↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმეეეეეეეეეე მახო როგორ დაგიზასეეეეეეეეეეეეეეეე=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ლგგ მპუა=ko= =ko= =ko= =ko= მადლობთთთთთთ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაიმეეე ვინ გითხრა არ მომწონსო აიკო,მომწონს და მერე როგორ რას მიქვია მთის ენა არ მომწონს და ვაჟა-ბუმბერაზი...მაშინ როცა ნახევრად მოხევე ვარ.ვერ გამიგე სიყვარულო=tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლალაილა ლაილააა ლგგ მპუა თქოოოოოოოო=ko= =ko= =ko= წამო რა ბუკაკის ვილაში წამო მპუა შენა=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ახორხორდნენ მოხევენი.
ყველა მოხევე მიყვარს და ჩემიანად
მიმაჩნია,თუნდაც იმიტომ რომ ქალიშვილი
მყავს მოხევის ქალაი.
ლგგ =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს მახუნა შენი მონაგარი=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
თვითონ არ ვიცი, ასე რად ხდება,
სადაც კი ვნახავ ლამაზ მთა-გორებს,
სადაც ლამაზი მთა-ბარი მხვდება,
ჩემს საქართველოს რატომ მაგონებს.
მისი ხატება, როგორც ლამპარი,
მინათებს გზას და თან დავატარებ,
თუ სადმე მხვდება ტურფა ბაღნარი,
ჩემი სამშობლოს მთა-ბარს ვადარებ.
და მეც არ მინდა სხვა ნეტარება,
თუნდ დავიარო მთელი სამყარო,
ალაბათ ვერ ვპოვებ სხვა შედარებას,
მხარე ლამაზი რომ შევადარო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= კიდევაც დავამღერე ლგგ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined22 Nov 2008
Posts135
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი აივნისწინ-თეთრი აკაცია,
ფოთლები ფერმკთალი, ჯერ დაუცვენელი
ეს ხე-დატოტვილი-ჩემი ძმაკაცია,
და ჩემი ლექსების პირველი მსმენელი...
მის ფოთოლთ შრიალზე ლექსს დავწერ პატარას,
ლექსს დავწერ პატარას და თითქმის უხილავს,
მე სულაც არ ვფიქრობ მის ხალხში გატანას,
ეს აკაცია კი, სულყველას უკითხავს...
როცა შრიალებს, მაშინ ვწერ მეც ლექსებს,
მკარნახობს სტრიქონებს, მაშ რის ძმაკაცია?
და მე აღარ ვიცი, ვინ არის მელექსე
მე თუ აკაცია?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღამე, როდესაც სუყველას ძინავს,
მე ხიდთან ვხვდები პატარა გოგოს.
მას გონია, რომ მე იგი მიყვარს,
მაგრამ მე მისი თვალები მომწონს.
ჩემი ტუჩები მის თვალებს ეხება
და ის კრთის, როგორც ჩიტი-ჩიორა,
და მე იმ ღამეს ვაჩუქე კოცნა,
რომელიც კუბოს კარამდე მიჰყვა.
მოკვდა ისე, რომ ვერც კი გაიგო,
რომ მე მომწონდა და არ მიყვარდა,
და მე იმ დღიდან იმის საფლავთან
ლამაზ ყვავილთა კონა მიმქონდა.
ერთხელ, როდესაც ყვავილთა კონა,
დავუდე ლამაზს, ჩემთვის დაკარგულს,
ბრწყინავი ცრემლი შევნიშნე თვალზე,
თითქოს ტიროდა წარსულ სიყვარულს.
და მე იმ დღიდან სხვა ქალი მძულდა,
დროს მე მივყავდი, დროც მე მიმყავდა,
ხალხო გესმოდეთ, რომ ის გოგონა
ცოცხლად მომწონდა და მკვდარი მიყვარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება,
რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები...
იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება,
ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!

ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება,
მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი...
ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება
და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...

დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი,
დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები...
როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი...
მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
მიწას სამშობლო ჰქვია,
თუ მისთვის გიცემს გული,
თვალის ჩინივით უვლი
და მიგაჩნია წმინდად,
მაგრამ ყველაზე ძვირად
ეს მიწა მაშინ გიღირს,
როცა გიჟივით ყვირი:
- შინ
დაბრუნება
მინდა!

=tavfx= =tavfx= =tavfx=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
გადაგვიქროლებს სურვილის ჩიტი,
კვლავაც დაათოვს ქუჩებს ნაღვლიანს,
გაგახსენდება ალბათ ბავშვობა,
ათასჯერ გეტყვის სიტყვას თაფლიანს,
ათასჯერ ალბათ კვლავ მოგცემს ძალას,
სისხლი მჩქეფარე,აზრის არშია,
ალბათ ისედაც გეტყვის მძინარეს,
სიცოცხლის ძალა კვლავ ავდარშია,
კვლავაც მჩქეფარე მოგელანდება,
მდინარის ქუხილს ...აწყვეტილ ნებას,
ისევ დაგდაღავს მზის ღვთიურ ფერის
ათასწლეულთა დაღი და ვნება,
ზურმუხტის ფერის დაგშანთავს ნატვრა,
და იისფერი ყვავილის ლანდი
ათასჯერ გეტყვი სისხლი ისაა...
რამაც არ იცის .........
საიდან მოდის სამშობლოს დარდი.

2009 წლის 20 მარტი-----1აიკო
საჩუქრად LGG--ს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა საყვარელო ეს კი შენ :huh:

როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია

ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
ქარებს აჰყოლია
და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
მიწას დაჰკონვია,
ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
ჩემო მაგნოლია!
ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
ტრფობა გაგვყოლია…
მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
რაღაც არ მგონია…
მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
უტყვი გამგონეა…
მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა,
ჩემო მაგნოლია?
ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
შენც ხომ არ გქონია?
დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
შენც ხომ არ გგონია?
მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
ტრფობა გაგვყოლია…
როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
ჩემო მაგნოლია!

=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
LGG:)

მხოლოდ იმ გრძნობის და დარდის ვიყო მოტრფიალე,
გზები მხოლოდ გამარჯვებით მოვიარე,
მხოლოდ ქარიშხალის ურჩი ნება მათრობს,
საოცნებო აზრის, სატრფიალო დარდო,
მხოლოდ სიამაყის რიდე დამეხატა,
გულის დაუპყრობელ , მოურეველ ხატად,
მხოლოდ გამარჯვების ნაღარა და ბუკი...
თუკი გეყვარება..ვერ შეიცნობ თუკი.....:)

1აიკო 21 მარტი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი