mana wrote:ციტატა:
მშვიდი საღამოა,ჩამი-ჩუმი არსაიდან არ ისმის...
სუნთქვაშეკრული ვზივარ მოგრძო სკამზე,
გავცქერი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ვუსმენ.
ვუსმენ? რას ვუსმენ ნეტა? სიჩუმის რაფსოდიას,
რომლის მინორულ ტონალობასაც ხანდახან
მაჟორულიც დაკრავს, ჰო, ეს მაშინ, როცა სადღაც,
შორს ძაღლი ჰყეფს.შენ მგონია გურიაში ხარ ოცნებებით,
აბა მოსკოვის ქუჩებში ძაღლს რა უნდა,ძაღლები მხოლოდ
კრემლში იყეფებიან.
ეჰჰჰჰ ,რას არ გაიფოქრებ ადამიანი. მე კი ვზივარ და
ვაგრძელებ ჯდომას და ფიქრს იწორედ იმ სიჩუმეში
სადაც ვიმყოფები ამ ჟამად,
აიშუა ღამეც მოვიდა მე ისევ აქ ვარ....
ვიფიქრე მოვიდოდა ვინმე და გააგრძელებლა ჩემს ფიქრებს,
მაგრამ ვის სცალია...არა აი მანამოვიდა.
ნუ გეშინია საყვარელო მე ვაგრძელებ შენს ფიქრებს.
ჩვენ ხომ ერთმანეთის სუნთქვა ვართ, ჩვენ ხომ ერთი სული
და ერთი უზარმაზარი გული გვაქვს, რომელიც ყველას გვინდა
გავუნაწილოთ.ჩვენ ხომ ერთი კვნესა და ჭირ-ვარამი გავქვს,
ერთი, აი ის ერთი, რომელიც ყველა ჩვენთაგანს გვაწუხებს
და მას სამშობლო ჰქვია სახელი.
ჩემო მანო თავზე დაგვათენდა ფიქრებში.ძაღლის ყეფაც აღარ ისმის...
დილის აისმა აღმოსავლეთი ვარდისფრად ააციაგა. აფუსფუსდა ბუნება.სადღაც ჭოტმა უკანასკვნელად დაიკივლა ღამესთან დამოსათხოვრად და მისი ხმა მერცხლების ჭიკჭიკმა და ბულბულის გალობამ შთანთქა. გათენდა. დაიწყო ახალი დღე. დღე მხიარული, ნათელი და იმედის მომცველი.
წყაროს წყლის დალევამ და პირზე შესხმამ საბოლოოდ გამომაცოცხლა და სიცოცხლე შემმატა...........