↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Feb 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
უცნობი ამერიკაში წამალის დასათრევად როგორ დაძუნძულებდა არ გაინტერესებთ? კოკაინი ევასება ბიჭს =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნოდოოოო=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედვედევი პუტინის შუვალოვით ჩანაცვლებას გეგმავს

რუსეთის მთავრობაში ცვლილებებია მოსალოდნელი. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსა და პრემიერ ვლადიმერ პუტინს შორის დაპირისპირება სულ უფრო ღრმავდება. ამიტომ რუსი პოლიტოლოგები არც იმას გამორიცხავენ, რომ მედვედევმა პუტინი დაითხოვოს. რუსეთის ეროვნული სტრატეგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, სტანისლავ ბელკოვსკის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პუტინი პრემიერ-მინისტრის პოსტს დატოვებს, დიმიტრი მედვედევს მთავრობის მეთაasურად საუკეთესო კანდიდატურად პირველი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი წარმოუდგენია. ეს რომ მოხდება, გადაწყვეტილია და მხოლოდ დროის საკითხია.

თავად იგორ შუვალოვი ხელისუფლებაში ბიზნესიდანაა მოსული. გასული საუკუნის 90-იანი წლების შუა პერიოდში იგი ალექსანდრე მამუტის ბიზნეს-პარტნიორი გახლდათ. სწორედ მამუტისა და რომან აბრამოვიჩის წყალობით იგორ შუვალოვი მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი გახდა. შემდეგ მან უკვე სწრაფად მოახდინა ოლიგარქთა მხარდაჭერის მოპოვება.

დღეისათვის მას მხარს უჭერს ორი ყველაზე გავლენიანი ოლიგარქი _ რომან აბრამოვიჩი და ალიშერ უსმანოვი. როგორც ცნობილია, აბრამოვიჩიც და უსმანოვიც მედვედევზე ზეგავლენის გარკვეულ ინსტრუმენტს ფლობენ. სწორედ მათი წყალობით თავის დროზე პუტინმა მედვედევი თავის მემკვიდრედ გამოცხადა. როგორც ამბობენ, იგორ შუვალოვის დსთ-ს საკითხებში რუსეთის ფედერაციის ეროვნულ კოორდინატორად დანიშვნაც ამითაა განპირობებული.

საერთოდ, ეროვნული კოორდინატორები დსთ-ს ფარგლებში მიღებული დოკუმენტების რეალიზებაზე არიან პასუხისმგებელნი. როგორც ცნობილია, დსთ-ს ფარგლებში იმდენი დოკუმენტია მიღებული, ვერც დაითვლით, მაგრამ მათ რეალიზებაზე რა გითხრათ. სტანისლავ ბელკოვსკის თქმით, შუვალოვის ამ პოსტზე დანიშვნა გარკვეულწილად დაქვეითებაა. თუმცა, ეს მთლად რომ ასე არაა, ესეც ნათელია. უბრალოდ, ეს გარკვეულწილად მისთვის ტრამპლინი იქნება გაპრემიერების გზაზე.

აქ მას კარგი საშუალება ეძლევა თავი გამოიჩინოს როგორც კარგმა პოლიტიკურმა ფიგურამ, რაც პრემიერისთვის აუცილებელია. რაც მთავარია, იგი დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტებსაც გაეცნობა, რომლებიც დსთ-ს ფარგლებში მნიშვნელოვან ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. შუვალოვმა, ცხადია, სხვადასხვა სახის ბიზნეს-საკითხებსაც უნდა მიხედოს, რადგან ეს აბრამოვიჩისა და უსმანოვის ინტერესებში შედის.

ის, რაც კონკრეტულად აინტერესებთ აბრამოვიჩსა და უსმანოვს, ესაა დსთ-ს ქვეყნების მრავალრიცხოვანი სამრეწველო აქტივები უკრაინიდან დაწყებული ყირგიზეთით დამთავრებული. შუვალოვმა სწორედ ამ ფრონტს უნდა მიხედოს. ამიტომაც, ეს მეტად საპასუხისმგებლო პოსტია და აქედან პრემიერობამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

თუ როდის მოხდება მისი გაპრემიერება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ დროის საკითხია. როგორც კრემლის კულუარებში იტყობინებიან, გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ვლადიმერ პუტინი მიიღებს და იგი ამისთვის უკვე მზადაა. ცხადია, პუტინის გადაგომას საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება. მთავრობის მეთაურად იგორ შუვალოვის დანიშვნით ეკონომიკური გუნდი მთლიანად შეიცვლება. როგორც აცხადებენ, ამ სფეროს არკადი დვორკოვიჩის მსგავს პერსონაჟებს ჩააბარებენ, რომლებიც დღეისთვის პრეზიდენტ მედვედევის ეკონომიკურ პოლიტიკას წყვეტენ. სხვა რა ცვლილებები განხორციელდება რუსეთის მთავრობაში, ესეც მალე გაირკვევა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღია წერილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და კონგრესს

ბატონო პრეზიდენტო!

ბატონო კონგრესმენებო!

დიდი ხანია ამ წერილის დაწერას ვაპირებ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო თავს ვიკავებდი. ამასობაში კი ჩემი ქვეყანა ისეთ სავალალო მდგომარეობამდე მივიდა, რომ ახლა თავის შეკავება და გულხელდაკრეფილი ყურება იმისა, თუ როდის და როგორ გადაიჩეხება ქვეყანა უფსკრულში, მე აღარ ძალმიძს.

ბუნებრივია, დაგებადებათ კითხვა, - რა გინდათ ჩვენგან?... ქვეყანა თქვენია და მოუარეთ, როგორც გინდათო. გიპასუხებთ ... – მართალი ბრძანდებით, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მოიაზრება საქართველოს მეგობარ ქვეყნად და, გნებავთ, "წყალწაღებულის ხავსზე მოკიდებად" მიიჩნიეთ, ამ საბედისწერო მომენტში ვის მივმართო, თუ არა ჩემი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოს ხელისუფლებას?...

საქართველო პატარა ქვეყანაა, საკმაოდ ლამაზი, მიმზიდველი და ყველას მისკენ უჭირავს თვალი. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ ორას წელზე მეტია, რაც ჩემი ქვეყანა რუსული ურდოს უღელქვეშ იმყოფება, რამაც მასის აზროვნებისა და ზნეობის დონე დააკნინა ეს კი ხელს უშლის დემოკრატიული აზროვნების ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენს ძლიერ მეზობელს, რუსეთს, ჯერაც არ აუღია ხელი განზრახვაზე, შუასაუკუნებრივი მეთოდების გამოყენებით ისევ თავის უღელქვეშ მოაქციოს ჩვენი ქვეყანა. ამას ამტკიცებს მათი განუწყვეტელი აგრესია საქართველოს წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ აქამდე თუ ეს აგრესია შენიღბული იყო და განხორციელება სეპარატისტების ხელით ხდებოდა (თუმცა ხშირად ღიადაც ახორციელებდა), 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარებმა პირდაპირი ინტერვენცია მოახდინეს და უბოდიშოდ ჩამოაჭრეს საქართველოს ორი ძირძველი ტერიტორია. რომ არა თქვენი აქტიური ჩარევა, საქართველოში გაცილებით დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა. ალბათ შემეკამათებით და მეტყვით, რომ საომარი მოქმედებები ხომ საქართველომ დაიწყოო…... არა, ბატონებო, ომი საქართველოს არ დაუწყია. მართლზომიერი იყო თუ არამართლზომიერი საქართველოს ჯარები თავის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა და სხვის ტერიტორიაზე არ შეჭრილან, მაგრამ სააკაშვილმა, ისე რომ თქვენთანაც კი არ შეუთანხმებია, "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" დააპირა თან ისე, რომ რუსეთის ფაქტიურად საოკუპაციო ჯარებს არ გაუუქმა სამშვიდობოების სტატუსი და მათ ტყვია დაუშინა, რითაც, ჩემი ზრით, შექმნა დანაპირები სამართლებრივი საფუძველი, შემოჭრილიყვნენ რუსები და განეხორციელებინათ თავიანთი მზაკვრული, სააკაშვილთან შეთანხმებული გეგმა. ჩვენი ღრმა რწმენით სააკაშვილმა ეს შეგნებულად გააკეთა. ძნელია მის პიროვნებაზე ერთმნიშვნელოვანი აზრის გამოტანა. საქმე იმაშია, რომ თქვენ ის პროდასავლური აზროვნების, დემოკრატი-ული ღირებულებების პატივისმცემელი ადამიანი გგონიათ, თუმცა ამაში საკმაოდ მეპარება ეჭვი. უფრო სავარაუდოა, თქვენ მასზე ფიქრობდეთ, რომ ის "მამაძაღლია, მაგრამ თქვენი მამაძაღლია". თუ თქვენ მართლა ასე ფიქრობთ, ძალიან შემცდარხართ, ბატონებო!... ის, უბრალოდ, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი ან პრორუსული აზროვნების ადამიანი კი არ არის, ის არის რუსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საქართველოში. ის, რომ სააკაშვილი თითქოს კონფლიქტშია რუსეთის ხელმძღვანელო-ბასთან სხვა არაფერია, თუ არა ხალხის თვალში ნაცრის შეყრა და წმინდა წყლის რუსული ბლეფი. 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევა იყო სააკაშვილის გამიზნული ქმედება, რუსეთის დავალების შესრულება, რათა საქართველოს ნატოში შესვლის გზა გადაკეტოდა. ამ "კონფლიქტისა" და ურთიერთლანძღვის ფონზე მან საქართველოს მთელი ქონება, თავისი სტრატეგიული ობიექტებით რუსებს ჩაუგდო ხელში. ეს ომი კი ყველაფერ ამის დაგვირგვინება იყო.

ორიოდე სიტყვა ჩემს შესახებ. ვარ ძველი დისიდენტი, ე,წ. "სამოცდაათიანელი", ყოფილი პოლიტპატიმარი, საბჭოური "გულაგის" ბინადარი. ჩემი დისიდენტობის პერიოდი ემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისეთი პიროვნებების მმართველობას, როგო-რებიც იყვნენ ჯიმი კარტერი და რონალდ რეიგანი, ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავს მათთვის წერილებით, შედეგად ყოველნაირად ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის დიდი სტიმული იყო და ვფიქრობდით, როცა დაიშლება საბჭოთა კავშირი, ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის ამ ფლაგმანის, ამერიკის შეერთებული შტატების, დახმარებითა და თანადგომით ადვილად, სულ მოკლე დროში ავაშენებდით დემოკრატიულ, ღია საზოგადოებასა და სახელმწიფოს, მაგრამ მოხდა საპირისპირო...…

გულდასაწყვეტია ამის თქმა, მაგრამ სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას. თქვენი მხრიდან სააკაშვილის და მისი რეჟიმის ხელშემწყობამ არა თუ რიგით ადამიანე-ბში, ჩვენშიც კი, ჩემი და ჩემი თანამოაზრეების შეგნებაში გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია. "აი, თქვენი დასავლეთი, აი, თქვენი ამერიკა," ხშირად გვესმის უბრალო ადამიანების საყვედურები და პასუხი არა გვაქვს. თუ ასე გაგრძელდა, მიუხედავად რუსეთის ასეთი ბარბაროსული ქმედებებისა, ხალხი ისევ რუსეთისაკენ გაიწევს და ისევ მის უღელში შეყოფს თავს, ეს კი ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. არადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახით შეიძლებოდა ჰყოლოდა ერთგული პარტნი-ორი და სტრატეგიული მოკავშირე კავკასიაში, მითუმეტეს საქართველოს და აშშ-ს ფუნდამენტური ინტერესები თითქმის სრულად ემთხვევა ერთმანეთს. მოვიყვან მხოლოდ ერთ მაგალითს; რუსეთის გეგმა, რომ აზიის კონტინენტი ჩაუკეტოს დასავლეთს, მიუღებელია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. სინამდვილეში კი თქვენმა იმ პოლიტიკოსებმა, რომელთაც თქვენს ხელისუფლებაში მინდობილი ჰქონდათ საქართველოს საკითხი, ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესები სრულად უგულებელჰყვეს და მთელი ძალიხმევა იქეთკენ წარმართეს, რათა ხელოვნურად მოეხვიათ თავს საქართველოსათვის გლობალიზმის თავსაბურავი. ამ ადამიანებმა მოიყვანოს სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებაში და შემდგომაც დროსა და ენერგიას არ იშურებდნენ, რათა გაემყარებინათ სააკაშვილისათვის პრეზიდენტის სავარძელი, სააკაშვილისათვის, რომელმაც თავის მხრივ ყველაფერი გააკეთა და გზა გადაუკეტა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. …

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩვენს თვალთახედვას გლობალიზმის შესახებ. გლობალიზაცია ჩვენის აზრით, არის ბუნებრივი პროცესი კაცობრიობის ისტორიისა. რაც ბუნებრივია, მოგეხსენებათ, ყველაფერი მშვენიერია. რაც არაბუნებრივია, ხელოვნურია, თავსმოხველია, ყველაფერი სიმახინჯეა.აქედან გამომდინარე, ხელოვნურად თავსმოხვეული გლობალიზმი ისეთივე ამაზრზენია, როგორც ხელოვნურად ხელის შეშლა, ე.წ. ანტიგლობალიზმი. სინამდვილე კი ვერ იტანს ერთფეროვნებას. კაცობრიობაც, რაც უფრო მრავალფეროვანია, მით უფრო მშვენიერია. წარმოვიდგინოთ რამდენს დაკარგავდა მსოფლიო შვეიცარიისა და იაპონიის გარეშე. ამიტომ არ შეიძლება ბრძოლა გამოვუცხა-დოთ იმ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზეა დამკვი-დრებული. სამწუხაროდ სწორედ ამას ახორციელებს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება (ალბათ, თავის ჭკუით, თქვენს საამებლად). მათ მოსპეს და გაანადგურეს ქართული კინო, მეცნიერება, კულტურა, განათლების სისტემა. ფილისტერს (და არა მარტო მას) მიაჩნია, რომ ეს თქვენი კარნახით ხდება და ფეხს იკიდებს ანტიამერიკული განწყობა. როდემდე უყურებთ ამას გულდამშვიდებით?... სანამ საქართველოში დემონსტრაციებზე, თქვენი საელჩოს წინ არ გამოჩნდება პლაკატები შინაარსით "იანკებო წადით საქართველოდანო?" მერწმუნეთ, თუ სასწრაფოდ არ იქნება მიღებული ზომები, ეს მალე მოხდება. გაუგებარია, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერ ამას მართლა თქვენი კარნახით სჩადის თუ თავისი რუსი პატრონების ბრძანებით, რათა დაამკვიდრონ ჩვენში ანტიამერიკული განწყობა.

თანამედროვე რუსეთი რომ საბჭოური პოლიტიკის "ღირსეული" გამგრძელებელია ამაში, იმედი გვაქვს, თქვენც არ გეპარებათ ეჭვი. მოგეხსენებათ ჯერ კიდევ რეიგანმა დაუსვა დიაგნოზი საბჭოთა კავშირს და მას "ბოროტების იმპერია" უწოდა. შემდეგ მიზნად დაისახა მისი დანგრევა და დაანგრია კიდეც, მაგრამ დარჩა რუსეთის იმპერია, მისი სამართალმემკვიდრე, იგივე "ბოროტების იმპერია" და წარსულზე ნოსტალგიის მქონე. აკი განაცხადა კიდეც პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა XX საუკუნის ყველაზე დიდი ტრაგედია იყოო და შეუდგა ძველი იმპერიის აღდგენა-შეკოწიწებას. აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოცდამეერთე საუკუნეში პუტინის რუსეთმა ჩაიდინა ის ბარბაროსობა, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ. …

დაბოლოს, რაში ვხედავთ გამოსავალს და, რაც მთავარია, რაში გვესაჭიროება თქვენი თანადგომა და დახმარება, ე.ი. რისთვის მოგმართავთ ამ წერილით....სისულელე იქნებოდა იმის თქმა, რომ ჩაერიეთ ჩვენს შინაურ საქმეებში, ჩამოგვაცილეთ ეს ხელისუ-ფლება და დაგვისვით ახალიო. არა, ეს ჩვენი გასაკეთებელია. თქვენ კი, მსოფლიოს დემოკრატიულ ძალებთან ერთად უპრიანი იქნება თუ არ დაუშვებთ რუსეთის ძალმომრე-ობას მთლიანად, პოსტსაბჭოურ სივრცეში და კერძოდ საქართველოში.

კარგი იქნება თუ დაგვეხმარებით იმაში, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უზრუნველყოფილი იქნეს ჭეშმარიტი ინფორმაციით, რომ ომი საქართველოს კი არ დაუწყია, არამედ სააკაშვილმა შეასრულა რუსეთის შეკვეთა. …

არანაკლებ უპრიანი იქნება, თუ დაგვეხმარებით იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში გაეროს თავიანთი ძალებით ჩაეტარებინათ არჩევნები, რათა ბოლოს და ბოლოს გაირკვეს, თუ ვის და რას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. საგულისხმოა, რომ საზოგადოებაში დომინირებს აზრი, გადაიხედოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და თუ დარჩება, მხოლოდ შეზღუდული უფლებებით, რათა აღარ მოხდეს ხელისუფლების კონცენტრაცია ერთი პიროვნების ხელში. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თქვენი თანადგომა და დახმარება ადეკვატური იქნება. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველომ თავი დააღწიოს რუსეთის უღელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველო გახდეს დასავლეთის ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ღირსეული წევრი. დაბოლოს, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა გახდეს ნიმუში, თუ როგორი უნდა იყოს თანამედროეობის უძლიერესი ზესახელმწიფოს და ახლადფეხადგმული, პატარა სახელმწიფოს პარტნიორობა და თანამშრომლობა.

უღრმესი პატივისცემით, ავთანდილ იმნაძე, სამოცდაათიანი წლების დისიდენტი, ყოფილი პოლიტპატიმარი, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სერჟანტი შავაძე ხელისუფლების წინააღმდეგ
31 მარ. '09

წინასწარი ძიების ვადა იწურება. მიეცით მოკლულ ჯარისკაცს სამართლიანი სასამართლოს უფლება.

სერჟანტ რამინ შავაძის მკვლელობის ფაქტი 2008 წლის 16 აგვისტოს მოხდა, სასამართლო პროცესამდე წინასწარი ძიებისთვის კანონით განსაზღვრული 9-თვიანი ვადა ერთ თვეში იწურება. ადვოკატი რამინ პაპიძე ფიქრობს, რომ საქმეს ამ ხელისუფლების მმართველობის პირობებში სასამართლო პერსპექტივა არ აქვს. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რატომ, რა კავშირია ჩადენილ დანაშაულსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის; და თუ ასეთი კავშირი არ არსებობს, რატომ არ იძვრის საქმე სასამართლოს მიმართულებით; ვინ და რატომ უშლის ხელს აღმასრულებლები ძიების მიყვანას სასამართლოს დარბაზამდე.

საქართველოს მოქალაქეს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ უფლებას უზრუნველყოფს ევროკონვენციის მე-6 მუხლიც, რომელიც აღიარებულია ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. მას თავის სახელმძღვანელო კანონად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებაც.

შავაძის საქმე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში კანონის არსებობა თვალთმაქცობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებაში ვიღაც მაინც დაფიქრდებოდა, რომ სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებები, უაპელაციო, თავდაჯერებული დასკვნები მოკლული ჯარისკაცის მოღალატეობის შესახებ მანამ, სანამ ამას სასამართლო დაამტკიცებდეს, არის დანაშაული, სულ მცირე, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, ყველაზე მეტი კი _ მიზანმიმართული ცილისწამება.

არავის აქვს უფლება, ადამიანს დასდოს ბრალი დანაშაულში, გარდა სასამართლოსი. მაგრამ მისი მკვლელობიდან სასამართლომდე სერჟანტ შავაძეს ბრალი არაერთხელ დასდეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ სასამართლოს ფუნქცია თავად შეითავსა. როცა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ტელევიზიით გამოაქვს განაჩენი, რომ მოკლული მოღალატეა, ეს ნიშნავს, რომ იგი სასამართლოს ცვლის, ხელისუფლების უზურპაციას ახდენს, ამ შემთხვევაში _ სასამართლო ხელისუფლების. ეს კი დემოკრატიული სახელმწიფოს საძირკვლის ნგრევაა.

სიკვდილით დაუზარალებლები

მოკლულ სერჟანტს დარჩა არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, მეუღლე მეორე ქორწინებიდან და ძმა. საკმაოდ მრავალრიცხოვანი ოჯახის მიუხედავად, სასამართლომ მოკლულის არც ერთი ნათესავი დაზარალებულად არ ცნო. მისი ლოგიკა ასეთი იყო: კანონის თანახმად, დაზარალებულად შეიძლება ჩაითვალოს პიროვნება, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. რადგან მოცემული მომენტისთვის არ არის დადგენილი, შავაძის მკვლელობა დანაშაულია თუ აუცილებელი მოგერიების ღონისძიება, ამიტომ მოკლულის ქვრივი არ არის ცნობილი დაზარალებულად.

რას და რატომ უმზადებდნენ ცხინვალის ფრონტიდან დაბრუნებულ სერჟანტს, მის სიცოცხლეს და სახელს? მისი პროცესი ადვოკატის გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ამის მცდელობის ნიშნები გამოკვეთილი იყო პირველივე დღიდან. ოჯახის დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმა იყო ერთადერთი საშუალება, რომ იგი ადვოკატის გარეშე გაესამართლებინათ. დღეს ადვოკატი რამინ პაპიძე ამბობს, რომ ამის რეალური საშიშროება არსებობდა. “კანონში ეს ნორმა ბუნდოვანია. მე ვითხოვდი, რომ მეუღლე ციცინო შავაძე ეცნოთ დაზარალებულ მხარედ, ხოლო, თუ ძიება დაადგენდა, რომ დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა და სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რადგან შავაძემ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია მათ, შავაძის ცოლს მოეხსნებოდა დაზარალებულის სტატუსი. მაგრამ ეს პროცედურა არ მიიჩნიეს საჭიროდ დაზარალებულად ცნობაზე უარის სათქმელად. მთავარი იყო სასამართლო უადვოკატოდ”.

ამის შემდეგ ადვოკატმა საქმეში ჩასართავად შემოვლითი გზა აირჩია, იგი მოკლული შავაძის უფლებების დამცველად წარუდგა ძიებას. რადგან მოკლულის მიმართ საქმე აღძრული იყო და იგი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების რეალიზებაში (საქმე ორი მუხლით აღიძრა: სამშობლოს ღალატი და ნარკოტიკების შეძენა და შენახვა, თუმცა პირველი მუხლი მაშინვე მოეხსნა. მით უფრო აუხსნელია, როგორ მიდიან ხელისუფლების პირველი პირები სასამართლოს მიერ უარყოფილი ბრალდების გახმოვანებაზე!), ადვოკატის საჭიროებაზე უარის თქმა შეუძლებელი გახდა. პაპიძეს არგუმენტები ჰქონდა იმის დასამტკიცებლად, რომ შავაძე არ იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და რეალიზატორი. როგორც კი საქმეში ჩაება ადვოკატი, პროკურატურამ მაშინვე შავაძის წინააღმდეგ ნარკოტიკების მუხლით აღძრული საქმე შეწყვიტა ეჭვმიტანილის გარდაცვალების საფუძველზე. მოკლულის ოჯახი ადვოკატის ყოლის უფლებისთვის ყველა გზით იბრძოდა. პაპიძემ სასამართლოში შეიტანა განცხადება საქმის განახლების მოთხოვნით. სასამართლომ საქმე განაახლა.

საქმეში კი ჩართეს. მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობა აღმოჩნდა. პაპიძე ითხოვდა პროკურორისგან, გაეცნოთ სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ პროკურორი აბსურდულ პასუხს აძლევდა: რომ განცხადებაში ადრესატად ჩაწერილი უნდა იყოს არა ის, პროკურორი, არამედ გამომძიებელი. პასუხი შეკითხვაზეა გათვლილი: კი, მაგრამ გამომძიებელი ხომ თქვენს დაქვემდებარებაშია. შეკითხვა _ ახალ პასუხზე, პასუხი ახალ შეკითხვაზე და ასე შემდეგ. ყველა კითხვა და პასუხი _ წერილობით ფორმასა და კანონით დადგენილ ვადებზე, საბოლოოდ, ყველაფერი _ დროის გაყვანაზე, რაც დღემდე გრძელდება.

თავდასხმა და ძებნა

2008 წლის 14 აგვისტოს იგი ცხინვალიდან ბათუმში დაბრუნდა. ცოლი მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც საშინელება ჰქონდა ნანახი ფრონტზე. დღეს იხსენებს, რომ წყალსაც ვერ სვამდა, ლუკმას ვერ იდებდა პირში. ღამით შეშლილივით ყვიროდა: გაითვალეთ, ვინ გვაკლია. როცა აღვიძებდნენ, შეშინებული კითხულობდა, ხომ არაფერი მითქვამს კიდევო. რაღაც იცოდა. ცოლისთვის არ უთქვამს, მაგრამ მეგობართან მოასწრო იმის ნაწილობრივ თქმა, რაც მოსვენებას არ აძლევდა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა მიაკვლია ამ მეგობარს, დავით კილაძეს, რომელმაც თქვა, რომ დაღუპვის წინა დღეს შეხვდა როინს ბათუმის ობელისკთან. ისინი ერთად მსახურობდნენ სენაკის 23-ე ბატალიონში. კილაძე იხსენებს, მითხრა, გავიგე, ვინ რას წარმოადგენსო, ყველაფერი ვიცი, ვინ დაიმალა, ვინ შეშინდა, ვერ გააკეთა, რაც ევალებოდა, გამოჩნდა შავ-თეთრი სახელმწიფოს მხრიდანო.

სახელმწიფო სტრუქტურებიდან მეორე დღეს მიაკითხეს. ვინმე მაიმუნამ, რომელსაც ქალაქი მისი კრიმინალური წარსულით იცნობს, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იმაში, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში (კუდ-ი) მუშაობდეს, ქუჩიდან დაუძახა. ორი მანქანით იყვნენ, მაყუჩიანი იარაღი ჰქონდათ, მანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს, სახლში მოგვიანებით დაბრუნებულმა ცოლს უამბო, რომ გზაში ჰკითხეს, რამდენი დაღუპულიაო. გაბრაზებულა, რას ნიშნავს ეს შეკითხვა, მე დაღუპულების დასათვლელად ხომ არ ვყოფილვარ წასულიო. მიიყვანეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მისთვის უცნობ ადამიანთან. შავაძე დაბეჯითებით უმტკიცებდა ცოლს, რომ ეს კაცი არ იყო ბათუმელი და იგი ადრე არასდროს უნახავს. განსაკუთრებით იმან გააოცა, რომ უცნობი მისმა მიყვანამ გააბრაზა, ვინ დაგავალათ, რომ მოიყვანეთ, მე არაფერი მაქვს შესაკითხიო. შავაძემ ისიც უამბო ცოლს, რომ ადამიანები, რომლებმაც ის მანქანით უკან წაიყვანეს, აღმოსავლურ დიალექტზე ლაპარაკობდნენ. ისინი ბათუმელები არ იყვნენ.

მეორე დილას სამსახურში წავიდა. იგი სენაკის 23-ე ბატალიონიდან რანდენიმეთვიანი თხოვნისა და მცდელობის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმში. 16 აგვისტოს პირველად მივიდა სამსახურში. შუადღე იყო, როცა სამხრეების დასაკერებლად გავიდა. სანამ ხელოსანი სამხრეებს უკერებდა, გვერდით კაფეში ყავის დასალევად გადავიდა. იქ დაესხნენ თავს. თრევითა და ცემით მიჰყავდათ. სამშობლოს მოღალატის ძახილით. მეუღლეს, რომელიც ბათუმის სხვა უბანში საპარიკმახეროში მუშაობდა, მაშინვე შეატყობინა კლიენტმა, რომელიც შემთხვევით შეესწრო დაკავებას. ოჯახს არ დაუყოვნებია, მაშინვე დაიწყო ძებნა, მაგრამ კვალი დაიკარგა. არც საპატრულო პოლიცია ერეოდა ძებნაში, არც სამხედრო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოც კი არ მიუშვეს. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ძალოვანი უწყება თავს არიდებდა პასუხს. ყველას შესაძლოა, არა, მაგრამ რომელიმე უწყებას ხომ უნდა სცოდნოდა დაკავების ფაქტი და დაკავებულის ადგილ-სამყოფელი! ქალაქში ასეთი არავინ აღმოჩნდა. თვითმხილველთა თქმით, შავაძე დღის 4 საათზე დააკავეს. ოჯახს რამდენიმე საათში შეატყობინეს, რომ მკვდარი იყო.

სიკვდილი _ გამოთვლა წუთებსა და კილომეტრებში

სასამართლომდე საქმე, ალბათ, მაინც მივა, მაგრამ მას მერე, რაც უმთავრესი მტკიცებულებები შეიკვეცებიან, სახეს იცვლიან, საკუთარ უარყოფად იქცევიან. რეალური მოწმეები გაქრებიან ან დადუმდებიან, დოკუმენტები საბოლოოდ და საიმედოდ ჩასწორდებიან, საზოგადოებრივი ინტერესი გაქრება და სასამართლოს წინაშე ასე წარმდგარი დაზარალებულიც საშიში აღარ იქნება.

ძიება ადვოკატის არც ერთ შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს. სასამართლომდე მიტანილ საქმეში არ არის მოსალოდნელი ცენზურისგან თავისუფალი, ობიექტური ძიების ნიშნები.

მოწმეები უკვე უარს ამბობენ მათთვის ცნობილი გარემოებების დადასტურებაზე. ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს მიაწოდეს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 16 აგვისტოს, შუადღისას, მახინჯაურის მანქანების პროფილაქტიკაში შესულმა ერთ-ერთმა მძღოლმა, ტრაქტორისტმა, უამბო ხელოსანს, ირაკლი ჩამბას, რომ მან ნახა, სანაპიროზე პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები როგორ სცემდნენ კაცს, მოეჩვენა, რომ მოკვლას უპირებდნენ. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ნახა ხელოსანი ირაკლი ჩამბა. მაგრამ მან უარყო, რომ მისთვის ასეთი რამ ცნობილი იყო. არადა, იმის დადგენას, მართლა ამ დღეს და ამ დროს ნახა თუ არა ვინმემ ასეთი სურათი, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა. ციცინო შავაძის თქმით, მისი ქმარი დაახლოებით შუადღისას, 3-ის ნახევრიდან 3 საათამდე დროის შუალედში ცოცხალი და უვნებელი იყო. ის ქმარს ესაუბრა და შეიტყო, რომ კაფეში იყო და ყავას სვამდა. თუკი უცნობმა ტრაქტორისტმა დღის ამ მონაკვეთში უკვე სანაპიროზე ნახა წამების სცენა, მაშინ გამოდის, რომ შავაძე არ მიუყვანიათ აჭარის არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურაში, ის პირდაპირ წამების ან მოკვლის მიზნით წაუყვანიათ.

ამ ვერსიას ამყარებს ქობულეთის პოლიციის განყოფილების სარეგისტრაციო ჟურნალში ჩვენ მიერ ნანახი შეტყობინება N597 _ შეტყობინების დროდ მითითებულია 15.50 საათი. ხოლო შეტყობინების შინაარსი ასეთია: მუხაესტატეს (სოფელია ქაქუთთან ახლო, სადაც გვამი აღმოაჩინეს) პოლიციის განყოფილების უფროსი ნოდარ ცეცხლაძე ქობულეთის პოლიციას აწვდის ინფორმაციას, რომ ქაქუთის ხერგილის მახლობლად ისმის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა.

ამ შეტყობინებიდან 2-3 წუთის შემდეგ კი აჭარის მთავარ სამმართველოში უკვე შესულია შეტყობინება, რომ სოფელ ქაქუთთან ნაპოვნია როინ შავაძის გვამი.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ მოასწრო პოლიციამ 2-3 წუთში ამდენი რამ: ქობულეთიდან ქაქუთში ჩასვლაც, იმის დადგენაც, რომ სროლის შედეგად მოკლული როინ შავაძეა და ამ ინფორმაციის გადაცემაც? ქობულეთიდან ქაქუთამდე 25 კილომეტრია და მის გავლას ნახევარ საათზე მეტი სჭირდება. როგორ გაივლიდა პოლიციის ჯგუფი ამ მანძილს 2-3 წუთში და როგორ დაადგენდა ასე სწრაფად, რომ მოკლული პირი როინ შავაძე იყო, ჩვენთვის გაუგებარია. უდავოა, რომ ამ ორი ჩანაწერიდან ერთ-ერთი ყალბია. ობიექტურმა სასამართლომ უნდა გაარკვიოს, ვინ და რა მიზნით ჩაიდინა სიყალბე? მან, ვინც ეს ინფორმაცია მიაწოდა აჭარის მთავარ სამმართველოს, თუ მან, ვისაც ხელი მიუწვდებოდა რეგისტრაციის ჟურნალზე?

ქობულეთიდან ქაქუთისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე სოფელია: ლეღვა, მუხაესტატე, წყავროკა... ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა: დღის იმავე მონაკვეთში, როცა, სავარაუდოდ, შავაძის მკვლელობა მოხდა, გაიარა ეს გზა, რათა დაედგინა, ვის შეიძლებოდა ენახა ქაქუთის შემთხვევის მონაწილეები. სოფლის მცხოვრებთა შორის ადვილად მივაგენით ადამიანებს, რომლებიც ხშირად სხედან გზის პირას და ქმნიან ე. წ. სოფლის ბირჟებს. მათ შემთხვევა დაწვრილებით გაიხსენეს და ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სროლის შემდეგ ქაქუთისკენ ჯერ სასწრაფო დახმარების მანქანამ ჩაიარა და მხოლოდ ამის შემდეგ მიჰყვა მას პოლიციის მანქანები. ისევ იბადება კითხვა: რატომ მოახდინა რეაგირება პოლიციამ ასე გვიან? სოფლელებს არ დაუნახავთ ქაქუთისკენ მიმავალი პოლიციის არც ერთი მანქანა სროლიდან დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, პოლიციამ 15.50 საათზე მკვლელობის ფაქტი უკვე იცოდა, ხოლო ქობულეთის სასწრაფო- სამედიცინო პუნქტიდან 16.23 საათზე გამოსული მანქანა (ასეა დაფიქსირებული სარეგისტრაციო ჟურნალში), ქაქუთში მისვლას, სულ ცოტა, ნახევარ საათს მაინც მოანდომებდა და გავითვალისწინებთ სოფლელების დანახულსაც, რომ სასწრაფოს გავლიდან პოლიციის მანქანებმა მხოლოდ 20-ოდე წუთის შემდეგ ჩაიარეს, გამოდის, რომ პოლიციაში შეტყობინების შესვლიდან, მართლაც, დაახლოებით საათ-ნახევარში მოუხდენია პოლიციას რეაგირება. რატომ, გაუგებარია. სასამართლო ვალდებულია, პასუხი გასცეს ამ შეკითხვასაც და დაადგინოს, ვის და რისთვის სჭირდებოდა ეს დრო.

ვინ შეიძლება იდგეს მკვლელობის უკან?

არავინ იცის, შავაძის მკვლელობის ფაქტზე აღძრული საქმე რომელი ვერსიით მივა სასამართლომდე. გამოძიება ადვოკატთან, პრაქტიკულად, არ თანამშრომლობს. ამდენად, ისიც არ არის ცნობილი, რომელ ვერსიებზე მუშაობს. მკვლელობის ვერსია კი რამდენიმეა და არც ერთი მათგანი არ არის მოკლებული ლოგიკას.

მთავარი ვერსია ცხინვალის ომსა და შავაძის სამხედრო სპეციალობას უკავშირდება. შესაძლოა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყოს მისი მეგობრის მიერ ჩვენთვის მონათხრობი, რომ ბევრი საშინელი რამ შეიტყო ბევრ ისეთ ადამიანზე, რომელთაგანაც ეს ვერ წარმოედგინა. ისინი, თავისთავად ცხადია, სამხედრო პირები იქნებოდნენ. ცოლიც ხომ ყვება, რომ, ღამის კოშმარიდან გამოღვიძებული, შიშით კითხულობდა, ხომ არაფერი წამომცდენიაო. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ მკვლელობის წინა დღეს, შუაღამისას, სახლიდან ხელისუფლების ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებმა გაიყვანეს, გზაში ომის ამბებზე ეკითხებოდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში მიიყვანეს. ხოლო ის, რომ იქ უცნობი მაღალჩინოსანი დახვდა და მეგზურები აღმოსავლურ კილოზე მეტყველებდნენ, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მის საქმეში უშუალოდ თბილისი იყო ჩარეული. უცნობი მაღალჩინოსნის რეაქცია, ჩემთან რატომ მოიყვანეთო, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ შავაძესთან კაბინეტში გასარკვევი არაფერი იყო. მართლაც, ამის შემდეგ მასთან ურთიერთობა კაბინეტებში აღარ გაგრძელებულა. ის ქუჩაში აიყვანეს, პლაჟზე აწამეს და ქაქუთში მოკლეს.

ამ ვერსიას ამყარებს ისიც, რომ როინ შავაძე სპეციალურ შენაერთ ჟ-2-ში მსახურობდა. სამხედრო ექსპერტების განმარტებით, ეს არის გაერთიანებული შტაბის დაზვერვის სპეციალური დეპარტამენტი, ანუ ტაქტიკური დაზვერვის სტრუქტურა, რომელსაც პირდაპირ ევალება შიგნით არმიაში, მის სამხედრო ნაწილებში, სადაზვერვო ოპერაციების წარმოება და არ იღებს მონაწილეობას სტრატეგიული ტიპის დაზვერვებში, ის კოორდინაციას უწევს ცალკეული სამხედრო ნაწილების სადაზვერვო შენაერთებს. ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოება ხსნის იმას, რა შეიძლებოდა სცოდნოდა ცხინვალის ომნანახ სერჟანტ შავაძეს, რატომ აწამეს და არ მოკლეს ჩუმად და სწრაფად, მას, როგორც ჟ-2- ის მზვერავს, ინფორმაცია მხოლოდ სამხედრო პირებზე შეიძლებოდა ჰქონოდა. სასამართლომ უნდა დაადგინოს, ვისი ინტერესების დაზარალება შეეძლო შავაძეს და თუ ეს უკანასკნელი რომელიმე მაღალჩინოსანი აღმოჩნდა, მაშინ გასაგები გახდება ისიც, რატომ იღებდა მონაწილეობას მის წამებასა და ლიკვიდაციაში შსს-ის ოფიციალური სტრუქტურა და ისიც, ვინ და რატომ ბლოკავს ძიებას.

მეორე ვერსია, რომელიც ასევე ლოგიკურად ჟღერს და რომელსაც ასევე გაიგებთ ბათუმში, ასლან აბაშიძესა და ძმებ სმირბებთან მის წარსულ ურთიერთობას უკავშირდება. როინ შავაძე ერთ ხანს ასლან აბაშიძის სიძის პირადი დაცვის უფროსი იყო, იქამდე _ აბაშიძის პირად დაცვაში მუშაობდა, ერთხანს კიდევ _ სმირბას დაცვაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასლან აბაშიძის ყოფილი გარემოცვის წევრები რიგრიგობთ და უცნაურ გარემოებებში იღუპებიან, რატომ არ შეიძლება, რომ შავაძის რიგი, სწორედ, ახლა დამდგარიყო.

მესამე ვერსია შურისძიებას ეფუძნება და, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, მასაც აქვს არსებობის უფლება. აბაშიძის გარემოცვის ბევრი წარმომადგენლის გახსენება დღესაც შიშის ზარს სცემს აჭარაში ყველას, ვინც არ იყო აბაშიძის მომხრე და მათ მიმართ შურისძიების სურვილი შესაძლოა, გაუჩნდეს ვინმეს, მაგარამ როინ შავაძეს არავინ მოიხსენიებს ასეთთა შორის და ვერსიაც მხოლოდ თეორიულ დონეზე არის დასაშვები.

სასამართლო უნდა შედგეს

სასამართლო უნდა შედგეს იმიტომ, რომ მოკლული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართული ომიდან ერთი დღის დაბრუნებული ჯარისკაცია. სასამართლო უნდა ჩატარდეს თუნდაც იმიტომ, რომ დამტკიცდეს, სამშობლოს და ხელისუფლებას ასე არ გადაუხდიათ მადლობა დამსახურებისთვის, რომ მკვლელობას სხვა მიზეზი ჰქონდა. მაგრამ ამის დამტკიცება სასამართლომ უნდა შეძლოს და არა ისე, როგორც სხვა სასამართლო პროცესებზე დაამკვიდრა _ პროკურატურის დირექტივით და აღმასრულებლების მითითებით. ეს სხვა შემთხვევაა და სასამართლო პროცესიც სხვაგვარი უნდა იყოს. რადგან პროტესტი, რომელიც არაობიექტურ სასამართლოს მოჰყვება, ამ შემთხვევაში ასევე სხვაგვარი იქნება.

მაია გოგოლაძე

ლია ტოკლიკიშვილი

გამოძიებაში მონაწილეობდა “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მაკა მალაყმაძე.

პროექტი ხორციელდება “ადამიანის უფლებათა ცენტრისა” და ჟურნალ “სიტყვის” მიერ “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” მხარდაჭერით.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ტელმან ,გაიხარე=ko= ამ იმფორმაციების მოწოდებისთვის.!
მრავალი აპრილი გაგთენებოდეს. ბედნიერად იყავი.=ko=
შენ ყოფილაყავი ყველაფერი კარგის მაცნე დესპანზე=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მადლობა ტელმან=ko= =ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იმედია სააპრილო ხომ არ არის=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეგეთები ჩ=kf= =kf= ვენსკენ არის ციცი=kf= =kf= =kf= =kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მადლობთ დალოცისთვის ,ვისურვებდი საქართველო გამხდარიყოს ნორმალური,სტაბილური ქვეყანა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
Daily Telegraph” - პუტინ-მედვედევის ურთიერთობაზე

კონსერვატიული ინგლისური გაზეთის - ”Daily Telegraph” ჟურნალისტი, ადრიან ბულფილდი, კრემლის ინფორმატორებზე დაყრდნობით, რომელთა ვინაობასაც ბრიტანელი ჟურნალისტი არ ასახელებს, ამტკიცებს, რომ პუტინსა და მევედვეს შორის წინააღმდეგობა თვალას და ხელს შუა იზრდება.

ჩვენი ინფორმატორების აზრით, ქვეშემრდომები უკვე ღიად მიდიან პუტინთან დაპირისპირებაზე. ადამიანი, რომლის დიქტატიც რუსეთის მაღალ ეშელონებში უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ყველას, აღმოსავლეთით გართულებების შემდეგ საკუთარ მთავრობაში ჯანყის ნიშნებს ხედავს. მას შემდეგ, რაც რუსულმა ეკონომიკამ თავისი ენერგიული ზრდა შეწყვიტა, ბატონი პუტინი თავის ახლო გარემოცვაში უფრო მეტად ხედავს ბრძოლის ნიშნებს ძალაუფლებისათვის, რამაც შეიძლება, რუსეთის გავლენის შესუსტება გამოიწვიოს სახელმწიფოს იქით, რისი ამბიციაც პუტინს არ ასვენებს. ის, რომ ქვეყანაში გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა და, ასევე, გაიზარდა ფასები ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზეც, კრემლის ჩინოვნიკები, მიუხედავ იმისა, რომ მიჩვეულნი არიან რუსი მოსახლეობის მხრიდან სოცილაურ აპათიას, პანიკაში ჩავარდნენ.

ტანდემური დემოკრატიის რუსულმა კონსტრუქციამ შეიძლება, ჩაშალოს პუტინის გეგმა, რომლის მიხედვითაც, რუსულ პოლიტიკაში ის ყველაზე გავლენიანი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ის იძულებული იყო, დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, სწორედ ამიტომ თავის ადგლზე, ძველი მეგობარი, ბატონი მედვედევი დაასახელა, რომლის ლოილაობაში ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარებოდა. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში, ახალგაზრდა პრეზიდენტი თანახმა იყო, ყოფილიყო ყოვლისშემძლე პრემიერის ხელის ბიჭი. თუმცა, სიტუაცია იცვლება.

სავარაუდოდ, მედვედევის მეუღლის, სვეტლანას ჩაგონებით, მედვედევმა დაიწო თვითდამკვიდრება და მთავრობის კრიტიკა, რა თქმა უნდა, არა - პირდად პუტინის. სხვათა შორის, სვეტლანა მედვედევას რუსები ძალიან ხშირად ადარებენ მიხეილ გორბაჩოვის მეუღლეს, რაისა გორბაჩოვას. მან კრემლში საკუთარი პოლიტიკური გუნდიც შექმნა, რომელიც დამოუკიდებელია თეთრი სახლისგან.

ამბობენ, რომ ყველაზე მთავარი მიღწევა მედვედევისთვის სურკოვის მის გუნდში გადასვლა იყო. მედვედევსა და პუტინს შორის ურთიერთობა ბოლო კვირეებში განსაკუთრებით დაიძაბა. ამბობენ, რომ პუტინი გადაირია, როდესაც მას პრეზიდენტების ექსპერტების მიერ რუსული ეკონომიკის ანალიზი მაგიდაზე დაუდეს. პუტინმა ყველაფერი ეს პირად საქმეში ჩარევად აღიქვა.”ფინანსურმა კრიზისმა მედვედევს მისცა შანსი, ღია დაპირისპირებაში გადასულიყო პუტინთან,” - მითხრა ერთმა დასავლელმა დიპლომატმა.

პუტინი აღარ არის ულაპარაკოდ ავტორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომ მისი რეიტინგი ისევ მაღალია - 83%. პუტინი, როგორც მსოფლიო სხვა ლიდერები, ფინანსური კრიზისის გამო, მუდმივად დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად ამისა, პრემიერი სახეს არ კარგავს და დავოსში კითხულობს ლექციებს ეკონომიკის თემაზე და ასწავლის სხვებს, როგორ დაძლიონ ფინანსური უსიამოვნებები. მაგრამ მან უკვე უკვე დაარღვია ხელშეკრულება თავის ხალხთან, როდესაც ქმნიდა ანტიდემოკრატიულ სახელმწიფოს, ის დაპირდა რუს ხალხს, რომ დემოკრატიის ნაცვლად, ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა ექნებოდა. დაპირება, რომელიც ურყევი ჩანდა მაშინ, როცა ბარელი ნავთობის ფასი 100 დოლარზე მეტი იყო, დღეს ასეთი მყარი აღარაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
Krise: USA ist schuld PDF Drucken E-Mail
Samstag, 4. April 2009
In einer nichtöffentlichen Sitzung übernimmt Obama weitreichende Verantwortung für Finanzkrise. Staats- und Regierungschefs applaudieren.

US-Präsident Barack Obama hat die Staats- und Regierungschefs der G20 mit einem überraschenden Bekenntnis verblüfft.

Es stimme, dass die Krise in den USA begonnen hat, sagte Obama in der nichtöffentlichen Sitzung als Antwort auf einen Vorhalt Silvio Berlusconis.

„Ich übernehme die Verantwortung, auch wenn ich damals noch gar nicht Präsident war“, das berichtet DER SPIEGEL in seiner neuesten Ausgabe. Obamas Worte, das machte er in den folgenden Sätzen deutlich, beziehen sich aber auch auf die Zukunft.

Es sei extrem wichtig, „dass wir jetzt wirklich vorankommen“, sagte er. Den japanische Premier Taro Aso beeindruckte das Eingeständnis derart, dass er im Kreis seiner Kollegen versicherte, er werde sich dem Vorschlag, den nächsten Gipfel in den USA abzuhalten, nicht mehr verschließen – „jetzt, da die USA Verantwortung übernommen haben“.

Eigentlich wollte Aso selbst Gastgeber der nächsten Gipfelrunde der G20 sein. Auch Bundeskanzlerin Angela Merkel war höchst erstaunt. Das Bekenntnis war das Erste, was sie Finanzminister Peer Steinbrück aus den Gesprächen berichtete. Obama erhielt von seinen Kollegen für die Rede Applaus. DER SPIEGEL 15/2009

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ობამა დადასტურა,რომ ფინანსური კრიზისი ამერიკიაში დაიწყოო და მსოფლიოს მოედოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიტო გელოვანი: მდინარის პირას ჩამოვჯდები და ავხარხარდები

პალიასტომის ტბა გაცილებით დიდია და ღრმა, ვიდრე შოტლანდიის ცნობილი ლოჰ-ნესი, სადაც ლეგენდარული ურჩხული ბინადრობს. ვაცალოთ მიშას და ოთხი წლის შემდეგ პალიასტომიდან იმაზე დიდი ურჩხული ამოყოფს თავს, განვითარდება ტურიზმი და მხატვრული ფოტოგრაფია

[ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში. დიტო გელოვანი, ”ვერსია”]
გამარჯვებაში მთავარი პირობა უნიჭობაა. ნიჭი თუ გაქვს, საქმეს ვერ მოერევი, მიზანს ვერ მიაღწევ, მაგრამ მხოლოდ უნიჭობა არ კმარა. აუცილებლად საჭიროა იმის რწმენაც, რომ დამარცხებათა მიზეზი შენში კი არა, გარემოცვაშია. არც ეს კმარა. დამარცხებებმა განდიდების მანია უნდა შეგძინოთ. ეს ადვილია, რადგან თქვენ, ყველას მშობლები განებივრებდნენ და გენიალური ბავშვის კომპლექსს გიყალიბებდნენ. განდიდების მანია იმისთვის არის საჭირო, რომ ეჭვს გარეშე გწამდეს საკუთარ შესაძლებლობათა უსაზღვროება... კიდევ ერთი რამ არის საჭირო - სიმხდალე... სიმხდალე განდიდების მანიის თანამავალია და მომდინარეობს რწმენიდან, რომ თუ მე დავიღუპები, ჩემს გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს
(ჭაბუა ამირეჯიბი, ”გორა მბორგალი”)

გასული კვირა საქართველოს ხელისუფლების ბენეფისად იქცა. ეს უკვე სულ სხვაა. ჯერ იყო და, ნატოს გენერალური მდივანი დავით ბაქრაძის პროტეჟე გახდა, ხოლო შემდეგ, როცა ეკონომიკისთვის მოიცალა, მიშიკო და მისი რაზმი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოგვარებას შეუდგა და ამ საქმეში დახმარება ოპოზიციას სთხოვა. დამოუკიდებლადაც შეუძლიათ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ტყემლით მაინც სულ სხვაა.

ტყემალი ვახსენე და ნელ-ნელა მახსენდება ის, რაც ხდებოდა წინა კვირაში - შაშკინი და ”ქორთიარდ მარიოტი”, უგულავა და დემოკრატია, მიშა მაჭავარიანი და რეგლამენტი, ბაჩუკი ქარდავა და გიორგი თარგამაძე, ”სტოპ” და ”რატომ”, ლაშა და კომპოზიტორები, გუგავა და ხათუნა, ანუ გიორგი და გოგორიშვილი... და კიდევ ის, რომ ჯიგარი დაიწვა და ამასთან დაკავშირებით ლეიბორისტებმა დამწვრობის ცენტრთან აქცია გამართეს.

გია ბარამიძე ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეს ფოგ რასმუსენის არჩევას გამოეხმაურა. როგორც ბარამიძემ განაცხადა, დანია იყო ერთ-ერთი აქტიური ქვეყანა ჯერ კიდევ ბუქარესტის სამიტზე, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებებს.

ამის შემდეგ ბარამიძემ ბევრი ილაპარაკა ქართველი და დანიელი ერების ”ოდითგანვე მეგობრობაზე”, მაგრამ ბოლოს თავი მაინც დაიზღვია: ”თუმცა, ბუნებრივია ნატო-ს გენერალური მდივანი გამოხატავს ყველა წევრი სახელმწიფოს ერთიან, შეთანხმებულ, კონსესუსით მიღებულ პოზიციას”.

რამდენიმე წლის წინ, როცა სხეფერი აირჩიეს, ბარამიძე ამბობდა, ბორის პაიჭაძე რუუდ ვან ნისტელროის სტილში თამაშობდაო, მაგრამ ახლა სხვა დროა და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შოთა რუსთაველი ასტრიდ ლინდგრენის გავლენას განიცდიდა... ანდერსენი უნდა მეთქვა. ტყუილია, თითქოს ”დინამომ” კოპენჰაგენში 4:1 თვითონ მოიგო. მოგვაგებინეს.

ისე, რა საინტერესოა - დავით ბაქრაძე კოპენჰაგენში სულ რაღააც ერთი დღით იმყოფებოდა და ეს ერთი დღეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ამ პატარა ბიჭს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსზე ზეგავლენა მოეხდინა. რატომ შეაჩერა ბაქრაძემ თავისი არჩევანი მაინცდამანც დანიის პრემიერ-მინისტრზე? პასუხი მარტივია - დანიელი და ქართველი ერები ოდითგანვე მეგობრობენ. ახლა, დროა, გავაღრმავოთ მეგობრობა. დანიაში საქართველოს ელჩად გამოცდილი დიპლომატი უნდა დაინიშნოს, საუკეთესოთა შორის საუკეთესო, ლიდერი ლიდერთა შორის. მე ასეთად ზაზა ბეგაშვილი მიმაჩნია. ასტრონავტები დანიას რომ გადმოხედავენ, ერთ შავ წერტილს აღმოაჩენენ.

გიგი უგულავამ გადაწყვიტა, რომ დროა ნაციონალურ მოძრაობას ერთი ნათელი წერტილი მაინც აჩნდეს და გადაწყვიტა, რომ ეს ნათელი წერტილი თვითონ უნდა იყოს - კობა ბექაურმა ვერ გაქაჩა, ნუგზარ წიკლაური ვერ ქაჩავს. გიგის ძალიან უნდა, რომ მისადმი მიძღვნილი მოგონებების კრებულს სახელწოდებად ჰქონდეს ”კვალი ნათელი” და ამიტომ გასულ კვირაში ახალი ინიციატივით გამოვიდა - თბილისის მერი პირდაპირი არჩევის წესით უნდა აირჩეს - პირდაპირი არჩევნების დროს დემოკრატიის უფრო მაღალი სტანდარტი არსებობსო.

არ მეგონა, უფრო მაღალი სტანდარტებიც თუ არსებობდა. დებილი ვარ... ჩემთვის დემოკრატია სკვერებისა და ხელოვნურსაფარიანი მოედნების გახსნა, ბავშვებისთვის თავზე ხელის გადასმა და პენალტების დარტყმა იყო.

ჩემს ინციატივასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობააო - დაიწუწუნა უგულავამ და ეგრევე მიშა მაჭავარიანი დააბეზღა, ეგ არის დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მტერიო. ამ განცხადებით უგულავამ სულ ცოტა ორი კურდღელი დაიჭირა. ჯერ ერთი, თავი წარმოაჩინა, როგორც დემოკრატიისათვის მებრძოლმა და მეორეც – გვითხრა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში პროცესები დუღს და გადმოდუღს, რომ ჭეშმარიტებამდე კამათის გზით მიდიან... მოკლედ, ერთიანი ნაც. მოძრაობა მაღალი სტანდარტების მქონე პოლიტიკური ორგანიზაციაა.

რაც შეეხება მიხეილ მაჭავარიანს... მაჭავარიანი არის ცუდი ინსპექტორი, უგულავა კარგი ინსპექტორია და სჯობს ორი ლარი მას მივცეთ. უგულავა კარგი ინსპექტორია და ”პრაიმ-ტაიმი” კარგი გაზეთია. უგულავა ინსპექტორია და ”პრაიმ-ტაიმი” გაზეთია? ბოლოს, უგულავამ ასეთი რამ თქვა: „ჩვენ ყოველგვარ რიგგარეშე არჩევნებს გამოვრიცხავთ, რადან ეს აბსოლუტურად უსარგებლო ინიციატივაა რამდენიმე მიზეზის გამო. შარშან იყო არჩევნები და მეორე ის, რომ ეს არის ძვირი სიამოვნება”.

არჩევნები სიამოვნება ყოფილა. მართალია, ძვირი, მაგრამ, მაინც - სიამოვნება. და რადგან, მიშას თქმით, 2010 წლამდე არჩევნები არ იქნება, უნდა ვიფიქროთ, რომ წელს მხოლოდ უსიამოვნებები გველის. მდინარის პირას ჩამოვჯექი და ავტირდი. სამაგიეროდ, გაისად მდინარის პირას ჩამოვჯდები და ავხარხარდები.

სასაცილოა, მაგრამ ფაქტია - მიხეილ მაჭავარიანი ნელ-ნელა რონალდ რეიგანს ემსგავსება. რეიგანი ბოლოს ვეღარავის ცნობდა, ხოლო პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი ვეღარ ცნობს დეპუტატებს. ნიუსს მოგაწვდით, ”ინტერპრესს” რომ ვენაცვალე:

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომებისთვის ბოიკოტის გამომცხადებელი დეპუტატი ვერ გაიხსენა. მიხეილ მაჭავარიანი კარლო კოპალიანის ვინაობით დღევანდელ ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხების განხილვისას დაინტერესდა. ”ეს რომელია?”, - იკითხა მაჭავარიანმა კარლო კოპალიანის განცხადების წაკითხვისას, სადაც დეპუტატი წერს, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო იყენებს რეგლამენტით მინიჭებულ უფლებას და უარს ამბობს სხდომებში მონაწილეობაზე”.

საერთოდ კი, მაჭავარიანთან ერთად რონალდ რეიგანს ნელ-ნელა მთელი საქართველო ემსგავსება. მაგალითად აღარავის ახსოვს, რომ არსებობს ასეთი დეპუტატი - გია როინიშვილი. აღარავის ახსოვს, რომ უმრავლესობის ლიდერი იყო მაია ნადირაძე, მისი მოადგილე - კობა ბექაური, კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი... აღარავის ახსოვს, რომ მიშა სააკაშვილი და გია ბარამიძე მოქალაქეთა კავშირის ლიდერები იყვნენ და რომ მათ ერთობლივად აღმოაჩინეს ”ბოინგის” ეკონომ-კლასში ნინო კალანდაძე, რომელიც აღარავის ახსოვს. პირზე ყველას დიმიტრი შაშკინი აკერია. შაშკი ნაგოლოოოო... შაშკინ ნაგოლოოოო!!!

31 მარტს პეტრე ცისკარიშვილმა ბრიფინგი გამართა და სენსაციური განცხადება გააკეთა: ახლა არის დრო, რომ ყველა პარტიამ და პოლიტიკოსმა საკუთარზე მაღლა დააყენოს ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ამიტომ ჩვენ დიდი ხანია, უარი ვთქვით დაპირისპირებისა და კონფრონტაციის პოლიტიკაზე; ერი და ბერი დღეს ჩვენგან – პოლიტიკოსებისგან სწორედ ამას ითხოვს”.

დაკვირვებული ვარ, რომ პეტრე ცისკარიშვილი ყოველთვის იმას აკეთებს, რასაც მისგან ერი და ბერი ითხოვს. უთხრა ერმა და ბერმა, დავით საგანელიძეს თვალი გამოთხარეო და გამოთხარა. უთხრა ერმა და ბერმა ”ბადაგონის” ღვინო კანალიზაციაში ჩაუშვიო და ჩაუშვა. ახლა ერმა და ბერმა თხოვა, 31 მარტიდან ქვეყნის და ხალხის ინტერესები შენს პირად ინტერესებზე მაღლა დააყენეო და სრულიად არ გამკვირვებია, რომ 31 მარტის 00 საათზე და 4 წუთზე ცისკარიშვილს სამშობლო საკუთარ თავზე მეტად უყვარდა, ის სენსაციური განცხადება კი ზუსტად 12 საათში გააკეთა და ესეც თქვა: ”ხელისუფლება მზად არის, დიალოგი აწარმოოს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად და სამუშაო ადილებისთვის. მეორე თემად კი ცისკარიშვილმა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვა დაასახელა, მესამე თემად - დემოკრატიული პოლიტიკური რეფორმის ერთობლივად გატარება”.

ხომ იცით, როდესაც, დავუშვათ, ნიგერია ან ვენესუელა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ განაცხადებენ ხოლმე, შავი ოქროს ფასი მაშინვე მაღლა იწევს. და იმ დღეს, როდესაც ცისკარიშვილმა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოგვარება ახსენა ნავთობის ფასმა მაშინვე აღმასვლა დაიწყო. ყველა ზეიმობდა და გამახსენდა ბოლო კადრები ფილმიდან ”არმაგედონი”, ბრუს ვილისი დედამიწას რომ გადაარჩენს და ებრაელები და პალესტინელები ერთმანეთს რომ ეხვევიან.

ცისკარიშვილმა ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა. ტყემლისა არ იყოს, ოპოზიციით მაინც სულ სხვაა. ეგ არის, რომ ოპოზიციამ ვერ შეირგო ხელისუფლების პლურალიზმი და შეთავაზება საპირველაპრილო ხუმრობად მონათლა - შაშკინი ვიღას დაკარგვიაო. შაშკინი უნდა ყოფილიყო ”ქორთიარდში” გასამართი შეხვედრის სული და გული. შეხვედრა გაიმართა, სული და გული იყო, მაგრამ არ იყო ტვინი და არ იყო ჯიგარი. ვიღაცეებს ტყემალი გაახსენდათ და ტვინი წაიღეს, ხოლო ჯიგარი დაიწვა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაში მაინც არიან ადამიანები, რომლებსაც იმედი არ დაუკარგავთ. მათ შორისაა ეკონომიკის მინისტრი ლაშა ჟვანია. ჟვანიას განცხადებით, ოპოზიციის ხელისუფლებასთან დიალოგის რესურსი ამოწურული არ არის. ახლა აღარ შევუდგები იმის განხილვას, არის თუ არა ეს რესურსი ამოწურული. ჩემი აზრით - ამოწურულია, ჟვანიას აზრით, ეს რესურსი ჯერ კიდევ არსებობს. ჟვანიამ, ალბათ, რაღაც ისეთი იცის, რაც არ ვიცით ჩვენ. ვთხოვ, ნუ დაგვიმალავს, გვითხრას და კიდევ ერთ რამეს ვთხოვ - თუ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების რესურსი მართლაც არსებობს, ნუ გაიტანს ეკონომიკის სამინისტრო ამ რესურსს ტენდერზე და ნუ გაყიდის.

ნატოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრის პარალელურად თბილისში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა - კომპოზიტორთა კავშირის წევრები და ეკონომიკური განვითარების მინისტრს შეხვდნენ, ლაშა ჟვანიას. ღოგორც სააგენტომ მაცნობა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

სანამ ნიუსის კითხას გავაგრძელებდი, ერთი პირობა ვიფიქრე, ეტყობა ამ შეხვედრაზე არც ერთი მუსიკალური ნაწარმოები არ დაიწერა-მეთქი. მერე გამახსენდა, რომ მართალია ქურდები ქურდობენ, ბოზები ბოზობენ და მათხოვრები მათხოვრობენ, მაგრამ მწერლები არ წერენ, მხატვრები არ ხატავენ და კომპოზიტორები არ კომპოზიტორობენ.

შეხვედრაზე ბორჯომის კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის კუთვნილების საკითხს თითქმის საათნახევრის განმავლობაში განიხილავდნენ და, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, შედეგი ნული იყო. სარწმუნო ანკარა წყარომ (გერმანულად ბახი წყაროს ნიშნავს) მაცნობა, რომ შეხვედრაზე ჟვანიას კომპოზიტორებისთვის მოუთხოვია, აბა ოქტავის ყველა ნოტი ჩამომითვალეთო და ამათაც ჩამოუთვლიათ: ცემენტი, აგური, ბეტონი, გიფსოკარდონი, შიფერი, პარკეტი-დიეზი და მეტალოპლასტმასი-ბემოლი.

უშედეგოდ დასრულდებოდა, აბა რა იქნებოდა? „ჩვენ უნდა დაგვიკანონდეს ეს შენობა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტთ ვის მივეკედლოთ სახლმწიფოს, თუ - კერძო ინვესტორს. ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი კავშირის საკუთრებაა და ამასთან დაკავშირებით დათმობებზე ვერ წავალთ”, - კახა ცაბაძე უკმაყოფილებას ვერ მალავდა. ხელოვანი ხალხი იმაზე რომ დაწყებს ფიქრს, ვის მივეკედლო და ვის მივეგიფსოკარდონდეო... ხალხოოოო, მოცარტი სიღარიბეში მოკვდა!!!

მშენებლობის თემა მიშამ განაგრძო: ”ფოთში საქართველოში ყველაზე დიდი აეროპორტი აშენდება და იქნება სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებზე გათვლილი. ამისთვის ფოთში ძალიან კარგი ბუნებრივი პირობებია”.

მინდა გითხრათ, რომ პალიასტომის ტბა გაცილებით დიდია და ღრმა, ვიდრე შოტლანდიის ცნობილი ლოჰ-ნესი, სადაც ლეგენდარული ურჩხული ბინადრობს. ვაცალოთ მიშას და ოთხი წლის შემდეგ პალიასტომიდან იმაზე დიდი ურჩხული ამოყოფს თავს, განვითარდება ტურიზმი და მხატვრული ფოტოგრაფია. თუმცა, დავუბრუნდეთ აეროპორტს, რომელიც ”საქართველოში ყველაზე დიდი იქნება”. მას ალბათ თურქები ააშენებენ და პირველივე წვიმის დროს მასში იმდენი წყალი ჩავა, რამდენიც საქართველოს არც ერთ აეროპორტს (ჯამში) არ დასიზმრებია. შემდეგ, ნაკვალევს წვიმა წაშლის და ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.

ეჰ, ნეტავ მიშა ქარის მოტანილი იყოს, გასულ კვირაში ხომ წაიღებდა ქარი... მაგრამ, მიშა არ არის ქარის მოტანილი. მიშა მოიტანეს ბურჯანაძემ, ნოღაიდელმა, ხაინდრავამ, კიწმარიშვილმა, გრეჩიხებმა... გრეჩიხას მოტანილს კატლეტი წაიღებს!!! ვაჰ, ეს რა მაგარი რამე ვთქვი!

და - გილაური. რა ხანია, მის შესახებ არაფერი მითქვამს. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც არაფერს ამბობს. გასულ კვირაში თქვა: ”2008 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2,1 პროცენტი შეადგინა. მართალია, 2,1-პროცენტიანი ზრდა, შესაძლოა, მაღალი ციფრი არ არის, მაგრამ გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის, რეგიონში არსებული პრობლემური ვითარების გათვალისწინებით შედეგი მაინც დადებითია”.

ჰოოო... ეკონომიკურ ზრდას 2,1 პროცენტი შეუდგენია, მაგრამ იმას რა ვუყოთ, იმავე წელს ტერიტორიულმა კლებამ ლამის 25 პროცენტი რომ შეადგინა? როდესაც ციფრებით ვსაუბრობთ, მეტი დაკვირვებაა საჭირო. მაგალითად, გარემოს დაცვის სამინისტროში განახლებული ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ითქვა, რომ სამინისტროს ვებგვერდს დღეში, საშუალოდ, 835 ვიზიტორი ჰყავს. მინდა გითხრათ, რომ ამ სამინისტროს მოქმედ და ყოფილ თანამშრომელთა რაოდენობა (შტატიანები, უშტატოები, გაუფროსმეცნიერთანამშრომლებულები და ჩამოლაბორანტებულები) დაახლოებით 836-ს შეადგენს და იმ რვაასოცდამეთექვსმეტეს ინტერნეტი აქვს გათიშული.

წავედი... მეხუთე შტატივი ვაშინგტონში იყო, ერთადერთი ჩითის კაბა - კოპენჰაგენში, ქართული ფეხბურთი - ლომის უკანალში. ვიღა დარჩა? ლეიბორისტები და ჯონდი ბაღათურია. ლეიბორისტებს ჯიგარი დაეწვათ, ჯონდის თმა შეეტრუსა.

ლეიბორისტებმა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის რაღაც ქაღალდი მიიტანეს და ის ქაღალდი არსად ჩანს. გუგავა ამბობს, დოკუმენტს გოგორიშვილი არ აჩენს, ზედ აზის და ცოტა ჩაიჩოჩოს, რომ დოკუმენტი გამოჩნდესო. ხათუნას დიდხანს მოუწევს ჩოჩვა, სანამ დოკუმენტი გამოჩნდება. ხათუნა დიდია და ბარაქიანი, გუგავასგან განსხვავებით...

ე.მ. (ეპილოგის მაგიერ) მივედი, დავხედე, თითქოს მივხვდი კიდეც, რაც იყო, მაგრამ ჩემი ეჭვის სიტყვით თქმა ვერ გავბედე.
- Не могу - მივუგე და ამას დაუყოვნებელი პასუხი მოჰყვა:
- Это говно - დაიძახა და ისევ გადაიხარხარა
(ჭაბუა ამირეჯიბი, ”გორა მბორგალი”)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
1. ბარაკ ობამა საქართველოს შესახე ისევ საუბრობს. აშშს-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გადაჭრით უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2. სერგეი ლავროვი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფს მითითებებს აძლევს. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მოითხოვს გამოქვეყნდეს იმ ქვეყნების სია, ვინც საქართველოს აიარაღებდა.

3.ოპოზიცია 9 აპრილისათვის მზადებას განაგრძობს. დღეს რადიაკლური ოპოზიცია ქვემო ქართლს ესტუმრება და საკუთარ გეგმებს მარნეულის მოსახლეობას გააცნობს.

4. მიხეილ სააკაშვილი დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება.

5. პარლამენტში დღეს ემიგრანტების პოზიციაზე ისაუბრებენ. მოხსენებას თემაზე იულონ გაგოშიძე და ნუგზარ წიკლაური წაიკითხავენ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი