↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
\"მოჰმადლე ქართველს, ქართვლის ნდობა და სიყვარული\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
ვინც საქართველოს
ესწრაფვის ქართულს!
არა ცრუქართულს! —
ნამდვილად ქართულს!
სიტყვითურთ ქართულს! —
საქმითურთ ქართულს!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
რომელსაც ვატყობ! —
კოჭებში ვატყობ! —
არის ყველაფრით
ყოველმხრივ სანდო
და საქართველოს
იმნაირს ნატრობს, —
ნატრობს
როგორსაც
ქართველი
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას
მე იმას მარტო, —
ვინც უწყის:
ტატომ ღაღადყო რატომ:
სახელმწიფოთა შორის ერთობას
(ესეც ღვთის ნება არის, ეტყობა!)
სარწმუნოება
არ ყოფნის
მარტო!
სულს მივცემ ჩემსას, —
ერთი სიტყვით, —
მე იმას მარტო,
ვინც იცის:
გაჩნდა
ქართველად
რატომ!

მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
დილა

იოსებ სტალინი

ვარდს გაეფურჩქნა კოკორი,
გადაჰხვეოდა იასა,
ზამბახსაც გაჰღვიძებოდა
და თავს უხრიდა ნიავსა.
ტოროლა მაღლა ღრუბლებში
წკრიალ-წკრიალით ჰგალობდა,
ბულბულიც, გრძნობით აღვსილი,
ნაზის ხმით ამას ამბობდა:
,,აჰყვავდი ტურფა ქვეყანავ,
ილხინე, ივერთ მხარეო,
და შენც, ქართველო, სწავლითა
სამშობლო გაახარეო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
ქარველები ისეთი უნიკალური ხალხი ვართ , რომ სულ ხელის გულზე უნდა გვატარებდნენ, მაგრამ რაღაც მსურველებს ვერ ვხედავ....

Spasenie utopayushix delo ruk samix utopayushix... რა ვქნათ???

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts373
კარმა14
OFFLINEPROFILE
=ko= როგორი გრძნობა მიჩნდება ----; როცა მეკითხებიან --ვპასუხობ ;რომ ქართველი ვარ---- რაღაც. საოცრად თბილი. საყვარელი --;გრძნობით წარმოვთქვამ ხოლმე.და მგონია ; რომ არც ერთ ;ერს არა აქვს. ასეთი თბილი გრძნობა; როგორც ქართველს ;თავის სამშობლოზე.=ko= =ko= ;=ko=

მე ქართველი ვარ ვამაყობ ამით

თბილი გრძნობაა ჩადებული ამ ერთ სიტყვაში

ღმერთს ვთხოვ გაგრძელდეს სიყვარული სამარადისოდ

ქართველ ერისთვის საამაყო---- ამ ერთ სიტყვაში.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Jan 2008
Posts2874
კარმა88
OFFLINEPROFILE
მე პირადად ბედნიერი ვარ,რომ ქართველად გავჩნდი ამ ქვეყანაზე, ჩემი ქართველობით ყოველთვის მეამაყებოდა და ეს სიამაყე,აქ ამ ქვეყანაში უფრო, გამიძლიერDა,რაც არ უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს რჯულს,ჩემს სარწმუნეობას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. დავიბადე ქართველად და მოვკვდები ქართველად!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,
ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს
ერთი იმედით, სიცოცხლე მარად
გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს.

საქართველოში როცა კვდებოდნენ,
უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე:
ეჰ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!
ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს.

რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!

ლადო ასათიანი

ბედნიერი ვარ რომ ქართველად მოვევლინე ქვეყანას მიყვარს ქართველობა თავის მინუს პლიუსებით უმანკო და უნაკლო ანგელოზებია ცაში

ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, -
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined22 Mar 2008
Posts240
კარმა11
OFFLINEPROFILE
ქართველობა გადაჯისების გზაზეა შემდგარი რაც არავის ბრალი არ არი გარდა ჩვენი ქართველების დავაფასოთ ჩვენი რაც გვაქვს პატივი ვცეთ ჩვენს ადათ წესებს ვისწავლოთ ჩვენი ნაკლების დანახვა და გამოსწორება და რაც მთავარია ერთმანეთის პატივისცე4მა გვედში დგომა და ერთმანეთის გატანა ნუ ვემსგავსებით სხვებს არამედ ვიყოთ ქართველები რაც ძალზედ დიდი ჯილდოა ყველა ჩვენთაგანისთვის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
uso wrote:
ციტატა:
ქართველობა გადაჯისების გზაზეა შემდგარი რაც არავის ბრალი არ არი გარდა ჩვენი ქართველების დავაფასოთ ჩვენი რაც გვაქვს პატივი ვცეთ ჩვენს ადათ წესებს ვისწავლოთ ჩვენი ნაკლების დანახვა და გამოსწორება და რაც მთავარია ერთმანეთის პატივისცე4მა გვედში დგომა და ერთმანეთის გატანა ნუ ვემსგავსებით სხვებს არამედ ვიყოთ ქართველები რაც ძალზედ დიდი ჯილდოა ყველა ჩვენთაგანისთვის

გეთანხმები...

MAXIMUS შენი აზრი იქნებოდა ჩემთვის ძლიან საინტერესო.. (არ ვატრიალებ შენს კომენტარს საზოგადოება-Bუნება-ში)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts956
კარმა54
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ როდესაც გავხსენი თემა ქართველი , რეალობა კარგად ვერ გავითავისეთ, და სასაცილო გახდა ისე პრობლემები რომლებიც ამ ჯამად და საერთოდაც აწუხებდა ქართველ ერს.. ის რაც ხდება დღეს საქართველოში იგივე ხდება აქაც, რადგანაც ეს არის ჩვენი სახე, დადებითიც თუ უარყოფითიც. რაც შეეხება სხვების მიბაზვას, არ ვიცი რას გულისხმობ , ასეთი დამოკიდებულება მე ჯერ არც ერთ სხვა ერში ამ მინახავს, და არც ამერიკაში მათ შორის.. და როდესაც ნიაზ დიასამიზე მიტინგზე გამოვიდა დათმობის თემით , და საზოგადოებას მიმართა იქნებ ჩვენს თავშიც ჩავიხედოთო , სტვენით გაისტუმრეს.. სასიხარულოა თუ სამწუხარო, ეს არის რეალობა.. ანუ საქართველოშიც და აქაც ჩვენ წარმოვადგენთ ქართველი ერის დღევანდელ მდგომარეობას.. თუ ვინმეს გული სტკივა საქარტვერლოზე ერთერთი მეც ვარ, და მჯერა თვითოეული თქვენგანიც. მაგრამ კარგად მახსოვს საქართველოში \"ბენზინის \" თუ პურის რიგებში ერთურთის პატივისცემა.. ნურავის ნუ გააღიზიანებს ეს ჩემი კომენტარი, დადებითი ბევრი რომ გფვაქვს არავინ დაობს ამაზე. მაგრამ თუ ჩვენ ის თვისებები რომლებიც ზოგიერთს ღირსების შელახვად ეჩვენება იმის გამო რომ ღირსებებაზე მცდარი წარმოდგენები ავს, არ გადავლავლახეთ. დიდი ხანი იქნება ყველაფერი ისე როგორც არის დღეს.. ანუ ეს არის > ქართველი.. ჩემი კომენტარი არ ეხება პიროვნულად არავის.. და გამოხატავს მხოლოდ ერთი ადამიანის კერძო (შესაძლბელია მცდარ) შეხედულებასაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts1636
კარმა46
OFFLINEPROFILE
უზომოდ მენატრება საქარტველო, ჩემი თბილისი :( :( :( მინდა ლექსით მოვეფერო :)
ჩემო თბილისო შენი ალერსის
და მოფერების გამხადე გირსი,
გული ისეთი რცმენით ამივსე
ლექსში არ მიჩნდეს გავლენა სხვისი.
გამიიოლე ცხოვრება, ყოფა,
მტკვრის მოდუდუნე ტალღებში ჩამსვი,
მანატრებინე შენს ფრთებ ქვეშ ყოპნა
რქაწითელი და კახური მასვი.
ყველამ იცოდეს შენი მტაცმინდის,
შენი მეტეხის, სიონის ფასი,
ყველამ იცოდეს ამ ქვეყანაზე
არ გაჩენილა სხვა შენი მსგავსი.
ნ. ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. როცა დედას იფიცებენ, მაშინ არ სტყუიან. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
რად მინდა სიცოცხლე ღირსება -აყრილი,
რად მინდა,მამულო, სიცოცხლე უშენოდ,
ჩემს თვალ წინ ფართხალებს სამშობლი დაჭრილი
კვდება და არ ძალმიძს რაიმე ვუშველო

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined13 Jun 2007
Posts1101
კარმა71
OFFLINEPROFILE
tamo_ wrote:
ციტატა:
ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. როცა დედას იფიცებენ, მაშინ არ სტყუიან. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით.

საბედნიეროდ ჩვენდა,ასეთი ქართველებიც არიან დღემდე...მაგრამ ამასთან არიან ისეთებიც და უფრო მეტნი შენს მიერ დახასიათებულებზე,ჩემო თამო,რომლებიც,მართალია,სხვას არ შეარჩენენ დედის გინებას,მაგრამ საკუთარზე ისეთებს ამბობენ გული მიწუხს რო გავიგონებ ხოლმე,ფიცზეც იგივე შემიძლია ვთქვა...ძალიან ძალიან ბევრი გვეშლება ქართველებს,ნელ-ნელა ვღუპავთ ამ ჩვენს ქართულ ფესვებს ასეთი უაზრო მიბაძვითა და საკუთარის არ მოფრთხილებით,უპატივცემულობით:(

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 139 posts ] 
დესპანი