↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვახ,ვახ,ვახ რა ლექსებიაააააააააააააააააა.ლელუკა გენაცალე მაგ სიყვარულში.კეტუშ რა კარგი ხარ სიხარულო.სულ ასეთი სიყვარულის მორევსი მენახეტ.ყველას გეხუტებიტტტტტტტტტტტტტტტტტტტტტ=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფეხებზე მკიდია ცივილიზაცია,
ევროპელობისკენ მოდიფიკაცია;
_ მე მიყვარს თბილისი, იმ ყარაჩოღელივით;
არღანით მეტეხს რომ ჩაუვლის ტივით;
_ მე მიყვარს მთა! ხევსურთა თარეში;
ხატობას თენება, ღრეობა ღამეში;
_ მე მიყვარს კახეთი! ბავშვობა შურდული;
ალავერდს თენება, მთვარე და ურმული;
_ მე მიყვარს მშვიდი ტბა; გედებით, იხვებით;
ტყეში მურა დათვი, ჭიუხი ჯიხვებით;
_ მე მიყვარს საქართველო! დავითის, თამარის;
განა ქართველისთვის მთავარი რა არის?
ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც;
ამერიკაცა და ცივილიზაციაც....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
არიადნიტტ მპუა=ko=

ამერიკაცა და ცივილიზაციაც
გავქაჩეთ ქართველთა ექსპროპრიაციათ
მივიღეთ უცნობი ფაქტორიზაცია,
ჩავარტყით ცნობილი სანგვინიზაცია
მოვთოკეთ დავახრჩვეთ ლინგვინიზაცია,
დავატყდით ავტვირთეტ ურბანიზაცია,
მოგვიხდა ულევი ნოსტრიფიკაცია,
ამდენი ცია ცია არ ღირდა სანქციად.
(ნეტავი სადაა კანალიზაცია?)
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
1 აიკო 25 მარტი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

ბელა ჯიმშიტაშვილი

ზიზიკორე,ნიკოლოზი12,აიკოო დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.მინდა გითხრათ რომ ძალიან მიყვარხართ.მიხარია რომ არსებობთ და მაქვს თქვენთან ურთიერთობა. თუნდაც აქ,ვირტუალურ სამყაროში.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
პატარა ქალო ლელუკააა ღამემშვიდობისა=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= ნახვამდის აიკო,ტკბილი ძილი,კეთილი ანგელოზები.

ჩუმად გაიცრიცა თეთრად გათელილი ღამის მდუმარება,
ისევ მოწყდი ამ სულს, დაიკარგა ისევ ის ცრუ უკვდავება,
რაღაც მინდოდა და ვეღარ გაგიბედე, თურმე უნდა მეთქვა...
შენ ხომ უანგაროდ უხვად გაიმეტე ჩემთვის უშენობა..
მაპატიე სევდა, ჩუმი სიყვარული, უხმო მონატრება...
ილუზია იყო, გაქრა როგორც ყველა, თუმცა ვერვინ შეძლო ეს ხმამაღლა ეთქვა
მე ვიყვირებ ისევ: მარადიულობა მოჩვენებითია,
მე დავუფრთხობ სიზმრებს ღამის ყველა გუშაგს,
მე ხმამაღლა ვიტყვი: დაავიწყდი ყველას ისე როგორც ყველა
თუმცა ამ სიმართლის ხშირად არც მე მჯერა
ამას მხოლოდ შენ ერთს გეტყვი ჩუმად..
მე დავუშლი ტალღებს ღამე შენზე ჩურჩულს.
ავუკრძალავ მთვარეს ჩვენი ფიქრის თვალთვალს,
არ მოვუსმენ ქარებს როცა შენზე მომიყვება ამბავს,
აღარ გკითხავ: რატომ? გამიმეტე ასე ამ ყრუ სამყაროში,
მოვალ შენთან მარტო სიზმარეთის უხმო უცნობ სამეფოში...
ვეღარ შემაშინებს უკვდავების ცივი თეთრზე თეთრი თოში,
მე მოგძებნი ისევ უცხო ნაპირებზე შემორჩენილს თოვლში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko wrote:
ციტატა:
არიადნიტტ მპუა=ko=

ამერიკაცა და ცივილიზაციაც
გავქაჩეთ ქართველთა ექსპროპრიაციათ
მივიღეთ უცნობი ფაქტორიზაცია,
ჩავარტყით ცნობილი სანგვინიზაცია
მოვთოკეთ დავახრჩვეთ ლინგვინიზაცია,
დავატყდით ავტვირთეტ ურბანიზაცია,
მოგვიხდა ულევი ნოსტრიფიკაცია,
ამდენი ცია ცია არ ღირდა სანქციად.
(ნეტავი სადაა კანალიზაცია?)
=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=
1 აიკო 25 მარტი 2009 წელი.

მაგარია აიკო=zer=
რას შენი ტვინი არ მოწვავს=zer= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
1აიკოოოო
ეს რამდენი ცია იყოოოო
=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined07 Feb 2009
Posts266
კარმა0
OFFLINEPROFILE
1aiko
კარგი იყო მომეწონა ალიტერაცია:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჭიქა კონიაკი

სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ–დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined10 Sep 2008
Posts125
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლაზიერის გამბიტი

ჭადრაკის დაფად ქცეულ მიწაზე
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
არა აქვს დიდი სიცოცხლე პაიკს,
მაგრამ პაიკი ოცნებობს მაინც.

დამუხტულია კეთილი სიბრძნით,
ემორჩილება დედოფლის კდემას, -
ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის,
ყველა პაიკი მეფისთვის კვდება.

მაგრამ, ო, მაგრამ, ადრე თუ გვიან
მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან.
ერთ მცირე ყუთში ერთად თავსდება
აზრი,
ოცნება,
სიმართლე,
ჭორი...

არის უთუოდ რაღაც მსგავსება
ამ ჭადრაკსა და იმ ჭადრაკს შორის,
ჩვენ რომ ვთამაშობთ ყოველთვის, ყველგან
გულდაჯერებით და გამძაფრებით, -
დაფაზე რჩება პატარა სევდა,
პაიკის სევდა, სხვა არაფერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბრავო აიკო
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აიკო კარმა ჩემგან=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ვარ მისანი ხარი წიქარა
შენი დვრიტა ვარ დედულ მამულო
ზღაპრიდან მიტომ გამოვიპარე
რომ გიერთგულო და გემსახურო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
სანდრინოოოო აქ მაინც მოგესალმოოოოო:)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი