↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხათითა,შეგვატყობინე აუცილებლად,
პატარას მოვლინება ამ ქვეყნად,ერთად
ვიზეიმოთ ჭირიმე. ერთად გავიზიარებთ
შენს დიდ სიხარულს.
ჯანმრთელობა პირველ რიგში შენცა და
შენს პატარას,რომელიც უკვე გიყვარს.
გეხუტუნება ქურდი მახო
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლექსი ვეფხვისა და მოყმისა

მოყმემ თქვა, პირშიშველამა,
შიბნ გავიარე კლდისანი,
მოვინადირენ, დავლახენ,
ბილიკნი ჭიუხისანი.
შამამხვდეს კლდისა თავზედა
ხორონი ჯიხვებისანი,
ჯიხვსა თოფ დავკარ ბერხენსა,
ჭალას ჯახნ იქნენ რქისანი.
შავვარდი ვეფხვსა ნაწოლსა,
დრონ იყვნეს შუაღამისანი,
ვეფხვი რომ წამამიფრინდა,
თვლანი მარისხნა ხთისანი.

შაიბნეს ვეფხვი, მოყმეი,
მაშინ დაიძრნეს მიწანი,
კლდეები ჩამაინგრივნეს,
შტონ დაილეწნეს ტყისანი,
დრო არარ დარჩა მოყმესა,
ხანი რო ჰქონდეს ცდისანი.
ფარსა უფარებს, ვერ ჰფარავს,
ვეფხვი ჩქარია კლდისანი,
გაზით გაართვნა კალთანი,
ჯაჭვისა ჯავშანისანი.
მოყმემაც ხელში იყარნა
ვადანი თავის ხმლისანი.
მაშინ გაუჭრა ფრანგულმა,
დრონ იყვნეს წაქცევისანი.
ვეფხვი კლდით გადმაეკიდა,
ჩამააწითნა ქვიშანი.
თაოდ კლდის თავზე შამაწვა
მოყმე სულამამდინარი,
ქვიშას მაჰღებავს წითლადა,
სისხლი ზედ ჩამამდინარი.
ვინ ეტყვის მაგის დედასა,
კარს უსხედს ქადაგ-მკითხავნი.
უერთოდ კი არ იხარჯნეს
ჩვენ მონადირის ისარნი.

იარებოდა დედაი
ტირილით თვალცრემლიანი,
ჩემს შვილს გზად ვეფხვი შაჰყრია
გაჯავრეული, ტიალი,
ჩემს შვილს - ხმლით, იმას - ტოტითა
დღე დაუღამდათ მზიანი.
არც ვეფხვი იყო ჯაბანი,
არც ჩემ შვილ შახვდა ჭკვიანი,
მათ დაუხოცავ ერთურთი,
არ დარჩენ სირცხვილიანნი.
ტირლით წყლულებს უხვევდა
ვეფხვის კლანჭებით დაჭრილსა,
შვილო, არ მახკვდი, შენ გძინავ,
დაქანცული ხარ ჯაფითა,
ეგ შენი კაბის კალთები
ტიალმა როგორ დაფლითა?
შენც იმის საფერ ჰყოფილხარ,
ხმალი ქნვაში გაგიცვდა.
არც იმან მოგცა მეტი დრო,
აღარც შენ დააცალია,
ვეღარც შენ დაიფარიე
შენ ხელთ ნაჭერი ფარია,
ვეღარცა ვეფხვმა ტოტები,
ხმალმა დაკუწა ძვალია.
მაგის მეტს აღარ გიტირებ,
შენ არ ხარ სატირალია.
ლაშქარში, მეგობარშია
არ იყავ საწუნარია.
მშვიდობით, ჯვარი გეწეროს,
ეგეც სამარის კარია,
ერთ შვილ ხო მაინც გაგზარდე,
ვეფხვებთან მეომარია.

ხან ვეფხვი, ხან თავის შვილი
ელანდებოდა მძინარსა,
ხან ვეფხვი ვითომ იმის შვილს
ტანზეით აყრის რკინასა,
ხან კიდენ იმისი შვილი
ვეფხვს გადაავლევს ყირასა.
აი, ამ სიზმრებს ხედავდის,
გამაეღვიძის მტირალსა.
ხან იფიქრებდა, უდედოდ
გაზრდა ვინა თქვა შვილისა,
იქნება ვეფხვის დედაი
ჩემზე მწარედა სტირისა.
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ უთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც უთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
:) ბაიების გაჩენას ველოდებით დესპანზე ხათითას პატარას თამადობით ვაშაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
კი აუცილებლად. :)

”მე იმ ადამიანთა , რიცხვს ვეკუთვნი , ვისაც სწამს სულის უკვდავება და მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა კვლავ მოხდება”.... ალბათ ასე, სიკვდილის სემდეგაც გავაგრძელებდი ლოდინს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
არანაირი ლოდინი,ეს ჩემთვის ყოვლად
მიუღებელია.ყველაფერი სწრაფად და ეხლავე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
mtkvrispireli-ლამაზი ჩანაწერია=sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვკითხულობდი და ვფიქრობდი თურმე შესაძლებელი ყოფილა ერთნაირი განცდები ჰქონდეს ადამიანებს, რამდემჯერმე მივუბრუნდი ჩანაწერს ...
მომეწონა, =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მტკვრისპირელი
კარგია მადლობა. სიამოვნებით წავიკითხე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მტკვრისპირელი-ძალიან ლამაზი ჩანახატია, მეტს ვერაფერს დაუმატებ----=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
მე წინდაწინ მებრალები იმ დღისათვის,
როცა მოგვიკითხავ.

პოეტი ვარ... შენი სიოც გადამძალავს,
შენი ცერად შემოხედვაც დამჭრის;
ვმალავ ლექსებს საქაღალდის ფსკერზე, რადგან,
ფსევდონიმში დასამალი რა მჭირს!

სანამ ჩემი სიყვარულის გეშინია,
დგას „ჭკვიანი“ და აღლუმი მიჰყავს,
სანამ თვითონ არ მიმხვდარხარ, საქართველოვ,
მოსავლელი ვინ გყავს.

რა გვჭირს შვილებს ფსევდონიმში გასაქცევი...
ვკეცავ ლექსებს და უჯრაში ვდებ.
ჩემი შიში შენი დიდი სირცხვილია,
მათქმევინე, დე!

სამშობლო ხარ! — ამას აღარ ეშველება,
მაგრამ თუ არ მოგვიკითხავ დიდხანს,
იმ დღისათვის მებრალები, საქართველოვ,
როცა მოგვიკითხავ...

ძალიან მაგარი ლექსია ,პირდაპირ ჩემს გულს ურტყამს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მანანოოოოოოოოო ჩემ გულასაც მაგრად დაარტყა,......ეგრეა დედამ უნდა იკითხოს შვილები....აქეთ იქით არ უნდა დაფანტოს თავისი სიმდიდრე......დროს ტარებას არ უნდა გადაყვეს....ქეიფი და ხუნტრუცი არ უნდა არჩიოს დედის სიყვარულს , შრომას და სითბოს...თორემ ასეთ დედას მის კარგ შვილებს სხვა გაუზრდის....ხომ ბევრს უშვილებია და ბიოლოგიურ დედაზე ერთგული და მოსიყვარულე გამომდგარა.....ასეა ამ შემთხვევაშიც....კი ჩვენ გვემახსოვრება და გვეყვარება ის ჩვენი, ნამდვილი მშობელი.....მაგრამ ის გულისტკივილიც გვეხსომება, და იმ ჩვენი ჭეშმარიტი გამზრდელის უდიდესი პატივისცემა და სიყვარული გვენთება სულში ამას დიდი ხანია ვფიქრობ....ეხლა ხმამაღლაც ვამბობ....ვინც უცოდველია იმან მესროლოს პირველი ქვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მტკვრისპირელო მეც მომეწონა, მაგრამ ეგ შენი დაწერილია ვითომ? შენაც კოპირების ოსტატი ხომ არა ხარ შემთხვევით?=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
lodini?lodini ramdenic gida,xandaxan gaocebuli var imit,rom lodini chemi cxovrebis tanmdevia,jer erti imitom rom rachveli var=zer= =zer= =zer= ,meorec imitom,rom imitoooom!!!mitxres damelodeooo da mec velodebiiiiii....=ml= =ml= =ml=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მტკვრისპირელო რომელია შენი წიგნები? არა გაქვს ელექტრონული ვერსია, რომ დაგვიდო? ან გადმოგვიკოპირო და რა გქვია გაგვეცანი, ძალიან მომეწონე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
mtkvrispirelo zalian momeconeee,gagvecani,gtxooovt!!!!=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 641 posts ] 
დესპანი