აოკო,არიადნი,ლეტიგო და ბოლოს და ბოლოს
მანა,თქვენ შემოგევლეთ,თქვენი ჭირი და
ვარამი მე,როგორ გამახარეთ თქვენ არ იცით.
ვერაფერს სხვას ვერ გეტყვით,გარდა იმისა რომ
ვზივარ და სიხარულისგან ვფლიკვინებ.
აწი თუ შემაგვიანდეს შემოსვლა,იცოდეთ, ვზივარ
და საპასუხო ლექსზე ვჩალიჩობ.
მე არ ვიცი როგორია განსაკუთრებული ხვევნა-კოცნა
და მოფერება,იმაზე უკეთესი,როგორიტაც მე თქვენ
ვირტუალურად გეფერებით.

მადლობა ჩემო კარგებო,დედაჩემის მერე ასე
არავის გავუნებივრებივარ,მისთვის ომცროსი,
ბიჭად გაჩენილი მეექვსე გოგო,მუდამ პატარა
და საფერებელი ვიყავი.ამის გახსენებესთვისაც
მადლობელი ვარ თქვენი.
ძალიან მიყვარხართ ,ჩემი გულიდან ვერასოდეს
წაიშლებით,კიდეც რომ მთხოვოთ.
