↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
siyvarulistvis yvela msxverpli dasashvebia, siyvarulistvis ar arsebobs cona asaki, giyvardes magram mis cinashe nu daecemi, shen shegidzlia siyvarulit iyo amayi, tu shegidzlia sheyvareba bednieri xar radgan am qveynad unichonic ibadebian, mteli cxovreba tamashoben siyvarulobas, da siyvaruli ar ician ise kvdebian !!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
სჯობს იპოვო და ეძებო მთელი სიცოცხლე, ვიდრე იპოვო და დაკარგო, ოღონდ იცოდე, რომ დაკარგული სიყვარული არ დაბრუნდება, როგორც ყვავილი შემოდგომის განადგურდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
როგორ მშთანთქეთ შავო მთებო,
თვლემით შემობურვილნო:
განისვენეთ იმედებო,
განისვენეთ სურვილნო!

ვეღარაფერს ხედავთ თვალნო,
წლებო, ქრებით ნელი-ნელ,
კარგს და ბოროტს მისათვალნო...
დარდო, რად მომევლინე!

ვარ აკვანი სულეთს მდგარი
და თუმც ქარი არა სჩანს,
აკლდამაში მარწევს ქარი:
მდუმარება მარადჟამს!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სიყვარული? _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს! _
სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს...
გიყვარდეთ და გწამდეთ! _ გევედრებით ყველას! _
ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას!...

სიძულვილი – ტეხავს! სიყვარული – ხურავს!
ხედავთ? – აქეთ _ თამარს, იქით – დიდ მოურავს!
პატარა კახს... დიდგორს... ვაჟას იას, დეკას...
სიყვარული – ხურავს... სიძულვილი _ ტეხავს...

სიძულვილს არც ძმა ჰყავს და არც ძუძუმტე ჰყავს...
არ გადაშლის ოთხთავს... ყურს არ უგდებს ყურანს...
სიძულვილი _ ყრუა! სიძულვილი – ტეხავს...
სიყვარული ბრმაა! სიყვარული _ ხურავს...

ხედავთ? _ ნეფერტიტის უცხო თავსაბურავს!
ხედავ? – თუში ქალის ცრემლით ნაქსოვ თექას!
არა თრობა არ ჯობს მიჯნურობის ბურანს! –
სიყვარული _ ხურავს! სიძულვილი _ ტეხავს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
შენ წახვალ
მე კი დავრჩებ მარტო
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით
შენ გათხოვდები
მე ცოლს მოვიყვან
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით
მე მეყვარები
შენ დამივიწყებ
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით
მე გაგიხსენებ
მე ჩემს ფიქრებში
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით
ჩემი მზე და მთვარე
იქნები მუდამ
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით
და მე მოვკვდები
მე შენს ლოდინში
და რა მოხდება ამით
არც არაფერი არც არაფერი
არც კი იფიქრო წამით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი
ნუკრის თვალებით, თმით - მიმოზებით.
და მწუხარების მალე ნიავში
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაზაფხულის თქეში უშხაპუნებს ფანჯრებს,
ყველა აივანი გადმოკიდებს ჩანჩქერს
და მეზობლის გოგოც გაიხარებს მაშინ,
წვიმის ასაღებად გავარდება კარში,
რომ ხვალ უფრო კარგად
თმები ზიმზიმებდეს,
რომ ხვალ უფრო კარგად
მე ვერ ვიძინებდე.
გარეთ ჩიტუნები გაფანტულად წვიმით,
მე კი ფანჯარასთან ვერ ვიკავებ ღიმილს,
რომ მეზობლის გოგომ პატარა და ტყუპი
ორად ორი ჩიტი შეიფარა უბით.
გარეთ ნიაღვარი ქვებზე აქანავებს
ჩამოცვენილ ფოთლებს და ქაღალდის ნავებს.
მავთულებზე მიჯრით წვეთი წვეთზე ცოცავს
და მე შენსკენ ვატან გაუბედავ კოცნას...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!

ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს _
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს...

სიცოცხლის და სიკვდილის
მხლებელი და მცველი _
იყოს ასე, იწვეთოს _
ვის რას უშლის ცრემლი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ხალხში ვტრიალებ ჯარად,
თუ სადმე ვზივარ ქვაზე,
ვწუხ, შენზე ვპიქრობ მარად,
და არაფერზე სხვაზე!
მინდა ვიფიქრო ბევრზე _
ქალზე, წვიმაზე, ქარზე...
ვფიქრობ _ შენზე და შენზე
და არაფერზე სხვაზე...
უცხო ქვეყნების კარად,_
ცაში, ხმელეთზე, ზღვაზე,_
მე შენზე ვფიქრობ მარად
და არაფერზე სხვაზე!
სიცოცხლე მოსჩანს ჩალად,
ცრემლები მადგას თვალზე,
ვრჩები გაკრული მარად
შენი მონობის ჯვარზე!..
შრება წვნიანი ძვლები _
ხომ გაგვიდებენ მხარზე?!
_ჩვენ ვართ!_იტყვიან ძმები,_
აფსუს! ვერ იყო ჭკვაზე!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ამ სიტყვას უძირო, მე ვამბობ, ნაღველით
სიხარბეს კაცთა რომ არ გაუგონია,
მოდის დამოღელავს ურიცხვი მნახველი,
თავი კი უშორეს კუნძულზე მგონია...

რა მოსჩანს ფანჯრიდან? _ სიკვდილი! ფარდები
დაუშვით! არ მინდა მე თავზე დადგომა...
მხოლოდ სიმარტოვე გრძნობს შეუფარდები,
თუ რა სასოებით შემოდის აღდგომა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მახსოვს, გიყვარდი და ჩუმად მიყვებოდი
თოვლზე აშარზე და ქარზე ვერანაზე.
ქუჩას შებინდებულს ერთად მივყვებოდით,
როგორც ჩამავალ მზის ფერებს ვერონეზე.
მე წინ მივდიოდი, შენ სულ მეწეოდი,
თითებს მანდობდი და ისევ ვწყვილდებოდით,
მე სულ გისმენდი და მუდამ ვეწეოდი
და იმ სიგარეტთან ერთად მწყინდებოდი.
ჩემი ხელის გარდა სხვას არ იკარებდი,
ჩემი ამოსუნთქვა სულში აისარკე,
მე კი... გადავაგდე ბოლო სიგარეტი
და გზა გავაგრძელე ცივად კვამლისაკენ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts632
კარმა61
OFFLINEPROFILE
\"ეჰ, რა მაცინებს...
ეს სიცოცხლე ერთი წამია...
და ამ სიცოცხლის ათვისება
ვერ მისწავლია;

მინდა თავდახრილს მასველებდეს
წვიმა ოხერი...
მინდა გიპოვო,
მოსაძებნად დროს გამოვყევი...

იმ ნაბიჯების ხმა მესმის ახლაც,
როცა ციოდა...
შენი ხელები ბუხარივით მითბობდა სახეს,
შენზე ნაფიქრი ყველა სიტყვა ლექსად ცვიოდა,
თუ მკითხულობდნენ,
გამკიცხავდნენ ვით მოღალატეს...

ეჰ, რა მაცინებს...
ეს ცხოვრება ერთი წამია,
ერთი ვაია,
ამოსუნთქვის ერთი აბზაცი,
ერთი სიცოცხლის დასასრულის ერთი დაწყება,
ერთი ტკივილის ერთ ღიმილში,
არას, არ გავცვლი...
მაინც ვიცინი...
ეჰ, რა ვუყო თუ მიხარია...
ალბათ ეს გული თვით ღმერთისგან ნაჩუქარია,
მე გავიცინებ...
მე ღმერთისგან ვიღებ საჩუქრებს,
მე გავიცინებ და ვერავინ ვერ გამაჩუმებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არა ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე ცოლ-შვილს გავეყარო,
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ უნდა დამეხმარო.

ხოლო ციცუნია ტოლებში დაჰქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს რომ უკვე დიდია.

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში-
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო,
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
მთვარე წყალზე დასალევად ჩავიდა,
მაგრამ ვერ-კი დალია.
და ჩვენ, ორნი, წამოსული ფშავიდან,
მოვადექით დარიალს.
ახლა მთაზე მხოლოდ ჯიხვნი არიან,
შუქს ელიან შუნები.
იქ დამიცდი, მე ხევს ჩავალს ქარიანს,
ჩემი დანიშნულებით.
ქარი კივის, ქარი ფაფარს შავად შლის,
ხანაც ტირილს აპირებს.
მე ხევს ჩავალ, მთვარეს წრიაპს ჩავაწვდი,
აღმართს გაიადვილებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 720 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი