www.fereidani.ge„შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები“ – „საქართველო“ – ჩანაწერი 50.
მოგესალმებით ბატონო გიორგი! მე გახლავართ გიორგი კაპანაძე, პროფესიით ისტორიკოსი. უკანასკნელი პერიოდი მე ძალიან დავინტერესდი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორით (თურქეთი, ირანი, რუსეთი და სხვა ქვეყნები) და დავიწყე ინტერნეტში მასალების მოძიება. როდესაც google-ს საძიებო სისტემაში შევიყვანე სხვა სიტყვებთან ერთად „ფერეიდანი“ ამომივიდა ინტერნეტ-გვერდები, რომელთა შორის თქვენი საიტიც იყო. სწორედ ამ საიტზე წავიკითხე თქვენი ირანელი ქართველებით დაინტერესების და ირანში მოგზაურობის შესახებ. ძალიან გამიხარდა, რომ აღნიშნული თემატიკა არ არის მივიწყებული და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენს მიერ გაკეთებული საქმისათვის. საიტზე თქვენი ელ.ფოსტის მისამართი იყო მითითებული, ხოლო ეს წერილი კი მიზნად ისახავს თქვენს გაცნობას ინტერნეტის საშუალებით. მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს. საუკეთესო სურვილებით, გიორგი კაპანაძე.
www.fereidani.geახალი ქვეთავი 115 – ქართველი მხატვრები ესპანეთში.
გთხოვთ მოინახულოთ!
პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი.