↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 2 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined03 Feb 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
მსსფ (მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზის საქართველოს ფონდი (MSGF-multiple sclerosis georgian foundation)) დირექტორის ქეთევან ვარსიმაშვილის და ამავე ფონდის წევრთა მიმართვა

გამარჯობათ
მე ვარ ქეთევან ვარსიმაშვილი, ფონდ მსსფ (მრავლობითი (გაფანტული) სკლეროზის საქართველოს ფონდის (MSGF-multiple sclerosis georgian foundation)) დამფუძნებელი, რომელიც დავარეგისტრირეთ 2009 წლის 8 იანვარს. ამ დაავადებით ბევრი ადამიანია საქართველოში დაავადებული.
რამეთუ არსაიდან არანაირი დახმარება არ არსებობს ამ დაავადების მქონე პაციენტთათვის საქართველოში, თვითონ პაციენტებმა, ჩვენი სახსრებით და ძალისხმევით ჩამოვაყალიბეთ ფონდი და გადავწყვიტეთ ჩვენი ძალებით მოვიძიოთ სახსრები და დონორი ორგანიზაციები ელემენტარული სამოქმედო პროგრამების განსახორციელებლად.
გარკვეული მიზეზების გამო (ფინანსური სახსრების უქონლობის გამო) იძულებულები ვართ მსგავსი წერილით მოგმართოდ, რამეთუ ვდგევართ შემდეგი პრობლემების წინაშე:
ჩვენ ვერ ვახერხებთ შევქმნათ მრავლობითი სკლეროზის (გაფანული სკლეროზის; შემდგომში მს) პაციენტთა საინფორმაციო ბანკის შექმნა საქართველოს მასშტაბით, რათა დეტალურად შევძლოთ ინფორაციის მიღება პაციენტთა მდგომარეობის შესახებ;
ჩვენთვის უკვე ცნობილ პაციენტების უმრავლესობას არ აქვს ელემენტარული მედიკამენტების და ინვალიდთა ეტლის შეძენის საშუალება (მათი უმრავლესობა არის პირველი ჯგუფის (მჯდომიარე ან მწოლიარე ინვალიდი);
ჩვენ არ გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი;
ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავაკეთოდ ინტერნეტ ვებ გვერდი, რათა ამ პრობლემით დაინტერესებულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა მიიღონ ინფორმაცია ჩვენს შესახებ;
ჩვენ არ გვაქვს ოფისი, სადაც პაციენტებს შეეძლებათ შეხვდნენ ერთმანეთს, გაიცნონ ერთმანეთი და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი პრობლემები;
გთხოვთ გამოიჩინოთ ყურადღება ჩვენი ფონდის მიმართ და დაგვეხმაროთ რითაც შეძლებთ
MSGF-ის სახელით, დიდი მოწიწებით და პატივისცემით:
ქეთევან ვარსიმაშვილი
გიორგი ჩიქვანაია
ნონა ჭანტურია
ეკა ბაკურაძე . . .
ღმერთი იყოს თქვენი მფარველი
საქართველო, თბილისი
ირ. აბაშიძის ქ.50, ბ.43
ტელ: (+99532) 29 21 27; 18 02 84;
ფაქსი: (+99532) 29 21 27;
E-mail: msgf@dsl.ge; msgf@live.com;

მიმღები ბანკი:
სააქციო საზოგადოება ”საქართველოს ბანკი”
ცენტრალური ფილიალი (კოდი)220101502
მიმღების დასახელება: მს საქართველოს ფონდი
მიმღების ანგარიშის ნომერი: 897597200

   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალბატონო ქეთევან.გასაგებია თქვენი წუხილი.მაგრამ რაც შეეხება ეტლებს ნამდვილად არ არის პრობლება რომ ჯანდაცვაში მიიტანოთ ყველა საბუთი და ეტლით დააკმაყოფილონ ეს ადამიანები.მედიკამენტებზე გეთანხმებით რომ საპრობლემოა.ალბათ მაპატიებენ დესპანელები ამ თვითნებობას მაგრამ რაც დანამდვილებით ვიცი არ შემიძლია არ დავწერო.მომიტევეთ მაგრამ როცა ასეთი ორგანიზაცია ყალიბდება ასე არ ითხოვენ დახმარებას.თქვენ დონორები უნდა ედძებოთ.აქ ადამიანები წელებს იდგამენ რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ.და თავად წყვეტენ როგორ და ვის დაეხმარნონ.მიმართეთ ირაკლი გიორგობიანს მინისტრის მოადგილეს.თუ გნებავთ პირად ნომერს მოგართმევთ.მოწიწებით ნანა ლეჟავა=tavfx= =tavfx=

   
 
+ ახალი თემა 🔒 თემა დაკეტილია  [ 2 posts ] 
დესპანი