↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუ, ეს ლექსი მაგრათ მომეწონა, ორჯერ მოვუსმინე...თვალდახუჭული თუ თვალგახელილი:)
ერთი ცხოვრება მარტო ამ ლექსითაა გადმოცემული...

http://www.metacafe.com/watch/yt-3cZnSr ... n_jinoria/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ანანურთან
თამუნია წერეთელს
შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე“,
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი.

ისე ნაზია ეს მოგონება,
როგორც დემონის ფრთების შეხება,
სჯობს გაიხარონ სხვა გოგოებმა,
მოიბან შენი ირმის ფეხები.

დე! გაიხარონ იმათ მგოსნებმაც,
მათი ცხოვრება ხვალე იწყება,
ჩვენ მგლოვიარე, მწუხარ ოცნებას
დაფარავს მიწა და დავიწყება.

გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი
და ახეული მაქვს ლაყუჩები,
შემართულია ფეხზე ჩახმახი
და უსიკვდილოდ ვერ გადვურჩები.

ასე კვდებოდა ალბათ ათასი
და მოწმედ ჰყავდათ ეს ანანური,
ეს არის ჩემი მგოსნობის ფასი
და თვითმკვლელობის იავნანური.

TOP.GE

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჭალაში ბალანაშლილი
თეთრი სეტერი ქრის,
მწყერი ბალახში შრიალებს
აფრინდება და ფრი.

სანამდის არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს,
ვაიმე ჩემი სიცოცხლეც
იქნებ ასეა დღეს -

ვიდრე მიწაზე დავდივარ
ყველას სიამეს ვგვრი,
ავფრინდები და ვაიმეე
ავფრინდები და ფრი -

ტყვია იწივლებს შურისა
მთლად მომიმტვრევენ ფრთებს
სანამდის არ აფრინდება
არავინ ერჩის მწყერს.

შავი საფანტი ირევა,
თეთრი სეტერი ქრის,
მე მაინც უნდა ავფრინდე -
ავფრინდები და ..... ფრი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მელოდე

მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი გული მელოდეს.
შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს,
ორღობეებში გასროლას დოღის,
ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას
ჯილდოდ მოვუტან ბრწყინვალე ლოდინს.
და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა,
დაბალი ხმებით დუდუნი დოლის,
აგიცხადდება სიზმარი შორი,
გაგახსენდება დობილთა ზრუნვა.
გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას,
ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად,
მშვიდობა ყრმობას და თამაშობას,
მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება.
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში,-
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უძირო სევდა, ნელი სევდა, ვით ძილი ქვისა,
ფიცხელი ფიქრის, მწვავე ფიქრის წითელი გზნება,
უნისლო ტევრი, ხშირი ტევრი უსიტყვო თქმისა
დამწვარი თვლემა მყურდო, მკრთალი, დამწვარი ვნება.

ყვავილი ტრფობის, თეთრი, ნაზი, ცახცახობს, ჭკნება,
ნაჩქეფი აღარ ათრობს სმენას ძვირფასი ხმისა,
შორიდან ესმის ფიცხელ ლოდინს ხმაური ღვთისა,
იშლება სული, ერთი ნდობით ნელდება ნება.

უფალო, ოი, მშვიდო, ლაღო, მაღალო, წყნარო,
ჩაეშვი ჩემი სულის თასში, ვით გრილი წყარო,
იხსნება შენთვის გული ჩემი, სათუთი ნელი. –

ვეწაფვი ფიცხი შენი სუნთქვის მათრობელ ალსა,
ნეტარობს შენით ჩემი კრთომის ყოველი წნელი.
გიცქერი მზე-გრძელს, ერთი წამით დავხუჭავ თვალს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
Cemo Zvirfaso meri, galaqtionis muzav,
Sen, Cemo moimede, Cemo gulo da Ruzav,
Seni Tvalebis bindiT albaT Caqvreba ali
da mogadgeba karze natvris cxovrebis vali.
gadaifrina ise, rogorc mercxalis bartyma
sicocxlis naxevarma, imedis gulis zarma.
ra SemomrCao? ityvi, iis surnelis xoSi,
vici ar gacvli kargo yalb sitkvas iadonSi
ra SemomrCao? ityvi, grZnobis uwyveti talRa
agorebuli vneba azris, survilis landad,
raRad mindao? ityvi iagundebis kaba?
raSTa jiriTi mindvrad, lurji mandilis qargva
raRa meliso? ityvi ,ra? didi didi siyvaruli
auxdenelis sruli axdenis sixaruli,
zafxulis sicxe, xvati, gulis dgafunis mwveli,
da sabolood meri, galaktionis muzav,
sicocxlis sikvaruliT daungreveli Tu xar
TeTri taiWiT mova Seni xatebis suli
maSin mixvdebi albaT,
o, ra Znelia Turme muzebTan siaruli.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
Semodgomis sevdian Rames varskvlavTa ZarSi
mTvare xar meTqi, giTxari, axali mzardi,
Tan mogaqvs meTqi, CemTvis sxivi ase natruli
aTasi gulis aTasi fiqris ZafiT darTuli.
mzesa gevxaro, miTxari maSin,...sityva Targia
mzisebr minaTeb Cemo dReebs dasakargians
Seni sxivio, momagonebs uZveles hangebs
Seni survili damaTrobso, gamiqrobs dardebs,
dae gavkrTeo Sens, naTelSi damewvas dReni,
daviferfloo Seni vnebiT sxvas aras veli.
saocaria adamTa modgmis amgvari bWoba
aba ram gayo ciur mnaTobTa dardi da ndoma
ganuyofeli yofilao zRva da napiri
dauZleveli yofilao sulis Zaxili
daurRveveli darCenila samyaro mTeli
ar gaiyofa mnaTobTa gzis kaSkaSi mwveli..……

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
თქვი ეხლა მერიმგალობელო =ko= თუ არა ვარ პატარა ნოსტრადამუსი და სუუულ პაწაწა პითია=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
genataleeeeeee=ko= =ko= =ko= shen chemi ketili feria xar=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
http://www.metacafe.com/watch/1797438//

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
http://www.metacafe.com/watch/1797438//

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined04 Jul 2007
Posts4
კარმა50
OFFLINEPROFILE
მაკოცე!... დაირღვევა მისჯილი დუმილი
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი
მაკოცე დავივიწყებ დაკარგულ საათებს
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს
მაკოცე...შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა
გაკოცებ! მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდგორის ველზე გიხმობენ
ჯოგი დაგსხმია მტრისაო
ქართველო ხელი ხმალს იჰკარ
სანამ ფრანგული ჭრისაო.
წმინდა გიორგი დაგლოცავთ
ალალ-მართალი შვილსაო
კურთხეულ მიწას გართმევენ
მარიამ წმინდა ღვთისაო
ქართველს ერთი აქვს სამშობლო
ვერვის ვერ მისცემს წილსაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
სახლი

როცა გისოსები შუაშია,
ძნელია მიხვდე რომელი მხარეა სატუსაღო,
გისოსებს აქეთ, თუ გისოსებს იქით.

არასდროს ყოფილხარ სულერთი,
სულ ერთი იყავი.
შენ კი ამ სიცარიელეს სიტყვებს შორის ვერც კი ხედავდი.

ჩემი საათი, რომელიც ყველას ჩემი სურათი ჰგონია,
მუდამ ერთ დროს მიჩვენებს -
შენ მე მაკლიხარ.

თვალები - ჩემი სახლის ფანჯრები,
წამდაუწუმ იხსნებიან და იხურებიან.
კარი არ მაქვს, და შემოსასვლელად,
ფანჯრებს გთავაზობ -
დახურვამდე თუ შემოასწრებ...

ჩემი სახლი კი - უფრო სწორად ერთი ოთახი,
ფიქრების არქივით,
ოცნებების სასაფლაოთი,
და სიზმრების დამტვერილი თაროებით - ჩემში ეტევა.
თუ კი სხვები სახლში ცხოვრობენ,
ჩემი სახლი ჩემში ცხოვრობს და,
ამ ხნის მანძილზე ისე გაზრდილა
რომ ვეღარც გადის...

შემოდი რა,
შემოდი და ერთად ვიცხოვროთ.
თორემ გისოსები შუაშია და
ძნელია მიხვდე, რომელი მხარეა სატუსაღო,
თორემ მანძილს სიტყვებს შორის ვეღარ ხედავ და
ჩემი საათიც დროს აღარ მიცვლის.

იქნებ ფანჯრიდან გადმოიპარო,
თორემ...
სახლიდან ვერ გამოვდივარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
არავინ იცოდა ვინ რატო ტიროდა, პატარა გოგონას ცრემლები სდიოდა,
სიყვარულს კარგავდა და გული სტკიოდა, ტირილის მიზეზი არავინ იცოდა,
გოგონას განვლილი დღეები ახსოვდა, "მე შენ მიყვარხარო"- თუ როგორ ამბობდა,
უეცარ დაკარგვას ძალიან ნანობდა, მის კოცნას, მის ალერსს, მის სითბოს ნატრობდა...

მერედა ვინ იცის ვინ რატო ტიროდა? პატარას გული ხომ სიყვარულს ითხოვდა!
და ამ ცრემლებით პატარა ცდილობდა, ეჩვენებინა რომ გული სტკიოდა.
არავის უყვარდა- ის ასე ფიქრობდა, არავინ ფიქრობდა- მან ასე იცოდა,
გოგონამ იცოდა, ეგონა, ფიქრობდა, რომ მის შესახებ არავინ იცოდა...

მისი სიყვარულით ქვეყანა იწვოდა, მის ლამაზ თვალებზე ხომ ბევრი ფიქრობდა,
მისი გრძნობისკენ ყველა მიილტვოდა, მაგრამ გოგონა არავის ინდობდა,
პატარას უყვარდა და გული სტკიოდა, პირველ სიყვარულს მწარედ მისტიროდა,
ძველი სიყვარული მასზე არ ფიქრობდა, მაგრამ გოგონა ხომ მაინც ფიქრობდა!.. :(

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი