აძლიერებს ამ კავშირს.

სომხეთის ეკონომიკური შესაძლებლობები გაცილებით დიდია. ჯავახეთში არ არის საკმარისი რაოდენობის წიგნები, არ არის შუქი, გათბობა. შეინიშნება ეთნიკური დისკრიმინაცია. ქართველ მასწავლებლებს უფრო მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე სომხებს. ახლა სომხეთი ყოველწლიურად გამოყოფს ფინანსებს სასკოლო ინვენტარისა და სპეციალური ლიტერატურის შესაძენად. დიდი ნაწილი სომხური დახმარებისა ხმარდება იმ ჯავახი სტუდენტების სტიპენდიებს, რომლებიც სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ. სომხეთის განათლების სამინისტროს პატრონაჟი ჯავახელ სტუდენტებს უქმნის ყველა პირობას სწავლისათვის. სამაგიეროდ, სტუდენტები იძლევიან პირობას, რომ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უკან, ჯავახეთში დაბრუნდებიან. ჯავახქი სომხური ანკლავია. აქ წარწერები ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზეა, ქართული ფაქტობრივი გავლენა ამით ამოიწურება. ჯავახეთში უყურებენ სომხურ გადაცემებს და არა ქართულს, რადგან სომხებისათვის ეს უფრო ხელმისაწვდომია. ამას ემატება არაოფიციალური კულტურული ავტონომია ჯავახეთისა. ჯავახქის ავტონომიას შეუძლია მთელი რიგი ეკონომიკური პროგრამების განხორციელება. ჯავახქის ტერიტორიის გამოსაყენებლად ყველაზე რეალურია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და თბილისი-ყარსის რკინიგზიდან შემოსული თანხების ნაწილის ავტონომიაში დატოვება. მაგალითისთვის აჭარაც გამოდგება. აჭარლებს ხომ უხდიან ფოთის(!) პორტის ექსპლუატაციის საფასურს? უკეთესი იქნება, თუ ასეთი შემოსავალი მიეცემა ჯავახეთის განვითარების კერძო ფონდს. მომავალში ჯავახქის ავტონომიის შექმნა გარდაუვალია.

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლიდან საქართველოში მოვლენები დრამატულად იცვლება, სამცხე-ჯავახქის რეგიონს მაინც ნაკლებ ყურადღებას უთმობს საქართველოს ხელისუფლება. ახალი კონფლიქტის საფრთხე მხოლოდ იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ჯავახქს მიანიჭებენ ავტონომიას, რომელიც დაფუძნებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებაზე»."

ექსკლუზიური რეპორტაჟი საზღვრისპირა სოფლიდან...

ანუ როგორ გაქრა რუკიდან ნახევარი სოფელი

მას შემდეგ, რაც სომხურ საიტებზე სკანდალი ატყდა, გადავწყვიტეთ სომხეთის საზღვართან განლაგებული სოფლები მოგვევლო. სომეხი პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების სტატიებში ბევრი საყურადღებო რამ ამოვიკითხეთ.

მარნეულის რაიონში სომხეთის საზღვართან მდებარეობს სოფელი ახქერფი. სოფელში სამასი კომლი ცხოვრობს და უკლებლივ ყველა სომხურია. სოფელი აბსოლუტურად მოწყვეტილია ქართულ სახელმწიფოს. სოფელში უგზოობის გამო არ დადის ტრანსპორტი, არ ვრცელდება ქართული მაუწყებლობა, პრესა. ყველაზე ღარიბ ოჯახშიც კი, რომელსაც არც ფანჯრები შემორჩენია, სამი სატელიტური ანტენა დგას. აქ მხოლოდ სომხური და რუსული არხები მაუწყებლობენ. სოფელში ჩასულებს ერთი მეტად მტკივნეული სურათი გადაგვეშალა თვალწინ: სოფელ ახქერფს განაპირა მხარეს მდინარე ჩამოუდის. მდინარის იქითა ნაპირი უკვე სომხეთია, აქეთ საქართველო. მდინარის იქით ორსართულიანი კაპიტალური შენობა უკვე დასრულებულია. იქ სომეხი მესაზღვრეები უნდა განთავსდნენ. პუნქტს გარს ტუფის გალავანი არტყია. მდინარის აქეთ ქართული სასაზღვრო ძალები არიან... სამ კვადრატულ მეტრიან რკინის ჯიხურში(!).

მოგეხსენებათ, სომხეთთან საზღვრის დემარკაცია ჯერ არ დასრულებულა და ახქერფის ადმინისტრაციული ერთეულის რუკიდან განაპირა 633 ჰექტარი უკვე გაქრა. რუკა 2005 წელს შეადგინა შპს «ლეგენდამ». საბჭოურ რუკაში ეს ტერიტორია დატანილია, 2005 წელს მომზადებული რუკიდან კი 633 ჰექტარი მიწა ამოღებულია. «გაუჩინარებული» მიწის ნაწილი იჯარით ჯერ კიდევ 1992 წელს ჰქონდა აღებული საქართველოს ერთ-ერთ სომეხ მოქალაქეს. რადგან საიჯარო ხელშეკრულების ვადა 15 მარტს იწურება, მან მიწის შესყიდვა გადაწყვიტა და შესაბამის ორგანოებს მიმართა. სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამაოგნებელი პასუხი მიიღო: ეს ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნის, რადგან რუკაზე არ ირიცხებაო. ახქერფის სოფლის რწმუნებულმა ორივე რუკა წარმოგვიდგინა, - საბჭოურიც და ახალიც.

გიგოლა ათარბეგიანი, სოფელ ახქერფის რწმუნებული: - ამ მიწას დღეს ისევ საქართველოს მოქალაქეები ამუშავებენ. სომხურ მხარეს, ჯერჯერობით, პრეტენზია არ გამოუთქვამს, მაგრამ ფაქტია, ახალი რუკიდან 633 ჰექტარი მიწა გაქრა. როგორ მოხდა ეს, არ ვიცი.

ზაზა დეკანოიძე, მარნეულის გამგებელი: - ეს რუკა «კაეფის» პროექტის ფარგლებში გაკეთდა. «კაეფი» ადგილობრივი საკრებულოს წარმომადგენლებთნ ერთად აზუსტებდა ამ რუკებს. როგორც ჩანს, ვიღაცამ არასწორად მიაწოდა ინფორმაცია და მათაც უნებლიეთ გაატარეს ხაზი(?!).

- კი, მაგრამ საზღვრისპირა რეგიონის რუკის შედგენა ვიღაცის ნათქვამით შეიძლება?

- ალბათ, ეგრე იქნებოდა. ადგილობრივ საკრებულოს ჰკითხეთ.

ვითარების გასარკვევად ისევ სოფლის რწმუნებულს მივმართეთ კითხვით, ხომ არ იცოდა, ვინ იყო ამ პროექტში ჩართული.

გიგოლა ათარბეგიანი: - სწორედ ამ პერიოდში, როცა ეს რუკა შედგა, ამ პოსტზე არ ვმუშაობდი. ორი წელი გათავისუფლებული ვიყავი. როცა დამაბრუნეს, «ლეგენდის» შედგენილი ლეგენდარული რუკიდან უკვე 633 ჰექტარი მიწა გამქრალი დამხვდა...

დავით კირკიტაძე, პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლში: - ეს საკითხი სოფლის გამგეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას კი არ ეხება, ეს ქვეყანათაშორისი შეთანხმების საკითხია. ეს საქმე არც სადავოა და არც გასაბუქებელი. მიდის მუშაობა და დადგინდება ყველაფერი.

- ჩვენ არავის ვერჩით, ბატონო დავით, ვცდილობთ, გავარკვიოთ, ვინ გააქრო რუკიდან ამხელა საზღვრისპირა ტერიტორია.

- არც ძველი რუკა (რომელსაც აწერია «საქართველოს სსრ») და არც ახალი არ არის ჩვენთვის იურიდიული დოკუმენტი.

- ანუ ეს საკითხი პრობლემატური არ არის?

- პრობლემა იქნება, თუ სადემარკაციო ხაზი გაივლის და ეს ტერიტორია არ აღმოჩნდება ჩვენს საზღვრებში. ამაზე ვმუშაობთ. არა მგონია, პრობლემა შეიქმნას ამ მონაკვეთზე. პრობლემა უფრო სხვა მონაკვეთებზეა.

ის, რომ «კაეფის» პროექტით შედგენილი რუკა იურიდიული დოკუმენტი არ არის, ამაში ბატონ დავით კირკიტაძეს ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. «კაეფის» პროექტი საქართველოში გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა განახორციელა 2000-2007 წლებში. მიწის აზომვითი სამუშაოები ქვეყნის 52 რაიონში ჩაატარეს. ამ პროექტის ფარგლებში შეადგინეს ნიადაგის ატლასები, ორთოგრაფიული რუკები. აწარმოეს აერო და კოსმოსური გადაღებები. ამ რუკებით ხელმძღვანელობს დღეს საქართველოს საჯარო რეესტრი.

სამწუხაროდ, ვერც საგარეო საქმეთა და ვერც გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროებისგან, ვერც კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამმართველოსგან პასუხი კითხვაზე, - ვის შეეძლო ასეთი რამის ჩადენა, ვერ მივიღეთ. როგორ მოხდა, რომ ქართული საზღვრისპირა სოფლის 633 ჰექტარი მიწა რუკიდან გაქრა? ვფიქრობთ, ეს სამართალდამცველების საქმეა, სპეციალისტების განმარტებით, აქ შეცდომა გამორიცხულია. ამას, ბატონებო, ქართულ ენაზე სამშობლოს ღალატი ჰქვია. ახლა გასარკვევი ის არის, ვინ მიაწოდა შპს «ლეგენდას» მცდარი მონაცემები. სამწუხაროდ, პროექტი დასრულებულია და მათი წარმომადგენლები საქართველოში აღარ არიან. ლეგენდარული «ლეგენდის» კვალს კი ვერსად მივაგენით. ერთი საინტერესო დეტალიც: რუკიდან გამქრალი ტერიტორიიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, საქართველოს საზღვართან გამალებული მშენებლობა მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაცია ამ საკითხზე არ ვრცელდება. არაოფიციალური მონაცემებით კი სოფელ ახქერფის საზღვარზე კიდევ ერთი რუსული ბაზა შენდება, სომხური სასაზღვრო პუნქტის საფარქვეშ. არადა, ერთ სოფელში ორი ვეებერთელა სასაზღვრო ობიექტის მშენებლობის საჭიროება სრულიად არ არსებობს.

სომხეთის საზღვრისპირა სოფელში ჩასვლამ დაგვარწმუნა, რომ სომხურ პრესაში ატეხილი ამბავი უსაფუძვლო და მხოლოდ ენის ჭარტალი არ არის. ლაპარაკს სომხურ ავტონომიაზე საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს. ქართულ საინფორმაციო სივრცესა და ქართულ რეალობას მოწყვეტილი სომეხი მოსახლეობა დიდი ხანია სომხეთის სატკივრითა და სიხარულით ცხოვრობს. სოფელ ახქერფის ახალგაზრდობა სომხურ უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. სხვათა შორის, ამ სოფლის რამდენიმე მკვიდრი სომხეთის პარლამენტის წევრიცაა(?!).

გულდამძიმებული დავბრუნდი ახქერფიდან. მართალია, სოფელი ჯერჯერობით საქართველოს ტერიტორიაზე ირიცხება, მაგრამ იქ აღარაფერია ქართული.

პ. ს. შეუძლებელია ერთ რამეში არ დაეთანხმო სომეხ პოლიტიკოსებს: როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება მართლაც რეალურად ვერ აფასებს ვითარების სიმძიმეს. ის, რომ სომხური პრესა ავტონომიაზე საჯაროდ ლაპარაკობს, რომ საზღვრისპირა რეგიონებში სრული განუკითხაობაა, არ ვრცელდება ქართული საინფორმაციო არხები, რუკიდან ათობით ჰექტარი მიწა ქრება და ადეკვატური რეაგირება არ ჩანს, მიუთითებს, რომ ქვეყანაში დიდი პრობლემებია. ვფიქრობთ, რუკიდან გამქრალი ნახევარი სოფლის ამბავი სამართალდამცავი ორგანოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს.

P.P.S. ახქერფი აზერბაიჯანული სიტყვაა და ქართულად «თეთრ ხიდს» ნიშნავს. სამხრეთ კავკასიაში დღეს ურთულესი პოლიტიკური ვითარებაა და არც ერთი ხიდის, მით უმეტეს თეთრის, დაწვა არ გვეპატიება.

------------------

აბა, რას ფიქრობთ? რეალურია თუ არა საფრთხე? თქვენი აზრი დააფიქსირეთ ასევე გამოკითხვაშიც.

--------------------
ყველა მხარს გვიჭერს, ყველა გვიცინის, მაგრამ მაინც უბედურებისკენ მივექანებით.
-------------------------

· ციტირება · ^
murzakani
Ka Mate! Ka Mate!

*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12094
წევრი No.: 24446
რეგისტრ.: 16-October 06

გამოგზავნილია: 2 Mar 2009, 22:24 #12806297 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აბა, რას ფიქრობთ? რეალურია თუ არა საფრთხე? თქვენი აზრი დააფიქსირეთ ასევე გამოკითხვაშიც.

სურვილი აქვთ, ტრაკი არა, რუსი არწმუნებს, მიდი და აქ ვარო, მარა სომეხს მოატყუენს მაგი? დაცხე და მეც მერე დავცხებო, ეუბნება!
აგერ ვარ მე და აგერაა ერევანი! ვერ გაბედავენ პირველებმა დაიწყონ.
რუსებს დაელოდებიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ვაიმე დედა რა დაიძინებს, ამეღამ არ დაგვზაფრეს ამ არანორმალურებმა=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურგენიძის სკანდალური წერილის დეტალები – რას უნდა ეძებდეს ხელისუფლება ინვესტორში?
commersant.ge

ლადო გურგენიძე: “ვეძებთ დღევანდელ მაქსიმალურ მოგებას და არა ხვალინდელ ინვესტორს, ან რაიმე მსგავსს”.

ლადო გურგენიძეს მისი პრემიერ-მინისტრობის პირველივე დღიდან ხშირად საყვედურობდნენ, რომ ის ბიზნესმენი უფრო იყო, ვიდრე სახელმწიფო მოხელე. ეს საყვედურები, რომ საფუძველს მოკლებული არ ყოფილა, იმ წერილიდანაც ჩანს, რომელსაც პრემიერი გურგენიძე პოტენციურ ინვესტორს წერდა და რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. ბიზნესმენისთვის სავსებით მისაღებია მხოლოდ დღევანდელ მოგებაზე ორიენტირება, თუმცა, სახელმწიფო მოხელე, მით უფრო ქვეყნის მთავრობის მეთაური ინვესტორში, პირველ რიგში, სწორედ პერსპექტიულ პარტნიორს “ან რაიმე მსგავსს” უნდა ხედავდეს.

რა არის საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტი? დღევანდელი ინვესტიცია, თუ გასაყიდი ობიექტის მომავალი. რატომ ყიდდა და ყიდის იგი სხვადასხვა ობიექტს ერთადერთი მიზნით – რაც შეიძლება მეტი შემოსავლი მივიღოთ დღეს. თუმცა, არც თუ იშვიათად მეტი შემოსავლის მიღების სურვილიც უკანა პლანზე იწევს. მაგრამ რა კონკრეტული მიზნით, ეს საკითხი ყოველთვის ბუნდოვანია და არაერთი ეჭვის გამოთქმის საფუძველს იძლევა.

ამის თვალსაჩინო დადასტურებას წარმოადგენს, საქართველოს ყოფილი პრემიერის ლადო გურგენიძის წერილი, რომელიც მან პრემიერის რანგში არაბულ კომპანია “დუბაი ვორლდს” მიწერა.

ფოთის პორტის შეძენით და ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აშენებით “რაკინთან” ერთად კიდევ ერთი არაბული კომპანია “დუბაი ვორლდი” იყო დაინტერესებული. თუმცა, საქართველოს მთავრობამ უპირატესობა სწორედ დ“რაკინს” მიანიჭა. იმის მიუხედავად, რომ “დუბაი ვორლდი” ფოთის პორტში 160 მილიონ დოლარს იხდიდა, ხოლო მთავრობამ “რაკინს” ფოთის პორტი 145 მილიონ დოლარად მიჰყიდა. თავად “რაკინის” მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საკონტროლო პაკეტის შესაძენად ამ კომპანიამ 80 მილიონი დოლარი, ხოლო 2008 წლის დეკემბერში დარჩენილ 49 პროცენტში 65 მილიონი გადაიხადა. თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესო არა იმდენად კომპანიების მიერ გადახდილი თანხა, არამედ ინვესტორისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაა.

ამ დროს საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ “დუბაი ვორლდს” უკვე დაფიქსირებული თანხის გაზრდაც კი მოსთხოვა. გურგენიძე “დუბაი ვორლდისთვის” გაგზავნილ წერილში წერდა:
“განაცხადის შემოტანის ვადის ბოლო ორი დღის განმავლობაში ტელეფონითა და ელფოსტით გიკავშირდებოდით. მოგაწოდეთ ყოველგვარი მითითება, რისი მოწოდებაც კეთილგონიერების ფარგლებში შემეძლო. ისიც აგიხსენით, რომ შეგიძლიათ ფსონი გააკეთოთ არსებული პორტის 100%-ზე ნაკლებ წილზეც. გაგაცანით არსებული პორტისა და „თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის“ დაწესებული მინიმალური სავაჭრო ფასიც – 160 და 10 მილიონი ამერიკული დოლარი. ამის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულად თქვენი კონკურენტი დასახელდა და ჩვენ დავიწყეთ კიდეც შესაბამისი დოკუმენტების მომზადება”.

წერილი ბევრ კითხვას ბადებს. მათ შორისაა დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც გურგენიძე “დუბაი ვორლდს” აცნობებს, რომ გამარჯვებული კომპანიის გზიდან ჩამოცილება რთული იქნება. იმ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, რომელსაც საბაზრო ეკონომიკის პრინციპები აქვს დეკლარირებული, წერს:

“დოკუმენტაციის მომზადება არ დასრულებულა, შესაბამისად არც ხელმოწერილია რამე და არც გამოცხადებული. ამის მიუხედავად, მაინც ძნელი იქნება გამაჯვებული კომპანიისთვის პირველობის სტატუსის ჩამორთმევა, რადგან მისი განაცხადი ხელსაყრელია და არ გვიყენებს წინაპირობებს დაფინანსების მოპოვებასა და პორტის დეტალურ ანალიზზე . ამიტომ, თუ გამაჯვებულმა საბოლოო შესყიდვაზე უარი არ თქვა (ეს კი არ მგონია მოხდეს), აუქციონში თქვენი გამარჯვებისთვის ერთადერთი გზა რჩება: საკუთარი ინიციატივით გამოგვიგზავნოთ გაუმჯობესებული წინადადება (ანუ წინადადება წინაპიროების გარეშე), რომელიც მნიშვნელოვნად მაღალ თანხას შემოგვთავაზებს არსებული პორტისა და „ზონის“ საფასურად (ჩემი აზრით, $160 მილიონზე და $10 ან მეტი მილიონის დამატება სავსებით უპრიანი იქნებოდა). მაგრამ ამის შემდეგაც კი, დღევანდელ გამარჯვებულს მიეცემა კონტრ-წინადადების გაკეთების საშუალება. ამ ტენდერში ჩემი ჩართვის პირველივე დღიდან ჩვენ ნათლად და ჯიუტად განვმარტავდით გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმს: ვეძებთ დღევანდელ მაქსიმალურ მოგებას და არა ხვალინდელ ინვესტორს, ან რაიმე მსგავსს. შევეცადე გასაგები ენით ამეხსნა, რომ თუ მნიშვნელოვნად არ გაამუჯობესებთ $160 მილიონიან წინადადებას, ამ ეტაპზე თქვენთან ლაპარაკის გაგრძელებას დიდი აზრი არ აქვს”.

ამ წერილიდან ცხადი ხდება, რომ საქართველოს მთავრობა “დუბაი ვორლდს” 160 მილიონ დოლარზე მეტის გადახდას სთხოვდა, თუმცა, “რაკინმა” ფოთის პორტის შესაძენად 145 მილიონი და 10 მილიონიც 300 ჰექტარ მიწაში გადაიხადა.

ამ ყველაფერში საინტერესო კიდევ ერთი დეტალია: 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტი თავად სტუმრობდა “დუბაი ვორლდს”, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო კომპანიაა. სწორედ მაშინ მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ფოთის “თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას” სწორედ “დუბაი ვორლდი” განავითარებდა და ამაში პირველ ეტაპზე სამასი მილიონი დოლარის ინვესტიციასაც განახორციელებდა.

ინფორმაციისთვის - “დუბაი ვორლდი” არაბეთის გაერთიანებული საემიროების სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიაა. დღეისათვის მათ კონტროლ ქვეშაა, პორტები, ენერგეტიკული ობიექტები, საფინანსო-საბანკო ორგანიზაციები, გასართობი ბიზნესი როგორც არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. აქტივები გააჩნია რუსეთში. მისი სავაჭრო ბრუნვა 2007 წელს 30 მილირდი დოლარი იყო.

რაც შეეხება ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას:
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მშენებლობის პირველი ეტაპი, რაც დასაფთავების, ინფრასტრუქტურის შექმნის, უსაფრთხოების მოწესრიგების საკითხებს გულისხმობს, 2009 წლის ბოლოსთვის დასრულდება. უკვე 13 მარტისთვის “რაკ საქართველო” თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გეგმის პრეზენტაციას გამართავს. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში “რაკ საქართველო” 200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. ამავე მოცულობის თანხა ჩაიდება ფოთის პორტის რეკონსტრუქციასა და განვითარებაში.. ფოთის ინდუსტრიული ზონა 300 ჰექტარ ფართობზე აშენდება და ამ ტერიტორიის შესაძენად “რაკ საქართველომ” 10 მილიონი დოლარი გადაიხადა. ანუ მის მიერ ფოთის პორტსა და თავისფალ ინდუსტრიალ ზონაში მან 155 მილიონი დოლარი გადაიხადა, ნაცვლად ე.წ. საწყისი ფასის 170 მილიონი დოლარისა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერის წერილში ფიგურირებდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართული მართლმსაჯულება პოლიტიკური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ?!
6 მარ. '09

მადლენ მაჭარაშვილი

მერაბ რატიშვილი - საქართველოს საზოგადოება მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსით იცნობს, თუმცა სასამართლოს ორმა ინსტანციამ დამნაშავედ ცნო ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში. ადვოკატების მეშვეობით ციხიდან ხშირად მიმართავს საზოგადოებას და სთხოვს, ხმა აიმაღლოს სასტიკი მართლმსაჯულების წინააღმდეგ. მიაჩნია, რომ 2008 წლის 15 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა პოლიტიკური შეხედულებისა და პოლიტიკური საქმიანობისთვის მიუსაჯა. განსაკუთრებული იმედით არ ელის ქართული მართლმსაჯულების უკანასკნელი ინსტანციის, უზენაესის, განაჩენს. იცის, რომ განაჩენი არ შეიცვლება. კიდევ ერთი საქმე გაუყვება სტრასბურგის გზას - ისევ საქართველოში სამართლიანი სასამართლოს არარსებობის მოტივით.

* * *
ყველაფერი დაიწყო 2007 წლის ნოემბრის ცნობილ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, როცა სამართალდამცავებმა ვინმე მოქალაქე გია მელაძის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში აღმოაჩინეს და საეჭვოდ მიიჩნიეს ტელეფონის ნომერი 899 39 88 ... (ნომრის ყველა ციფრს არ ვასახელებთ ჟურნალისტური ეთიკის ნორმების გათვალისწინებით, თუმცა იგი სამართალდამცავთა მიერ გასაიდუმლოებული არ გახლავთ). 24 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სანქცია გასცა 2 თვის განმავლობაში ამ ნომერზე განხორციელებული საუბრების ფარულად მოსმენაზე. სანქციის გაცემის მიზნად დასახელდა ნარკორეალიზატორების გამოვლენა, რომლებიც თითქოს ზემოთ ხსენებულ გია მელაძეს ამარაგებდნენ ნარკოტიკით, სავარაუდოდ - ამ ნომრის მფლობელიც. სწორედ, ამ მობილური ტელეფონის პატრონი იყო მერაბ რატიშვილი.

სამართალდამცავები აღნიშნულ სატელეფონო ნომერთან საუბრებს ისმენდნენ 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის 22 საათამდე. აღნიშნულ ნომერთან დამაკავშირებელი (შემავალი და გამავალი) სულ 33 ზარი აღრიცხეს. აქედან მხოლოდ ორი - ერთსა და იმავე დღეს ერთი და იმავე ნომრიდან შემდგარი საუბრით დაინტერესდნენ. საუბრებს შორის შუალედი 40 წუთი იყო. მრავალიდან ამ ორის არჩევის მოტივი იყო საუბრის დროს გამოყენებული სიტყვა “შაქარი”, რომელიც ნარკოტიკების აღმნიშვნელ კოდურ სიტყვად მიიჩნიეს.

როგორი გემო აქვს სუბოტექსს?

განსასჯელის ადვოკატმა სასამართლოს წინაშე დააყენა რამდენიმე არსებითი ხასიათის შუამდგომლობა. სასამართლოს არც ერთი მათგანი არ დაუკმაყოფილებია.

პირველი შუამდგომლობით ადვოკატი შემდეგი დეტალის დაზუსტებას ითხოვდა: იმ დღეს, საეჭვოდ მიჩნეულ ზარებამდე რამდენიმე საათით ადრე, მერაბ რატიშვილის ნომერზე რატიშვილის ახლობელმა, აგარის ქარხნის დირექტორმა გოჩა ძასოხოვმაც დარეკა და მანაც შაქრის შესახებ ისაუბრა. ეს საუბარი და მასში ნახსენები “შაქარი” სამართალდამცავებს საეჭვოდ არ მიუჩნევიათ. რატომ? თუკი, სამართალდამცავთა აზრით, ერთ შემთხვევაში ეს სიტყვა ჩვეულებრივ შაქარს აღნიშნავდა, რატომ ჩაითვალა სხვა შემთხვევაში კოდურ სიტყვად? მით უმეტეს, რომ - როგორც ჩანს, ხუმრობით - ძასოხოვი რატიშვილთან საუბარში თავს ვახტანგ გორგასლად მოიხსენიებდა (სავარაუდოდ, იმიტომ, რომ - საუბრის მომენტში - ოფისი თბილისში, აბანოთუბანში, ვახტანგ გორგასლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს ჰქონდა). ერთი შეხედვით, ხომ უფრო მეტი არგუმენტი არსებობდა ეჭვის შესატანად?

სასამართლომ ამ საკითხზე მსჯელობა საჭიროდ არ მიიჩნია. თავად სოდ-ის თანამშრომელმა, რომელიც სასამართლოზე მოწმედ იყო მოწვეული - კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნია სიტყვა “შაქარი” ნარკოტიკის და, კერძოდ, სუბოტექსის, აღმნიშვნელად - ადვოკატს სრულიად გაუგებარი პასუხი გასცა: “იმიტომ, რომ შაქარი არის თეთრი და ტკბილი”. მის უმაღლესობას აბსურდული პასუხი არ გაუპროტესტებია. შესაძლოა, მან, მართლაც, არ იცოდა “სუბოტექსის” რეალური შეფერილობა და გემო, მაგრამ, დაინტერესების შემთხვევაში, სასამართლოს ხომ ადვილად შეეძლო ამ საკითხზე კონსულტაციის მიღება? ხომ ადვილად შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ ნარკოტიკებთან დაახლოებული ადამიანები ასოციაციურად შაქართან არ აიგივებენ “სუბოტექსს” და, შესაბამისად, ასე არც მოიხსენიებენ მას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იგი მას არაფრით ჰგავს: არც ტკბილია და არც თეთრი ფხვნილი? რომ კოდური სიტყვა “შაქრით“ რატიშვილთან ინკოგნიტო პირების საუბარი ძალიან ჰგავს დადგმულს, შეკვეთილს, ხოლო კოდურ სიტყვად შერჩეული “შაქარი” რატიშვილთან ძასოხოვის რეალური საუბრიდან ამოგლეჯილს?!

სად გაუჩინარდა გოჩა ძასოხოვი?

მორიგი შუამდგომლობა, რომელიც სასამართლომ განსასჯელის მხარეს არ დაუკმაყოფილა, იყო სასამართლო პროცესზე აგარის ქარხნის ყოფილი დირექტორის - გოჩა ძასოხოვის მოწმედ მოწვევა. იგი მოწმედ არ მოიწვიეს. მის კვალს ვერც ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მიაგნო. იგი რატიშვილის აყვანიდან მეორე დღეს გაუჩინარდა. აღარ ფუნქციონირებს მისი ტელეფონის ნომრები. მის შესახებ ვერაფერი გვითხრეს აგარის შაქრის ქარხანაშიც. სავარაუდოდ, იგი საქართველოში აღარ იმყოფება. უცნაურია, რომ სასამართლომ საჭიროდ არ მიიჩნია მისი მოძიება, თითქოს წინასწარ იცოდა, რომ გოჩა ძასოხოვი ვერავის ეტყოდა სათქმელს რატიშვილისა და “შაქრის” შესახებ: ვერც მას - სასამართლოს და ვერც სხვა დაინტერესებულ პირებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ვამბობთ იმას, რომ სასამართლომ ამ ეპიზოდში შესაძლოა თავისდაუნებურად ითანამშრომლა მათ ინტერესებთან, ვისაც ძალიან უნდოდა, რომ “შაქარს” რატიშვილის ნაცნობების ლექსიკონში აუცილებლად ნარკოტიკის მნიშვნელობა ჰქონოდა; და ითანამშრომლა მათთანაც, ვინც გოჩა ძასოხოვის გაუჩინარებას შეუწყო ხელი.

იმის დადგენა, რომ რატიშვილი ნამდვილად იყო ჩასული აგარაში შაქრის წამოსაღებად, სასამართლოს სხვა გზითაც შეეძლო - იმ დღეს მისი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარების მიხედვით, მაგრამ სასამართლოს არც ეს გაუკეთებია. არადა, თუ გადახედავდა ამ ზარებს, დარწმუნდებოდა, რომ “მაგთიკომის” სატელეფონო ანძამ რატიშვილის ნომერზე იმ დღეს რამდენიმე სატელეფონო საუბარი დააფიქსირა აგარის ტერიტორიიდან, სადაც რატიშვილი, წინასწარი სატელეფონო შეთანხმების თანახმად, ჩვეულებრივი შაქრის შესაძენად იყო ჩასული და არა კოდური შაქრისა, რისი დამტკიცებაც ვიღაცას ძალიან უნდოდა.

პოლიცია - “მაგთიკომი”: სიყალბის ფაბრიკანტები

სასამართლოს არ გაუცია პასუხი მთავარ კითხვაზე: ვინ არის რატიშვილთან განხორციელებული და სამართალდამცავთა მიერ საეჭვოდ მიჩნეული საუბრების ავტორი? ვინ არის ის, ვინც რატიშვილისგან “თეთრ ტკბილ ფხვნილს”, სუბოტექსს, ითხოვდა? სასამართლომ ამის დადგენა არ ისურვა. მან არ დააკმაყოფილა განსასჯელის ადვოკატის მოთხოვნა, რომ “მაგთიკომიდან” გამოეთხოვათ ინფორმაცია რატიშვილთან განხორციელებული საეჭვო ზარის ავტორის შესახებ. გამოდის, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს ნარკოტიკების მოხმარებაში ისე, რომ ამ მიზნით მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები არ გამოავლინეს. მაშ, რა საფუძველზე მიიჩნიეს იგი ნარკოტიკების მოხმარებაში საეჭვოდ და რა საფუძველზე გასცეს მისი პირადი ტელეფონის მოსმენაზე სანქცია? სასამართლომ ხომ ვერც კოდური სიტყვის გამოყენება დაადასტურა და ვერც ამ სიტყვის ავტორების არსებობა?

სამაგიეროდ, ადვოკატმა გამისონიამ წარუდგინა სასამართლოს “მაგთიკომიდან” გამოთხოვილი ინფორმაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ რატიშვილთან ნარკოტიკზე (“შაქარზე”) მოსაუბრე პირი გამოგონილია, საუბარი - დადგმული და ამ ინსცენირების ერთ-ერთი (მაგრამ არა - ერთადერთი) მონაწილე შპს “მაგთიკომია”.

სასამართლო საქმეში დევს ეს ინფორმაცია - იმ აბონენტის ბარათის მონაცემები, რომლის ოფიციალურ მფლობელობაშია ნომერი 895 4735... (საიდანაც საეჭვო შინაარსის საუბრებს ახორციელებდნენ). ასეთი ბარათი აბონენტის მომსახურების ოფისებში ყოველი ნომრის გაცემის დროს ივსება და მასში შეაქვთ ნომრის მფლობელის მონაცემები პირადობის დამადასტურებელი მოწმობიდან: სახელი და გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი და სერია.

ადვოკატის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მასალა ადასტურებს, რომ ზემოთ ხსენებულ ნომერზე შექმნილ სააბონენტო ბარათში მითითებული პირადობის მოწმობის ნომერი ეკუთვნის ერთ ადამიანს, სახელი და გვარი - სხვას, რეგისტრაციის ადგილი კი სხვას (უფრო სწორად, არავის: ის მოგონილია). ერთი სიტყვით, აბონენტის ბარათი გაყალბებულია.

თვითონ განსაჯეთ: პირად ნომრად და სერიად მითითებულია გორის რაიონში მცხოვრები მიხეილ ხუროშვილის მონაცემები, რომელიც 2006 წელს (მის საპასპორტო მონაცემზე “მაგთის” მიერ სატელეფონო ნომრის გაცემამდე ერთი წლით ადრე) გარდაიცვალა; რაც შეეხება აბონენტის სახელსა და გვარს, ამ გრაფაში მითითებულია “მიშიკო კეთილაძე” (როგორც ჩანს, “მაგთიკომის” თანამშრომლებმა დაინდეს გარდაცვლილის პატივი და ღირსება - რასაც ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობაც იცავს - და მისი საპასპორტო მონაცემის გვერდით მისი სახელის ნაცვლად ვირტუალური სახელი და გვარი ჩაწერეს; არ გამოიყენეს გარდაცვლილი მოქალაქის საპასპორტო მონაცემებიდან არც მისი რეგისტრაციის ადგილი და იგი (გორის რაიონი) შეცვალეს ბუნებაში (ყოველ შემთხვევაში, თბილისში) არარსებული მისამართით: თბილისი, ორთაჭალა 5, ხეივანი 216.

ადვოკატის შუამდგომლობის მიუხედავად, სხვა დანარჩენთან ერთად, სასამართლოს უხერხულად არც ის მოხვედრია ყურში, რომ აბონენტის რეგისტრაციის ოფიციალურ მისამართში მითითებული იყო თბილისის ერთ-ერთი უბანი - ორთაჭალა. ვისაც ერთხელ მაინც აქვს ნანახი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ცხადია, მიხვდება, რომ უბნის სახელი პირადობის მოწმობიდან ამონაწერში არ უნდა იყოს, რომ ადამიანები რეგისტრაციას გადიან არა უბნების (ვერა, კუკია, სვანეთის უბანი...), არამედ ოფიციალური მისამართების მიხედვით. სამწუხაროა, რომ სასამართლოს შემადგენლობამ ასეთი ცოდნა ვერ გამოამჟღავნა.

ადვოკატმა რაულ გამისონიამ სასამართლოს კიდევ ერთი შუამდგომლობით მიმართა. სასამართლომაც, სხვათა მსგავსად, არც ეს შუამდგომლობა დაუკმაყოფილა. რაულ გამისონია ითხოვდა, დადგენილიყო, კიდევ რა ნომრებზე იყო დარეკილი ე.წ. მიშიკო კეთილაძის ნომრიდან. ამის დადგენა საშუალებას მისცემდა მსაჯულებს, გასულიყვნენ თუნდაც ერთ რეალურ პიროვნებაზე, რომელიც მათ დაეხმარებოდა ტელეფონის ნომრის მფლობელის ზუსტი ვინაობის დადგენაში. ანუ ვირტუალურ მიშიკო კეთილაძეს რეალურ პიროვნებად აქცევდა. ბოლოს და ბოლოს, ვიღაც ხომ მართლა კრებდა რატიშვილის ნომერს ანონიმი აბონენტის ნომრიდან.

სასამართლომ ამის დადგენა არ მოისურვა და ამით კიდევ უფრო გაამყარა საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ შესაბამისი ორგანოები საგანგებოდ არეგისტრირებენ ყალბი მონაცემებით ე.წ. საკონტროლო ნომრებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, გარდაცვლილ მოქალაქეებზე აქვთ გაფორმებული და რომ ამ საქმეში კერძო სატელეფონო კომპანიებსაც იშველიებენ. სწორედ, ამაზე მეტყველებს შპს “მაგთიკომში” შექმნილი აბონენტის ბარათი. ხოლო იმაზე, რომ ასეთი ქმედებებისთვის მათ ხელშეუხებლობის გარანტია აქვთ მიცემული, ვფიქრობთ, რატიშვილის სასამართლო პროცესი ღიად მეტყველებს.

ხოლო იმის ძიებას, ვის სჭირდებოდა მიშიკო კეთილაძის გამოგონება, მივყავართ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტამდე. ამ უწყებას სჭირდებოდა სატელეფონო ზარი, როგორც მტკიცებულება, რათა რატიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიეღო. მათ რატიშვილის დაკავების სხვა ოფიციალური საფუძველი არ ჰქონიათ. ეს საფუძველი კი, როგორც მკითხველმა ზემოთ ნახა, გამოგონილია.

ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი ესაუბრა შპს “მაგთიკომის” იურისტ გიორგი ლაბახუას, რათა გაგვერკვია, რატომ და ვისი დაკვეთით დაამზადა კომპანიამ ყალბი სააბონენტო ბარათი. იურისტმა ჟურნალისტები მოატყუა - გვითხრა, რომ პასუხს ოფიციალურად მოგვწერდა. მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. როგორც ჩანს, “მაგთიკომს” აქვს სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია, ხოლო იმიჯი, რომელიც ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეიძლება შეუქმნას, ნაკლებად აინტერესებს.

სხვა წინააღმდეგობები

სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ რატიშვილის დაკავების, მისი პირადი, აგრეთვე მისი ავტომანქანის, ბინისა და ოფისის ჩხრეკის ოქმები დარღვევით არის შედგენილი. ამ ოქმებს ხელს არ აწერენ მოწმეები, ხელს არ აწერს ადვოკატი, რომლის დასწრებას რატიშვილი დაბეჯითებით ითხოვდა. გარდა ამისა, ოქმს ხელს აწერს უფრო ნაკლები ადამიანი, ვიდრე, თვითმხილველთა თქმით, რეალურად მონაწილეობდა ჩხრეკაში. მაგალითად, სასამართლო პროცესზე რატიშვილის მეუღლემ მოწმედ მოწვეულ სოდ-ის ერთ-ერთ მაღალჩინოსანში ამოიცნო სახლის ჩხრეკის დროს იქ მყოფი პირი, რომელსაც ჩხრეკის ოქმზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი. სასამართლოს ეს მტკიცებულებად არ მიუღია.

სასამართლოს დარღვევად არ მიუჩნევია ასეთი ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები: ავტომანქანიდან ამოღებული ერთჯერადი მოხმარების შპრიცში გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონი” და სახლის ჩხრეკის დროს დაკავებულის პიჯაკის ჯიბიდან ამოღებული იგივე ნივთიერება.

მთავარი ძაფი სასამართლომ ხელიდან გაუშვა

არსებობდა თუ არა, საერთოდ, გია მელაძის საქმე, საიდანაც რატიშვილის ტელეფონის ნომერი ამოიღეს და მოსმენა დააწესეს? ამის დადგენა იყო მიზანი ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობისა, რომელზეც რატიშვილის ადვოკატი იმედს ამყარებდა. არსებობს სრულიად რეალური ეჭვი, რომ ეს საქმე ისევე გამოგონილია, როგორც “მაგთიკომის” აბონენტი და მისი გაყალბებული სააბონენტო ბარათი.

მართლაც, თუკი გამოძიებას დასჭირდა კეთილაძის გამოგონება რატიშვილის კომპრომეტირებისთვის, რატომ არ შეიძლებოდა გამოეგონა მელაძის საქმე? ანალოგიის მეთოდი გვაძლევს ამგვარი ვერსიის დაშვების საშუალებას. მით უმეტეს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოზე ვერ წარმოადგინა ამ საქმიდან კონკრეტული მტკიცებულება რატიშვილის წინააღმდეგ, კერძოდ, მელაძესა და რატიშვილს შორის გამართული საუბრის ჩანაწერი. ობიექტური სასამართლო აუცილებლად გამოითხოვდა მელაძის საქმეს, ამოიღებდა ამ ჩანაწერს, მოისმენდა შინაარსს, გაარკვევდა, კონკრეტულად რა თქვა რატიშვილმა მელაძესთან საუბარში, მოითხოვდა ექსპერტიზას ხმის იდენტიფიკაციის მიზნით, იმის გასარკვევად, იყო თუ არა ნარკოტიკებზე მოსაუბრე ხმა ნამდვილად რატიშვილის. სასამართლოს ეს არ გაუკეთებია.

ჩვენს ეჭვს ამყარებს სასამართლოს საქმის მასალებში არსებული ერთ-ერთი დოკუმენტი - სოდ-ის თანამშრომლის, მიქაუტაძის, ჩვენება. იგი წერილობით აცნობებს სამართალდამცავებს, რომ “რატიშვილის კავშირი გია მელაძის საქმესთან არ დასტურდება”.

რატომ არ ჩახედა სასამართლომ განსასჯელს თვალებში?

სასამართლომ ისე გამოუტანა განაჩენი მერაბ რატიშვილს “დიდი რაოდენობით ნაკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში,“ რომ ვერ დაამტკიცა, განსასჯელი ნამდვილად არის თუ არა ნარკოტიკის აქტიური მომხმარებელი. ამის დამტკიცება მას შეეძლო, თუკი დანიშნავდა ნარკოლოგიურ ექსპერტიზას. ასეთი ექსპერტიზით მოწმდება ადამიანი ნარკოტიკის მუდმივ მოხმარებაზე.

ნარკოლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ირინა ამნიაშვილმა, ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ “ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად იოლი დასადგენია, პიროვნება წამალდამოკიდებულია თუ მხოლოდ ერთხელ მოიხმარა ნარკოტიკი. ამის დამტკიცება შესაძლებელია მის თვალის გუგებზე, მოძრაობებზე, ვენებზე დაკვირვებითაც კი.”

ადვოკატი და განსასჯელი დაჟინებით სთხოვდნენ მოსამართლეს, დაენიშნა ასეთი ექსპერტიზა. მოსამართლემ ამ თემაზე დაყენებული შუამდგომლობაც უსაფუძვლოდ ცნო. რატომ? მისი უმაღლესობის გადაწყვეტილებები ასეთი კითხვების დასმას არ ექვემდებარება.

არადა, საქმის მასალები საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ რატიშვილი, არათუ საერთოდ არ იყო ნარკოტიკის მომხმარებელი, შესაძლოა, დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეც კი არ იყო ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ - მას ნარკოტიკი დაკავების შემდეგ გაუკეთეს. საქმეში მისი დაკავების დროდ მითითებულია 22 საათი. ნარკოლოგიური ანალიზის ჩატარების დროდ კი - 03:27 საათი, შუაღამის ოთხის ნახევარი. სასამართლოს არ დაუსვამს კითხვა, რატომ დაგვიანდა ასე - მთელი ხუთ საათ-ნახევრით მისი ნარკოტიკზე შემოწმება. სამაგიეროდ, ჩვენ ვკითხეთ ეს ექსპერტებს და დავადგინეთ, რომ ადამიანის სისხლში ნარკოტიკების აღმოსაჩენად რამდენიმე საათი უნდა იყოს გასული. რატიშვილი დაკავების მომენტში რომ ყოფილიყო ეჭვმიტანილი წამლის ზემოქმედებაში, მაშინვე უნდა წაეყვანათ შესამოწმებლად. როგორც წესი, ასე იქცევა პოლიცია.

სასამართლოს მით უფრო უნდა მიექცია ყურადღება ამ დეტალისთვის, რომ რატიშვილი თავის ჩვენებაში აცხადებდა, ხელბორკილების დადების შემდეგ კუნთში ორჯერ ვიგრძენი ჩხვლეტა და ფაქტს მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც ნარკოლოგიური ანალიზით მეტადონის მოხმარება დამიმტკიცესო.

ვერსია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება

მისი ავტორები რატიშვილი და მისი გულშემატკივრები არიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მელაძის საქმე, მიშიკო კეთილაძე და ნარკოტიკები მხოლოდ საშუალება იყო რატიშვილის დასაკავებლად, სინამდვილეში ხელისუფლებას მასთან პოლიტიკური ანგარიშები ჰქონდა ნოემბრის მიტინგის ორგანიზებაში მონაწილეობის გამო - მათ შორის, ფინანსურად. ხელისუფლებას სჭირდებოდა მისი იზოლაცია. სასამართლოს რატიშვილის ადვოკატმა წარუდგინა მასალები იმის დასამტკიცებლად, როგორ ცდილობდა გამოძიება, მის წინააღმდეგ პოლიტიკური დანაშაულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები შეექმნა: მისი ოფისიდან წაიღეს პოლიტიკური კვლევები, სახლიდან კი - მაისურები და კეპები წარწერით “ჩვენ თვითონ”. შემდეგ ეს მასალები კონტრდაზვერვას გადაუგზავნეს. სამშობლოს ღალატსა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დასადანაშაულებლად საკმარისი მასალები ვერ მოაგროვეს და რატიშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ეს მიმართულება სასამართლომდე მოუხსნეს. როგორც ჩანს, მთავარი რატიშვილის იზოლირება იყო და სასამართლოსაც მხოლოდ ნარკოტიკების ნაწილში მოუხდა შემკვეთის ინტერესთან თანამშრომლობა.

ეს ვერსიაა, რომელიც ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ აქვს არსებობის უფლება. მით უმეტეს, რომ სასამართლო საქმის გაცნობა კიდევ ერთ ქულას წერს ამ ვერსიის სასარგებლოდ.

ჟურნალისტური გამოძიების ხელმძღვანელი ლია ტოკლიკიშვილი.

გამოძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში: „სასამართლო სისტემის მონიტორინგი საქართველოში” – „ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ „სიტყვის“ მიერ.

პროექტის მხარდამჭერი - ფონდი “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი”

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რევაზ მიშველაძე: სააკაშვილმა სამების ტაძრის გვერდით რაიხსტაგი ააშენა! ბაგრატიონია, თუ ვინ ოხერი, კაცო?!

მწერალი რევაზ მიშველაძე საზოგადოების დუმილსა და ჩრდილში დგომას დღეს ღალატის ტოლფასად მიიჩნევს. მისი აზრით, ქართველმა ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ჩვენს გასაკეთებელს სხვა არ გააკეთებს. სწორედ ამიტომ, ბატონი რევაზი ცრუ თუ ნამდვილი ოპოზიციისგან საკმარისზე მეტად დაბნეულ ხალხს საქართველოს გადასარჩენად 9 აპრილს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს: ,,ყველა უნდა გამოვიდეს 9 აპრილს, ყველა ქართველმა საქართველოს გადარჩენა თავის საქმედ უნდა ჩათვალოს", _ განაცხადა მან ჩვენთან საუბრისას.

_ ბატონო რევაზ, ახლები- რესპუბლიკელები-ალასანიას ალიანსი სააკაშვილისგან რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. ეთანხმებით მათ მოთხოვნას და, თქვენი აზრით, მიშა რეფერენდუმს დანიშნავს?

_ რეფერენდუმის მოთხოვნა არის ავანტურა! რეფერენდუმი იმ ხალხის პოზიციაა, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლების შენარჩუნება სურს. მიშამ რომც დანიშნოს რეფერენდუმი ან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, აუცილებლად გააყალბებს, რადგან ზუსტად ისეთი მდგომარეობაა, ილია ჭავჭავაძე რომ ამბობდა: ,,ხმები კი არ უნდა დაითვალოს, უნდა აიწონოსო".

სააკაშვილი ქართველ ხალხს არ აურჩევია და არც ახლა აირჩევს, მაგრამ ის მიიღებს ხმებს და იცით რატომ? მიუხედავად იმისა, რომ მიშამ თბილისში პირწმინდად წააგო არჩევნები, მან ხმების 98% მარნეულის აზერბაიჯანელი ამომრჩევლისგან და ახალქალაქის რაიონის სომეხი ამომრჩევლისგან მიიღო. ახლაც ასე მოხდება. აი, მათი პრეზიდენტია მიშა და არა ქართველი ხალხისა.

_ ამბობენ, ალასანია ამერიკის ახალი პროექტიაო...

_ რა თქმა უნდა! საინტერესოა, რა დამსახურება აქვს მას საიმისოდ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს?!

აქვე გეტყვით ერთ რამეს: სააკაშვილი რომც გადადგეს, არჩევნები დაუშვებელია, რადგან 100%-ით გაყალბდება.

საქართველო გაუბედურებული და გაღლეტილია. ნახეთ, რა ააშენა სააკაშვილმა _ 4-მილიარდიანი რაიხსტაგი სამების ტაძრის გვერდით! ბაგრატიონია, თუ ვინ ოხერია, კაცო?

_ ოპოზიცია კბილებს ილესავს, გაზაფხულზე სააკაშვილის მმართველობას დავამთავრებთო. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს?

_ თუ "ლეიბორისტები", ეროვნული ფორუმი და ირაკლი წერეთლის პარტია არ დაიქსაქსებიან, შეძლებენ. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, კოჭებში ვატყობ, რომ მიშას გადადგომა არ უნდათ. ზოგს სურვილი გაუჩნდა საზღვარგარეთ წასვლისა იმ იმედით, რომ იქიდან ვინმეს დაარეკინებს მიშასთან და ათქმევინებს, გადადექიო. ეს ცოტა გულუბრყვილო ჩანაფიქრია. მიშას ვინც არ უნდა უთხრას დღეს, თვითონ ობამამაც რომ დაურეკოს და უთხრას, წადიო, არ წავა. მიშა ვირთაგვასავით თუ არ გამოიყვანე და კედელთან პანღური არ ამოჰკარი, არსად წავა. სააკაშვილს ჭკუა რომ ჰქონდეს, აქმდე წავიდოდა, თუმცა, მიშას ჰგონია, ქართველი ერი ისეთი ბრიყვია, რომ სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით თუ გამოჩნდება და, შემინდეთო, იტყვის, ქართველი ერი გადაწყვეტს: "მოითხოვა ბავშვმა, შემეშალა, შემინდეთო და შევუნდოთ, კაცო, რა მოხდაო".

_ ბოლო დროს ხელისუფლება კვლავ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ ახალ სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობს. ეს განაცხადა რუსმა ექსპერტმა, ფელგენგაუერმა. თქვენი აზრით, საფრთხე რეალურია, როგორ ავიცილოთ თავიდან?

_ ამ ბოლო საუკუნის განმავლობაში რუსეთი ჩვენი ტრადიციული მტერია. მასთან არავითარი სიკეთე არ გაგვივიდა. რომ დაადო ტორი კავკასიას, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს, ხანგამოშვებით ატარებს საქართველოსთვის ჭკუის სწავლების ოპერაციას. ამ სადამსჯელო ღონისძიებებს თავიდან ავიცილებთ, თუ ვაღიარებთ კავკასიაში რუსეთის განუსაზღვრელ ბატონობას. ამ შემთხვევაში ფიზიკურად გადავრჩებით, მაგრამ, ფაქტობრივად, სახელმწიფოებრიობა დაკარგული გვექნება.

რაც შეეხება მოსალოდნელ საფრთხეს, ის არსებობს. ომი მოსალოდნელია, თავი არავინ მოიტყუოს. რუსეთი იმდენად გაცოფდა საქართველოს სურვილზე, დამოუკიდებელი ყოფილიყო, რომ ბოლო 20 წელიწადში ომი ორჯერ გამოგვიცხადა.

რუსეთი კატეგორიულად გვთხოვს, მიშა გადააყენეთ და საქართველოსთან სადავო აღარაფერი მექნებაო. ეს თვალთმაქცობაა და მეტი არაფერი. სად იყო მიშა 92-93 წლებში, რუსეთი რომ დაგვესხა თავს?

საქართველოში იმიტომ კი არ სუფევს ანარქია, რუსს რომ ებრძოდა და ებრძვის მიშა, არამედ მისი უჭკუობის გამო. მიშა ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. გინახავთ, რომ საგიჟეთში ავადმყოფზე ამბობდნენ, ამ გიჟმა შეცდომა დაუშვაო? რა შეცდომებზეა ლაპარაკი, გიჟს მკურნალობა სჭირდება. იდგა პატრიარქის გვერდით პირველ მარტს და საქართველოს შენდობას სთხოვდა. კარგი შენდობაა, თქვენმა მზემ, საქართველოს შვილები მოუკლა, ტერიტორია და მიწა-წყალი გაუყიდა და მიტევებას ითხოვს? ე.ი ბოდიშს ვიხდი, სულ ტყუილად გადამივლია შენთვის, საქართველოო. მიშას დარჩენა ხელისუფლებაში ერთი საათითაც არ შეიძლება.

_ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი დიდი ხნით მიეცა დავიწყებას?

_ ზოგიერთ სულსწრაფ პოლიტიკოსს ტერიტორიების დაბრუნება ოცნებად გადაექცა. ,,ნუ შეშინდებით, ხალხო, აფხაზეთს და სამაჩაბლოს დავიბრუნებთო", _ ეუბნებიან ხალხს. ზუსტად ასეთი მდგომარეობა იყო, როდესაც უზარმაზარი ტერიტორია _ ტაო-კლარჯეთი დავკარგეთ. დავიბრუნეთ? დავიბრუნეთ კი არა, ამაზე საუბარიც აღარ არის. ყალბი პოლიტიკოსების გადმოგდებული სატყუარაა ფრაზები: ,,რუსეთი დაშლის პირასაა, ნანობს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა რომ აღიარა. რუსეთი ეკონომიკურად როგორც არ უნდა დასუსტდეს, შენი გასრესის ძალა ყოველთვის ექნება და შენ გამო თავს არავინ შეიწუხებს. რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ გააუქმებს და არასდროს იტყვის აღიარებით შეცდომა მომივიდაო. ამის ილუზია ნურავის ექნება.

_ ბატონო რევაზ, მწერალთა კავშირის შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. რას აპირებთ? რას საყვედურობთ ამ ხელისუფლებას?

_ სააკაშვილის ბანდამ გაუგონარი დანაშაული ჩაიდინა მწერალთა კავშირის წართმევით. კულტურის მინისტრმა გვითხრა, მწერლის სახლი ერქმევა, მწერალთა კავშირი არ იქნება ეს შენობაო. 27 ოთახია მწერალთა კავშირის შენობაში და აქედან 3 ოთახი მოვთხოვეთ. წერილობით მოითხოვეთ, რომ დაფიქსირდეს, მერე პირი არ გვიშალოთო, გვითხრეს. 3 დღეში დაგიძახებთ და ამ საკითხს დადებითად გადავწყვეტთო, დაგვპირდა რურუა. თუმცა, 3 კი არა, 10 დღე გავიდა და არ გვეძახის. რას ნიშნავს ეს, იცით? თათბირობს გაუთავებლად მიშასთან. მიშა კი ისეთი შემაძრწუნებელი ზიზღით არის განმსჭვალული მწერალთა კავშირის მიმართ, რომ არა და არ სურს, მისი პრეზიდენტობის დროს, რომლის ირგვლივ ნელ-ნელა ბნელდება და საათები რჩება, დაუშვას ეს. სურს, საშვილიშვილოდ დარჩეს მის გვარს დანაშაულად მწერალთა კავშირის იავარქმნა. ამხელა კომპრომისზე წავედით და ამასაც არ გვაძლევ, შე ბანდიტო? ჩვენ ვაპირებთ მიტინგების სერიის დაწყებას. აბა, მიდი ერთი, დაგვიდექი წინ!

არავითარი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან თეატრს და კინოს არ ექცევა. კინოსტუდია აღარ არსებობს, პანტომიმის თეატრის იატაკი კი აყრილია და კედლები _ ჩამონგრეული. არაერთი მიმართვის მერეც კულტურის მინისტრმა თეატრში მოსასვლელად დრო ვერ გამონახა, თუმცა მიშა არ დადის თეატრში და, რა თქმა უნდა, არც მისი გარემოცვა ივლის.

აქვე მინდა მივმართო ინტელიგენციას: ნუ დადედლდით, თავს ნუ იმასხარავებთ, ნუ გინდათ სხვისი ხელით ნარის კრეფა. ელიზბარ ჯაველიძე სულელი ხომ არ გგონიათ, ყოველდღე ნიღაბს რომ ხდის მიშას და მის ხროვას? მინდა, რომ იგი მაგალითი იყოს თქვენთვის. როცა უნივერსიტეტის წინ აქციებს ვმართავდით, ჯერ კიდევ მაშინ დაიმალნენ ჩირგვებში ხუბუას და ლომაიას მიერ პანღურამორტყმული პროფესორები. ახლაც უნივერსიტეტი გაუქმებულია და მხოლოდ რამდენიმე პროფესორი იბრძვის მისი აღდგენისთვის. სად არიან დანარჩენები? აი, რა ღუპავს საქართველოს! აი, საიდან იწყება ჩვენი დადედლება. როგორ მაკლია ამ ბრძოლაში დიდი ქართველი, ეროვნულ მოღვაწე გურამ შარაძე. გურამი რომ მოკლეს, ჩემთან შინ ვიღაცამ დარეკა და ჩემს მეუღლეს უთხრა: გადაეცით თქვენს ქმარს, რომ მალე მისი რიგიც დადგება, ეროვნული ფაშისტებს დედა უნდა ვუტიროთო. მე არ ვიყავი სახლში, თორემ ვეტყოდი: მერედა მოდი, შე გარეწარო, შე მათხოვარო, მიშას კუდო, მესროლე-მეთქი.

_ დაბოლოს, თქვენი აზრით, რა მოხდება 9 აპრილს?

_ ქართველი ერი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, მთელ საქართველოში ეროვნული დაუმორჩილებლობა უნდა დაიწყოს და სააკაშვილის რეჟიმი ორ დღეში დასრულდება.

ნუ დაგვანგრევინებ, მიშა, ქართველ ხალხს პარლამენტს, კანცელარიას, დაიხურე ქუდი და გადადექი! სააკაშვილი ვერ დაამთავრებს თავის საპრეზიდენტო ვადას. მან ჭკუა უნდა იხმაროს და როგორც დამარცხებულმა პრეზიდენტმა, ბოდიშს რომ იხდის, მომიტევეთო, იმ წუთში უნდა გადადგეს, თორემ, _ მომიტევეთ, ოღონდ მე ისევ ვიქნები, რათა ახალი შეცდომები დავუშვაო, _ ამას ვინ ჭამს!

ქეთი ხომერიკი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გამოიშლებიან ეხლა სამშობლოს ერთგულები?----.კარვებით და წივილ კივილით.=oops=

:მან ჭკუა უნდა იხმაროს და როგორც დამარცხებულმა პრეზიდენტმა, ბოდიშს რომ იხდის, მომიტევეთო, იმ წუთში უნდა გადადგეს, თორემ, _ მომიტევეთ, ოღონდ მე ისევ ვიქნები, რათა ახალი შეცდომები დავუშვაო, _ ამას ვინ ჭამს!"

არავინ --მაგრამ თქვენსას? ვინ ჭამს?-----

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე აქ მეთერთმეტე არმიის რიგებში 1921 წელს გავიარე და ამ ქართულ მიწას კიდევ ერთხელ უნდა დავაფსა" უთქვამს ჯერ კიდევ 1963 წელს ლიძავასკენ მანქანით მიმავალ ნიკიტა ხრუშჩოვს

ამასწინათ "ჯორჯიან თაიმსმა" ინტერესით წაიკითხა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის, დამიანე გოგოხიასადმი მიძღვნილი წიგნი, რომელმაც ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობების შესახებ მრავალ ჩვენთვის უცნობ საინტერესო დეტალს მოჰფინა ნათელი. ამ ნაშრომს "ჯორჯიან თაიმსი" მოგვიანებით მიუბრუნდება. ჩვენ ამ წიგნიდან ერთმა ეპიზოდმა განსაკუთრებით დაგვაინტერესა, რომელიც ბაკურ გულუას მოგონებაში ამოვიკითხეთ.

"ჯორჯიან თაიმსი": ბატონო ბაკურ, ამ წიგნში თქვენი მოგონების ერთმა ეპიზოდმა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რომელიც 1963 წელს ხრუშჩოვის ლიძავაში ჩამოსვლას შეეხება...

ბაკურ გულუა: ბატონ დამიანეს ასეთი ეპიზოდი აქვს ჩემთვის მონაყოლი. ხრუშჩოვი რომ ჩამოდიოდა საქართველოში, გაძლიერებული დაცვა ახლდა. 40-მდე მანქანა დასდევდა უკან. ერთხელ მანქანაში მასთან თემურ ბღაჟბა მჯდარა, ხოლო უკან მიმავალ მანქანაში კი, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიქოვანი და დამიანე გოგოხია. გაგრაში, ბიჭვინთის გადასახვევს რომ მიუახლოვდნენ, დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანები მოულოდნელი დამუხრუჭების შედეგად კინაღამ ერთმანეთს შეასკდნენ.

როცა ხრუშოვი ლიძავაში თავის აგარაკზე მიაცილეს, ბღაჟბას დამიანესთვის უთქვამს, ჩემთან გადმოჯექი მანქანაში, სოხუმში ერთად დავბრუნდეთო. გზაში ბღაჟბას მისთვის უთქვამს, თქვენ, ქართველები არ აფასებთ მე, თემურ ბჟაღბა საქართველოს რამხელა სამსახურს ვუწევო, არ იცით, რა გველეშაპია ხრუშოვიო და მოუყოლია უცნაური ფაქტის შესახებ. თუ მიხვდით, რატომ გაჩერდა მანქანების ექსკორტი. `ხრუშოვმა მძღოლს უბრძანა, გააჩერეო! მაღალი სიჩქარით მივდივართ და გაჩერება არ შეიძლებაო, – უპასუხია მძღოლს. გააჩერე, თორემ... და შეაგინა.

მძღოლმაც გააჩერა და მანქანები კინაღამ ერთმანეთს შეასკდნენო. ხრუშოვი კი გადასულა და იქვე მდებარე მშვენიერ ნაძვნარში მოუშარდავს. უკან რომ დაბრუნდა მითხრა: "შენ რა გგონია ლიძავამდე სამი წუთის გზაა და შარდი ვერ შევიკავე? მე აქ მეთერთმეტე არმიის რიგებში 1921 წელს გავიარე და ამ ქართულ მიწას კიდევ ერთხელ უნდა დავაფსა". ამას რომ ამბობდა, ხრუშოვს ისეთი თვალები ჰქონდა, როგორც გარეულ კატებს ჩვენს ტყეებშიო, დაუძენია ბღაჟბას".

ბატონი ბაკური წლების მანძილზე გალის რაიკომის პირველ მდივნად და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა და ამ პროცესების უშუალო თვითმხილველი გახლდათ. მისი განმარტებით, ამ კონფლიქტს უფრო ღრმა ფესვები აქვს და იგი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე მეორის დროიდან იწყება, როცა საქართველო ჯერ კიდევ შორს იყო რუსეთის საზღვრებიდან.

იმ საარქივო მასალების მიხედვით, რომლებიც ბაკურ გულუას პირადად უნახავს, ირკვევა, რომ ეკატერინე მეორეს პოტიომკინისთვის დაუვალებია შეესწავლა, რითი იყო გამოწვეული, რომ წარმატებულმა ქართლ-კახეთის მეფემ (სხვათა შორის, წერილში მეფედ არ მოიხსენიება) ერეკლე მეორემ, რომელსაც არც ერთი ბრძოლა წაგებული არ ჰქონდა, რუსეთს მფარველობა სთხოვა. პოტიომკინს ამაზე ოთხი წლის შემდეგ დაახლოებით ასეთი პასუხი გაუცია:

"ერეკლეს მართლაც ყველა ბრძოლა მოგებული აქვს, არც თურქებთან აქვს პრობლემა და არც ირანთან, მაგრამ ვერაფრით მოუარა კავკასიის ხეობებიდან მოდინებულ ყაჩაღურ-მძარცველურ თავდასხმებს. ამიტომაც მოგვმართა თხოვნით. მას დიახაც აწყობს კავკასიის მთებს იქით კონტროლი ერთიან ქრისტიანულ სახელმწიფოს ჰქონდეს, რომელიც მისი მყარი მოკავშირე იქნება. ცხადია, მან არ იცის ჩვენი გეგმების შესახებ, რომ საქართველოს უნდა გადავუაროთ და თბილ ოკეანემდე გავაფართოვოთ იმპერიის საზღვრები. ამიტომ მისი წინადადება აუცილებლად უნდა მივიღოთ, მაგრამ ჩვენი გეგმები ძალიან გულმოდგინედ უნდა გავასაიდუმლოოთ.

კავკასიაში ჩვენი გავლენის გასაძლიერებლად უნარიანად უნდა გამოვიყენოთ მთიელთა შორის მამა-პაპურად გამჯდარი სისხლის აღების ადათი. საჭიროა აქ მოსახლე ხალხებს შორის შუღლის ჩამოგდება, ტყვიის გავარდნისა და სისხლის დაღვრის პროვოცირება. შემდეგ საქმე თავისთავად მოითხოვს მათ შორის რუსეთის იმპერიის ჩადგომის აუცილებლობას, სამოქალაქო წესრიგისა და კანონიერების, მშვიდობის დამყარების გარანტის ფუნქციით". ეს დოკუმენტი მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარშია შედგენილი და, როგორც ვხედავთ, დღემდე "წარმატებულად" მუშაობს.

"კავკასიაში რუსების შემოსვლის შემდეგ იწყება მოჰაჯირობა. ჩრდილოეთის მუსლიმი ხალხის მასობრივი აყრა თავისი ისტორიული სამშობლოდან, ზოგიერთი ტომების სრული გადაშენება, მათ მიერ აფხაზი (ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიიდან სხვადასხვა დროს გადმოსახლებულთა) ხალხის ნაწილის გადაბირება და აღთქმული მიწისკენ დედაწულიანად დაძვრა.

რუსეთის იმპერიამ აფხაზები არაკეთილსაიმედოდ გამოაცხადა, არათუ ჯარში არ მიჰყავდათ, მიწასაც არ უკანონებდნენ. ეს დისკრიმინაცია მეოცე საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა, სანამ თავადი შერვაშიძე ნიკოლოზ მეორის დედაზე, იმპერატორ ალექსანდრე III-ის ქვრივზე არ დაქორწინდა. დედის თხოვნით რუსეთის ხელმწიფემ აფხაზებს მოუხსნა უნდობლობის სტატუსი, დაიწყო მათთვის გვარების მიცემისა და მიწის დარიგების პროცესი. თუმცა, აფხაზებს როდესაც ვამბობ, შეცდომას ვუშვებ, რადგან ლაპარაკია მთიდან ჩამოსულ უგვარო ხალხზე და არა მკვიდრ აფხაზებზე", _ აზუსტებს ბაკურ გულუა.

უფრო ადრე, 1863 წლის ბოლოს, აფხაზეთის სამთავროს რუსეთთან მიერთების ბოლო ოპერაცია გუდაუთაში ჩაუტარებია ჟანდარმერიის შტაბს-კაპიტანს, რომელსაც მოუკლავს აფხაზთა წინააღმდეგობის ბოლო ხელმძღვანელი თავადი მაანი (ქართულად მარღანია), მასთან ერთად მტერს თერთმეტმა ადამიანმა თავი შეაკლა. აღმოჩნდა, რომ თერთმეტივე ქართველები იყვნენ.

ამ უცნაური ფაქტის შესახებ რუსი შტაბს-კაპიტანი მოხსენებით ბარათში წერს (ბაკურ გულუა ირწმუნება, რომ ეს დოკუმენტიც ნანახი აქვს), რომ რუსეთის იმპერია მანამ ვერ მოიკიდებს ფეხს კავკასიაში, სანამ აქ მცხოვრებ ხალხებს შორის არის ძიძაობა, მორდუობა, ყონაღობა, ბიძაშვილმამიდაშვილობა და ა.შ. საჭიროა მათი ერთმანეთთან გადაკიდება, თორემ, ხომ დაინახეთ, ერთ აფხაზს თვალის დაუხამხამებლად თერთმეტი ქართველი როგორ შეეწირაო.

ამ ამბიდან ასი წლის შემდეგ, 1963 წელს, მოსკოვის მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტში ზემოხსენებული მოხსენებითი ბარათი წამოუწევიათ და სადისერტაციო სამუშაოების თემატიკაშიც შეუტანიათ. როგორც ამბობენ, ერთ-ერთი აფხაზი ლიდერი ამის წყალობით მეცნიერებათა დოქტორიც გახდა. "მისი გვარი ყველა თქვენგანისთვის ცნობილია, ამჯერად მას არ დავასახელებ", _ დასძინა გულუამ.

"კაგებეში" ამ თემის სადისერტაციოდ დამტკიცების თაობაზე ერთ-ერთმა ქართველმა შემთხვევით შეიტყო, რომელიც მაშინ ცენტრალურ აპარატში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ვინ მოიფიქრა ეს სისულელეო, რომ უთქვამს, მას მოსკოვში ძველი მოედნისკენ მიანიშნეს, იქ მისულს კი მიხეილ სუსლოვის კაბინეტისკენ მიუთითეს. უკან მობრუნებულს თავისი შეფებისთვის უთქვამს _ ეს უტვინო პოლიტიკაა და ასეთი მიდგომებით კავკასიის საქმეს დავღუპავთო. ასე რომ, აფხაზეთი ძალიან დიდი ხნის წინ დაწყებულმა სისტემურმა მუშაობამ წაგვართვა. რასაც ჩვენი თაობა მოესწრო, ეს უკვე მრავალწლიანი მტრული პოლიტიკის დამაგვირგვინებელი ეტაპი იყო", _ დარწმუნებულია ბაკურ გულუა.

სოხუმში, ინდუსტრიულ ტექნიკუმში იგი აფხაზებთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა. მოხდა ისე, რომ რვა წლის შემდეგ ბაკურ გულუა გალის რაიკომის პირველი მდივანი ხდება. "როცა ჩემს აფხაზ მეგობრებს ამ დროის გასვლის შემდეგ შევხვდი, ვისთან ერთადაც სოხუმში ვიზრდებოდი, მათში უსიამოვნო სახეცვლილება შევნიშნე. ვიფიქრე, როგორც თანამდებობის პირს, ხომ არ მერიდებიან-მეთქი. როცა ერთ-ერთს ჩემი ნაფიქრალი გავანდე, ადრე თუ ქართულად ვლაპარაკობდით, ახლა რუსულად მიპასუხა _ თანამდებობაში არ არის საქმე და, თუ უფრო ღრმად გაინტერესებს, მზად ვარ, ცალკე შეგხვდეთო", _ იგონებს იგი.

ეს აფხაზი ახალგაზრდა გულუას სამი დღე ჰყოლია სტუმრად გალის რაიონში, "ენგურჰესის" კოტეჯში და როგორც იხსენებს, მან ისეთი რამეები მიამბო, თმა ყალყზე დამიყენაო. მას უთქვამს, რომ აფხაზეთში წლების განმავლობაში მიმდინარეობს პერსპექტიული ახალგაზრდების გადაბირება. ალბათ, იგივე მუშაობა წარმოებს აქ მცხოვრებ ქართველებს შორისაც. ვინ იცის, რა ოქროს მთებს არ ჰპირდებიან, რა საკარიერო პერსპექტივებს არ სთავაზობენ, მთავარია, აფხაზებმა იბრძოლონ ქართველების წინააღმდეგ, ხოლო ქართველებმა _ პირიქით. ასე რომ, ქართველები იჟღინთებოდნენ ანტიაფხაზური სულისკვეთებით, ხოლო აფხაზები _ პირიქით.

იგი არ მალავს, რომ 1976 წლის ნოემბერში, ცნობილი არეულობების დაწყებამდე მთელი წლით ადრე, პირადად გააფრთხილა ედუარდ შევარდნაძე მოსალოდნელი საფრთხეების თაობაზე. ამ სტატიას რომ წაიკითხავს, იგი ამ ფაქტს აუცილებლად დაადასტურებსო.

"ჯორჯიან თაიმსი": რას გულისხმობთ?

ბაკურ გულუა: სოხუმიდან ერთ-ერთი ქალბატონი გალში ჩამოვიდა სპეციალურად და მაცნობა, რომ შეიქმნა "იატაკქვეშა" შტაბი, რომელსაც პირდაპირ მოსკოვიდან პარტიის ცკ ხელმძღვანელობდა და რომლის მიზანი იყო აფხაზეთში ახალი არეულობების ორგანიზება. ცნობილია, რომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, რევოლუციის წლისთავებზე, აფხაზეთში ხდებოდა დაპირისპირების ახალი ტალღის აგორება. ვიცი, რომ ამ ცნობას შენ ზემოთ ეტყვი იმას (შევარდნაძეს), თუ დადასტურება მოგთხოვა, მზად ვარ, პირადად შევხვდეო.

ბუნებრივია, ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც იმ ქალბატონმა მთხოვა. 1978 წლის 11 აპრილს (ამ დღეს, ერთწლიანი არეულობების შემდეგ, შეიცვალა აფხაზეთის ხელმძღვანელობა), როდესაც დავინახე, რომ ყველაფერი ზუსტად იმ სცენარით მიმდინარეობდა, როგორც ადრე გამაფრთხილეს და საქართველოს ხელისუფლება მოვლენათა მართვას ვერ ახერხებდა, შევარდნაძეს განცხადებით მივმართე და ვთხოვე თანამდებობიდან გათავისუფლება. მის კაბინეტში საღამოს ხუთის ნახევარზე შესული, ღამის პირველ საათზე გამოვედი. დამარწმუნა, ახლა შენს შესაცვლელად მზად არა ვარ, ცოტა დრო მომეციო. შენ და ყველა თუ წამოხვედით, მაშინ წინააღმდეგობას ვინ გასწევსო. წლის ბოლოს მაინც გამომიშვეს თუ გამომაძევეს იქიდან და მოგვიანებით რაც მოხდა, თქვენც კარგად იცით.

კიდევ ერთს გეტყვით. 1978 წლის სექტემბერია, გვიანი ღამე. საოლქო კომიტეტის ბიუროს სხდომის დარბაზი გაჭედილია. შევარდნაძეც იქაა და მოსკოვიდან უამრავი `სტუმარი~. ავდექი და ვთქვი, როცა აფხაზ ხალხს ასე უჭირს, ტყვიის გავარდნის მეტი არაფერი დარჩენილა, სად არის ბაგრატ შინკუბა, ამბობენ, ის ავადაა და მოსკოვში მკურნალობს. მისი ხალხი ასეთ დღეშია და რატომ მისი ავტორიტეტული ხმა არ ისმის?

ხალხში გავრცელდა ჭორი, რომ ცნობილი აფხაზი პოეტის შვილი (გვარი არ ვთქვი) და ბატონი ბაგრატი მოსკოვში ერთ-ერთი დიდი თანამდებობის პირის კარს წიხლით აღებენ თურმე, საიდანაც აქაური არეულობები იგეგმება. თუ შემეკითხებით, ვის კაბინეტზეა საუბარი, ახლავე მოგახსენებთ-მეთქI.

შემიძლია გითხრათ, რომ ამ განცხადებამ დიდად განაცვიფრა ყველა, ფერი ეცვალა კაპიტონოვსაც (სკკპ ცკ-ის მდივანი, _ ავტ.), მანიშნებდნენ _დაჯექი, არ გვინდა მეტიო. ეს ღამის ოთხ საათზე იყო. ბაგრატ შინკუბა იმავე ღამეს სოხუმში ჩამოიყვანეს და დილის 10 საათზე თავის კაბინეტში იჯდა. იცით, ამას რატომ ვამბობ? აფხაზეთში რაც მოხდებოდა, რიგითი მოქალაქისთვის იყო მოულოდნელი, თორემ დამიანე გოგოხიასთვის, რომელზეც მოგონება დავწერე, რა თქმა უნდა, არა. ჯერ კიდევ როდის გამაფრთხილა, შვილო, რა წინააღმდეგობებზე ლაპარაკობთ, უბედურებაა მოსალოდნელიო.

ბატონი დამიანეც, თემურ ბღაჟბაც და ბევრი სხვაც, ვინც თავის დროზე ახერხებდა ჩვენს თავს მოსული უბედურების შეკავებას, როგორც აფხაზები, ისე ქართველები ასპარეზს ჩამოაცილეს, საქმე, დიდი სახელმწიფოს საქმე, ზოგჯერ უმწიფარ, ზოგჯერ გამყიდველ ადამიანებს ჩააბარეს და ასე ნელ-ნელა დავკარგეთ ის, რაც დავკარგეთ აფხაზებმა და ქართველებმა...

ფრიდონ დოჩია

მარტი 2009

დღის ქრონიკა
15:46
სოსო ცისკარიშვილი - სააკაშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების წინააღმდეგი აღარც დასავლეთი აღარ იქნება
15:44
ემირ კუსტურიცა ქეთი დოლიძის წერილს არ გამოხმაურებია
15:43
სეპარატისტები მოსახლეობას ესხმიან თავს
Rambler's Top100

მთავარი ჩვენს შესახებ უძრავი ქონება რეკლამა რეგისტრაცია კონტაქტი მომსახურება ვაკანსია
-->

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოსმა ბოევიკებმა "ჯორჯიან თაიმსთან" დაიქადნეს: სულ მალე რუსეთი ახალგორიდან თბილისზე შეტევას დაიწყებს...

ბოლო ხანს რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაციის რამდენიმე გეგმის შესახებ გახდა ცნობილი. რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი პირები არაფერს ამბობენ, აპირებენ თუ არა ომით საქართველოს სრულიად დამორჩილებას. თუ აგვისტოს ომისა და რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტის საქართველოს დაჩოქების დაუძლეველ სურვილს გავითვალისწინებთ, ეს დუმილი, ალბათ, თანხმობის ნიშანია. მით უფრო, ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე, რუსეთი მუდამ მცირე პროვოკაციებითა და სხვა, განყენებული საბაბით ახერხებდა სხვისი მიწების მიტაცებას, მისი ხელისუფალნი იშვიათად თუ აცხადებდნენ ღიად ომის სურვილს.

რუსეთი რომ გაზაფხულზე ხელახლა აპირებს საქართველოზე სამხედრო აგრესიის განხორციელებას, ამის შესახებ არა მარტო პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები საუბრობენ. ამაზე ღიად, დაუფარავად ლაპარაკობენ ახალგორის რაიონში ცხინვალიდან, ჯავადან და ზნაურიდან გადმოსული "ბოევიკები". რუსული გეგმის შესახებ კი მათ რუსი სამხედროებისაგან იციან, არა უბრალო ჯარისკაცებისაგან, არამედ საკმაოდ ჩინიანი სამხედროებისაგან, რომლებიც ახალგორშიც არიან და უფრო მრავლად _ ცხინვალში.

ამ ოს "ბოევიკთა" ნაწილს, უფრო მეთაურობას, ხშირად უწევს ცხინვალში ჩასვლა და იქ დავალებების მიღება, ნაწილს იქვე, ახალგორშივე მოძღვრავენ რუსი ოფიცრები.

ოსი "ბოევიკების" ნაწილი არც მალავს, რომ საქართველოსთან ომისთვის ემზადებიან. ცხადია, მათ, ვისაც ვესაუბრე, არ ისურვეს ვინაობის გამხელა, მაგრამ დამალვით არაფერი დაუმალავთ _ პირიქით, მე, როგორც ქართველს, ნიშნის მოგებით მიყვებიან იმ რუსული გეგმის შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგაც, ჩემი და, საერთოდ, ქართველების ფეხი აღარ იქნება `სამხრეთ ოსეთში". ამ შემთხვევაში ახალგორს გულისხმობენ.

ერთ-ერთი ოსური სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის თქმით, ჯავაში რუსები, დაახლოებით, 1200 ოს ჯარისკაცს ამზადებენ. ჯავაში ჩასულნი არიან გრუ-ინსტრუქტორები. მათ სხვადასხვა მიზნით ამზადებენ, ეს 1200 კაცი დაიყოფა რამდენიმე სპეცრაზმად და ომის დაწყებისთანავე ახალგორის ტერიტორიაზე გადმოისვრიან, მათ განსაკუთრებული დავალებების შესრულება დაევალებათ. გარდა ამისა, კვლავ შევსებულია კოკოითის 500-კაციანი "ომონი", რომელიც ქართულმა სპეცრაზმებმა და მე-4 ბრიგადის მებრძოლებმა აგვისტოს ომში თითქმის პირწმინდად გაანადგურეს. მათ რუსების მიერ გაწვრთნილი ოსი ინსტრუქტორები ამზადებენ და მოსალოდნელ ომში კვლავაც ერთ-ერთი მოწინავე ოსური შენაერთი იქნება. გარდა ამისა, ცალკე ამზადებენ რუსები ოსთა 200-კაციან სპეცრაზმს _ დივერსიული და ტერორისტული საქმიანობისთვის.

აღსანიშნავია, რომ მათ შორის არიან ჩრდილოეთ კავკასიელი ოსები, რომლებიც რუსეთის რეგულარულ ჯარში მსახურობენ, მაგრამ თავად გამოთქვეს სურვილი ამ სპეცრაზმებში ჩარიცხვისა.

ერთ-ერთი ოსი "ბოევიკის" თქმით, როგორც მან ცხინვალში მყოფი რუსი ოფიცრებისაგან შეიტყო, მომავალი ომის დაწყების სცენარი დიდად არ განსხვავდება აგვისტოს ომისაგან, როცა ჯერ ოსებმა მიწასთან გაასწორეს რამდენიმე სოფელი რუსი, ჩეჩენი და კაზაკი "ბოევიკების" დახმარებით, ამით აიძულეს საქართველოს ხელისუფლება, სამხედრო დახმარება გაეწია მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქართველი სამშვიდობოებისთვის მით უფრო, რომ ქართულ დაზვერვას დაზუსტებული ინფორმაცია ჰქონდა, რომ ცხინვალში უკვე შესულნი იყვნენ რუსეთის 58-ე არმიის ნაწილები.

ამჟამადაც იგივე გამეორდება, ოსები ახალგორის სოფლებს საარტილერიო ცეცხლს გაუხსნიან, მათ ზურგს გაუმაგრებენ რუსი ჯარისკაცები და, ბუნებრივია, მცირე წინააღმდეგობას მაინც წააწყდებიან, მთელი ახალგორი, ცხადია, პირველივე ჭურვის აფეთქებისთანავე არ დაიცლება, ვიღაც იარაღს აიღებს და თავს და ოჯახს დაიცავს.

როცა ორმხრივი ბრძოლა გაჩაღდება, მცირე უპირატესობას მისცემენ ქართულ მხარეს _ სავარაუდოდ, ახალგორში სპონტანურად შექმნილი პატრიოტთა სამხედრო ფორმირებას, რამდენიმე სოფელს, ბლოკ-საგუშაგოს ჩაუგდებენ ხელში და ალაფის სახით, მძიმე ტექნიკაც დარჩებათ მებრძოლებს. ამით გათამამებულნი, მტრის გადარეკვას ზაყორის ხეობის იქით, ცხინვალისკენ შეეცდებიან. ამას მსხვერპლიც მოჰყვება, ოსებისაც და რუსებისაც. რუსული მხარე ამის გაპიარებისთანავე რეგულარულ არმიას ჩართავს ბრძოლაში და ზაყორის ხეობაში შეტყუებული ქართველი მოხალისეების გაჟუჟვით დაიწყებს ახალ ომს საქართველოსთან. რა უნდა ქნას ამ დროს ოდნავ მაინც თავმოყვარე, ოდნავ მაინც ქართულმა, ოდნავ მაინც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლებამ? მიშა იქნება თუ სხვა, ყველა ვარიანტში, უნდა დაიცვას თავისი მოსახლეობა, ახალგორში უნდა გადაისროლოს სამხედრო ძალები და მტერთან მებრძოლებს დაეხმაროს, თუ, ცხადია, მანამდე არ მოხდა ეს. რუსეთი შეეცდება ახალგორიდან დაიწყოს შეტევა თბილისზე, ჯერ ახალგორი აიღოს და მერე თბილისისკენ წამოვიდეს. ვეჭვობ, მუხრანთან გაჩერდეს, როგორც ეს აგვისტოში მოხდა _ ჯერ "აუხვიეს", მერე _ იგოეთთან დადგნენ...

ოსი ოფიცრის საუბარი დამაჯერებელი ჩანს იმითიც, რაც ახალგორში ხდება. უკვე 7 თვეა ოსები და რუსები იქ არიან და პოტენციური მტრის ოჯახებში არ შესულან იარაღის ასაღებად. პირიქით, ახალგორის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობა ხშირად პოულობს ოსი თუ რუსი ჯარისკაცებისაგან "შემთხვევით" დაკარგულ ავტომატებს, "შემთხვევით" მიტოვებულ ხელყუმბარებს, ტყეში "დარჩენილ" ტყვიამფრქვევს და სხვა სახის იარაღს.

სხვა მხრივ, ახალგორში სიმშვიდეა, მოჩვენებითი, მაგრამ სიმშვიდე. იგრძნობა დაძაბულობა, მაგრამ აგრესია რუსეთის ნებით შეჩერებულია. ქართველები და ოსები მხოლოდ უღრენენ ერთმანეთს, შეიარაღებულ ოსებს რუსები არ აძლევენ ნებას ქართველთა დევნა-ხოცვისას, ამის დროც მალე მოვა, ცოტაც მოიცადეთო, ეუბნებიან რუსი ოფიცრები ოსური ბანდების მეთაურებს _ ესეც ერთ-ერთი ოსური ბანდის მეთაურმა მითხრა.

რუსეთი ისევ ომისკენს მიერეკება და რა ხდება ახალგორში, რას ამზადებს რუსეთი, ეს მე თუ გავიგე, ცხადია, ინფორმაცია უხვად ექნება ქართულ დაზვერვას. ხელისუფლება საქმის კურსშია და ვნახოთ, რას მოიმოქმედებს უახლოეს მომავალში _ აირიდებს დაგეგმილ პროვოკაციას და გვერდს აუვლის თუ არა "რუსულ ხაფანგ-2”-ს? აქვს გეგმა ხელისუფლებას, პრევენციული ზომები მიიღოს რუსეთის მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად? თუ ისევ იმ მახეში გაყოფს თავს, რომელშიც აგვისტოში უკვე აღმოჩნდა?

ზაზა ალექსიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი,ვიცი ეს შენი საკუთარი თემაა,
ამიტომაც აქ გიტოვებ ინფორმაციას.
სასწრაფოდ მოგვაწოდე შენი სურათი,ლეტიგო
ფორუმელებზე,კლიპს აკეთებს,გთხოვთ არ
დაიზარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ველა გვაინტერესებს თუ როგორი მდგომარეობაა დღეს ცხინვალში. ქალაქში, რომელმაც ომი გადაიტანა და იარების მოშუშებას ამაოდ ცდილობს. ცხინვალის ქუჩებში ამ დროისთვისაც კი არის გადამწვარი ტანკები, დანგრეული შენობები და დამსხვრეული შუშები. ქალაქში თითქმის აღარაფერი შეცვლილა, მხოლოდ 11 აღდგენილი შენობა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ოსეთს 280 მილიონი დოლარი გამოუყო. საქმე რეალურად მაინც არ კეთდება, რაც ცხინვალის ე.წ. მთავრობას ბრალდება. მაგრამ უბრალო მოსახლეობას კოკოითი მაინც უყვარს და ყველაფერს მის გარემოცვას აბრალებენ. ეიფორია კი ქალაქში ჩამკვდარია. აღარავის არ ეზეიმება, რადგან რეალური დახმარების იმედი უკვე ყველამ დაკარგა. ყველაფრის უკეთ გაგებისათვის კი ნიუ იორკ თაიმსის ეს სტატია იხილეთ.

------------------

შეჩერებულმა რეკონსტრუქციამ სამხრეთ ოსეთში იმედები გააქარწყლა

ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის გამო ომი ჰქონდათ, მაგრამ ანკლავის დედაქალაქში ყოველ ნაბიჯზე შეხვდები მოუშუშუბელი ჭრილობების კვალს ცხინვალში პლასტმასის ფურცლებით დაფარებულ ფანჯრებს მიღმა, ადამიანები დღესაც ზამთრის სუსხისგან კანკანელებენ. ცენტრალურ ბულვარში აგვისტოს შემდეგ დატოვებული დამსხვრეული შუშისა და ნაგვის გორები და ქართული ტანკების გადამწვარი ლულები არავის აუღია. მაწანწალა ძაღლები, რომელთა პატრონებმაც აქაურობა კარგა ხანია დატოვეს, საჭმლის ძიებაში ჰაერს ყნოსავენ.

აქვეა იმ ეიფორიის სამახსოვრო ნიშნებიც, რომელმაც ხეობას გასულ ზაფხულს გადაურა - მაშინ 18 წლის ბრძოლის შემდეგ, რომლის მიზანიც სუვერენიტეტის მოპოვება იყო, რუსეთმა სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა. კედლებზე წარწერებს ვკითხულობთ - ”ოსეთი მადლობას უხდის თავის დამცველებს” და ”დიდი რუსეთი”. მოქალაქეები ახლაც აცხადებენ, რომ ისინი უკიდურესად მადლობლები არიან საქართველოსგან გათავისუფლების გამო.

მაგრამ მათ მძიმე ზამთარი გამოიარეს, აღდგენითი სამუშაოები ნელა მიიწევს წინ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი ამბობს, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე პროცესი ფასების ზრდამ და უსინდისო კონტრაქტორების მიერ ცუდად შესრულებულმა სამუშაომ შეაფერხა. ის ამბობს, რომ სამუშაოების ტემპი გაზაფხულიდან აღდგება. ადგილობრივების უმეტესობას, რომლებმაც სამშენებლო მასალები შეაგროვეს და თავისი სახლების შეკეთება თვითონვე დაიწყეს, ძალიან აინტერესებთ, როდის მოაღწევს მათთან დაპირებული დახმარება.

”გამდინარე წყალი არ გვაქვს” - გვეუბნება მარია პლიევა, ცხინვალში გამომავალი გაზეთის, ”21-ე საუკუნის” 25 წლის ჟურნალისტი - ”ეს მარტოოდენ დისკომფორტის საკითხი როდია, უხერხულია იმ ქვეყნის ხელისუფლებაზე ლაპარაკი, რომელიც დამოუკიდებლობას ითხოვს, როდესაც ბინაში გამდინარე წყალიც კი არ გაქვს.”

შეჩერებული რეკონსტრუქცია კიდევ ერთელ უსვამს ხაზს იმ პრობლემებს, რომელთა პირისპირაც სამხრეთ ოსეთი, ეს ერთი ბეწო კუთხე აღმოჩნდა. ანკლავის მოსახლეობა ომამდე 70,000 კაცს შეადგენდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ის ნაციონალურ სიმბოლომდე აიყვანა. საქართველომ, როდესაც სეპარატისტულ დედაქალაქზე 7 აგვისტოს შეტევა მიიტანა, რუსეთმა თავისი მოკავშირეების დასაცავად ტანკების კოლონები გამოუშვა. რუსეთმა ცხინვალზე შეტევა (ისინი ქალაქს ქართული ცხინვალი-ს ნაცვლად ოსურ ცხინვალ-ს უწოდებენ) წყალგამყოფად, 11 სექტემბრის მსგავს მოვლენად აღიქვა და პირობა დადო, აქაურობას სიკეთით აავსებდა. ცხინვალის ქუჩებში შემოწირულობებით დატვირთული საბარგო მანქანები გამოჩნდა, ხოლო მოსკოვში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებოდი პლაკატს - ”ცხინვალო, ჩვენ შენთან ვართ”.

მაგრამ საქმე ისაა, რომ საქართველოსთან ოცწლიანმა სასტიკმა კონფლიქტმა ანკლავი მხოლოდ ორი ფაბრიკის ამარა დატოვა, რომლებშიც სამშენებლო მასალას ამზადებენ. (ერთში ასფალტს, მეორეში კი გამჭვირვალე პლასტიკატს, რომელსაც დამსხვრეულ ფანჯრების შესაკეთებლად იყენებენ, გვითხრა კოკოითის თანაშემწემ). სამხრეთ ოსეთს ვეღარ ექნება საქართველოდან ენერგორესურსების მიღების იმედი. აქაურები ამაში მაშინ დარწმუნდნენ, როდესაც ზამთრის ყველაზე ცივ თვეებში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ.

ვიწრო ტრასა, რომელიც ანკლავს რუსეთთან აკავშირებს, ზვავებითაა ჩახერგილი და ზამთრის განმავლობაში, როგორც წესი, გაუვალია. კარგ ამინდშიც ჩრდილოეთიდან მომავალ ტვირთებს მძარცველები და დივერსანტები უქმნიან საფრთხეს. ჩარლზ კინგი, რეგიონის ექსპერტი ამბობს, რომ -”სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია საქართველოსა და რუსეთს შორის გამავალ გზაზე ”კონტრაბანტის გიგანტურ მაგნიტს” წარმოადგენს და ეკონომიკურად ძალიანაა დამოკიდებული ტვირთებიდან მიღებულ უკანონო საზღაურზე.”

”ძალიან სავარაუდოა, რომ ვინმე ეცადოს სამხრეთ ოსეთში დახმარება გააგზავნოს და ასევე სავარაუდოა, რომ ეს დახმარება დაიკარგება” - ამბობს კინგი, ავტორი წიგნისა - ”თავისუფლების აჩრდილი - კავკასიის ისტორია”.

რა მიზეზითაც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, ცხადია, რომ აღდგენის პროცესი ფერხდება. დეკემბერში რუსეთის ფედერალური სარევიზიო სააგენტოს მიერ გამოცემულ ანგარიშში ნათქვამია, რომ $55 დაპირებული მილიონიდან რეგიონში მხოლოდ $15 მილიონის დახმარება შევიდა და აქედან მხოლოდ $1.4 მილიონი დაიხარჯა. იქვეა ნათქვამი, რომ 111 შენობიდან, რომელიც 2008 წლის განმავლობაში უნდა აღდგენილიყო, ბოლომდე მხოლოდ 8 შეკეთდა, ხოლო 38-ისთვის ხელიც კი არ შეუვლიათ.

იმავე თვეში, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, კოკოითის პოლიტიკურმა მეტოქემ, გაზეთ ”კომერსანტ”-ს უთხრა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3,200 ტონა ცემენტი და დაახლოებით 200,000 კვადრატული ფუტი მინა, რომელიც ზამთრის დადგომამდე ქალაქის მცხოვრებთა ბინების შეკეთებისთვის იყო გამიზნული, სხვაგან გამოიყენეს. კოკოითმა ეს ცნობები უარყო და გაზეთს განუცხადა - ”პროქართული ძალები ცდილობენ რუსებისა და რუსეთის თვალში სამხრეთ ოსეთის დისკრედიტაციას”.

სამუშაოების შეფერხება თავის ტკივილად იქცა კოკოითისთვის, რომელსაც გასულ ზაფხულს, როდესაც მოსკოვმა ოფიციალურად სცნო მისი მთავრობა, ქათინაურების შეძახილებით ხვდებოდნენ. ცხინვალში უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, მან განაცხადა, რომ პროცესი რუსეთის რეგიონალური განვითარების მინისტრის მიერ ომის შემდეგ შერჩეული კონტრაქტორების უსინდისობის გამო შეფეხრდა. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ რუსების მიერ დაპირებული დაახლოებით $280 მილიონიდან, მხოლოდ $42 მილიონია დახარჯული და პროცესი მალე დაჩქარდება, რადგან უკვე დაინერგა ფინანსური კონტროლის უფრო ეფექტური სისტემა.

”ჩვენ რუსეთის ფედერაციის თითოეულ მოქალაქესთან ვაგებთ პასუხს, ისინი უნდა დავარწმუნოთ, რომ ეს ფული სრულადაა ათვისებული” - განაცხადა კოკოითიმ - ”აჯობებს ისინი ფინანსთა სამინისტროში დავტოვოთ, ვიდრე უწესო ხალხს ჩავუგდოთ ხელში”. ზურაბ კაბისოვი, სამხრეთ ოსეთის რეკონსტრუქციის კომიტეტის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთავარ წინაღობას რუსეთიდან სამშენებლო მასალის ტრანსპორტირება ქმნის. ასეთი პრობლემა საქართველოს არ აქვს, შენიშნა მან.
”1989 წლიდან ჩვენ ძირითადად იზოლაციაში ვცხოვრობთ” - გვითხრა კაბისოვმა - ”უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელმაც, ბოდიში, მაგრამ ომი დაიწყო, უფრო სწრაფად აშენებს”.

თუმცა ცხინვალში გარკევეული პროგრესიც შეინიშნება. განახლებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო, სკოლა მოსკოვის ქუჩაზე მწვანედ გადაღებეს, ბოლო კვირებში წითელი და ცისფერი კრამიტით გადახურეს უამრავი სახურავი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ იმედიანად არიან განწყობილები და რეალურად აფასებენ იმას, თუ რას ნიშნავს სამხრეთ ოსეთის აღმშენებლობა.

მაგრამ ზამთარი მათ მაინც მძიმე ტვირთად დააწვათ, ამბობს ვარვარა პახომენკო, დემოსის, რუსული სოციალური პრობლემების შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაციის ანალიტიკოსი, რომელიც სამხრეთ ოსეთს თებერვალში ეწვია.

”ისინი კითხულობენ: ”რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ?” - გვითხრა პახომენკომ - ”ომის შემდეგ აქ ეიფორიული განწყობები იყო, მაგრამ ახლა ეს განწყობა გადის”.

ქალაქის ებრაულ უბანში, რომელიც ქართველების შეტევის დროს 7 აგვისტოს გრადის ჭურვებით დაიბომბა, სახლის მფლობელები, როდესაც მათ დახმარებაზე ეკითხები, ბედს შერიგებულები ჩანან. 39 წლის გალინა ნანიევამ გვითხრა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს 11,000 მანეთი სთხოვა, დაახლოებით $300, მაგრამ უარი მიიღო - ”ისინი ყველაფერს თავის ნათესავებს და მეგობრებს აძლევენ” - გვითხრა მან.

67 წლის ნორა კობესოვამ მოგვიყვა, რომ არაფერი მიუღია, თუმცა ამის გამო კოკოითიზე აზრი არ შეიცვალა - ”ჩვენ ის გვიყვარს, ჩვენ მას პატივს ვცემთ” - გვითხრა მან - ”მაგრამ ბევრი ცუდი ხელქვეითი ჰყავს”.

პაატა ელბაკიევმა და ნანული ციხელაშვილმა, რომლებიც ვლადიკავკაზის ვიწრო ქუჩაზე ცხოვრობენ, ზამთარი საკუთარი ხელით აშენებულ თავშესაფარში გაატარეს. თავშესაფრის ერთი კედელი ელექტრონული აღჭურვილობის წითელ სარეკლამო ფარს შეჰყურებს. ელბაკიევმა მითხრა, რომ მან კომპენსაციისთვის განცხადება შეიტანა - მისი სახლს ქართული რაკეტა მოხვდა - მაგრამ უარი მიიღო, რადგან მათი თქმით - ”მთელი ეს სივრცე უნდა დაინგრეს” (კაბისოვმა, რეკონსტრუქციის ხელმძღვანელმა, გვითხრა, რომ ასეთი გეგმა არ არსებობს). ელბაკიევი და ციხელაშვილი ძალიან შეეცადნენ მიღებული დახმარება გაეხსენებინათ და ბოლოს გაიხსენეს -”სურსათი, ორი ბალიში და საბანი.” მათ სადღაც გაიგეს, რომ ქართულმა მთავრობამ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე სოფლებიდან გამოქცეული ეთნიკური ქართველებისთვის ათასობით სახლი ააშენა.

”ეს მართალია?” - იკითხა ელბაკიევმა ადვილა შესამჩნევი შურით.

-----------------------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველები თურქეთის პოლიციის თავსატეხად იქცნენ

- აი, კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ნარკოტიკების მსხვერპლი გახდა სტამბოლში, - მეუბნება საქართველოს კონსული თურქეთში გელა ჯაფარიძე და მდუმარედ მივყვებით ავტომანქანას, რომელსაც ”ცხედართა გადასვენების სამსახური” აწერია.

31 წლის რამაზი კუმკაპის ერთ-ერთ სასტუმროში ნახეს გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირების შედეგად. მას ამ სპეციალური ავტობუსით ავტოსადგურამდე მიიყვანენ, მერე კი ”შორი გზა” ელის საქართველომდე.

- ჩვენ რამაზი სხვა ქალაქში გვეგონა, - ამბობს გამწარებული ბიძა და ცდილობს ტკივილი და ბოღმა გულში ჩაიკლას. სტამბოლში მეხუთე დღეა გადაუღებლად წვიმს.

უკვე სამი წელია, თურქეთი არა მარტო სამუშაოს მაძიებელ, არამედ ნარკოტიკების მომხმარებელ ჩვენს თანამემამულეთა თავშესაფარიც გახდა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნარკომანებისადმი ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შემდეგ, უამრავი მომხმარებელი იძულებული შეიქნა თავი მეზობელი თურქეთისთვის შეეფარებინა, იქ, სადაც ნარკოტიკი გაცილებით ხელმისაწვდომია და არც ნარკომანების ბედით ინტერესდება ვინმე.

როგორც დღეს სტამბოლელი ქართველები ამბობენ, აქსარაი (სტამბოლის სამრეწველო რაიონია. აქვეა ავტოსადგური, საიდანაც საქართველოშიც მოემგზავრებიან ავტობუსები) ქართველი ერის სირცხვილისა და ტრაგედიის სინონიმად იქცა.

აქსარაის ავტოსადგურის პირველი სტუმრები დილიდანვე ე.წ. დასაქმების ბიუროთა მეპატრონენი არიან. აქაურობა მონათა ბაზარს ემსგავსება, სადაც საქართველოდან სამუშაოს საძებნელად ჩასულ, სიცივისგან მობუზულ ქალებს კიდევ აქვთ იმედი, რომ გაუმართლებთ და ბიუროს მეპატრონე კარგი თვალით შეხედავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოვლენები ასე ვითარდება (ამ სცენის შემსწრე თვითონვე გახლდით): ე.წ. ბიუროს მეპატრონე (წარმოშობით სამტრედიელია) რეკავს თბილისში (სტილი დაცულია): - ალო, მე ვარ. ხომ გითხარი, 40 წლამდე ქალები გამომიგზავნე-მეთქი, 40 წლამდე! იყვნენ უენოები (ანუ თურქულის არმცოდნენი), არა უშავს, მთავარია სუსტები და შეხედულნი, რად მინდა მსუქნები და ბებრები, კრიზისია აქაც. 34 წლის გოგო მყავს სახლში, მაგრამ მუშტარი ვერ ვნახე, ამათ რა ვუყო, სად წავიყვანო ახლა?!

დგანან ქალები ღამენათევები, მგზავრობისგან დაქანცულები, მშივრები ”განაჩენის” მოლოდინში. ბევრ მათგანს უკან დასაბრუნებელი ფულიც არა აქვს, თუმცა ყველამ გადაიხადა 200, ზოგჯერ 300 დოლარიც თურქეთში სამუშაოს პოვნის დაპირებაში. ასე იწყება მათი პირველი დღე ავტოსადგურში და არავინ იცის, რამდენ ხანს მოუწევთ უმუშევრად ყოფნა, ან იშოვიან კი საერთოდ სამუშაოს! 10 საათისთვის ავტოსადგურში მგზავრებიც გამოჩნდებიან: მოდიან მოვაჭრეები, შვილების საძებნელად საქართველოდან ჩამოსული დედები და მამები, მოტყუებული და უპასპორტოდ დარჩენილი ქართველები.

- ნარკომანებიც ამ დროს მოდიან ხოლმე, - მეუბნება ალათინი დამტვრეული ქართულით (ალათინი ავტოსადგურში ერთ-ერთი ფირმის თანამშრომელია, ახალციხეში დაბადებული), - ახლა ცივა, მაგრამ როგორც კი დათბება, აქაურობა ქართველი ნარკომანებით ივსება, ზოგს წასასვლელი რომ არა აქვს, სადგურში ათენებს ღამეს. აქვე იკეთებენ წამალს, ეზოს ბოლოში, ტუალეტთან. იცი, რამდენჯერ გამოგვიძახებია სასწრაფო, მკვდრები გვგონებია. სასწრაფოს პოლიცია მოჰყვება. ნარკომანები კი არიან, მაგრამ ციხისთვის გვეცოდებიან... თუმცა, ჩვენ რა ვუშველოთ? ამას წინათ ერთი პირდაპირ ეზოში მოკვდა. ტუალეტში გაუკეთებია წამალი და ქუჩაში გასვლაც ვერ მოასწრო. ისეთი ამბავი ატყდა, რომ... აქვე სასტუმრო ”ლეჰირია”, ძირითადად, იქ ცხოვრობენ. ზაფხულობით კვირა ისე არ გავა, იმ სასტუმროში 2-3 კაცი არ მოკვდეს ზედოზირებისგან.

ქართველ ნარკომანთა სიკვდილიანობის გახშირებულ შემთხვევებს თურქი სამართალდამცველებიც ადასტურებენ. საქართველოში ე.წ. ქუჩის ჰეროინი ძალზე დაბალი ხარისხისაა, რადგან მას წონაში მომატების მიზნით რეალიზატორები სხვადასხვა ნივთიერებას ურევენ. თურქული ჰეროინის რეალიზაცია კი მინარევების გარეშე ხდება. ამის გამო ტრადიციულ დოზაში ჰეროინის შემცველობა 90%-ს აღწევს. სწორედ ეს არის საბედისწერო თურქეთში ჩამოსული ქართველი ნარკომანებისთვის...

- თავიდან რომ ჩამოდიან, ფული აქვთ, - მიყვება ავტოსადგურის ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, - სასტუმროშიც ცხოვრობენ, მაგრამ ორი-სამი კვირის მერე ფული უთავდებათ და დადიან ასე. ხან იპარავენ, წამლის საშოვნელად რას აღარ აკეთებენ. ამას წინათ ერთი ახალციხელი ბიჭი იყო ჩამოსული, საბერძნეთში მიდიოდა. ჩემი მაღაზიის წინ საჩაიეა, იქ გაიცნო ქართველები, კარგა ხანს ილაპარაკეს. რომ გაუგიათ, გიორგი საბერძნეთში მიდიოდა, იფიქრეს, ფული ექნებაო. საღამოს წამალზე დაუპატიჟებიათ. როგორც მერე ამბობდნენ სადგურში, სპეციალურად დიდი დოზა შეუთავაზებიათ, ფიქრობდნენ, მოკვდებაო. ქუჩაში დააგდეს და 2’000 დოლარი მოჰპარეს. ბიჭი, საბედნიეროდ, გადავარჩინეთ...

უკვე კარგა ხანია, ქართველები თურქეთის პოლიციის თავსატეხად იქცნენ. დღე არ გავა, რამდენიმე ქართველი არ დაიჭირონ, ძირითადად, ძარცვასა და ქურდობაზე. დანაშაულის ჩამდენნი კი უმეტესწილად ნარკოტიკების მომხმარებლები არიან.

სალომე, თარჯიმანი: - თითქმის ყველა სასამართლო პროცესს ვესწრები. გული მტკივა, ასობით გაუბედურებულ ახალგაზრდა ქართველს რომ ვუყურებ. ბევრ მათგანს გულშემატკივარიც არავინ ჰყავს. მათზე ისევ ჩვენი საკონსულო ზრუნავს, რომ ადვოკატი მაინც აუყვანოს.

აქსარაის სადგურში საღამოსაც ბუზებივით ირევიან ქართველები. რამაზს დღეს წაასვენებენ, ავტობუსის საბარგულით, თვითმფრინავი ძალიან ძვირი ჯდება (1’000 ევრო).

მიშა (წარმოშობით აზერბაიჯანელი), - ჩვენი ფირმა უზრუნველყოფს მიცვალებულთა გადასვენებას. ბოლო თვეებში უკვე 80 ცხედარი გადავასვენეთ.

სტამბოლში ხშირად მიემგზავრებიან ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, თუმცა ისინი მხოლოდ ტაქსიმს (სტამბოლის ელიტური უბანი) სტუმრობენ...

- საქართველოში უჭირდათ ჩვენი შემჩნევა და აქ ვინღა დაგვინახავს? - მეუბნება ერთი ხანში შესული ქალი და ცრემლს ძლივს იკავებს... მოტყუებული და უსაბუთოდ დარჩენილი უკვე ერთი კვირაა სადგურში ცხოვრობს, - ჩვენი ბიჭების განადგურების შემხედვარეს, სიკვდილის მეშინია, შვილო, ჩემს მიწაზე მინდა მოვკვდე. ჩემნაირი კი იცით, რამდენია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ოსთა ტყვეობას თავდაღწეული მამა-შვილი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

თემურ ჯარმელაშვილი აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ტყვედ 16 დღე იყო. მან დღესაც არ იცის ტყვეობიდან რის საფუძველზე გაათავისუფლეს, ვარაუდობს, რომ ის ოსებში გაცვალეს.

ჯარმლაშვილი ომის დაწყების შემდეგ რამდენიმე დღე სოფელ დიციდან არ გამოსულა. ის ომის საშინელებას თვითონ უყურებდა. ჯარმელაშვილი სოფლეში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, მათი ორი შვილი კი რუსთავშია. თემურ ჯარმელაშვილის თქმით, მისი ვაჟი 12 აგვისტოს სოფელში მამის წამოსაყვანად ავიდა, სწორედ ამ დროს მამასთან ერთად ცხინვალში ტყვედ აღმოჩნდა.

16 დღიანი ტყვეობის შემდეგ მამა-შვილი ოსებმა გაათავისუფლეს. უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრამვის მიღების მიუხედავად ხელისუფლებამ არა თუ კომპენსაციაზე, არამედ მათ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზეც კი არ იზრუნა.

"12 აგვისტოს ჩემი შვილი რუსთავიდან ჩამოვიდა ჩემს წასაყვანად. რაც კი სახლში გაგვაჩნადა შეძლებისდაგვარად ჩავაწყეთ მანქანაში და წამოვედით, როცა ტყვიავში, გზაზე ავტომატით შეარაღებული სამი ოსი დაგვხვდა. გადმოგვიყვანეს და მუხლიჩოქა დაგვაყენეს. ხელი არ შემიბრუნებია, ჩემზე წინ კაცი ჰყავდათ მოკლული და შემეშინდა. ჩვენ სხვა მანქანაში გაგადაგვსვეს და ცხინვალში წაგვიყვანეს" - ყვება თემურ ჯარმელაშვილი.

ტყვედ აყვანილი ჯარმელაშვილები ოსმა მოქალაქეებმა ცხინვალში პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ გარდა დახლოებით 150 ადამინი ჰყავდათ. ტყვეებად ქალებიც იყვნენ. ისინი მამაკაცებზე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ტყვედწაყვანილი დიცელები პატარა ოთახში შეიყვანეს, სადაც არასაკმარისი საწოლების გამო ნაწილს იატაკზე ეძინა. საკვებად მხოლოდ უმარილოდ მოხარშულ წიწიბურას, უშაქრო ჩაის და ერთ ნაჭერ პურს იღებდნენ. ტყვეებს დანგრეული ქალაქის გასაწმენდად და ცხედრების დასაკრძალად იყენებდნენ.

"ერთ დღეს ექვსი კაცი წაგვიყვანეს, დახოცილი სამხედროების ასაკრეფად, 26 ცხედარი გადავასვენეთ.” - ამბობს თემურ ჯარმელაშვილი.

მის შვილს დავით ჯარმელაშვილს საქონელს ამარხინებდნენ. ერთ დღეს კი 5 ადამიანმა ისე უმოწყალოდ სცემა, რომ მამამ დაკავების იზოლატორში მიყვანილი შვილი ვერ იცნო. მას დღეს მკურნალობა სჭირდება, რადგან ცემის შემდეგ საფეთქელთან გაურკვეველი წანაზარდი დარჩა.

ცხინვალში ტყვეებს "წითელი ჯვარი" აკითხავდა, სამედიცინო დახმარებასაც ისინი უწევდნენ და ტყვეებისგან სათანადო ინფორმაციის მოგროვებასაც ცდილობდნენ.

ტყვეობიდან გათავისუფლებული 85 ადამიანი კარალეთის საგუშაგოსთან გადასცეს ქართველებს, რომლებიც გორის ჰოსპიტალში მიიყვანეს. გორიდან თბილისში, დიღმის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს და ყველა სათითაოდ დაკითხეს. თემურ ჯარმელაშვილს ზარალი 8 ათასი ლარით შეუფასეს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია – სახელმწიფო არაფრით დახმარებია.

პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია:
,,2008 წლის აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფსიქოსოციალური დახმარების ღონისძიებები ომის დასრულებისთანავე დაიწყო. ეს იყო საქართველოში პირველი შემთხვევა, როცა ომის შედეგად ტრავმირებული ადამიანების ფსიქორეაბილიტაციისათვის პარლამენტმა, მთავრობამ და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი გეგმა შეიმუშავა.’’

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ყოფილ ტყვეებზე რაიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. "თუმცა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მათ აუცილებლად მიენიჭება უპირატესობა, მაგალითად თუ 10 ადამიანი ითხოვს დახმარებას, პირველ რიგში ტყვედნამყოფებს დავეხმარებით, დღემდე ჩვენ არ გვქონია შემთხვევა, რომ ყოფილ ტყვეებს მოემართოთ" - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნიის პრეს სამსახურის უფროსი ნათია ომაძე.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: გარეული ღორის დარდები
[მურმან ეკალაძე]
გარეული ღორი, ეშვი, ტახი (შუს სცროფა), წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ცხოველი ღორისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მეტრს აღწევს, სიმაღლე მინდაოში 1,2 მეტრია, წონა - 300 კგ. სხეული უხეში ჯაგრით აქვს შემოსილი, ზამთრობით უვითარდება რბილი თივთიკი. ზრდასრული ცხოველი მურა ფერისაა. გარეული ღორი გავრცელებულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ევროპასა და აზიაში. საქართველოში მრავალ ადგილას გვხვდება.

ცხოვრობს ტყეებში, ჭალებში, წყალსატევების სანაპირო ლელიანებსა და ჩალიანებში. იკვებება ნაირგვარი მცენარეულობითა და მათი ნაყოფით, უხერხემლო ცხოველებით, ზოგჯერ ჭამს მღრღნელებსაც. ბინადრობს მცირერიცხოვანი კოლტების სახით.

მაკეობა 120 დღემდე გრძელდება, შობს 3-4 (ზოგჯერ მეტ) გოჭს. გარეული ღორი სანადირო-სარეწაო ობიექტია. გამოსადეგია მისი ხორცი, ტყავი, ჯაგარი. იგი შინაური ღორის ერთ-ერთი წინაპარია.

გარეული ღორი რა შუაშია და, ქართულ ინტერნეტ–ფორუმებზე წინა კვირის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა თენგიზ კიტოვანის ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა იყო. გამოჩენაც ასეთი უნდა...

nigo: “ამ ხელისუფლებას ხალხი მართლა ნახირი ჰგონია. თუ ამ იაფფასიანი ხერხით ცდილობს თავისი პოზიციის გამყარებას, იმასაც ვერ ხვდება, სულ რომ გიჟდებოდეს ერთი ცალკეული ოპოზიციონერი კიტოვანზე, მის გვერდზე გამოჩენა პოლიტიკური გარდაცვალების ტოლფასია.

თუ ბადრი–2 უნდათ გაიმეორონ, კიდევ ერთხელ შემეცოდა გარდაცვლილი კაცი, მისი კიტოვანით ჩანაცვლების სურვილი უსუსურია და ოპოზიციის დიკრედიტაციის და ხალხის მოტყუების ძალიან სუსტი მცდელობა. არც ისე ძლიერად გრძნობენ ნაცები თავს, რადგან ამაზე უკეთესი ვერაფერი მოიგონეს”.

chombe: “ამ რამოდენიმე ხნის წინათ ვიღაც ძველი ნ...ზარი მომადგა სამსახურში და რაღაც იდიოტობის გაკეთება მთხოვა, როდესაც დელიკატურად ავუხსენი, რომ შეუძლებელი იყო მისი თხოვნის დაკმაყოფილება, მიპასუხა რომ თენგიზა კიტოვანის ძმაკაცი ვარო და საქმე უნდა გაკეთდესო, ამაზე ჩემი პასუხი რომ მოისმინა (თენგიზას მთაწმინდაზე ასვლა და იქედან გამოქანება ვურჩიე) დამემუქრა მალე ნახავ რა დღეც დაგადგება შენ და შენნაირებსო... ჰოდა, ახლა დავფიქრდი, მართლა რამე გეგმებს ხომ არ სახავენ ეს ნაძირალები?”.

ფორუმული დასკვნები: შევარდნაძეს გიორგაძე ჰყავდა “ბუას” როლისთვის, ამათ ახლა კიტოვანი გამოჩხრიკეს.

გადავხედოთ უკანასკნელ 20 წელს, რა გავაკეთეთ საამაყო? რა შეიქმნა ამ ქვეყანაში ღირსეული - ან ვინ?

baby_boo: “ჯერჯერობით სტატისტიკა ასეთია: ჩვენ ვართ ქვეყანა სადაც:
1. პირველი პრეზიდენტი იყო ყველაზე პატრიოტი, მაგრამ არაპოლიტიკოსი
2. ჩვენ გვყავდა მეორე პრეზიდენტი, რომელიც იყო ყველაზე გაქნილი და გაიძვერა
3. ჩვენ გვყავს ყველაზე შლეგი პრეზიდენტი, პოლიტიკურად ბეცი და სექსუალურად მხნე
4. მეოთხე არ ვიცი ჯერ, მაგრამ ისიც რაღაც ყველაზე რომ იქნება და რადიკალური იქნება რაიმე ასპექტში, თუნდაც კალათბურთის თამაშში დარწმუნებული ვარ”.

სხვისი არ ვიცი და მე ვამაყობ მერაბ კოსტავათი! დანარჩენი არ ვიცი...

რუსებისათვის ეხლა მთავარია საქართველო გახდეს რაც შეიძლება არაპოპულარული დასავლეთში.

Lo Janko: “ეს პროცესი დაწყებულია და ალბათ მივა თავის ლოგიკურ დაბოლოებამდე, თუ ხელისუფლებაში არ მოხდება იმის შეგნება, რომ ქვეყნის ინტერესები ძალაუფლებაზე უფრო მნიშვნელოვანია.

საქართველოს რეიტინგის დაცემის უმოკლესი გზაა მიშას დისკრედიტებული მთავრობისათვის არსებობის გახანგრძლივება. დარწმუნებული ვარ, როგორც კი მიშიკოს ხელისუფლებას დაემუქრება საფრთხე, რუსები ყველაფერს იზამენ ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის. KGB-ს ეს საქმე ყველაზე კარგად ეხერხება”

საერთოდ კი, ქართველებზე კარგად საქართველოს დისკრედიტაცია მეეჭვება ვინმეს “ესერხებოდეს”.

ჩვენი პროვოცირება და ერთმანეთთან დაპირისპირება რომ არ ყოფილა ძნელი საქმე, ეს ნამდვილად არ არის სადავო.

licemer: “იუზერებო, ორივე მხარე (ხელისუფლებაც და ოპოზიციაც) ბინძურ თამაშს თამაშობს. ორივე მხარე იმ პირველყოფილ ადამიანს მაგონებს, თავისი გამოქვაბულის წინ რომ ზის ქვით ხელში და ავად აბრიალებს თვალებს - ჩემს გამოქვაბულს არავინ მიეკაროსო! მისთვის სამშობლო ამ გამოქვაბულით იწყება და ამ გამოქვაბულით მთავრდება.

ფორუმზე ბევრს აინტერესებს, თუ ვის ვუჭერ მხარს, რომელი პოლიტიკოსია ჩემი ფავორიტი. ყოველთვის ვცდილობდი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ვახერხები თავის დაძვრენას, მაგრამ დღეს პირველად ვაფიქსირებ - ალასანია! მაშ, ასე, ალასანია! თუნდაც იმიტომ რომ ავანტურისტი არ არის და მოვლენების ფორსირებას არ უჭერს მხარს. თუნდაც იმიტომ, რომ რადიკალებს გაემიჯნა!”

აგერ, სულ მალე ვნახავთ ყველაფერს. ყველაფერი კი ასე იწყებოდა: ჯერ პრეზიდენტს 90%-ზე მეტი პროცენტით სულ დრიგინ-დრიგინით ვირჩევდით, მერე კი მოვთქვამდით და ვქოთქოთებდით - არ გამოგვადგაო...

რის საფუძველზე ვფიქრობთ რომ 2013 წლამდე რაიმე სახის პროგრესია მოსალოდნელი, თუ უბრალოდ ასეთები ვართ?

lasha_alo: “ხომ არ გგონიათ ფორუმში, სადაც ვირტუალური სამყაროა და წესით უფრო გულწრფელი უნდა იყოს ადამიანი, თავს იტყუებთ და მეტი არაფერი, რადგანაც იცით მიშას ხელისუფლების სკამი იმდენად დაზიანებულია, აუცილებელი გახდება ედუარდთან ევოლუციური დამშვიდობება?

ჩემი აზრით, გეშინიათ ცვლილებების, გეშინიათ ხალხის, გეშინიათ რუსეთის და ა.შ ან ფარისევლობთ...

მე მიშას არ ვუძღვნი ამ პოსტს. იქნება თუ არ იქნება, ჩემთვის მეორეხარისხოვანია... არამედ კონფორმიზმის ქადაგების ძალიან არასასიამოვნო ტენდენციებს, რომელიც ცვლის ხმალამოღებულ, ფიასკო–განცდილ მიშ–მაკიაველიზმს, მაგრამ უსუსურია ნამეტნავად... ძალიან უბადრუკი”...

სააკაშვილის მასაჟის სკანდალურმა ისტორიამ ფორუმელთა კომპიუტერები არათუ შეარხია, არამედ ბეატოკ-შეაზანზარა. თურმე ნუ იტყვით და, ჩვენს თლა უ(მ)ფროსს, ძვრიადღირებული მასაჟი ნაყვარება...

abirvalg: “მგონი ისტორია იცით. 25.06.2008-ში მიშა წავიდა ბერლინის სამიტზე, მერკელთან და რაისთან შეხვედრამდე სასტუმროში გამოიძახა მასაჟისტი. გაუკეთეს მასაჟი, მასაჟისტმა ქალმა აჩუქა “პენტჰაუსის” ის ნომერი, სადაც თავად იყო და მიიღო მიწვევა საქართველოში.

2009 წლის თებერვალში ქალი ჩაფრინდა ბათუმში, დახვდა მიშას დაცვა და თვითმფრინავი, დაათვალიერებინეს ქალაქი, ჩასვეს პრეზიდენტის ლაინერში, ჩამოიყვანეს თბილისში, დააბინავეს ”კოპალაში” და ატარებდნენ რესტორანში თავისუფალ დროს. დანარჩენ დროს კი მიშას მასაჟებს უთმობდა.

ფორუმზე ბევრი ყვიროდა - ტყუილიაო, მაგრამ ინფორმაცია თვით ამ ქალის საიტზე იყო და ვერაფერი მოუხერხეს”.

სკანდალი აგორდა და ისმის მთავარი კითხვები. ამ გაგანია კრიზისში რა ფულით დაფინანსდა ძვირადღირებული მასაჟისტკას მომსახურება? თქვენ როგორ ფიქრობთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მიშას ფანტაზიას საზღვარი არ აქვს.......=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
და არა მარტო ფანტაზიას =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი