↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
will wrote:
ციტატა:
ჩვენ ყვავილები

ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით ერთ ადგილას დგომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.

ერთმანეთის სხეულებს რა ვუყოთ?
რა და, მოდი ფერება დავუწყოთ
დავშალოთ ხელებად მხრებად ფეხებად
და მერე ერთად ავაწყოთ ხმებად.

მუსიკა ერთხელაც სხეულში გახმება
შემდეგი შეხვედრა
იქნება ჩემხელა
იქნება შენხელა
შემხედავ შეგხედავ შეხებით
შემღებავ სხეულში ჩამხმარ ფერებად.

ფერები,
ყვავილშიც ბერდება,
ხუნდება, ბევრდება
ჭკნება
და ბოლოს კვდება.

ერთმანეთის სევდას თვალებში რა ვუყოთ?
ამინდს გავუყოთ,
გუბეს ფეხები სულში ჩავუყოთ
ყვავილებივით დგომა ვისწავლოთ
ყვავილებივით კვდომა ვისწავლოთ
მოტეხილებმაც შევძლოთ ღიმილი.
მიწა რომ გაშრება ვიწვალოთ
ვითმინოთ ტკივილი.

თენებას თვალებში სევდა აქვს რა ვუყოთ?
დავკეცოთ ფესვები,
წავიღოთ ჩრდილი...
ყვავილებივით თუკი ვიცხოვრეთ

=ko=
კარმა ძალიან მომწონს=ko= =ko=
ყვავილებივით შევძლოთ სიკვდილიც...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სულეთისა

სულეთში ბეწვის ხიდია,
გასავალადა ძნელია,
ხიდ ქვეშა დუღან ქვაბები,
კუპრი გადმოდის ცხელია,
ოდნავი შუქიც არა ჩანს,
მუდამ ყურუმი ბნელია,
ბჭენი სხენ ხიდის ყურზედა,
რომელნიც მართლის მთქმელია,
ობოლთა შვილთა დამწირავს
დედას ჩაუსხდნენ გველნია,
სამან-სამზღვრისა ამრევსა
ზურგზე აჰკიდეს კლდენია,
ძმას ძმისა მოღალატესა
მოსდეს ცეცხლი და გენია,
ქალს ქმრისა შამცვლელს, შამლანძღველს,
ორგულსა, მავნე ენიანს,
ჯანაბეთს, ჯოჯოხეთშია
თავიც ვერ აუწევნია.
ობოლთა შვილთა დამზრდელსა
შემოაგებნეს ცხენია,
დედ-მამის დამფასებელსა
ია და ვარდი ფენია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
დგეს,მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს,კვლავ აცეკვებს ლამაზად ქარი.
დღეს მისი მზერა გამჭვირვალე მინისებრია.
საოცარია,ფიქრებისგან დაღლილი ქალი.
თითქოს,სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც სიყვარულის წაშლა ყოველი კვალი ის,
მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში მარტოობამ დაწერა ჯვარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
მინდა დავხატო . მთელი სამყარო
შევაფერადო ფერთა გამაში...
ცაზე მივუდგა გოგონას კიბე ,
რომ ვარსკვლავებთან შეძლოს თამაში...
მინდა დავწერო ლექსი,პოემა
გრძნობის ნიაღვარს მივცე დინება,
ძარღვებში სისხლმა იწყოს დუღილი,
თვალებზე ცრემლმა გადმოდინება...
მინდა ყოველთვის ასეთად დავრჩე
არ მსურს შემეხოს დროთა ცვალება
არ მებატონოს,არ წამაქციოს...
და როცა მოვა გარდაცვალება...
არ მინდა ისე უჩუმრად გავქრე
არ დავამჩნიო ცხოვრებას კვალი
არ მინდა ისე გადამივიწყონ,
როგორც სარდაფში ნაგდები შალი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!

მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ

მოგნატრებიათ? ერთი წამი ბედნიერების
სულს რომ სწყურია ამ წამის განცდა მთელი სისავსით
მე განმიცდია მონატრება ამ ერთი წამის
და მონატრებას ამ წამისას გულში ვიკლავდი.

მე მენატრება ერთი წამი ბედნიერების
ღმერთმა ქნას წამი მონატრების თქვენც განიცადოთ
თუ აგატირებთ არაფერია მალე გაივლის
თუნდ მონატრებით გულმა სათნომ დიდხანს იდარდოს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ლელუკა, კარმა ჩემგან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

მცხეთას რომ მოგესმა ნელი ხმა ზეცითგან,
გული ღვთისმშობელის ჩვენთვის ხომ უხვია –
ჯვარი გამოსჭერი ვაზის ნასხლევიდან
და ცხელი ჭრილობა თმებით შეუხვიე.

ღვთიური ტკივილი და არა წამება
იყო აქ, გვითხრობენ ამას ჩვენ მამები.
არ გვინდა, დედაო, სხვა ჯვარი ბერწების,
არ გვინდა სხვა მიწა და სხვა ნასხლევი!
ვიცით, შენი ჯვარი ლხინია ლერწამის –
ტოტებს აიყრიან მეტი გახელებით
როცა გადასხლავენ სასტიკი სასხლავით.
ქალწულო ნინო, ათასჯერ გვენახე!
შენ გეალერდება დედული ვენახი
ღვთიურ ანთებული ჩვენს მიწას ევნები
სხვა როგორ ვიგულოთ აქ შენი ნაცვალი?
ზვარში რომ გაივლი, ჩაყრილი მტევნების
მზის თვალით ივსება ყოველი მარცვალი.
შორითგან გიყურებს, ავს რომ აგაშოროს,
ხმალამოღებული მზევაჟი ლაშარი.
ის არის ივერის მცველი და მზვერავი
და ჯვარს ვაზისას წაართმევს ვერავინ!

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

დაო და დედაო,
ღვთისმშობლის დობილო,
ვართ შენზე დანდობილი
და შენი შენდობით
არ გადავშენდებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined20 Mar 2009
Posts49
კარმა0
OFFLINEPROFILE
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...

როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...

იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...

ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...

წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია..
ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია
ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია
კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის
ტვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს

შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა
იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა
მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია
და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია

სანთელს შეხედე ისც კი ტირის
რომ იღვენტება ან რატომ რისთვის
ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს
თავდავიწყებით ყველგან და მუდამ

ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ
სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან
შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად
მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.

დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ლელუკა, კარმა ჩემგან:)
დიდი მადლობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლელუკა 13-ზე გაჩერება არ ვარგოდა და
ერთიც დავამატე კარმა=ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები – შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ცემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
ობლად ეული რომ დარჩენილა,
მოსვლა რომ არავის უთხოვია
მაინც ვიღაცისთვის გაჩენილა.

ღაწვებს ცრემლებით რომ აკრიალებს,
დილის ცისკარივით ვარდიანი,
ვინმეს ნისლივით რომ დასტრიალებს,
ნუკრის თვალებივით დარდიანი.

სხვისი ცრემლებით რომ იტანჯება,
სხვისი ალერსით რომ იწყევლება,
სხვისი სიყვარულით გულნატკენი
თოთო ბავშვივით რომ იცრემლება.

დიახ, გაუმარჯოს დიდ სიყვარულს!
დარდმა ცოტა კიდევ დაიხანოს,
ობოლ სიყვარულის თამადობით
ყველა სიყვარულმა გაიხაროს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველა ადამიანს გაუმარჯოს ვისაც სიყვარულის ნიჭი გააჩნია....ყველა იმ მფეათქავ გულს გაუმარჯოს ვინაც გრძნობის მძივი დააბნია....

ყველა შეყვარებულ დესპანელს ვჩუქნი ამ სიტყვებს პატარა ქალუკა ლელუკას თამადობით=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

25 მარტი 2009 წელი 1 აიკო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი