
)... ეს იგავ-არაკიც გაიყოლე...
ადამიანებით გარშემორტყმულ მინდორში, ვირი ბალახს ძოვდა.
ადამიანები შრომობდნენ: ზოგი ხნავდა, ზოგი თესავდა, ზოგიც იმკიდა.
ვირის პატრონს, დავითს, არაფერი დაუთესია, იდგა, სხვებს შესცქეროდა და ფიქრობდა – ნეტავი ეს ხალხი რასა წვალობსო?
ვირი მინდორში იდგა და ბალახს ძოვდა.
დრო კი გადიოდა...
ადამიანები შრომობდნენ: ზოგი ხნავდა, ზოგი თესავდა, ზოგი იმკიდა, ზოგიც ჭირნახულს აბინავებდა.
ზოგს სიმინდი მოსვლოდა, ზოგს ხახვი, ზოგს კიტრი და ზოგსაც ლობიო.
ვირის პატრონი დავითი კი, რაც არაფერი დაუთესავს, რას მოიმკიდა, იდგა გაკვირვებული და თავს აქნევდა – ზოგს სიმინდი მოუვიდა, ზოგს ხახვი, ზოგს კიტრი და ზოგსაც ლობიო – მე კი, ნეტავ, რატომ არაფერი მომივიდაო?
ამ ფიქრებში იყო, რომ ვირს წამოკრა ფეხი, დაეცა და თავი გაიტეხა, თუმცა სახელი გადაარჩინა და ისევ დავითი ერქვა.
მორალი: \"რაც მოგივა დავითაო,
ყველა შენი თავითაო,\"
ანუ: \"თავის გატეხვა ჯობია,
სახელის გატეხვასაო,\"
ანუ: \"რასაც დასთეს – იმას მოიმკი.\"