bazi2002 wrote:ციტატა:
2."შენ ხარ ვენახი" ეკუთვნის მეფე დემეტრე I, მუსიკის ავტორი უცნობია. ხოლო ჰიმნი დემეტრე I მიუძღვნა საქართველოსა და ღვთიშობელს
3.ამ შეკითხვაში მცირე დაზუსტება:
ა)ათონის ივერთა მონასტერი(ასე უწოდბენ მას მეცნიერები) აიგო 980-983 წლებში ძირითადად თორნიკე ერისთავის მიერ საბერძნეთის სამეფო კარისგან მიღებული გასამრჯელოთი
ბ)მეორე მონასტერს მეცნიერები მოიხსენიებენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრად და მის აღმაშენებლად ითვლება XI საუკუნის I ნახევრის მოღვაწე გიორგი-პროხორე შავთელი. მონასტრიის დაარსების ინიციატორები ყოფილან ეფთვიმე და გიორგი მთაწმიდელები. დიდი დახმარება აღმოუჩენია აგრეთვე ბაგრატ IV-ს (1027-1072).
მეორე შეკითხვაზე, პასუხი სწორია.
"შენ ხარ ვენახი", მარიამ ღვთისმშობლის სადიდებელი საგალობელია.
მესამე შეკითხვაზე: პიროვნებები, თარიღები და ფაქტები, რომლებიც თქვენ მოიყვანეთ, სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ის აქტიური პიროვნება, რომლის ინიციატივითაც ჩაეყარა საფუძველი მონასტერს, გამოტოვილია.
ეს ადამიანი გახლდათ პეტრე იბერი.
მადლობა პასუხებისთვის.=sher=
დაგვრჩა პირველი შეკითხვა.