|
ომად წავსულვართ!!
შამასწყობია დუშმანი, არხოტსა ნაგებს კირითა, ხმალზე ნატვიფრი უჩანდეთ, ბალღთა ცრემლების ჟინითა, სკვითურ სისხლს, ცეცხლად ანთებენ, სლავურს ურევენ ქარაგმად, თავად უგნურთ და უტიფართ, ხელზე დასხმიათ შავადა, შამასწყობიან არხოტსა, კბილი უელავთ შავადა, არც რო ფიქრობენ უგნურნი, საქმე წაუვად ავადა, არც უფალს ცნობენ, არც დედას, ჯიშში აკლიათ ცნებაო, ვაი რომ მაგათ დაუდეთ, ქართველი კაცის ნებაო, კვალში ჩაგვიდგეს სიმართლე, უფალს მივანდოთ სათქმელი, ავის და კარგის გამრჩევსა, გვიყვარდეს ერი ქართველი, ვისაც რომ სადაც ეწიოს, ბედი და საფიცარია, თუნდაც იფიცოს სხვის კარზე, ერობა ჩვენი ვალია, ვერც გაიხარებს დუშმანი, ვეღარც იმღერებს ბასრულსა, მხოლოდ გვიყვარდეს სამშობლო, ლოცვად შეუდგეთ ასულსა,
16 მარტი 2009წელი.
|