bukako wrote:ციტატა:
მოფერება მინდა თქვენი.
მოფერება მინდა თქვენი,ჩახუტება მინდა,
არ ყოფილა ეს ადვილი,
თუ არ გყოფნის რითმა.
არც ის არის ადვილი,
რაც არ უნდა ვიძალო,
გაგეჯიბროთ ლექსში და
ან კაფიად ვიწვალო.
არა,ჯიბრი არ მინდა,
მოგახსენეთ თავიდან,
მხოლოდ მოფერება და
ჩახუტება მამინდა.
სადაც ჩემი მანანიკო
ხატავს პორტრეტს მახოსი.
აბა მე რა შემიძლია,
რას მიშველის პათოსი.
მაიკო და ლაიკო
სადაც ლექსად იღვრება,
მათთან ჩემი გაჯიბრება,
თავხედობა იქნება.
ჩემო ლეტი,არიადნიტ,ტამოუტ და ლაიკო,
აიკელა ,მანანიკო,სანდრიკელა ძამიკო,
აღარ ვჩივი 'პოეტობას'
აღარც რითმას გავიყოფ,
მ ო ფ ე რ ე ბ ა მ ი ნ დ ა თ ქ ვ ე ნ ი !
ჩახუტება მინდა თქვენი,
ჩემო ტკბილო ქართველებო
დაიკოვ და ძამიკოვ.
.
დია ბუკაკია შენ გონია არც ხუმრობ ცავ. აი რაფერი კაი რაცხა დაიწერია? მალადეც შენ. იძახი რომე თქვენ ვერ შეგეჯიბრებითო და მეგედრებითო და ყველას ქე მოგვიჯოკრე შენ და მეტი რაი გინდოდა ცავ?
ახლა მე შევჟდები თეთრ პეგასზე და გავფრინდები ღრუბლებში, იქნება რაცხა ორი სიტყვა ჩამოვკრიფო შენი შესამკობლად, რომ პერსონალურად მოიძღვნა, რაც არ უნდა იყოს მამა ამბროსი შენა ხარ ჩვენი.
დიდი ბიზნესმენი, ქალბატონი ბუკა,
დაფინანსებაშია, ცოტა ხრუკა ხრუკა
უი ნენა აი რაცხა გლახა გამომივიდა გონია,კაი სხვანეირათ დავწერ.
ჩამატია ხელში, აი ჩვენი ოდა,
ადრე ყოველ წუთში, აქით გამორბოდა.
ოქრო გულის მქონე, ნათელ სხივით სავსე,
სიყვარული უნდა, სიყვარულით გავსებს.
გაიხარე ბუკა განვლე ასი წელი,
სადაც გინდა იყავ, მოგემართოს ხელი.
აპაააააააააააააა, ბიძიკიებო.