↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე საქართველოში ვარ.თბილისში. ის ადამიანი კი რომელიც მე მიყვარდა ახლა ზეცაშია და იქიდან დაყურებს ამ ცოდვილ მიწას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაპატიე ჩუმა, ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა,
შენი სიყვარული სამარადისოდ აწმყოში გაჩერებულა;
მე კიდე წარსულს ჩაბარდაო გავიფიქრე....
რატომღაც "ჩვენი პატარა ქალაქი" გამახსენა შენმა სევდამ ჩუმა...
სპექტაკლი იყო მანდ თუმანიშვილის,,,

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩუმა =ko= შენმა ისტორიამ ეს ლექსი გამახსენა...

****
გითხრა რა იყო?
არაფერი… მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო…
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა.
არაფერი აღარ მახარებს…
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და…
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
გზები გაიყო…
ცა გაიღო…
გული გაიპო…
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა.
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა...
გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა.
წლები გაფრინდა…
გული ვერავინ შემიცვალა.
მოდი თავიდან…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ციდან ჩამოვგლიჯე ფთილა თეთრი ღრუბლის
ტანზე მოვიხვიე ლამაზ კაბასავით...
ისე მომენატრე, როგორც გაზაფხული,
როგორც სიმყუდროვის ტკბილი სამალავი...
წლები უცნაური ზარით მირახუნობს
ცვეთა შეპარვიათ სიყმაწვილის კაბებს,
ისე მომენატრე, ჩემო სიყვარულო,
როგორც ტყვიისფერი ზეცის სილაჟვარდე.
შენთვის ჩამოვგლიჯე ფარდა თეთრი სივრცის
გული მიფრთხიალებს ვერხვის ფოთოლივით...
ჩემი მონატრება, ღმერთო, ისე იწვის,
ისე უსაზღვროა ჩემი მოლოდინი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
კვლავ წალკოტის სურნელება მინდა,
იასამნის ბრწყინვალება მინდა.
ვარდის სუნი არას მარგებს,სიოვ,
იმ პერანგის სურნელება მინდა.
გაზაფხულდა,ღვინის აღქმას გავტეხ,
მერიქიფევ,შენგან ნება მინდა,
შენი ლხინის მხოლოდ შორი მზერით
დათრობა და გაოგნება მინდა.
თუ უშენოდ მე სიცოცხლე მწამდეს,
მაშინ ახლავ შეჩვენება მინდა.
მაგ ბაგეთან ოღონდ სიტყვა მესმას,
ავი მარქვი,განა ქება მინდა!
ჯამი, დასთმე იმ ბაგეთა ნატვრა,
მხოლოდ სიტყვის გაგონება მინდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ,რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ, როგორც სიცივეს.
გარეთ კი წვიმით სველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მეც აღარ მინდა, რომ სხვებს დაბრალდეს
ჩემი სიჩუმე და ხმაურს ვიწყებ.
გათავდა, აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ,
მე ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს მხრებზე, თმებზე,მუხლებზე,სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფრთოლიც, წვეთიც,
შენ ხარ, აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
აღსარება

ხომ შეიძლება,სხვა იცინოდეს,
შენ კი, არა და ,არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება,დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება,მომავლის გარდა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.

ხომ შერიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ,ლექსს გიბეჭდავდნენ
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.

ხომ შეიძლება,ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი, ხომ შეიძლება?!

მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.

და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ ამ ტაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით
გვიხარია და არც გვიხარია

ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება,მრუდედ გაიგონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე.

თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდე მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.

ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,-
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ნიჭი არაა...ეს სიყვარულია,გულიდან გადმობეჭდილი...
სულიდან გადმოხატული და ტვინიდან ამოწერილი....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული.
ეს,ლექსი არა...სიტყვებია, გულიდან ამოხეული.
ეს ნიჭი არაა,დამიჯერე...გულია გადარეული..
მონატრებაა,შეშლილი და გზააბნეული.
არა,მე არ ვარ ყველასაგან გამორჩეული....
ეს,ჩემი სულია,სიყვარულის დუელში გამოწვეული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

ცა უსასრულო,
ზღვა უნაპირო,
გზა - ატლასივით გლუვი გემბანი.
მოგიგონებდი, მაგრამ ვაი, რომ
აყვირდებიან მოგონებანი.
შეაშფოთებენ იელებს ძილში.
დააღვიძებენ სიზმრებს, ვით ბავშვებს,
დააფეთებენ დაბორკილ რაშებს,-
ვაით და ვიშით,
ვაით და ვიშით...
მოგიგონებდი,
კვლავ რომ არ მქონდეს,
აწ დაკარგულის დაკარგვის შიში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
ჩუმა =ko= შენმა ისტორიამ ეს ლექსი გამახსენა...

****
გითხრა რა იყო?
არაფერი… მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო…
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა.
არაფერი აღარ მახარებს…
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და…
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
გზები გაიყო…
ცა გაიღო…
გული გაიპო…
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა.
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა...
გესმის რა იყო?!
ბევრი ვეძებე შენისთანა.
წლები გაფრინდა…
გული ვერავინ შემიცვალა.
მოდი თავიდან…

will, კარმა ჩემგან. ცრემლიც კი მომადგა:( , დიდი მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვილლლ!!!!
ბრავოოოოოოო
აპლოდისმენტები
=ko= =ko= =ko=
დარდიანია:( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი პატარა იაო
ისვენებს, დაღლილიაო,
სცივა, სწყურია, შიაო,
ფესვები დასწყვეტიაო.

აღარ დაგხვდება, ნიავო,
მთის ფერდზე ჩემი იაო.
ვის ხელს მოუწყვეტიაო?
ვისთვის მიურთმევიაო?

დედას მომწყდარი იაო
უჩუმრად ნაცრემლიაო,
ლარნაკში ჩამდგარიაო,
ლარნაკში მძინარიაო.

თვალსევდიანი იაო,
უდროოდ დამღუპვიაო,
მიწაში ვერ ჩაბრუნდება,
არა აქვს გაისიაო.

მშვიდობით, ჩემნო იანო!
დაჭკნებით, გადაგყრიანო.
ასეთ მოსვლასაც ამქვეყნად
ნეტავ თუ მოსვლა ჰქვიაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

სხვადასხვა გზით ვიარებით,
ვხვდებით მხოლოდ ოცნებით;
ალბათ ისევ ლამაზი ხარ-
ტუჩებდასაკოცნელი.
დროს მივყვებით თავდაღმართში,
წამით ვეღარ ვჩერდებით;
ოროზროვნად ვიღიმებით,
ერთაზროვნად ვბერდებით.
სიზმრად გნახე ყვავილებში
უშფოთველად გეძინა;
პირს ღიმილი დაგფენიდა,
მკლავზე მთვარე გეწვინა.
შევცბი,ვეღარ გაგაღვიძე
ყვავილებში ჩაფლული;
ფეხაკრეფით მიდიოდა,
სამშობლოდან ზაფხული.
მეც გავყევი უძველეს გზას
ნაზი შემოდგომისკენ;
სხვას შევჩივლებ გულისტკივილს,
შენ კი ვეღარ მომისმენ.
გამეღვიძა,გული დამწყდა,
ახლა უკვე სხვისი ხარ;
ვაი, ვეღარ დაგივიწყე,
"ზედ წამწამზე მიზიხარ".
შენი სუნთქვა შემომესმა,
უშფოთველუ ჩქამივით;
ჰაერიც კი ფაქიზდება,
როცა გვერდით ჩამივლი.
ზოგჯერ გამომეცხადები,
რომ უეცრად ავენთო;
ჩვენ ერთად ვართ საყვარელო,
ერთად-უერთმანეთოდ.
დროს მივყვები თავდაღმართში,
წამით ვეღარ ვჩერდებით;
ორაზროვნედ ვიღიმებით,
ერთაზროვნად ვბერდებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
will , კიდევ ერთი კარმა ჩემგან.=ko=

http://www.youtube.com/watch?v=NvpA3SQinHs

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
aupairad wrote:
ციტატა:
ჩემი პატარა იაო
ისვენებს, დაღლილიაო,
სცივა, სწყურია, შიაო,
ფესვები დასწყვეტიაო.

აღარ დაგხვდება, ნიავო,
მთის ფერდზე ჩემი იაო.
ვის ხელს მოუწყვეტიაო?
ვისთვის მიურთმევიაო?

დედას მომწყდარი იაო
უჩუმრად ნაცრემლიაო,
ლარნაკში ჩამდგარიაო,
ლარნაკში მძინარიაო.

თვალსევდიანი იაო,
უდროოდ დამღუპვიაო,
მიწაში ვერ ჩაბრუნდება,
არა აქვს გაისიაო.

მშვიდობით, ჩემნო იანო!
დაჭკნებით, გადაგყრიანო.
ასეთ მოსვლასაც ამქვეყნად

=goooood =goooood =goooood =goooood
ნეტავ თუ მოსვლა ჰქვიაო!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი