ჩემს მეგობარ 'ქურდ მახოს'
ვიცი ბავშვობიდან მოგდგამს,
ცოდვა-მადლის გარჩევა,
ამიტომაც გადაწყვიტე,
ნიკად 'ქურდის' არჩევა.
სადაც ხელი მიგიწვდება,
სადაც არ მიგიწვდება.
უმწეოთა დახმარება,
გვერდში დგომა გინდება.
ვაჯკაცური შემართებით,
და სიმართლით დადიხარ,
ხშირად ალბათ გავიწყდება,
რომ სათუთი ქალი ხარ.
წყენასაც და სიხარულსაც
გამოხატავ ცრემლებით,
ოღონდ ვინმემ შველა გთხოვოს,
სანთლად შემოევლები.
ხშირად გიწევს,წყალში ჩამდგარს,
უსამართლოდ იწოდე,
ხშირად მრუდედ ეჩვენებათ,
შენი ქცევის სისწორე.
ჩემო თბილო ქალბატონო,
ჩემო კარგო,მედეავ!
დედავ,ბებოვ,მეგობარო,
ცხოვრება ხომ ეგრეა.
სიკეთეც და ბოროტებაც
ერთი გზით დააბოტებს,
ხდება გაუმარჯვიათ,
სიკეთეზე-ბოროტებს.
მართალს თითონ ახლობელი,
ვერ აღიქვამს სიმართლედ,
სიკეთიასდა სითბოს მთესველს,
უთუოდ გაგიმართლებს.
ბუკაკო-ნატალი
სიტყვები არ მყოფნის ჩემო დიდო ქართველო ქალო,
ლექსადაც ვერ გიპასუხებ,არ მეხერხება,მაგრამ
ჩვეული ღვარღვარა ცრემლებით გიხდი დიდ მადლობას
საყვარელო ადამიანო.ამ ლექსს ჩავიხუტებ გულში და
ისე ვივლი,ყველას გავუგზავნი და გავახარებ,ვინც
კარგად მიცნობს და დარწმუნებული ვარ ბევრს დაგლოცავენ.
გაიხარე ჩემო ბუკაკო-ნატალი. გეფერები ბევრს და
პირობას გაძლევ ავამუშავებ თვინს,იქნებ ერთი
სტროფი სამადლობელო მაინც შევთხზა.

