ლურსმანა, შემოგევლე, მე კაცი მეგონე, რა მემართება, როგორ არაფერში არ მწყალობს ბედი? ეს უკვე მეორედ შევცდი=haa=

სადაა ეხლა ჩვენი ქურდუნიააააააააა
ბოდიში თემას გადავუხვიე.იცი რას გეტყვი? ბრძენს რომ ჰკითხეს რა არის ბედნიერება და ვინ შეიძლება ბედნიერად ჩაითვალოსო. ასე უპასუხა: ბედნიერება არის მხოლოდ ტერმინი და ბედნიერად ის ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც უბედურზე უკეთ გამოიყურებაო.აბა დაფიქრდი არ არის მართალი? შენ უბედნიერესი ქალი ხარ, მაგაზე მეტი რა უნდა გაგეკეთებინა,რასაც პატიოსანი და წაღმართიანი შვილების აღზრდა ქვია სახელი. და კიდევ შენი სიტყვიდან გამომდინარე თუ სამზარეულოში ფუსფუსებ, აუცილებლად საუკეთესო დიასახლისი იქნები ალბათ. მეტი უკეთესი რა უნდა გააკეთოს ქალმა? აბა თუ დაფიქრებულხარ იმაზე, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ასობით ნაშრომი აქვთ, მეშოკობით ფული, დიდება, და ბევრი სხვა,- მაგრამ არა აქვთ ყველაზე მთავარი, ოჯახური სითბო და შვილების სიყვარული, ან სალანძღავი შვილები ჰყავს და ისეთ ყოლას არ ჰყავდეს ის სჯობია.ისინი ყველაფერს დათმობენ რაც გააჩნიათ მოსიყვარულე მეუღლის ერთ ამბორში, სიტყვა დედა რომ გაეგონათ საკუთარი პირმშოსგან.
შენ სასიქადულო დედა ხარ. შენ ნამდვილი ქართველი, უბედნიერესი მანდილოსანი ხარ. ქალს ასაკი არა აქვს. გადააგდე სარკე გვერდზე, და საკუთარ გულში ჩაიხედე. გული ხომ ახალგაზრდა გაქვს?ხოლო გული კი ადამიანის სულის სარკეა. ესე იგი შენ ახალგაზრდა ხარ და რა დროს ფინიშია? ჯერ კიდევ ბევრი საქმე გაქვს და ეხლავე გაიღიმე და ახალგაზრდული შემართებით მიჰყევი ცხოვრებას.

