მახოოოო....არა მე თავად ვინანე ცემს პრინციპს რომ გადაუხვიე...რას ამბობ...არც ობამას არც პოლიტიკის და არც არაფერის გულისათვის ქვეყანაზე.....არც შენი სითბო გამინელდება....და არც შენი სიყვარული....თავად ჩემი ბრალია ასე მტკივნეულად, რომ მივიღე,
აქაც დზალიან მტკივნეულად მიიღო ხალხმა...ჩეხები ქართველებს უჭერენ მხარს ...უყვართ და...ეტყობა იმ გულგატეხილობამ რაც აქაურ წრეებში იჩინა თავი, მეც გადმომედო....ჩემი კოლეგები გაუთავებლად იმას იძახოდნენ რუსის მუჟიკი და მონობის კომპლექსით დაავადებული, ერთმანეთს ჩაეხუტნენო....ეტყობა ამან განაპირობა ჩემი გაღიზიანებაც....არცაა გასაკვირი...ვისი მოქალაქეც არ უნდა ვიყო ქართველი ქალი ვრჩები და მეამაყება ჩემი ქართველობა.....არა მახუნია გენაცვალე ჩვენს შორის ობამას ვერ ჩავაწვენ სწორედ=zer=

...ეხლა მართლა გულით გადავბჟირდი სიცილით...რა სისულელეა...მე ვერ გავიგე სწორად....გაღიზიანებამ თავისი ქნა....ერთი რაღაც გამახსენდა ეხლა.....საენციკლოპედიო ჯგუფის მუშაობის დროს, ერთი რუსიც მუშაობდა ჯგუფში...უკვე აქ პრაღაში....
ასე 20 წლის მაცხოვრებელი იყო ჩეხეთის მიწაზე.....რაღაცას ვასწორებდით და ახალი აზრი გამოვთქვი.....ყველამ მხარი დამიჭირა გამწარებულმა...არადა საკმაოდ ავტორიტეტიანი მეცნიერია......გამოაცხადა....ჰმ...ჩამოვლენ ჩვენი რუსული პროვინციიდან და აქ ჭკუას გვასწავლიან ლაწირაკებიო.....ლაწირაკობა მივიღე, მასთან შედარებით მართლა ლაწირაკი ვიყავი ყველანაირი გაგებით, მაგრამ დანარცენი ვერა.....ძალიან დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა....მაქსიმალურად ,,მომხიბვლელად,, გაუღიმე და ასეთივე ღიმილით გამოუცხადე,
თქვენ, სლავები, რომ კუდით ხეზე ქანაობდით..ჩვენ ქართველები მაშინ ვეფხისტყაოსანს ვწერდით მეთქი. იცით რა მოხდა ??? მთლად გადამასწორეს ჩემმა ჩეხმა კოლეგებმა,,,,ტაში დასცხეს......გავარდი ტუალეტში და ალბათ ასე 20 წუთი ვიტირე ბედნიერებისაგან......ეხლაც შენი წერილი, რომ წავიკითხე ასეთივე სენტიმენტალური და თბილი შეგრძნება გამიჩნდა......მადლობთ მახო,
სიყვარულისა და სითბოსათვის.