შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
პირველი კოცნა? ნამდვილად არ ვიცი.რადგან მიყვარს მაგრამ ჯერ არ მიკოცნია... თუმცა ეს კოცნა ყველაზე უმანკო და წმინდა იქნება.
ლელუკააააააააააააააააააააააააააააააააა, შენნაირ იშვიათ ეგზემპლარს ვეძებ სარძლოდ და ერთი შენი სურათი გამომიგზავნე საყვარელო იქნებ ჩემს რძლობასაც გამოჰკრა ხელიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი=ko=
მე აქ მეგობარი არა მყავს და შენ განდობ ჩემს დღიურებს.
11 ივნისი 2008 წ. 20.47.
დაღლილ- დაქანცულმა, მოსვლისთანავე ბალიშს ვათხოვე თავი, თვალები მივლულე და გავინაბე.უცებ ჩემც წინ კინო-კადრივით დატრიალდა ჩემი ცხოვრება, ბავშვობა, სიყმაწვილე, მშობლები, სამშობლო და შენ,შენ ერთადერთი და განუმეორებელი, შენ, ვისაც უყოყმანოდ ვანაცვალებდი სიცოცხლეს.ძვირფასო! -თვალწინ მიდგას შენთან გატარებული თითოეული წუთი, განსაკუთრებით ის მომენტი......აი ისა პირველად რომ მითხარი გაკოცებო, გახსოვს ჩემო ყველავ ....... მაშინ ასე მეგონა ლოყებზე კანი დამისკდებოდა სიცხისაგან. მთელს სახეზე ალმური მეკიდა, მაშინ ცივი უარი გითხარი და მიგატოვე. მაგრამ განა გულს უნდოდა შენი მიტოვება? ჩემი სული შენს ბაგეზე დარჩა, მაგრამ არ შევიმჩნიე. მერე....... ის გახსოვს?სკვერში რომ ვიჯექით და შენ რომ უეცრად გრძნობამორეულმა მაკოცე? ჰა, ჰა. ნეტავ მალე კიდევ განმეორდებოდეს იგივე სცენა.ჩემო სიყვარულო!- ვეღარ შევეჩვიე შენს მოლოდინს, ვეღარ ვიოკებ შენი ნახვის სურვილს,ძალიან მენატრები,-ძალიან, ძალიან. რაც კი მსოფლიოში ოქრო ვერცხლია, სუყველას შენ განაცვალებდი. მიყვარხარ, რაღაც ზებუნებრივად და ყოველ დღე კალენდარს ერთი დღის მაგივრად ორ დღეს ვახევ, რომ ჩვენი განშორების დრო ცოტათი მაინც შევამცირო მაგრამ...... თავად იცი არაფერი გამომდის. ზვირპფასო! კარებზე ზარია. ალბათ ქეთი მოვიდა. აბა დროებით ჩემო სიცოცხლევ!!!
იხილეთ ტოპიკი მატარებელი და წაიკითხეთ ახალგაზრდებო დესპანეს დღიურები და თუ სურვილი გექნებათ დაპოსტეთ ან თქვენი დღიურები დაუმატეთ.
2008წელი. ტკივილებს ისე ვიყავი მიჩვეული, რომ არ მტკიებოდა ალბათ უფრო გამიკვირვებოდა ვიდრე ტკივილი,მაგრამ ტკივილი გაუსაძლისი გახდა. უთქმელად ყველასგან ჩუმად წავედი ექიმთან, მოკრძალებით შევაღე კარები ექიმი პაციენტს ესაუბრება და ხელით სკამზე მიმანიშნებს უნებურად მათი საუბრის მოწმე ვხდები თავმოვლილი გაპრანჭული ქალი თვითონ კარნახობს თუ რა წამლები გამოუწეროს მას და მის მეუღლესაც...ათასი პრეტენზია აქვს და წამალთან თუ ექიმთან დაკავშირებით, ეკლებზე ვზივარ გული გამალებით მიცემს....როგორც იყო ხუთლარინი დაუდო ექიმს და გამოემშვიდობა, ექიმი მრავალმნიშვნელოვნათ უყურებს ექთანს და მის მზერაში ვკითხულობ (და ეს ყველაფერი...5 ლარი?????) როგორც იყო ჩემთვისაც მოიცალა, ტახტზე ვწვები და ზემოთურს მაღლა ვიწევ ქვასავითგამაგრებულ მუცელზე ხელი დამადო და ბევრი არ უფიქრია ექოსკოპია დაგჭირდებათ, შემიძლია მისამართი მოგცეთ ..........მოვდივარ ქუჩაში და ათასი ფიქრი თუ კითხვა ერთმანეთს ენაცვლება, ვხვდები რაღაც უსაშველო მჭირს..