დღეს ისეთი დაღლილი და გათიშული ვარ=tavfx= ...მართალი გითხრად....აფსოლიტურად დახშული მაქვს...გონებაც , ენაც და საერთოდ ასე მგონია სააზროვნო ფუნქცია დამიქვეითდა მეთქი.....ამიტომ ერთ ამბავს მოგიყვებით საკუთარი ცხოვრებიდან....ანდა უფრო სწორედ ყრმობიდან....8 კლასში ასე ვთქვად საკმაოდ არაორდინალურ გოგონად ვითვლებოდი....კარგად კი ვსწავლობდი , მაგრამ არასაკმაოდ კარგად ვიქცეოდი სკოლაში, რაც დედაჩემის სკოლაში სირბილის და მამაჩემისათვის ყოველივე ამის გამუდმებული მალვის საფუძველს წარმოადგენდა,....ბიჭებთან ვმეგობრობდი....და რა თქმა უნდა ჩხუბებშიც დავყვებოდი მთაწმინდაზე,.....როგორც ჭეშმარიტ ძმაკაცს მოეთხოვებოდა,.....მთაწმინდაზე იმიტომ რომ აქ მდებარე სკოლის მოსწავლე გახლდით,...... საფრთხობელას წარმოვადგენდი ყოველი იმ ჯგუფისათვის, რომელთანაც ჩემი კლასელები აპირებდნენ ჩხუბს.....,,აუუუუ ბიჭოოოოო მაია მოიყვანესსსს,,....ამდაგვარი შეძახილი უკვე წინდაწინ მოგებულ ომს ნიშნავდა, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაფერი დასაშვები იყო რასაც, ბიჭები არ იკადრებდნენ......ანუ ქვის თავში ჩარტყმიდან დაწყებული....ბულავკის ჩხვლეტით დამთავრებული....
მოკლედ ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს......პოლიციის მანქანა მოგვადგა ძალიან გალაღებული რომ უთათქუნებდი თავში ვიღაცას უზარმაზარ ჩანთას......ჰოდა შეგვყარეს და წაგვიყვანეს მთაწმინდის რაიონის პოლიციაში......ვზივართ გასუსულები განყოფილებაში....ერთი ორჯერ დაგვიყვირეს დაეგდეთ აქ თქვე ხულიგნებოო......ამ დროს ახალგაზრდა პოლიციელი მობრძანდა...ამხედა დამხედა და მეკითხება,,გოგოოო შენა რუსი ხარ???,,----მე ვეუბნები--,,კი რუსი ვარ და არ მესმის ქართული მეთქი,,...კაი მაშინ წამო და შენ მე დაგკითხავო....გაიღრიჭა უშნოდ....თან ხელიც წამატანა.....მოვტრიალდი და იქვე მაგიდაზე მდგარ მძიმე საფერფლეს გადავწვდი...სანამ აზრზე მოვიდოდა გაუქანე და ისეთი ვდრუზე თავში.....წამოუვიდა სისხლი...ატყდა ერთი ამბავი.....წამოვარდნენ ეს ჩემი მეგობრები......არის გაწიე-გამოწიე.....მოცვივდნენ პოლიციელები.....დაურეკეს სამმართველოს უფროსს....მცირეწლოვანთა ბანდა დავაკავეთ 15 ბიჭი და ერთი გოგოა მათ შორისო......ხმას არ იღებენ და ცოცხალი თავით ამ გოგოს ვინაობას არავინ ამბობს....პოლიციელი დაგვიჭრა მძიმეთო=zer=

......მოვიდა სამმართველოს უფროსი.......და.....რომ დამინახა მეგონა ინფარქტი დაემართებოდა......საქმე იმაში იყო, რომ მამაჩემის ხელქვეითი და ახლო მეგობარი გახლდათ.....=zer=

.....ამას მოყვა საშინაო პატიმრობა და მამაჩემის გაუთავებელი გლოვა,,ღმერთო რა დაგიოშავე ეს ბანდიტი , რომ მომეციო,,.......და დედაჩემის გაუთავებელი ტირილი.......რა გვეშველება მთელი თბილისი ჩვენზე ლაპარაკობსო.......მე? მე სასაცილოდა არ მყოფნიდა......ყოველ საღამოს მოდიოდნენ ჩემი მეგობრები......ფანჯარასთან......ფანჯრიდანაც ვძვრებოდი და სიცილითაც ვიგუდებოდით მთელ ამ ისტორიაზე......=zer=

-----დღეს ეს ამბავი გამახსნდა ჩუმას რომ შევხედე....არც ვიცი რატომ.