|
მუზა
მისით მოდის, გარს მეხვევა, სიტყვათ წყარო, აზრთა თოვა, და ჩაწერას ვეღარ ვასწრებ, ვარდისფერმა გადამთოვა, მუზებმა კი, ლამის არის, ღრუბლებამდე ამიტაცოს, პოეზიის ქარიშხალმა, წამლეკოს და გამიტაცოს, სიტყვათ წყარო რას რაკრაკებს, რას ჩურჩულებს თავადიცის, ღმერთის ნაბოძვ ეს სანთელი, ტკბილ სიტყვებად დნება,იწვის, ფურცლებს ნაზად ეფინება, ვით ცის ნამი და ცის ია, ამირჩია, დამაკისრა,ურთულესი ეს მისია, მე კი უარ ვერ შევკადრე, ვერ ვუქციე მყისვე გვერდი, დამარწმუნა,- ეს საქმენი, არის ღმერთის რჩეულთ ხვედრი, რას ჩამძახებს იმასა ვწერ, სიტყვას მოსდევს სიტყვაც ერთი, კოკას ფსკერი ღარ უჩანს,ვერ დავოკდი, ვერ გავჩერდი. თუკი რითმას ძებნა ვუწყო, დამიდუმდეს მარად ქნარი, მაშინ მოვკვდი ალბათ უკვე, არ იქნება ჩემი ბრალი.
მანა 2 აპრილი
|