↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
იური ვაზაგაშვილი: დღევანდელი ხელისუფალი პრეზიდენტის თაოსნობით არიან მკვლელები და მკვლელების მფარველები.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებულ ბიბილურიძეს, ღაჭავას, ალანიას და აფციაურს პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევრა. ამას, რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია მოჰყვა არამარტო ოჯახის, ისე საზოგადოების მხრიდან. რა მოტივაციით შეიწყალა პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის მკვლელები უცნობია. ამ ფაქტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვთ სამართალდამცავი ორგანოების მიერ უდანაშაულოდ მოკლული ზურა ვაზაგაშვილის და ბუტა რობაქიძის მამებ, იური ვაზაგაშვილს და სოსო რობაქიძეს.

_ თქვენი აზრით, რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი გირგვლიანის მკვლელების სასჯელის განახევრებას, ხომ იცოდა რა რეაქცია მოჰყვებოდა ოჯახის და საზოგადოების მხრიდან ამ ფაქტს?

_ სოსო რობაქიძე: აქ არის კლანური ურთიერთობა მიშასა და იმ ხალხს შორის, რომლებმაც სანდროს მკვლელობა ჩაიდინეს. ახალაია, სანოძე, სალაყაია, მელნიკოვი, დონაძე ესენი მიშას ყურმოჭრილი მონები არიან. 9 აპრილს იგეგმება აქციები, ზუსტად ასეთი მონები ჭირდება მიშას ბინძური საქმეების შესასრულებლად. ხალხი, რომლებიც მიშას "დალჟენიკები" არიან ისინი ხომ ყველა ციხეში უნდა ისხდნენ. ჩემი ბიჭის მკვლელობა თუნდაც სანდროსი, ვაზაგაშვილის ხომ შემთხვევით არ მომხდარა. ეს იყო რეპრესიული პერიოდი, რომელშიც საუბედუროდ ჩვენც მოვყევით.

_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლებას 9 აპრილისთვის ჭირდება შეწყალებული მკვლელები?

_ ოპოზიციის მხრიდან არანაირი კონსტიტუციური დარღვევა არ იქნება, თუ ხელისუფლებამ არ იპროვოკატორა. ჩემი აზრით, მიშა ისე არ წავა, რომ კუდი თუ არ მოიქნიოს. ანუ ის სისხლისღვრაზეც არ დაიხევს უკან, რომ თავი გადაირჩინოს. სანდრო გირგვლიანის მკვლელების გამოშვება ახლა როგორ შეიძლებოდა? ხელისუფლება გათავხედებულია. მათ ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ ისინი განსაცდელის ქვეშ არიან. მიშა და მისი რაზმი აღარ იქნებიან მალე. ზოგი ციხეში წავა, ზოგი კი მიწაში. ამას ნამდვილად იმსახურებენ, ისე ყავთ ხალხი გაუბედურებული.

_ თქვენთი აზრით რა მოტივაციით გაუნახევრა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელებს სასჯელი?

_ იური ვაზაგაშვილი: დღევანდელი ხელისუფალი პრეზიდენტის თაოსნობით არიან მკვლელები და მკვლელების მფარველები. ყველამ იცის, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი მკვლელობები. ვინაც ეს შეკვეთილი მკველობები ჩაიდინა, სახლებში უშვებდნენ ხოლმე და ყველანაირად ხელს უწყობდნენ. სააკაშვილმა ეს საშინელი სვლა იმიტომ გააკეთა, რომ უფრო გააღიზიანოს ხალხი. მათ სისხლის ღვრა უნდათ, ეს მათგან სავსებით მოსალოდნელია. ზურა ვაზაგაშვილის არც-ერთი მკვლელი არ დაუსჯიათ, პირიქით ისინი დააწინაურეს. ირაკლი ქადაგაძეს კახეთი ჩააბარეს, სამხარეოს უფროსია. გიორგი ღვინიაშვილი, უსამართლობის მფარველი კი კახეთის გუბერნიას ხელმძღვანელობს. როცა მე დამაყაჩაღეს და მანქანა წამართვეს, მაშინაც კი ჩემი შვილის მკვლელები ფიგურირებდნენ. ჩვენ უკვე მოვიძიეთ 72 ოჯახი, რომლებიც ამ ხელისუფლებიდანაა გამწარებული, რომლებსაც სასტიკად ჩაუცხრილეს შვილები. ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ და ყველა იმ მშობელს მოვიძევთ, რომლებიც ჩვენნაირ დღეში ჩააგდო სააკაშვილის ხელისუფლებამ. ვაყალიბებთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეებრძოლება ასეთი ტიპის ძალადობას. თუ სააკაშვილი 9 აპრილს ძალას გამოიყენებს ჩვენ შევკრიბავთ ჩვენნაირ შვილმკვდარ მშობლებს, გადაუდგებით მათ და გვესროლონ. ერთი თვე მაინც, რომ ამყოფო ისინი ჩვენს დღეში მიხვდებიან რა ჯოჯოხეთია შვილმკვდარი მამის ცხოვრება. მე მაქვს უამრავი მტკიცებულებები. თვითონ პოლიციელთა ჩანაწერები მაქვს, ფარული კამერით გადაღებული, რომლებიც თვითმხილველები არიან თუ როგორ განახორციელეს ჩემს შვილზე საკონტროლო გასროლა. ზურა თავისი ბიზნესი ჰქონდა და რა ჭირდა საყაჩაღო? მას ესროლა გიორგი ცააძემ, რომელიც შსს თანამშრომელია. ირაკლი ფირცხალავაც ისიც შსს თანამშრომელია, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ სპეცოპერაციას. გიორგი ნაკანი, რომელიც სპეცნაზის ხელმძღვანელია. ზურას თავი მთლიანად დაუშალეს. მიშა სააკაშვილი არის მკვლელების მფარველი და მკვლელი, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. გივი თარგამაძე, ადეიშვილი, რურუები ამათ დაღუპეს საქართველო. სანდრო გირგვლიანის მამა სრულიად მარტო დატოვეს. ის შეიძლება სადმეა ჩაკეტილი და არ უნდა აღარავისთან ურთიერთობა. ეს ადამიანი დღემდე შოკშია. სიკვდილის ბრიგადებს სააკაშვილის მიერ გათავისუფლებული ხალხიც მიემატება და ალბათ გააგრძელებენ სხვისი შვილების მკვლელობებს. ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ოქრუაშვილი დღეს დემოკრატ ოპოზიციონერებად გვევლინებიან არადა ყველა გასვრილია. ზუსტად ოქრუაშვილის მინისტრობის დროს დაიწყო ყველაფერი. ოქრუაშვილი მეორე ვანოა. მის კისერზე ბევრი ადამიანის ცოდვაა. დღეს კი გაბელადება მოუნდა. ის ბოღმიანი ადამიანია. ბურჯანაძეს ნუ ჰგონია, რომ ყველაფერი შერჩება. 20 ათას დოლარიანი ქურქით და ლიმუზინებით, რომ დადის არ რცხვენია? მაგის ადგილზე მთელ საქართველოს მოვივლიდი და ყველას ბოდიშს მოვუხდიდი. ალასანია ისე ჩამოვიდა, რომ არ შეგვეხმიანა, არადა ზუსტად სანდროს და ჩვენი შვილების მკვლელობების შემდეგ აგორდა აქციების ტალღა და გამოფხიზლდა ხალხი. მალხაზ გულაშვილის შვილებზე თავდასხმის ფაქტსაც მინდა გამოვეხმაურო, მიშა დღემდე ამით ამტკიცებს, რომ მაგარია და ის ყველაფერზე წამსვლელია. მალახაზი თავისი გაზეთის საშუალებით ყოველთვის სიმართლეს ამბობდა და ალბათ ხელისუფლებამ შვილებზე თავდასხმით გადაუხადა სამაგიერო.

ხათუნა ბოჭოიძე ,

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მურმან ეკალაძე]
XIX საუკუნეში სოფელ შორაპანში ცხოვრობდა შეძლებული გლეხი დათიკო ფერაძე, რომელსაც შესანიშნავი კარ-მიდამო და სახნავ-სათესი მიწები ჰქონდა შემოგარენში. 1898 წელს დათიკო გარდაიცვალა და მთელი ქონება თავის ორ ვაჟს - ივანეს და მელიტონს დაუტოვა, მაგრამ მელიტონისდა საუბედუროდ ყველაზე უფრო ნაყოფიერი ნაკვეთი წიფლავაკეზე ივანეს უანდერძა მამამ. მელიტონი დაიბოღმა. მით უმეტეს, რომ ივანე ქედმაღლურად უყურებდა ძმას და დასცინოდა კიდეც.

სწორედ იმ წელს შორაპანში ახალი პრისტავი დაინიშნა - ეფრემ ბუაძე. ბუაძემ ადვილად შეამჩნია ძმებს შორის ჩამოწოლილი უკმაყოფილება და გადაწყვიტა ამით ესარგებლა... მელიტონს ეწვია და გარკვეულ საფასურად, (თანაც არა გადახდის, არამედ თამასუქის გაცემით) დახმარება შესთავაზა წიფ”ლავაკის”ნაკვეთის ”დასაბრუნებლად”. შეაგულიანა, მიდიო და ღამით ნაკვეთის ნახევარი შემოღობეო, მე კი ისე მოვაწყობ ივანე ვერეფრეს გაგიბედავსო, ოღონდ შენ ჩემი სახელი არსად ახსენოო...

მელიტონმა სიხარულით გასცა თამასუქი და ღამით მართლაც შემოიღობა სადავო ნაკვეთის ნახევარი. დილით გაკვირვებულ ივანეს შემოღობილ ნაკევთში ამაყად მდგარი მელიტონი და სამოქალაქოდ გადაცმული პრისტავის დამხმარეები დახვდნენ. განრისხებულმა ივანემ საჩივარით სწორედ პრისტავ ბუაძეს მიმართა, ბუაძემ თამასუქი მასაც გამოაწერინა და მომჩივანს ”სამართლიანობის აღდგენაში”დახმარება აღუთქვა, ოღონდ ისიც შეიპირა მისი სახელი არ ეხსენებინა...

ჩხუბი და შეხლა-შემოხლა რამდენიმე დღე გაგრძელდა... ბოლოს, ბუაძემ გადამყვეტი ნაბიჯი გადადგა, ივანეს ”დამხმარეთაგან” ერთ-ერთს ივანესვე სახლიდან მოპარული დანა გადასცა და საგანგებო დავლება მისცა... მორიგი ჩხუბისას (როგორც სასამართლოს აქტიდან ჩანს 1899 წლის 14 ნოემბერს), არეულობაში დანა იგი მელიტონის მუცელში აღმოჩნდა გარჭობილი...

ივანე, როგორც ძმის მკვლელი 15 წლით გააციმბირეს, იგი გადასახლებაში 1903 წელს ჭლექისგან გარდაიცვალა... ხოლო პრისტავ ეფრემ ბუაძეს, ძმების მიერ გაცემული და შემდეგ გადაუხდელი თამასუქების ხარჯად ”წიფლავაკის”ნაკვეთი გადაეცა.

ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე აღმოჩენილი ეს მინი-ნოველა, ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულზე ღაღადებს. ანდა ვითომ, რატომ უნდა ღაღადებდეს, როდესაც ამაში საღაღადო და საღადაო არაფერია. ისე კი, შეიძლება არ დაიჯეროთ და, ბოლოდროინდელი პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ქართულ ფორუმებს შიში შემოეპარა. მოდი და ნუ შეგეშინდება, როდესაც...

ყველამ კარგად ვიცით, როგორ უყვარს მიშას დიდ პიროვნებებთან გატოლება..

ჯერ აღმაშენებლობა უნდოდა, მერე ათათურქით იყო მოხიბლული, ახლა მგონი ჯორჯ ვაშინგტონობა აქვს გულში ამოჭრილი...

VoK: ”როგორც მოგეხსენებათ, დემეტრე თავდადებული მთელი თავისი ცხოვრება, ასეთ ვთქვათ, არა სწორად ცხოვრობდა.. პირადი სიმამაცის და მეომრული თავდადების გარდა, არც არაფერი ქონდა... ეს კი იმ დროს, როცა საქართველო მონღოლების ბატონობის ქვეშ გმინავდა, სულაც არ იყო საკმარისი.

თავგანწირვას მიშასგან არავინ მოითხოვს, მაგრამ უსმინოს ერის ხმას და მოიქცეს ისე, როგორც ერს უნდა - გადადგეს.. იქნებ ამით მაინც დაემსგავსოს რომელიმე დიდ პიროვნებას...”

დემეტემ თავისი საქციელით ყველა თავისი ცოდვა გამოისყიდა. დარბაზს, სადაც ყველამ თავის შესაფარებლად დასავლეთ საქართველოში ან მთიულეში გადასვლა ურჩია მეფემ მიმართა შემდეგი სიტყვით: ”თუ არ წავიდე ურდოს, იხილავთ რამდენი ქრისტიანი სიკვდილს მიეცემა და ტყვე გახდება, ეკლესიები შეიმუსრება და ხატები და ჯვრები დაიმსხვრევა. თუ წავალ ყაენთან დანამდვილებით ვიცი მომკლავს, მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის და არ დავიშლი ურდოსა წასვლას”. ამ დროს დემეტრე მხოლოდ 30 წლის იყო...

ფორუმელების აზრით: არასწორი პოლიტიკის ნაყოფია ის, რომ დღეს რუსებს საქართველოში არა მარტო ბაზები ჰყავთ, არამედ ბაზების ახლო მახლო რეგიონებიც მიისაკუთრეს.

Babuagiorgi:”ჩვენ ნატოში გვინდა შესვალა და ევროსტრუქტურებში გაერთიანება. რუსებს? ამათ ფეხებზე ჰკიდიათ ბალი და ათი შაური, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ესენი ევროკავშირის წევრები ჩვენზე ადრე გახდებიან და ნატოშიც ჩვენზე ადრე შევლენ. ჩვენ თუ საერთოდ გვეღირსა მანდ შესვლა კაცმა არ იცის.

შემდგომ ჩვენ ალბათ არ მიგვიღებენ ნატოში იმ მიზეზით, რომ ნატოს მოკავშირე ქვეყანასთან ტერიტორიული დავა გვქავს. გამორიცხავს ვინმე ამ სცენარს?”

ბოლოს და ბოლოს, სად გადის ზღვარი სწორ და არასწორ პოლიტიკას შორის? თუმცა, როდესაც რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე სერიოზულად შეიძლება ლაპარაკი, მაშინ რაღა ზღვარზე უნდა ვისაუბროთ...

ფორუმელი Bijo-ს აზრით, დიდი ალბათობაა რომ პუტინი მზად იყოს ახალ აგრესიისთვის.

Bijo:”რა თქმა უნდა პუტინს აწყობს, რომ სააკაშვილი ოპოზოციამ მოაშოროს. ასე აგრესია არ დასჭირდება და ზედმეტი ახსნა განმარტება მსოფლიოს წინაშე - დაიბომბა მძინარე ცხინვალი, სოხუმი და ა.შ.

პუტინი გამოაცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა თითონ მოიშორა ფაშისტი, აგრესორი და განთავისუფლდა. მედვედევი ბრძანებს: - ხომ ვთქვი რომ პოლიტიკური გვამიაო! მოკლედ, მაგრად ”გაუსწორდებათ” და დიდ ეკონომიას გააკეთებენ ჩვენ ხარჯზე”

ეხლა წარმოიდგინეთ რომ ეს გეგმა ჩაუვარდათ. ხალხი არ მივა 9 აპრილს აქციაზე საკმარისი რაოდენობით და სააკაშვილი ხელისუფლებას არ დაკარგავს.
პუტინს სხვა რა გზა დარჩება რომ შეცვალოს საქართველოს პოლიტიკური კურსი? მხოლოდ ერთი - სამხედრო აგრესია.

სად იყავით ომის პერიოდში? რას აკეთებდით აგვისტოს მოვლენების დროს? თქვით და მოგეშვებათ გულზე..

TuSCi:”ორი რამის გამო ვხსნი თემას, იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ სად ვიყავით ომის პერიოდში.

1. როგორც ამ ქვეყნის შვილი.. ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი.. ან უბრალოდ მოქალაქე.. რითი ცდილობდით დადგომოდით ქვეყანას გვერდით (ან არ დადგომოდით)

2. ამ ბოლო დროს აქა-იქ ვაწყდები სხვადასხვა იუზერის შემდეგ პოსტებს... მალე მოგვიწევს პარტიზანული მოძრაობა.. იარაღის ხელში აღება და ტყე-ღრე ძუნძული.. და ა.შ”

ომის დროს რა ხდებოდა ამ დროს ყველამ ვიცით... არ იცის მხოლოდ კუბოების ხელოსანმა, მეტსახელად ფიროსმანამ, რომელიც ხუთდღიანი ომის მანძილზე თავის სახელოსნოში იყო შეკეტილი, არაყს სვამდა და უმარილო კარტოფილს აყოლებდა...

ოპოზიციონერი ფორუმელების აზრით, სააკშვილს ვერ წარმოუდგენია საკუთარი თავი პრეზიდენტისგან განსხვავებულ ამპლუაში და ეცდება შეინარჩუნოს სკამი ყველა ხერხებით.

TaShii:”ჩემი აზრით, გველის ვინმე ბობოლა მიშიკოს თანამებრძოლის წაქცევა. ახლახანს ბენუდქიძე გაეცალა სიტუაციას. მაგას ვერ წააქცევდა მიშიკო ხმაურით იმიტომ, რომ ბევრი იცის და მაგ გოდორს შეიარაღებულ შეთქმულებას ნაღდად ვერ დააბრალებდნენ და შეტაკებისას ვერ მოკლავდნენ და ცოცხლად დაჭერა კიდე არ შეიძლება.

თუმცა ტენდენციაა, რომ ხალხს გული მოუგოს რამით. ამიტომ ჩემი აზრით, ვინმე მძიმეწონოსანს მაგრად წააქცევენ, შეიძლება მოკლან კიდეც და ყველა ბოროტება იმას დააბრალონ. ასეთები კი მოგეხსენებათ არიან ან მერაბიშვილი ან ადეიშვილი. ამათაც ალბათ უკვე იყნოსეს ამბავი და გაქცევაზე აქვთ თვალი. ასე რომ როგორ ფიქრობთ ვის გადმოგვიგდებს მიშიკო?”

ვისთვისაც აქამდე გადმოუგდია, იმას გადმოუგდოს...

აჯანყებული არასაპარლამენტო ოპოზიცია იქადნება, რომ მალე მოაწყობენ უვადო და პერმანენტულად მიმდინარე აქციებს.

Leopardi:”დავუშვათ მივიდა თუნდაც 50’000 კაცი თბილისში და ამდენივე რაიონებში.

ეს ოჯახის წევრებთან ერთად სულ ცოტა 300’000 ადამიანია და მათ უზრუნველუოფას ყოველდღიურად სულ ცოტა 3’000’000 ლარი დასჭირდება, ე.ი. 100 მილიონამდე თვეში. მილიარდზე მეტი წელიწადში.

ასევე დავუშვათ, რომ ორივე მხარემ იმოქმედა კანონის ფარგლებში - მომიტინგეებმა არ მიმართეს ძალადობას, არ გადაკეტა გზები და არ გამოიწვია საზოგადოების ნორმალური ფუნქციერების პარალიზება. ხელისუფლებამ კი არ შეუშალა ხელი მშვიდობიან მიტინგებს.

ამასთან ორივე მხარე დარჩა თავის პოზიციებზე. მე მგონი გასაგებია, რომ ამის დაფინანსება ლეგიტიმური სახსრებით შეუძლებელია. როცორ მიგაჩნიათ - არის თუ არა აუცილებელი აქციების მაქსიმალური ხანგრძლივობის და პერიოდულობის ლიმიტირება აქციების ხელმძღვანელობის მხრიდან?”

ვაა... ეს რა ტერმინები უსწავლია ამ ხალხს! ჩვენ კი ისევ ძველმოდურად ”ოდენ” და ”ვგონებ” -ით ვსაუბრობთ...

თურმე ნუ იტყვით და, გარემოს დაცვის სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს ინიციატივით და სამინისტროს მხარდაჭერით მომზადებული კლიპის - ”დაგვეხმარეთ, რომ დავეხმაროთ გარემოს” - პრეზენტაცია გაიმართა.

Rekuso: ”კაფე ”დისქავერში”კლიპის პრეზენტაციასთან ერთად, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ უკანონო ნაგავსაყრელების თემაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. ახალგაზრდა მხატვრებმა ”ალექსეევკას” დასახლებაში ნაგავსაყრელად ქცეული ხევის დაბინძურებული და დანაგვიანებული გარემო რამდენიმე დღის წინ მუყაოზე დახატეს”

თუ გარემოს იცავენ, ეგ დალოცვილებს, მუყაოზე სისულელეების დახატვის ნაცვლად, ხევი რომ გაეწმინდათ არ აჯობებდა? თუმცა ნაგავი ხომ ქიხია...

1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
GEORGIEN-KRIEG
Internationale Ermittlungen bringen Saakaschwili in Bedrängnis

Hat Georgiens Staatschef Saakaschwili den Kaukasus-Krieg selbst angezettelt? Bis heute bestreitet er das vehement - nach SPIEGEL-Informationen stürzt ihn nun ein schriftlicher Befehl aus den Anfangstagen des bewaffneten Konflikts in Erklärungsnot.

Neue Erkenntnisse bei den Ermittlungen zum Kaukasus-Krieg: Eine internationale Untersuchungskommission hat Indizien gesammelt, die womöglich darauf hinweisen, dass der georgische Staatschef Micheil Saakaschwili nicht eine "russische Aggression" abwehrte, wie er bis heute behauptet, sondern den Krieg selbst angezettelt hat.

Nach Informationen des SPIEGEL nimmt eine Schlüsselrolle dabei die im Fernsehen dokumentierte Aussage des georgischen Generals Mamuka Kuraschwili ein, der am 7. August verkündete, sein Land habe beschlossen, "in der gesamten Region die verfassungsmäßige Ordnung wiederherzustellen". In der Nacht zum 8. August hatte eine georgische Offensive in Südossetien und Abchasien die Situation zur Eskalation gebracht.

Kuraschwilis Aussage findet sich angeblich im Wortlaut in dem georgischen Tagesbefehl Nr. 2 vom selben Tag, den Moskauer Geheimdienstler abgefangen haben wollen und der Kommission zugänglich gemacht haben.

Die Führung in Tiflis will das umstrittene Dokument dagegen nicht herausrücken, weil es sich um ein Staatsgeheimnis handele. Sollte sich der Befehl als echt herausstellen, wäre Saakaschwili wohl der Lüge überführt.

Die Kommission besteht aus Diplomaten, Militärs, Historikern und Völkerrechtlern und untersucht im Auftrag der Europäischen Union den Ablauf des Kaukasus-Kriegs im vorigen August.

sto

URL:

* http://www.spiegel.de/politik/ausland/0 ... 16,00.html

სტატიაში წერია თუ ვინ დაიწყო აგვისტოს ომი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ჩვენდა სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ-არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილისთვის რომ სამწუხაროა-ფაქტია.

რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელების გამოშვებას. ფაქტია, რომ მათ ხელში ისეთი საიდუმლოა, რომლის გამოჩც ასეთ დაძაბულ სიტუაციაში სააკაშვილი არ მოერიდა მათ ამინისტიას. ალბათ, ის უფრო დიდი საშიშროებაა მისთვის, ვიდრე საზოგადოების აღშფო[ება. ამის გარდა, მე ვფიქრობ, მას შორს წასული მიზანიც აქვს. არ არის გამორიცხული, რომ მათი მოშორება უნდოდეს, რასაც ციხეში ვერ გააკეთებს. გარეთ გამოშვების შემთხვევაში ამ ჩანაფიქრის განხორციელება ადვილი იქნება და 2 კურდღელს დაიჭერს-მათაც მოიშორებს თავიდან და მკვლელობასთან დაკავშირებულ ყველა ფაქტს გააქრობს და მეორე, ამ მკვლელობას, როგორც ოპოზიციის დაკვეთას გამოაცხადებს და გამოიყენებს მათი დისკრედიტაციისთვის. მერე დაიწყებს დაპატიმრებებს და იტყვის, რომ პოლიტიკური შეხედულებებისთვის კი არ აპატიმრებს, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jan 2009
Posts16
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ხომ არ იცით როგორ გავაგზავნო სმს გია გაჩეჩილადის პირდაპი ეთერში.იქნებ ვინმემ იცოდეთ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jan 2009
Posts16
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაც უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით პირდაპირ ეთერში მიტ უფრო კარგია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ზოგჯერ არის პირდაპირ ზარებს პასუხობს და ეკრანზე წერენ ტელეფონის ნომერს.თუმცა ვერ გეტყვით, რომ ადვილია დაკავშირება.რასაკვირველია, თუ პირდაპირ ეთერს უყურებთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jan 2009
Posts16
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობთ ბაზი გენაცვალე=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
380-100 მაესტროს ნომერია. 351-446 საკანიN5-ს აწერია ხანდახან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ექსპრემიერის საიდუმლო ვიზიტის დეტალები ჩოხატაურში
2009 წლის 20 03, პარასკევი - 15:39

ზოტელებმა ნოღაიდელს ძველი დანაპირები შეახსენეს

”არც მაგ ნოღაიდელის გვჯერავს და არც რომელიმე ოპოზიციონერის, მაგენი კარგი რომ ყოფილიყვენ და რამეის გამკეთებლები, ქე ეყარენ ხელისუფლებაში. რეიზა ჩამევიდა ჩუმათე ჩოხატაურში?იმიზა, რომე ჩვენთან მოსასვლელი პირი არ ქონდა, ”_ ამბობენ ჩოხატაურელები.

ქვეყნის ყოფილი ექსპრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გასული კვირის სამშაბათს სტუმრობდა. ნოღაიდელი ადგილობრივ მოსახლეობას ლანჩხუთის კომისარიატის შენობაში შეხვდა და მის მხარდამჭერებს თავისი მოძრაობის მიზნები და ამოცანები გააცნო, შეხვედრას, რომელსაც ათი კაცი ”ამაგრებდა”, ნოღაიდელი მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. როგორც გაირკვა, მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას დასაქმება წარმოადგენს.

_ `ლანჩხუთში არსებობს იმის პოტენციალი, რომ აქ ადამიანები დასაქმდნენ. თუმცა, ამისათვის არავინ ფიქრობს, ფოთის ინდუსტრიული ზონის გახსნა ლანჩხუთს ძალიან დიდ სარგებლობას მოუტანდა, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს პროექტში ეს გათვალისწინებული გვქონდა, თუმცა, ყველაფერი შეცვალეს, სააკაშვილის ხელისუფლებას მოსახლეობის დასაქმება არ აინტერესებს, ეს ხელისუფლება ძალიან მალე შეიცვლება და ამას დაინახავთ” - განაცხადა ნოღაიდელმა. გავრცელებული ინფორმაციით, ნოღაიდელს მოსახლეობასთან შეხვედრა თეატრში უნდა გაემართა, მაგრამ ლანჩხუთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ექსპრემიერს ამის შესაძლებლობა არ მისცა. თუმცა, ამ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მათვის არავის არ მიუმართავს.

როგორც ნოღაიდელმა ლანჩხუთელებთან შეხვედრაზე განაცხადა, მის პარტიაში ოფიციალურად გაწევრიანება უკვე დაიწყო. თუმცა, ვინ იქნებიან ყოფილი ექსპრემიერის მოძრაობის წარმომადგენლები გურიაში, ამაზე ნოღაიდელს არ უსაუბრია. ლანჩხუთური ვოიაჟის შემდეგ, ნოღაიდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და მაღალმთიანი აჭარული დასახლების, სოფელ ზოტის მოსახლეობას თანამემამულის ამპლუაში შეხვდა. წყაროს ცნობით, თავდაპირველად ადგილობრივმა მოსახლეობამ ნოღაიდელთან შეხვდრა არ მოისურვა, უფრო მეტიც, სოფლიდან დაუყოვნებლივ წასვლაც კი მოსთხოვეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილთან მაინც მოახერხა შეხვედრა.

”ფაქტს”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ნოღაიდელს ზოტში გვერდს ყოფილი პარლამენტარი, დავით ჟღენტი და ირაკლი კუჭავა უმშვენებდნენ, ჩვენი ინფორმატორის ცნობით, შეხვედრა, რომელსაც 20-მდე ადამიანი ესწრებოდა, სწორედ დავით ჟღენტმა გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას ნოღაიდელის პარტიაში გაეწვრიანებისკენ მოუწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის საპატიცემულოდ სახელდახელოდ გაწყობილ სუფრას, ასევე ყოფილი დეპუტატი თამადობდა. ნოღაიდელის მიმართ უნდობლობა ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯერ კიდევ მისი პრემიერ- მინისტრობის დროს გამოთქვა, როცა ის ზოტის სოფლის მოსახლეობას შეხვდა და გზის შეკეთებას დაჰპირდა. სხვათაშორის ეს გზა დღემდე არავის გაუკეთებია.

ჩოხატაურელები ”ფაქტთან” - საუბარში ამბობენ, ნოღაიდელის არ სჯერათ და არც ოპოზიციონერების აქციაზე წასვლას არ აპირებენ.
” - რა გვაინტერესებს, იცით? აი ხალხი ამ დრომდე სად იყო? ან აქციებს რომ გამართენ, ამით რას მიაღწევენ, რაცხა ათასი კაცი შეკრიბენ აქციაზე, მაია მთელი საქართველო? რაფერ ვერ გეიგო ამ ხალხმა, რომ აი დაპირებები არაფერს არ ცვლის. რომ გვპირდებიან საქმე გააკეთონ და დაგვანახონ, რაცხეის გაკეთება შეუძლიათ.”- გვითხრა ჩოხატაურელმა, ნათელა დოლიძემ.

გიორგი სირაძე სპეციალურად ”ფაქტი”-სთვის გურიიდან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რამაზ საყვარელიძე: გემოს რომ გაუგებ და ადაპტირება მოხდება, მერე უკვე ნარკოტიკად იქცევა და აი, ასეთი ნარკოტიკის ეფექტი აქვს "საკან N5"-ს

იმის ფონზე, როდესაც ოპოზიცია 9 აპრილისათვის ემზადება და საზოგადოებრივი აზრი ორად არის გაყოფილი, სატელევიზიო სივრცეში კარგად ჩანს რეალითი-შოუ "საკანი N5", რომელიც, შეიძლება ითქვას, მოვლენების ეპიცენტრში დგას და ახმოვანებს საზოგადოების იმ ნაწილის აზრებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და სააკაშვილი უნდა წავიდეს.

ეს შოუ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში 20 იანვრიდან გადის. მისი მთავარი გმირია "უცნობი", იგივე გიორგი გაჩეჩილაძე. მან თავისივე ნებით აღიკვეთა თავისუფლება და ჩაჯდა იმპროვიზირებულ საკანში, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" შენობაშივე მდებარეობს. მასვე ეკუთვნის იდეა ამ პროექტის შესახებ. ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელის, მამუკა ღლონტის თქმით, ამის მიზეზი გახდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომლის შინაარსიც ამგვარად ჟღერს – მე რომ ვიყო ოპოზიციაში, ამ მთავრობას 3 თვეში მოვუღებდი ბოლოსო.

დღემდე შოუს 200-მდე ადამიანი სტუმრობდა. ძირითადად ისინი, ვინც არსებული ხელისუფლებით არიან უკმაყოფილო, თუმც შოუს ორგანიზატორები ამბობენ, რომ მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი შეხედულების ადამიანს შეუძლია.

"საკანი N5"-ის რეიტინგულობაზე ბევრი საუბრობს. მამუკა ღლონტის თქმით, შოუს უყურებს თითქმის ყველა ოჯახი, სადაც აქვთ "მაესტრო", ამაზე საუბრობენ მთელ თბილისში, თავად მთავრობაშიც, ამაზე ლაპარაკობს მსოფლიოს ყველა ტელეკომპანია, თითქმის ყველა გაზეთი. "ეს ყველაფერი გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ პროექტი არის რეიტინგული".

პოლიტიკური ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, შოუ საზოგადოების ყურადღებას იქცევს. მისი აზრით, წარმატების ძირითადი მიზეზია მისი ფორმატი, მრავალფეროვნება. "ყველა იქ მისული ადამიანი თითქოსდა იხსნება ისეთად, როგორიც რეალურად არის და არა კითხვების ჩარჩოში. ბევრი მაყურებელი ჰყავდა ისეთ მოულოდნელ გახსნას საკანში, როგორიც ჰქონდა რობიკო სტურუას, ნონა გაფრინდაშვილს. ასეთი მოულოდნელობები თითქმის ყველა შეხვედრაშია. ადამიანთა გალერეა, რომელსაც ქმნის "საკანი N5", არის ძალიან საყურადღებო".

პროექტის რეიტინგულობაზე საუბრობს ჟურნალისტი ია ანთაძეც, რომლის განცხადებითაც, თბილისისა და იმ ქალაქების საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი, სადაც გადის "მაესტრო" და ის ადამიანებიც, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ინტერნეტზე და აინტერესებთ სინამდვილეში რა ხდება საქართველოში, ძალიან ინტენსიურად არიან ჩართულები ამ პროექტში. "ვიცი, რომ ადამიანები ღამეებს ათენებენ სწორედ იმისათვის, რომ თავი იგრძნონ იმ სივრცის ნაწილად, რომელიც აერთიანებს მათგვარად მოაზროვნე პიროვნებებს".

"საკანი N5-ის" განუყოფელი კომპონენტი _ უშუალობა და გახსნილობა ხანდახან ეთიკის ნორმების დარღვევაშიც გადადის. თუმცა მეორე საკითხია და ინტერესს იწვევს, თუ რამდენად ამჩნევს ამას მაყურებელი და როგორ აღიქვამს შოუს მთავარი გმირის ზოგჯერ გადამეტებულ გახსნილობას.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ, ისევე როგორც ყველა გადაცემაში, აქაც არის რაღაც გამაღიზიანებელი, მაგალითად, "უცნობის" "გივიიი", მისი ცეკვა და ეგზალტირებული მონოლოგი. თუმცა, ექსპერტის აზრით, მაყურებელი ამას შეეჩვია, როგორც სტილისტურ ელემენტს. "დაიწყეს გემოს ჩატანება. საჭმელი და სასმელი, რომელიც შეიძლება თავიდან მწარედ მოგეჩვენოს, მაგალითად ყავა, გემოს რომ გაუგებ და ადაპტირება მოხდება, მერე უკვე ნარკოტიკად იქცევა და აი, ასეთი ნარკოტიკის ეფექტი აქვს "საკან N5"-ს".

ეთიკის ხშირ დარღვევას ჟურნალისტი ია ანთაძეც აღნიშნავს, ის ერთ კონკრეტულ ფაქტსაც კი იხსენებს. "იყო შემთხვევა, როდესაც უცნობს მიაწოდეს სია იმ ადამიანებისა, რომლებიც, თუ არ ვცდები, გალის რაიონში არიან რეგისტრირებულები, მათი სახელები და გვარები იყო უცნაური. მე არ ვიცი რამდენად შეესაბამებოდა ეს სია სიმართლეს, მაგრამ მათზე სიცილი, შემდგომ ერთი მათგანის ამოჩემება და იმის თქმა, რომ მე უნდა გავიცნო ეს ადამიანი, არ იყო ლამაზი. მაშინ, როდესაც საუბარი იყო უხერხული სახელისა და გვარის მქონე ადამიანზე, რომელიც თუკი მართლაც არსებობს თავისი პრობლემებიც ეყოფა და არ არის საჭირო მთელი თბილისის გასაგონად კიდევ დავცინოთ".

თუმცა, ია ანთაძე აქვე აღნიშნავს, რომ ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით, რადგანაც არის ექსტრემალური სიტუაცია, ადამიანი რეალურად 20 იანვრიდან, ნებაყოფლობით ზის გამოკეტილ სივრცეში, პლუს კიდევ _ მის თავზე მუდმივად არის ჩართული რამდენიმე კამერა. ცხადია, ეს ადამიანი არის სტრესულ მდგომარეობაში.

სხვა საკითხია ამ შოუს ზემოქმედება საზოგადოებაზე და მისი ძირითადი მიზნები. არავინ მალავს იმას, რომ ეს პროექტი საზოგადოებრივ აზრს 9 აპრილისათვის ამზადებს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ 9 აპრილი არის საფრთხე ეროვნული ერთიანობისა, სახელმწიფოებრიობისა, ცხადია, ასეთი ადამიანები "საკან N5"-ის მოვლენების გამამწვავებლად მიიჩნევენ, თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც. რამაზ საყვარელიძის აზრით, ეს შოუ ხელს უწყობს მოვლენების სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობას, როდესაც სტიქიურად მიშვებულმა მოვლენებმა შესაძლოა, დესტაბილიზაციისაკენ იცვალონ მხარი.

ხელისუფლება ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ამ პროექტის წვლილს მოვლენების ფორმირებაში. ის არ იყენებს არანაირ ხერხს, რათა შეაჩეროს ამ ტიპის შოუს არსებობა. ამას "მაესტროში" თავისი მიზეზებით ხსნიან. მამუკა ღლონტის განცხადებით, "მაესტროს" ბევრი ბრძოლა დასჭირდა, რათა მიეღო მაუწყებლობის უფლება, ამას აშშ-ის ადმინისტრაციისა და ევროპის პოლიტიკური წრეების ჩარევაც დასჭირდა, _ "რაც მთავარია, სააკაშვილი, როგორც ეს ერთ ფილმშია ნათქვამი, ეს ის თამრო აღარ არისო, ეს ის მიშა აღარ არის, რომელიც განუსაზღვრელი ხელისუფლებით სარგებლობდა", _ ამბობს მამუკა ღლონტი.

იურისტ გიორგი მელაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალურია იმისათვის, რათა მსგავსი ტიპის შოუს არსებობა კანონსაწინააღმდეგოდ ჩაითვალოს და დაიხუროს, მაგრამ "მაესტროს" ხელმძღვანელობა შიშობს, რომ სააკაშვილი 7 ნოემბრის გამეორებას გეგმავს 9 აპრილს და თუკი ეს ასე მოხდა, მაშინ მათ ტელეკომპანიას კიდეც დაარბევს და კიდეც გათიშავს.

რეალურად როგორ განვითარდება მოვლენები და როგორ შედეგს მოიტანს "საკანი N5" საზოგადოებისათვის და რამდენად განახორციელებს თავის მიზნებს, ამას დრო გვიჩვენებს.

ელენე თოიძე,
ფაქტ.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://aillarionov.livejournal.com/77381.html#cutid1

წაიკითხეთ საინტერესოა=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კახეთში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა
24 მარ. '09

გელა მთივლიშვილი, კახეთი

კახეთის რეგიონში კრიმინალური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, 2009 წლის 1 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით, კახეთში მძიმე დანაშაულის რიცხვმა იმატა. მიუხედავად ამისა, შს სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით დანაშაულის რიცხვმა იკლო და გახსნის მაჩვენებელიც მაღალია, თუმცა არც სამმართველო და არც შს სამინისტრო, საჯაროობის ვალდებულების მიუხედავად, დაინტერესებულ პირებს სტატისტიკურ მონაცემებს არ აძლევენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს პოლიციის რაიონულ განყოფილებებში მისულ არაერთ დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც უარი უთხრეს.

რამდენიმე დღის წინ, სიღნაღის რაიონში 17 წლის გიორგი სამხარაძემ 69 წლის ლიდა ზოზიაშვილი მოკლა. მკვლელობა სოფელ ბოდბისხევში მოხდა. გიორგი სამხარაძის განცხადებით, ზოზიაშვილი მას მუდმივად წყევლიდა და მკვლელობამდეც დაწყევლა, რამაც ის გააღიზიანა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. პოლიციამ სამხარაძე უკვე დააკავა.

კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა სიღნაღში. გიორგი ნიკვაშვილმა წნორის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე გოდერძი ჯანყარაშვილი, სიღნაღის პოლიციის წნორის ქვეგანყოფილების მიმდებარე ტერიტორიაზე სასიკვდილოდ დაჭრა. გოდერძი ჯანყარაშვილი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა.

მკვლელობა მოხდა ყვარლის რაიონის სოფელ შილდაშიც. გამოძიებით ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, ამავე სოფელში მდებარე ტბის დარაჯი 67 წლის გივი მარკოზაშვილი ჯერ ხეზე დააბეს, შემდეგ სასტიკად სცემეს და მოკლეს. ერთ - ერთი ვერსიით, დარაჯმა უცნობებს ტბაზე თევზაობის უფლება არ მისცა, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108 მუხლით (განზრახ მკვლელობა). გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მკვლელობა მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაშიც. ახალგაზრდა მამაკაცმა მოხუცი ნათესავი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ მოკლა და გარდაცვლილის გვამი ნაკვეთში დააგდო.

რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინშიც. ოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 42 წლის სპარტაკ ბეჟიტაშვილმა, მეზობელი 25 წლის გია ცანკაშვილი მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით, ბეჟიტაშვილს გია ცანკაშვილი მარტო არ მოუკლავს და მას თან ადრე ნასამართლევი დიმა მამისმედაშვილიც ახლდა, რომელიც სამართალდამცავებს არ დაუკავებიათ.

ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია საავადმყოფოში მოთავსებული 25 წლის გოჩა ჯიშკარიანი, რომელიც 8 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში სასტიკად სცემეს.

ეს ფაქტები 2009 წელს კახეთში მომხდარი მძიმე დანაშაულების არასრული ჩამონათვალია. სულ რამდენი მძიმე კატეგორიის დანაშაული მოხდა 2009 წლის 01 იანვრიდან 20 მარტის ჩათვლით კახეთში, ამ ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით. შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ირაკლი ქადაგიძის დავალებით, შს რაიონული სამმართველოები სტატისტიკურ მონაცემებს ბლოკავენ და აცხადებენ, რომ მათზე კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნები არ ვრცელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში აცხადებენ, ბოლო დროს პოლიციის რაიონულ განყოფილებებში მისულ არაერთ დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზეც უარი უთხრეს. "პოლიცია ორიენტირებულია არა იმაზე, რომ დანაშაული არ მოხდეს, არამედ იმაზე, რომ მომხდარი გაიხსნას და ეს სტატისტიკური მონაცემები, "გახნის მაღალი მაჩვენებელი", წელიწადში ერთხელ, როცა თვითონ დასჭირდებათ, თავს მოგვახვიონ. ჩვენ არაერთმა ადამიანმა მოგვმართა, რომლებმაც განაცხადეს, რომ დანაშაულის შესახებ პოლიციას მიმართეს, მაგრამ გამოძიება არ დაიწყო. ეს იმაზე მეტყველებს, რომ პოლიციას სტატისტიკური მონაცემების გაფუჭება არ უნდა. რაც შეეხება რეგიონში კრიმინალური მდგომარეობის გაუარესებას, როდესაც შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ამჟამინდელი უფროსი ირაკლი ქადაგიძე თბილისის პოლიციას ხელმძღვანელობდა, დედაქალაქშიც მძიმე სიტუაცია იყო. რაც ქადაგიძე პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსად დაინიშნა, თავისი კადრები მოიყვანა, რომლებიც დანაშაულის პრევენციას ვერ ახდენენ. გაცილებით მძიმე ვითარებაა ნაკლებად მძიმე და წვრილმან დანაშაულთან დაკავშირებით. ქურდობის ფაქტები ძალიან გახშირდა. გლეხებს სოფლებში აღარაფერი შეარჩინეს", - განაცხადეს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის ოფისში.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებებთან დაკავშირებით შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტებს აგინებს და ემუქრება
25 მარ. '09

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსს ხათუნა ბერძენიშვილს ჟურნალისტების შეურაცხყოფასა და მათზე ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ცენტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 25 მარტს, დილით, ხათუნა ბერძენიშვილი, ტელეფონით, ნომრიდან 822 409180 ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ გაზეთის ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდა და ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა ჟურნალისტს ბრალი კორუფციაში დასდო და დაემუქრა, რომ თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტს, მას პრობლემებს შეუქმნის.

"ხათუნა ვარ ბერძენიშვილი, ხომ იცი ვინც ვარო, ასე მომმართა. ვუპასუხე, რომ ვიცოდი, ვინც იყო. მაღალი ხმით ყვირილი დამიწყო და მომთხოვა, მისთვის განმემარტა, რატომ გავავრცელე წინა დღეს ინფორმაცია, რომ პირველმა არხმა სიღნაღში საკუთრების წართმევის ფაქტებზე მომზადებული სიუჟეტი დაბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული არ ვიყავი ბერძენიშვილისთვის ახსნა – განმარტებები მიმეცა, მე მას მაინც ვუთხარი, რომ ამის შესახებ ინფორმაცია თავად დაზარალებულმა მესაკუთრეებმა მოგვაწოდეს, რომელთა ინტერესებსაც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტები იცავენ. ბერძენიშვილი არ მისმენდა. "რატომ ავრცელებ კახეთიდან ასეთ ინფორმაციებს ყოველდღიურად, როდემდე უნდა იშოვო ფული ასეთი მეთოდებითო", - მიყვიროდა. მე მას ვუთხარი, რომ ის ჩემი რედაქტორი არ იყო და რასაც საჭიროდ მივიჩნევდი, იმ ინფორმაციებს გავავრცელებდი. მას ბრალდებების დასადასტურებლად ფაქტები მოვთხოვე. ამან ბერძენიშვილი კიდევ უფრო გააღიზიანა. "თუ ამგვარად მუშაობას არ შეწყვეტ, სამსახურსაც დაკარგავ და სხვა პრობლემებსაც შეგიქმნიო", - კივილით დამემუქრა და ტელეფონი გათიშა.

არ მაინტერესებს ბერძენიშვილი ვისი მფარველობით სარგებლობს. მისი თავხედობა, ზეწოლა და მუქარა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ასეთი გაუწონასწორებელი და აგრესიული ადამიანი არცერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს არ უნდა ხელმძღვანელობდეს, მითუფრო საზოგადოებრივ მაუწყებელში", - აღნიშნავს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ხათუნა ბერძენიშვილი საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურიდან გამოცდილი ჟურნალისტები ნიკა მეტრეველი, მიშა ვარძელაშვილი, შორენა ცხოვრებაშვილი, მაკა ჩიხლაძე, ნინო შურღაია, ნინო კალანდია და სოფო კვინტრაძე გაათავისუფლეს.

პირველი არხის გენერალური დირექტორის ლევან ყუბანეიშვილის განცხადებით, ჟურნალისტები შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გათავისუფლდნენ, თუმცა "ადამიანის უფლებათა ცენტრს" აქვს ინფორმაცია, რომ კორესპონდენტების გათავისუფლებისას დარღვეულია შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გარდა ამისა, მათ უმრავლესობას ამ დრომდე არ ჩაბარებია ბრძანება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

ასევე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურში დარჩენილ ჟურნალისტებს აუტანელ პირობებში უწევთ მუშაობა. ხათუნა ბერძენიშვილი მათ გონებაჩლუნგებს ეძახის, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და საცემადაც იწევს.

ამის შესახებ საინფორმაციო სამსახურის კორესპონდენტები ვერ საუბრობენ. სამსახურიდან გათავისუფლებული ჟურნალისტი მიშა ვარძელაშვილი კი გაზეთ "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს: "პირადად მე შეხება არ მქონია ბერძენიშვილთან. მე მას მე – 9 არხიდან ვიცნობ, ხოლო როდესაც ხათუნა მოვიდა I არხზე, 6 იანვარს, ამ დღეს მე წამოვედი. რაც შეეხება სხვა ჟურნალისტებთან ურთიერთობას, არის ბევრი ჩივილი ჟრნალისტების მხრიდან, უცენზურო მიმართვებზე, ხმის აწევაზე, გარკვეულ შეურაცხყოფებზე. ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანია ჟურნალისტიკაში მუშაობენ, ეუბნება, რომ ისინი არიან უვიცები, რომ ჟურნალისტიკის აზრზე არ არიან. ამ ყველაფერს კი ძალიან ცუდი ტონით ეუბნება. ხმის აწევა და ყვირილი ჩვეულებრივი ამბავია მისთვის. ბერძენიშვილი ჟურნალისტებს ასევე ეუბნება, რომ თმებით ითრევს. ეს ყველაფერი ვიცი რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან და მე მათი მჯერა. ეჭვი არ მეპარება რომ ისინი სიმართლეს ამბობენ".

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

წყარო: ადამიანის უფლებათა ცენტრი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედია - ქილერები
26 მარ. '09

ცუდია, რომ ჟურნალისტებს ჩვენსავე კოლეგებზე გვიწევს წერა, მაგრამ ფაქტია, ჟურნალისტთა კორპუსი, ნებსით თუ უნებლიედ, ჟურნალისტებად და სახელისუფლებო ჟურნალისტებად დაიყო. ამას კიდევ ეშველება, მაგრამ ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

ორი დღის წინ, ჩვენი რეგიონალური ჟურნალისტი ნანა ფაჟავას სიცოცხლე ”რუსთავის 2”-ის რეგიონალურმა ჟურნალისტმა ემა გოგოხიამ ლამის იმსხვერპლა და მხოლოდ იმის გამო, რომ ფაჟავას რეპორტაჟები ხშირად ეწინააღმდეგებოდა გოგოხიას რეპორტაჟებში მოწოდებულ ინფორმაციას.

ორ ჟურნალისტს შორის კონკურენცია და დაპირისპირება საზოგადოებისთვის შესაძლოა, ნაკლებად საინტერესო ყოფილიყო, რომ არა ის საფრთხეები, რაც ამ კონკურენციის უკან იკვეთება.

ნანა ფაჟავა თვლის, რომ დროა ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და საზოგადოებამ იცოდეს, რას ემსახურება ემა გოგოხიას და პირველი არხის ჟურნალისტის ნატო ბერულავას საქმიანობა. როგორ თანამშრომლობენ ისინი სპეცსამსახურებთან და რად უჯდება მათი სამსახური ქვეყანას.

- ორი დღის წინ სკოლასთან შვილს ველოდებოდი. შემთხვევით, ტელეკომპანია ”ოდიშის” ყოფილ ოპერატორს შევხვდი, რომელთანაც ვსაუბრობდი. ცოტა ხანში, სკოლის ტერიტორიიდან მომავალი ”მაზდას” ფირმის ჯიპი შევნიშნეთ. საერთოდ, იმ ტერიტორიაზე მანქანით მოძრაობა აკრძალულია და მანქანაც ამის გამო მოგვხვდა თვალში. თავიდან მძღოლი გზის შუა ნაწილზე მოძრაობდა, მაგრამ როგორც კი მოგვიახლოვდა, მკვეთრად მოუხვია და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა.

ჩემმა კოლეგამ უცებ ხელი მტაცა, რომ მანქანას გავერიდებინე. მოვასწარი და ბორდიურზე ავხტი. მოვიხედე და საჭესთან ემა გოგოხია დავინახე, რომელსაც გვერდით, ქერათმიანი ქალი ეჯდა. გოგოხიამ რაღაც წაიბურტყუნა, მაგრამ მხოლოდ სიტყვა ”გადაგივლი” გავიგე.

ეს სერიოზული ბრალდებაა. დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად გააკეთა?

- დარწმუნებული ვარ. არ ვამტკიცებ, რომ გოგოხია მე მდარაჯობდა, მაგრამ ფაქტია, როცა შემნიშნა ჩემსკენ გადმოუხვია. პატრულში დავრეკე და შეტყობინება გადავეცი. პატრული როცა მოვიდა მოვუყევი, რაც მოხდა, რომ მანქანა სანომრე ნიშნების გარეშე იყო და გოგოხიას შეჯახების აშკარა მცდელობა ჰქონდა. თუმცა, პატრულმა ეს ოქმში რატომღაც არ ჩაწერა.

ამ ამბიდან ერთი საათის შემდეგ, გოგოხიას მანქანა უკვე სანომრე ნიშნებით ვნახე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ეს მისი მანქანის სანომრე ნიშნებია. საქმე ისაა, რომ პოლიციის ”პიკაპის” მარკის ავტომანქანა ვნახე მოხსნილი სანომრე ნიშნებით და ეჭვი მაქვს, გოგოხიამ იმ მანქანის სანომრე ნიშნები თავის მანქანაზე გადაიტანა. შემდეგ, ქალაქს რამდენიმე წრე დაარტყა, რომ ყველას ენახა, თითქოს, სანომრე ნიშნიანი მანქანით მოძრაობდა.

პატრულს მოვთხოვე განემარტათ ჩემთვის, ვინ გააფრთხილა და ჩემი შეტყობინება ვინ გადასცა გოგოხიას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. ეს ფაქტი ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს. ამიტომ, საპატრულო სამსახურში მივედი და ვუთხარი: კეთილი ინებეთ, ამოიღეთ ვიდეო ჩანაწერი და გაჩვენებთ მოძრაობდა თუ არა სანომრე ნიშნებით-თქო.

იქნებ, გაგეხუმრა. მოსაკლავად რატომ გაგიმეტებდა?

- 18 მარტს ”რადიო პალიტრაში” ირინა თევდორაძის გადაცემაში მამუკა არეშიძე და კობა ლიკლიკაძე იყვნენ მიწვეულები, რომლებიც კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებაზე საუბრობდნენ.

გადაცემაში პირველი ჩართვა მე მქონდა და ვთქვი, რომ კონფლიქტის ზონებიდან ტელევიზიებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება. ასევე, ვახსენე ხურჩის ინციდენტი. როცა ხურჩის ინციდენტი მოხდა, ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” და რადიო ”იმედს” წარმოვადგენდი და ამ ინციდენტიდან 15 წუთის შემდეგ გავაკეთე ჩართვა, სადაც ვთქვი, რომ ეს ინციდენტი ხელისუფლების, სპეცსამსახურების და ტელეჟურნალისტების პროვოცირებული იყო.

ვახსენე ასევე განმუხურის ამბები და ვთქვი, რომ იმ რეპორტაჟების გამო, რომელიც ”რუსთავი 2”-ით გადაიცემა, საფრთხეში ვარდებიან, როგორც გალის, ისე საზღვრისპირა სოფლების მაცხოვრებლები.

ოკუპაციის დროს, როცა აფხაზები რამდენიმე კვირით განმუხურსა და ხურჩას აკონტროლებდნენ, განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება. მაშინ, ერთერთი ქალბატონი ”რუსთავი 2”-ის რეპორტაჟის გამო, სასწაულებრივ გადაურჩა დაწიოკებას და სახლ-კარის გადაწვას, რადგან აფხაზები ეძებდნენ. სინამდვილეში, ეს ქალბატონი არა განმუხურის, არამედ ანაკლიის მაცხოვრებელი იყო.

ამის შესახებ მე ჩართვაში ვთქვი, მაგრამ კონკრეტულად ემა გოგოხია არ დამისახელებია. უბრალოდ, ვთქვი, რომ ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს და მიანიშნებს.

”მზერის” კორესპოდენტს, მალხაზ ბასილაიას, პროდიუსერმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ”რუსთავი 2”-ით გადაცემული რეპორტაჟი ”მზეზე” არ მოხვდა. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა გოგოხიას დადგმული სცენარით შექმნილ სიუჟეტს. ბასილაიამ, რომელიც ემა გოგოხიას მანქანაში იჯდა, თავად მოისმინა, როგორ ”შეუკვეთა” გოგოხიამ სპეცსამსახურის თანამშრომელს რუსი ჯარისკაცის სამი ფორმა და ერთი ტანკი.

შემდგ, მომზადდა რეპორტაჟი, თითქოს, ნასვამი რუსის ჯარისკაცები ჭითაწყარის და ონარიის მოსახლეობას დაერივნენ და დააწიოკეს. ეს შემთხვევაც ვახსენე ”რადიო პალიტრაში”, მაგრამ ისე, რომ გოგოხია არც მაშინ დამისახელებია.

როდესაც გადაცემის ავტორმა მკითხა, რას უკავშირდებოდა ეს რეპორტაჟები და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან, ვთქვი, რომ ხშირ შემთხვევაში, ამის ავტორები არიან ჟურნალისტები, მაგრამ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, სპეცსამსახურების თანაავტორები არიან.

ჩემი კიდევ ერთი განცხადება ეხებოდა ერთი კვირის განმავლობაში 5 შეიარაღებულ თავდასხმას, სადაც ასევე ჩვენი სპეცსამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და გალში და ოტობაიაში მიმავალ მიკროავტობუსებს ძარცვავდნენ.

ვთქვი, რომ ხშირად, ის ადამიანები, რომლებიც ტელევიზიით კომენტარებს აკეთებენ, არა გალის, არამედ ზუგდიდის, წალენჯიხის და ჩხოროწყუს მაცხოვრებლები არიან და რომ მათ სპეციალურად ალაპარაკებენ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გოგოხიასთვის ცუდი მოსასმენი იყო და შედეგიც მოყვა.

შენსა და გოგოხიას შორის, როგორც ჩანს, დიდი ხანია ურთიერთობა დაძაბულია

- როცა ტელეკომპანია ”იმედში”, რადიო ”იმედში” და ”იბერიაში” ვმუშაობდი, კომენტარებისთვის უშიშროების სამსახურს ვუკავშირდებოდი. ხშირად, ისინი უარყოფდნენ ამ ინფორმაციებს, მაგრამ შემდეგ, ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, მათი კომენტარებით ”რუსთავი 2”-ის ეთერში ხვდებოდა.

როცა ეს ინფორმაციები დამახინჯებული სახით ”რუსთავი 2”-ით გადაიცემოდა, ვცდილობდი მათი ანულირება გამეკეთებინა და ფაქტები ზუსტად გადამეცა, რაც გოგოხიას უკმაყოფილებას იწვევდა. ამის გამო, მუდმივად მქონდა პრობლემა. ემა გოგოხია, როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც მაყენებდა. ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, კონკურენციას უკავშირდებოდა, მაგრამ კრიმინალურ ელემენტებს შეიცავდა და, რაც მთავარია, ქვეყნისთვის საზიანო იყო.

იყო ასეთი ფაქტიც, როდესაც ენგურჰესის დაცვის თანამშრომელი უროტაძე ქართველმა პარტიზანებმა გაიტაცეს და დაბა ჯვარის მიმართულებით წაიყვანეს. მე ვთქვი, რომ ეს ქართველი პარტიზანების გაკეთებული იყო. მაშინ აფხაზური მხარე დამიკავშირდა და მკითხეს, როგორ არ მეშინია ან უშიშროების, ან პროკურატურის, ან ხელისუფლების?

როცა უროტაძე გაათავისუფლეს, აფხაზურმა მხარემ ნება დამრთო, რომ ფაქტი გადამეღო ენგურის ხიდზე. როცა აფხაზურ გამშვებ პუნქტზე მივედით, იქ აფხაზური მხრიდან იყო რუსლან ქიშმარია, მილიციის უფროსი საბეკია, უშიშროებიდან ნარმანია და ქიშმარიას მოადგილე ლომია. მოიყვანეს უროტაძეც. ამ დროს, ჩემს პირად ტელეფონზე დარეკა ემა გოგოხიამ. მე ტელეფონი ქიშმარიას გადავეცი და ვუთხარი, რომ ემა გოგოხიასთვის ეთქვა, თითქოს, საბერიოში ვიყავი გადასული და ტელეფონი დასატენად მქონდა დატოვებული.

ტელეფონი ხმოვანზე იყო ჩართული და მესმოდა გოგოხიას ხმა. იგი ქიშმარიას ეუბნებოდა, თითქოს, მე ვიცოდი ამ გატაცების შესახებ, რომ ვარ უშიშროების, პროკურატურის და ხელისუფლების აგენტი და, რომ იქედან ცოცხალი არ უნდა გავეშვით. ამაზე ქიშმარიას პასუხი იყო: არ დაგავიწყდეს, გოგოხია, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია.

რას გულისხმობდა?

- ქიშმარიამ რაღაც კასეტა ახსენა, რაც მაშინ გაუგებარი იყო ჩემთვის. შემდეგ, თავად შევესწარი გოგოხიას უშიშროების თანამშრომლებთან კამათს და გავიგე, რომ გოგოხიას აფხაზებისთვის მიუყიდია კასეტები, სადაც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრები და პარტიზანები იყვნენ ჩაწერილები. ამის გამო, მას პრობლემები შეექმნა უშიშროებასთან.

ნანა, შენ თქვი, რომ გოგოხიამ შენი მკვლელობა ადრეც დაუკვეთა. ასეთი რა გავლენა აქვს გოგოხიას, რომ მის განკარგულებებს ემორჩილებიან?

- იგი ბევრ ინფორმაციას ფლობს ბევრ ჩინოსანზე და როგორც ჩანს აშანტაჟებს. რაც შეეხება ჩემი მოკვლის მცდელობას, ასეთი ფაქტის შესახებ მაშინ გავიგე, როცა 6 აფხაზი მებაჟე ჩაცხრილეს. როცა სროლების ხმა გავიგე, გადავწყვიტე პირდაპირ წავსულიყავი ენგურის ხიდზე. გადავედი აფხაზ მებაჟეებთან, რაც დიდი რისკი იყო, მაგრამ ვცდილობდი მაქსიმალური ინფორმაცია მიმეღო.

როცა რუსულ საგუშაგოსთან მოვედი, ხიდი უკვე გადაკეტილი იყო. ხალხს აფხაზეთის მიმართულებით არ ატარებდნენ და იქ იყვნენ შეგროვილნი. გადავწყვიტე ხალხიც ჩამეწერა და როგორც კი მიკროფონი ჩავრთე, ოცდაათამდე აფხაზმა ავტომატი გადატენა და მომიღერა. მეგონა მესროდნენ, მაგრამ გამაფრთხილეს: 10 წუთში აქ არ დაგინახოთო. ვუთხარი 10 წუთი რად მინდა, ორ წუთში გავქრებოდი.

მეორე დღეს, მებაჟეების ჩაცხრილვის გამო, ჭუბურხინჯში ოთხმხრივი შეხვედრა დაინიშნა. იქ ვინმე ლორა ბედუკაძე დამხვდა, რომელიც ქართულად კარგად ლაპარაკობდა. როგორც კი დამინახა, მაშინვე ლანძღვა დამიწყო. მაშინ ვერ მივხვდი რას მერჩოდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ამ ქალმა ბოდიში მომიხადა. აღმოჩნდა, რომ საბაჟოზე გოგოხიას ჰქონდა დარეკილი და უთქვამს, თითქოს, მე მქონდა ინფორმაცია ამ მკლვლელობის შესახებ და ვიცოდი ვინ იყვნენ ამ მკვლელობის ავტორები. ამიტომ, ითხოვდა ცოცხალი არ გამოვეშვით იქედან.

როგორც ვიცი, ”ტელეიმედიდან” შენი წამოსვლა სკანდალურ ფაქტებს უკავშირდებოდა. რა მოხდა მაშინ?

- ესეც გოგოხიას დამსახურება იყო. გოგოხია, გრიშა ქობალია, რომელიც სააკაშვილის საყრდენად ითვლებოდა სამეგრელოში და მისი ვაჟი ლევან ქობალია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიღუპა, მივრცელებდნენ ხმებს, თითქოს, მე აფხაზეთიდან კონტრაბანულად იარაღს და ნარკოტიკებს ვეზიდებოდი და აფხაზ კრიმინალებთან ვიყავი შეკრული.

მაშინ გიორგი თარგამაძეს ვაცნობე ამის შესახებ და იურისტსაც ველაპარაკე. გიორგიმ მითხრა, შენ ნურაფრის გეშინია, ვიცით რაც ხდება. ეს ”რუსთავი 2”-თან კონკურენციას უკავშირდება და მუშაობა გააგრძელეო. თუ შეგიძლია, ქობალის ვაჟი ჩაწერე ამ ყველაფერთან დაკავშირებითო.

როცა ლევან ქობალია ჩავწერე, მაშინ ისიც გავარკვიე, რომ ის იყო იმ ზარების ავტორი, რომელიც ჩემს ტელეფონზე მთელი დღის განმავლობაში შემოდიოდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. მასთან საუბრისას, მას რამდენიმე ფრაზა წამოცდა ისეთი, რამაც დამარწმუნა, რომ იმ ზარების ავტორი იყო. მისი დაღუპვის შემდეგ ეს ზარები შეწყდა.
დაუჯერებელია ყველაფერი რაზეც საუბრობ. როგორ ფიქრობ, ამ რეპორტაჟებზე დაკვეთა ხელისუფლებიდან მოდის, თუ ჟურნალისტის თვითშემოქმედების შედეგია?

- როგორ გითხრა… გოგოხია თავადაა ავადმყოფური წარმოსახვის ადამიანი. თავად ვარ მომსწრე, როგორ გამოართვა ერთ-ერთ მიტინგის ორგანიზატორს 15 ლარი, შემდეგ ენგურის ხიდზე სოფლიდან მანქანით შავოსანი ქალები ჩამოიყვანა და წარმოდგენა გამართა, რაც ”რუსთავი 2”-ზე გავიდა.

რაც შეეხება ჩემთან დაპირისპირებას, ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას უკავშირდება.სხვა პირადი კავშირი მე გოგოხიასთან არ მაქვს. უბედურება ის კი არ არის, მე რომ მტრობს, თავისი საქმიანობით, საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში და ქვეყნისთვის ცუდ საქმეს აკეთებს.

სხვათა შორის, მასთან ერთად მოქმედებს პირველი არხის რეგიონალური ჟურნალისტი ნატო ბერულავაც. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არის მალხაზ ბასილაიას გატაცების შემკვეთი. ამის შესახებ მალხაზმა პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის მაშინდელ უფროსს სოფო კვინტრაძესაც აცნობა.

ბასილაიამ დაასახელა ნატო ბერულავა, ემა გოგოხია და დაზვერვის თანამშრომელი კობა ჩხეტია, რომლებმაც აფხაზეთის მილიციის უფროსს ლორენს კოღონიას და უშიშროების უფროსს ედიკ ემირზადეს შეატყობინეს ბასილაიას გადადგილების შესახებ, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. რა თქმა უნდა, მათ ეს ფაქტი არ გაუხმაურებიათ, ისევე როგორც ბევრი სხვა, რომელიც ან საერთოდ ვერ ხვდება ეთერში, ან დამახინჯებულად გადის.

რა ხდება საერთოდ სამეგრელოში? ნატო ბერულავას რა ინტერესები აქვს, რომ ქართველ ჟურნალისტს ასე მოექცეს?

- სამეგრელოშიც ბევრი გოგოხიას და ბერულავას რამდენიმე მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს. მეც მაქვს ინფორმაცია, როგორ აფეთქდა ერთ-ერთი აფხაზი მებაჟე გვარად გაბლია. მე მაშინ რეპორტაჟიც გავაკეთე, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ ეს ინფორმაცია არ მქონდა. ამ მებაჟეს დაბადების დღეზე, ზუგდიდიდან ძველმა მეგობარმა ნატო ბერულავამ ორი ბოთლი შამპანური გაუგზავნა. ახალგაზრდამ შამპანური როგორც კი გახსნა, მაშინვე აფეთქდა და დაიღუპა.

თავად ბერულავასგან ვიცი, რომ ზუგდიდის უშიშროების უფროსმა გული ზაქარაიამ დაიბარა ბერულავა და არძინბას მოწამვლა შეუკვეთა. როგორც თავად ამბობდა, მან წინააღმდეგობა გაუწია და წლების შემდეგაც ემოციების გარეშე ვერ იხსენებდა ამ შემთხვევას. მკვლელობას ნებისმიერ ადამიანს არ დაუკვეთავენ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს ადამიანები საშიშნი არიან საზოგადოებისთვის.

დაუჯერებელ ამბებს ყვები

- თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ჩემს მონათხრობში, შეუძლიათ, ნახონ ”რუსთავი 2”-ის და პირველი არხის სიუჟეტები და მოხდეს მათი განხილვა. ახლა ”იმედზე” ლაშა ბერულავაც იგივე მასალებს ავრცელებს. ჩვენ ხშირად ვხედავთ ტერლეეკრანებზე ამ ჟურნალისტების სანათესაოს, რომლებიც გალის მაცხოვრებლების სახელით საუბრობენ. ამ დროს კი ზუგდიდელები არიან.

მე მოვითხოვ, მოხდეს ლუსტრირება და საზოგადოებამ გაიგოს რამდენი წლის სტაჟი აქვთ ნატო ბერულავას და ემა გოგოხიას სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის. რაც შეეხება ჩემს დაშინებას, მე არ ვარ შეშინებული, მაგრამ ვარ შეურაცხყოფილი. როცა ჟურნალისტი თავს ამდენის უფლებას აძლევს, კოლეგიალობის გამო გაჩუმებას არ ვაპირებ. დროა საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

წყარო : presa.ge

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი