ნიკოლოზ12,ანუ ნანა,თუ არ ვცდები.
სანამ ყველა გადასვენებულია და მოსულიერდებიან,მინდა კიდევ უფრო გამოგიკეთო განწყობა და ერთ ამბავს მარტო შენ მოგიყვები,არ ვიზამ მეთქი,მარა ამან თუ რაიმე გიშველა,მიმსახურე დაია!
ერთი მეტად კვარაკუნჩხა დაქალი მყავს,(ძველს ამბავს ვყვები იცოდე 90-იანი წლები ) ფიზიკურად კარგი და რა თქმა უნდა მღეროდა შესანიშნავად,ამიტომაც ამოშვატიებული ყავდათ კაცებს იღლიაში და დაათრევდნენ ყველგან.
უცხოენები აქვს დამთავრებული და მასთან ერთად სწავლობდა დღეს არც თუ ისე უცნობი პიროვნება საქართველოში,თან ეფარცქვალებოდა თურმე სტუდენტობის დროს.
მაი კაცი დღეს საქართველოშია,მარა ამერიკის მოქალაქეა.
ვიდრე ამერიკაში წამოვიდოდა მოსკოვში საქმიანობდა და ერთხელაც დოურეკია ამ ჩემი დაქალისთვის, ბებიაჩემი მაგფერებს 'ტრაკშუილას' ეზახდა და მართლა მაგფერი იყო.ხოდა დოურეკია ამ კაცს,ჩამოი აქანე და მაგრად უნდა გაგულავოო.
ჩევიდა.ნუ აეროპორტში დახვდნენ თურმე მოსკოვის იმდროინდელი 'ელიტები',ამ კაზახს უთქვია,წაი ახლა სასტუმროში,გემეეწყვე და ახალი გახსნილია რესტორანი 'პეკინი' და იქანე უნდა წეგიყვანოვო.
დედა,გედვირიეო,თქვა,მუხამბაზის მეტი არსად არ ვყოფილვარო და 'პეკინმა' ნამეტანი დამაინტერესაო.აი ქალიც იიიი მედეას არ იყოს,იმ უბამშია გაზრდილი ქე რომ კოფე ფანტანიდან მოჩუხჩუხებს და მამალ ბუზს არ იჯენს თავზე.ხოდა ქე გეეეწყო აკადემიურად და წევიდაააა.
მივედიო იქანეო და იმდენი ფრანცქა-ფრონცქები ამიტეხესო ნუ იტყვიო და გედვირიეო მთლადო.
მომიტანეს მენიუო და ჩევიხედე შითო.
მაი იმფერი დროა დაია მოსკოვის ბილეთი ქე რომ 37 მანათი ღირდა,
ხოდა,ვკითხულობო;
ცხელი ბლუდა,ნუ ბევრი იყო ჩამოთვლკილიო მარა ერთმა დამაინტერესაო,თან ძვირიც ღირდაო.
' ვან ჩვან ჯვან ხუი' - 7,50
ავიღე მაიო,ვიფიქრე იმფერი სახელი აქვს,ცუდი არ იქნებაო.
მეორე ბლუდად ბამბუკ-შვამბუკი აურჩევია ამ გაჭივრებულს.
პირველი ბლუდა რომ მომიტანეს და ხუის მეტი შიგ ყველაფერი დაფრინავდა დაჟე ბურდღაო,და მერე ბამბუკებიც მოაყოლესო,მივხვდი რომ არ იყო ჩემი საქმე მთლად კარგადო,მარა განათლებული ქალია და ხომ იცი 'ეტიკეტია' დასაცველი მაგდასაქცეველში.რა ექნა,მიირთვა ეს ხუი,დააყოლა ამბუკიც და რომ შეატყო 'აბაროტები' დეეწყო,პანტომიმის მსახიობად გადაქცეულა საწყალი,პირი რომ გაეღო იცოდა რაც დეემართებოდა და სულ ასე ხელის პორჩხიალით მიაყვანინა თავი სასტუმრომდე.
მისვლა და უნიტაზს ჩაყუდება ერთი იყოო,სულ ლარტყა-ლარტყად მომდიოდა პირიდან ხან ხუი და ხან ბამბუკიო.
ნახევარ საათში დოურეკია იმ კაძახს და უკითხია,რავა ხაროოოოო.
ნენაო,რავა ვარ და შენ ამას მეკითხებიოოოოოოო
'რავა ვარ და მე შენი დედაო (შეუგინებია ცა ) ორი კუბომეტრი ბამბუკი ხომ ვარწყიეო და ხუის ასე არ გომწარებივარ ჩემს ცხოვრებაშიო'.=zer=
