TsudoooO wrote:ციტატა:
თითქოს მშვიდია გარდაცვალება
თითქოს წამია ფერთა ცვალება,
მიწიერია სულის წვალება
და სააქაოც ნახეს თვალებმა..
ჟამთა ცვალება ვითომ რთულია?
გრძნობა ფაქიზი, სიყვარულია..
თითქოს მშვიდია გარდაცვალება
თითქოს წამია ფერთა ცვალება,
ცოდვილ სხეულის ვითვლიდი წამებს
და მინდა ყველას ერთი რამ გვწამდეს,
ვგრძნობ რომ მშვიდია გარდაცვალება
ვიცი წამია ფერთა ცვალება..
===============================
ვაგრძელებ გაგას ლექსს...
=========================
ვიცი წამია ფერთა ცვალება,
სული სხეულთან არასდროს კვდება
ამბობ მშვიდია გარდაცვალება
და უგზო უკვლოთ გაქრობა დღეთა,
სული წავა და უკან ბრუნდება
ახალ სხეულში ჩასახლებული,
არ გვეშინია ჩვენ სიკვდილისა
სული უკვდავი მარად დარჩების,
გარდაცვალება გარდუვალია
აღდგომა მოდის,ახლოს ვართ ღმერთთან..
ყველა ცოდვების გამოსასყიდათ
იესო ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენათ.