1aiko wrote:ციტატა:
მე შენ მიყვარდი, ისე კამკამა და წრფელი გულით
როგორც მთის წყარო და იადონის სიმღერა სულის,
მე შენ მიყვარდი ისე ძლიერად და ისე ნათლად,
როგორც მზის სხივის სიბნელეში ნათება სანთლად,
მე შენ მიყვარხარ ისე ნაზად და ისე მართლად,
როგორც ნახტომი ირმისებრი უფსკრულზე ლაღად,
მე მეყვარები...ალბათ...თუნდაც ჩაქრეს მზის თაღი,
თუნდაც არ დარჩეს არც ერთი გრძნობა ამ ქვეყნად საღი.
ლელუკას პატარა ქალუკასსს 1 აიკოსაგან 18 მარტი 2009 წელი.

მაიკოო დიდი მადლობაა.

მენატრები, სიგიჟემდე მენატრები.
სად გეძებო?! ანდა როგორ დაგიძახო?
ეშმაკები ხარხარებენ სასთუმალზე,
თვალებს ვხუჭავ, იქნებ სიზმრად მაინც გნახო.
თვალებს ვხუჭავ ცისფერ ნისლში მელანდები,
სიხარულით გული თითქოს შეშლილია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც...
სიზმრად მაინც არ დაგკარგო მეშინია !!!
იღიმები თვალებს გიშრობ გიჟურ კოცნით,
ვერ მივმხვდარვარ ცხადია თუ სიზმარია,
ცხოვრებაში დავშორდით და სიზმრად მაინც,
სიზმარად მაინც არ დაგკარგო მეშინია