↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
****

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს...
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულო, გულსა შინა...

რისად არ მომხედავ? თვალგანაწამები
მინდვრად გელოდება ლელი მკრთომარეო,
გულო, გულსა შინა ცრემლთა მაწვიმებო,
სულო, სულსა შინა სევდის მთოვარეო...
არწივნი ყივიან, ხმობენ არწივებსა
და ჩურჩულებს ნამი ლელზე ანანთები...
ირგვლივ მზის ნათელი დასდგომია მთებსა,
ცაში გაფრენილან ნისლიანი მთები...
მზეი შენით მზეობს,
მზედ ენთები, ზეობ,
გვირგვინს ირქმევ მზისებრ...
ჩემი გულის ძახილს,
ო, ღაღადისს ჩემსას,
შენ... არსაით ისმენ?
მოეახლოს ლელსა გვირგვინდიდებული,
სხივთა მთოვარეო...
არ შეკრთება მაშინ, არ დაჭკნება იგი,
მიუწვდომარეო!

=ko= =ko= =ko=
WILLIKUNA შენ გამოჩენას გაუმარჯოო ს=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვილიკოოოოოოოოოოოოო =ko= როგორა ხარ???:( მართლა....მართლა როგორა ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
- - -

გემს გაუშლია თეთრი აფრები,
თუ მართლა ზღვაზე დაუთოვია,
მე შენს სიყვარულს დავედევნები,
და ფრთებს დავიმტვრევ, როგორც თოლია.

ცას გაუღია ყველა სარკმელი,
გული უშენოდ მაინც კენტია,
ტალღებს გავანდე ჩემი სათქმელი,
დაგეწევიან, სადმე გეტყვიან!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
ბოშა ქალი, ვარსკვლავების სადარები...
შეხედეს და... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის,
ეტყვიან და... ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
- მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს, თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე...

ეძღვნება დესპანის ცეცხლოვან ქალებს......:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
lgg მე მოგიხდი ყველა ქალის სახელით
მადლობას =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
არა ვინც ცეცხლოვანი არ არის ეგ მისი საქმეა
=haa= =haa= =zer= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
აიკო =ko= კარგად ვარ, მართლა კარგად. :) ეს მხოლოდ ლექსებია... და ქვემოთა ლექსიც არ ნიშნავს, რომ შეყვარებული ვარ... თუმცა, არც გამორიცხავს. =haa=

****

არ მინდა შენი სიბრალული,
შავი ნაწნავებით შემკარი, -
და თუ სიგიჟეა სიყვარული,
გავგიჟებულვარ და ეგ არი.

ჩემი თბილისია უცილობლად
ჩემი პარიზი და ბრეტანი, -
და თუ მკვლელობაა გულგრილობა,
ადრე მოგეკალი ნეტავი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადრე მოგეკალი ნეტავი...
ადრე დაგენახა სინათლე
ადრე მოგესმინა გალობა
ადრე გეთქვა ნეტავ..გინატრე
ადრე ფიქრის კარი გაგეღო..
ადრე გესურნელა ცისკრები..
ადრე დაგეხატა ნეტავი..
შენი აზრები და ფიქრები...
ადრე გადმოგღვროდა სიმწიფე,
ადრე მოგეთიბა სამკალი..
ადრე მიგახვედროს უფალმა..
მხოლოდ მე ვარ შენი საფარი..
გვიან ცისკრებს ნუღარ მისტირი..
გვიან დარდებს კარს ნუ გაუღებ,,
გვიან სამკალს გული რად უნდა..
გვიან ძეგლს ნურავის აუგებ..
შუადღის სიცხე ისე გაგთანგავს..
სისხლი ისე სწრაფად გატარებს,
გვიან სიყვარული დაგტანჯავს,
ნუღარ იტყვი ცოდვა მამწარებს.:)

1აიკო--21 მარტი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
უშენოდა მაქვს გადალახული,
გიშრის დღეების შავი არშია,
ნეტავი ისევ თუ გაგახსენდი,
ან იქნებ სევდამ გამოგარჩია,
ალბათ გეგონა ისევ მომკლავდი,
ალბათ ფიქრობდი დამფერფლა ვნებამ,
შენზე ოცნება დღეს გარდასული,
სასაცილოა..უკვალოდ ქრება,
ფარჩად დავიწნი..იმ მოგონებებს
გადავიტარებ სევდას ნაფერებს,
რადგან ვიცი რომ არა მჩვევია,
უყურო იმას რაც არ მახელებს,
რადგან სიცოცხლის ტრფიალი ისევ,
ალისფერ მძივებს დამკიდებს გულზე,
ისევ შევცინებ ცეცხლისფერ გრძნობებს,
ისევ იმედი დამდაღავს შუბლზე,
გამიყიჟინებს ბრძოლის ფრინველი,
კვლავ ლალისფერი მომელანდება,
შენი ხატება ასე ძვირფასი,
წარსულის ბილიკს გაყვა ლანდებად.

2009 წლის 12 მარტი.
ნჯ-მაიკო ---- კარმა შენ საჩუქრად...ძალიან ლამაზი ლექსია...
სევდიანო გრძნობის მელოდიასავითაა.....მეც დამაწერია ლექსი...მადლობთ.....

ძალიან ლამაზი ლექსია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
კომშმა თქვა მე რა ხილი ვარ
დაბადებიდან მაგარი
მოვწყდები ჩამოვვარდები
დაბლა გამცვივა ბანგვანი
ლექსი შაქრო პაპასი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Feb 2008
Posts280
კარმა0
OFFLINEPROFILE
აქაც მოვედი ვა რა მაგარი ლექსია=ko= =ko= =ko= =ko= ხო ხ=ko= რთ კარგადდდდდდდდდდ=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
სანდროოოოოოოოოოოოოოო სანდრინოოოოოოოოოოო კარმას ისე ვუმატებ ხოლმე ხალხს არასოდეს არ ვამბობ....რავი აბა რატომ....მაგრამა შენა სანდროოო მაგ კომშშიაააა კარმა მოგიმატეეეეე=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები
და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს,
საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა
თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს.
ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა
დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა,
მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა,
უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა...
ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა,
და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა,
როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და
შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს...

___$$$___$$$_______________$$$___$$$____
__$$$$$_$$$$$_____________$$$$$_$$$$$___
__$$$$$$$$$$$_____________$$$$$$$$$$$___
____$$$$$$$_________________$$$$$$$_____
______$$$_____________________$$$_______
_______$_______________________$_
__$$$$$$$$_____$$$$$$______$$$$$$
__$$_____$_____$$____$$___$$___$$

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტკივილიანო სიყვარულო ჭაღარა თმებით,
კარგა ხანია, რაც ერთმანეთს ფარულად ვხვდებით,
უცხო თვალისგან საიმედოდ გვიფარავს ფარდა,
სწორედ ამიტომ არავინ იცის მე და შენს გარდა,
თუ რა ტკბილია და რა მწარე ყველა შეხვედრა,
ჩემთვის რამხელა სიმდიდრეა შენი შეხედვა,
როცა შენთან ვარ მაშინა ვარ მხოლოდ ძლიერი,
ხმამაღლა ვერა მაგრამ ჩუმად ვართ ბედნიერი,
მალულ სიყვარულს სხვა ძალა აქვს სხვაგვარი ეშხი,
რამდენი ხანი ვიცხოვრეთ და ეს შეგვრჩა ხელში,
რა ოცნებებით შევცქერით ცას, რა გარინდებით,
თუმცა კი ვიცი რომ ვერასდროს ვერ გავფრინდებით,
და მაინც ჩემო, არ ვნანობ რომ ასე მოხდა,
ჰო წუხელ მართლა რა საოცრად, რა თეთრად თოვდააა.....

_______________________________
_______/ .- , '_________`. -. ..______
_______.. ` /`__________' .. ' /______
_____ __-`-/ ___a___a`___..-'________
_________|____, '(_)`.____|_j____
_________..___( ._|_. )___/_________
__________..___`.__, '___/__________
__________.-`._______, '-.__________
________, '__, '___`-'___`.__`._______
_______/___/_____X_____..___..____
_____, '____/_____o______..___`.___
___, '_____|______x_______|_____`._
__|_____, '|______o_______|`._____|
___`.__, '_.-.._____x______/-._`.__, '__
_________/_`.____o____, '__.._______
__.""-._, '______`._:_, '_______`., -"".__
_/_, -._`_______)___(________'_, -.__..
(_(___`._____, '_____`.______, '___)_)
_.._..____..__, '________`.____/___/_/__
__`.`._, '_/_____________..__`._, ', '____
___`.__.-'______________`-.___, '_____

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
სახუმარო

ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო - დავასკვენი.
ჰოდა, თავის მოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ
:side:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი