ელჩს---1აიკოსაგან. სახსოვრად 30 მარტი 2009 წელი.
ერთსაც ვიტყოდი ელჩზედა,
გადახვეწილთა სენზედა,
გულში სინათლე ჩაუდევს,
იწვის სიცოცხლის ცეცხლზედა,
ირმის ყვირილად შასძახებს,
დარდს გადაიყრის მხრებზედა
ალაზნის ხეობასავით..
სავსე თავთავის ბედზედა,
სულსავსე ხოდაბუნივით,
მოსავალს იწევს ბედზედა,
არც რო უწყრება სვე-ბედსა,
ჯავრს შამაიყრის მტერზედა,
ჩაუვარდება ტიალსა,
სულს არ მასთქმიებს ბევრზედა,
ცრემლს არ განახებს, იტირებს,
ვაჟკაცი სამოთხეზედა.......
გულს ნუ გაიტეხ მოელჩევ,,
ლექსს დაგიხატავ ცერზედა,
ისეთი ლხინი მოგეცეს,
მთებს შაარყევდე ხევზედა.
