TAMOUT wrote:ციტატა:
პეტრე იბერთან დაკავშირებით, მისი მოღვაწეობის თარიღის შესახებ ბაზის ვეთანხმები მეც, უფრო მეტიც დღემდე ვერ მიაწერეს ვერავის სახელი დიონისიუს არეოპაგიეტელის ფსევდონიმს პეტრე იბერის გარდა, უცხო თეოლოგტა არგუმენტი მეტად უსუსურია ამასთან დაკავშირებით, თურმე ისეთ პატარა ერს, როგორნიც ჩვენ ვართ შეუძლებელი იყო წარმოეშვა ასეთი რანგის ფილოსოფოსი,ჰაა როგორია, გლიჯავს არააა?

მართალი ხარ, გლიჯავს.
პასუხი ისევ არ არი სწორი და ამიტომ დავდებ,ბევრი რომ არ გაწვალოთ.
ეს იყო გერმანელი ასტრონომი იოჰანეს კაპლერი, რომელმაც 1618 წელს აღმოაჩინა პლანეტების მოძრაობის მესამე კანონო, რომელიც თავადვე უარყო, მაგრამ მალე ისევ დაამტკიცა.
,ეორე კითხვის პასუხსაც გაძლევთ. ეს იყო ე.წ."დეფისის ომი". ამ სახელით მოინათლა დაპირისპირება პოლიტიკოსებს შორის 1990 წელს ჩეხოსლოვაკიაში. დავის საბაბი იყო საკითხი თუ როგორ დაეწერათ ჩეხოსლოვაკია-დეფისით თუ დეფისის გარეშე.
ყველას დიდი მადლობა ვინც გამოეხმაურა.
ახალი შეკითხვა:
ეს ადამიანი, ჩრდილოეთიდან მომავალი არჩილ მეფის გარემოცვიდან კონსტანტინოპოლის მონათა ბაზარზე აღმოჩნდა, საიდანაც,1666 წელს ,იგი თავისი განსწავლულობის გამო კალიგრაფიაში, გრავიურასა და მხატვრობაში, გამოისყიდა იერუსალიმის პატრიარქმა. არსებობს მისი სახელობის მონასტერიც. ამასთანავე, ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა მას მიუძღვნა მხატვრული ფილმი .=fiqri=