|
არ დამიწყოთ ეხლა, ჯარის ამბებს გვიყვებიო.
მეც მომიწია, საბჭოთა ჯარში სამსახური. კაცს რო ბედი არ გექნება რააააა. ხაბაროვსკში დაგვსხეს და მერე სად წაგვიყანეს, ეგეც არ ვიცი დღემდე. მაინც გამიმართლა, ორი ქართველი იყო ჩემთან ერთად. გოჩაიე მაჩიტაძე და აკაკიე კანდელაკი. ამ ბიჭებმა, ქუთეისი და ქუთაისლები რომ შემაყვარეს, ქე ხედავთ ყველანი. მანგრები იყვნენ რა. გამოჭერაზე იყვნენ. ერთი დამსვავდა და თავს გამისიებდა ხოლმე, მერე მეორე მეეხეტებოდა და ის კიდე თავისას უბერამდა. კარქა ვიყათ ჩაძმობილებულები, მაგრამ გამშველებლის როლში მიწევდა ყოფნა. დეეტაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს და ძლივს ვაშველებდი. არ გაინტერესებთ, რაზე "ჩხუბობდნენ"? ბავშვობიდან ერთად გაზრდილები ყოფილან, საბავშვო ბაღი, სკოლა და "პროფტეხნიკუმი" ერთად გაუვლიათ და ბოლოს ჯარშიც ერთად მოხვდნენ. ეგენიც მაგარი იღბლიანები იყვნენ რაა. ძველ "გრეხებს" უხსენებდნენ ერთმანეთს და მერე მიდიოდა დაკა-დაკა. -აკაკიე, გვითხარი შე დამთხვეულო, როგორ დააყრევიე კვერცხები ქალს ტროტუარზე? /აკაკიე ტროტუარზე დიდი სისწრაფით ავარდნილა მანქანით და შეშინებულ ფეხით მოსიარულეს, ქე დოუგდია ცელოფანი, კვერცხითა და "მაიონეზის ბანკებით" სავსე./
-გოჩაიე, შენ რაია რო აბლატავდი, ჟორაიე "ჟეშტიანჩიკი" თქვენთან ცხოვრობდა ერთი წელი. -რვა თვეში, თოთხმეტჯერ დალეწა მამამისის "ნოლადინი", დეიჯერებ გიეიე./მე მეკითხება./
-ჰოოო, მჯერამს, მჯერამს.=haa=
მოკლედ, მაგარ დღეში ვიყავით.
-გოჩაიე, რაია ე ჩემანალა რო იჯღანები სასტაულად, გაგწეპავ აქედან და დაგტიებ გაცინებულს. -ვინააა ბიჯო რო იჯღანება, მე თუ შენ? -შენ ადგილზე, ვტუცავდი თავს რიონში.
P.S.აკაკიე პალატაში შემოვიდა და გვერდზე საწოლზე, სულმთლად ბინტში გახვეული კაცი წევს. დაახლოებით "მისტერ პიტკინის პონტში". გახვეულია ტოლმასავით. სახეზეც. რაღაც აუფეთქდა და სულ დაეწვა თავ-პირი. მარტო ცხვირი უჩანს. აკაკიე მეკითხება:-გიაიე, აი ხედავს ახლა?=haa=
ნუ, უძლიერესი "ინსტიტუტია" ქუთეისი.=sher=
|