ვარდისფერად აყვავებულ, ატმის ხეებით გარშემორტყმულ მინდორში, ვირი ბალახს ძოვდა.
ამ დროს, მაღლა, ცაში, ყვავი დაფრინავდა, თვალებით ვარდს დაეძებდა და თან ვირს დასჩხაოდა.
ამ დროს, მინდვრის განაპირას, აყვავებულ ატმის ხეზე, ბულბული იჯდა და ვირს უგალობდა.
ვირი მინდორში იდგა, ბალახს ძოვდა და ყვავის ჩხავილს უსმენდა ნეტარებით.
ამ დროს ყვავმა ვარდი იპოვა, ჩხავილი შეწყვიტა და გალობა იწყო.
მოგვიანებით, სახლისაკენ მიმავალი ვირი ფიქრებმა წაიღო: რა საოცარი ამბები მოხდა – ფიქრობდა ვირი – ვარდიკო გასარდლდა, ატამი გაყვავდა, ყვავი გაბულბულდა, მხოლოდ მე და ბულბული დავრჩით ისევ ვირბულბულადაო - ამ დროს გზაზე ხურმა იპოვა და ახალი საფიქრალი გაუჩნდა - ნეტავი ეს რა ხილიაო?
მორალი: \"რა ყვავი ვარდსა იპოვის, თავი ბულბული ჰგონია, ანუ ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია\"

ტერენტის ლექსი მომიძღვნას:side: