nikolozi12 wrote:ციტატა:
გაგიმარჯოს ნიკოლოზ, მადლობელი ვარ კეთილი სურვილების და შენც ასევე კეთილს გისურვებ! რაც შეეხება ქურდის საქმის ყურში ჩაყენებასა და მწკრივში სიარულს ძალზედ გონივრულ ხუმრობად მივიღე შენგან და ასევე ხუმრობით გეტყვი...პატივისცემა ქურდისაც და ხუმარასიც კარგია და მათთან ურთიერთობით მრავალს ისწავლის კაცი! მაგრამ შენს პროფილს რომ გადავხედე, ვნახე არა ერთი ან მეორე, არამედ "ყავა და ჭორაობა" გიტაცებს თურმე უმეტეს წილად, მწკრივში სიარულზეც სხვა აზრის ვარ, აქ არც მახოსთვის მოვსულვარ და არც მწკრივში ყოპნისტვის, კეთილის და გონიერის წაკითხვა და თქმა მინდა, ნათქვამს ნუ მიწყენ, უბრალოდ მწკრივში მახოსკენ დევნით სტუმარის შეხვედრა არაა ქართული წესი და არც ამ ოჯახს შეჰფერის მგონი!
კეთილი სურვილებით, მამუკა
დიდი მადლობა ყველას ყოველი ჩანაწერისთვის, ქართველმა ერმა ამ ყოველ ნათქვამს რომ გულის ყური მივუჩინოთ, ნაკლები სატკივარი გვექნება მომავალში და ჩვენი შვილებიც უკეთესები გაიზრდებიან!