↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
სიყვარული პოეზიის ენით..!!!


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
”ხომ უყურებ, მზე კუბოში ჩაწვა,
მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
მე მინდა რომ ეს საღამო დავწვა
შენ მეხანძრის როლი ითამაშე...”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
...skdeba vulkani da cecxlovan talgebs shors isvris,
modis gvartqafi niagvrisa,ar ckdeba cvima,
cheka-quxilis grgvinva mainc agar cherdeba
da upatronod darchenili mica kvlav gminavs....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ გინდა რომ ეს საღამო დაწვა?
დაიფერფლოს თუნდაც სიონს მთვარე?
თუნდაც ბინდი გადაეკრას ზეცას..
თუნდაც მზეს მოაკლდეს სიმცხუნვარე,
მაინც ვიცი უკვდავია აზრი,
აზრი...სასიცოცხლო ვაზის,
გული სისხლით სავსე,
ფიქრი მესიაზე....
ვიცი, რომ ნათელის მიჯნას,
სასიბნელო არშიები შვენის,
ვიცი რომ დიდებულ ცოდნას,
ემუქრება ურწმუნობა ენის,
.........ეგეც ალბათ ნიავია დროის,
ეგეც ალბათ გადაივლის მალე,
სასიცოცხლო ჰიმნს აუგებ ძეგლებს,
და ამ რწმენის ძალით გავიხარებ,
.............................................................
ისევ სულის მარადიულ ჰანგებს,...ვესესხები
მუხლს მოუყრი.....ვერცხლად ქცეულ მთვარეს.

ტონტას საჩუქრად 1 აიკოსაგან 6 აპრილი 2009 წელი.=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts475
კარმა0
OFFLINEPROFILE
BRAVOOOO,MAIIIII=ko= =ko= =ko= BUKAKIESTAN DAGIMESIJEEEEE=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მერიკოო მეც დაგიმესიჯე ბუკაკიასთანნნ=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
უღრმესი მადლობაააა. =ko= =ko= =ko=

"სანამ ატომებად გავიქცევით
გინდა? რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშები
ჩემი ღიმილებით მოგირთო..."

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
(არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო...)
გალაკტიონ ტაბიძე

არ დაგავიწყდეს ოქროს საღამო,

არ დაგავიწყდეს მზის ჩასვლა ზღვაზე,

მიზეზის სხვისა და სხვისა გამო,

გთხოვ, არ იფიქრო მხოლოდ ღელვაზე...

არ დაგავიწყდეს პალმა, ლიანა,

გეტყვი, თუნდ გული ჩემი დამიწდეს,

არ დაგავიწყდეს ჩვენი ქვეყანა,

ყველაფერი რომ გადაგავიწყდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მერის თვალებით
გალაკტიონ ტაბიძე

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე,

დახურულია გული, როგორც საკანი რამე.

თითქო უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი,

გულში ვერც ზეცა ატანს, ვერც სიხარულის შუქი.

გაუდაბურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი,

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე.

ოჰ, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა,

არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა.

ეს რამდენიმე დღეა და რამდენიმე ღამე -

არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი.

ჩამოიბუროს ზეცა, მისიც აღარა მჯერა -

მერის თვალებით იგი ვერ გაბრწყინდება, ვერა!

1916

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 Jan 2010
Posts180
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *

მო სიყვარული ჭალად ავტეხოდ,
შიგ ვერ გავიგნოთ თავი და ბოლო,
ჩემი გულისკენ გზა საცალფეხო
შენ ერთადერთმა იცოდე მხოლოდ!

* * *

მე ისე მგენდე , როგორც ქარს ფოთოლი,
როგორც ზღვას პატარა ხომალდი,
როცა შორს მრჩებოდი ვიყავი ობოლი,
ჩამქრალი პატრუქივით ვბოლავდი.

რა მოწყენილია ეს ქვიშის ხალიჩა,
ჭრიჭინას სიმღერა უნიჭო...
არ გინდა სიყვარულში თავები დავიხრჩოთ
ძღვისფერ ძღვას მივენდოთ უნიჩბოდ.

ჩვენი სიყვარული მიაგავს ამ ტალღას,
მიდის, კვალს არ ტოვებს ნაპირზე,
მე მინდა მარტო დავრჩე ამაღამ,
დავჯდე და ღღუბელივით ავტირდე.

* * *
მე ორი ცა მაქვს ქვეყნად,
ორივე ჩემად ვცანი...
ერთი - თვალები შენი,
ერთიც- ქართული ცაი,
ორივე საოცნებო, ორივე სალოცავი!.

* * *
შენ ამაყი, უშიშარი,
მეც გულდიდა,
როგორც ყველა ლამაზმანი,
ხარ აპრილში საბალახოდ
გამოსული ხარი,
მე კი შენდა წასალეკად
მოვარდნილი ალაზანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მონაზონ ქალს ოფელიას

გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.

სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა!

დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი,

ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ,მსხვერპლი!

სევდად იცვალა თრთოლა ციების,

ღმერთი თარეშობს შურისძიების.

სტიროდე,ადამ,სტირიდე,ევა!

გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.



გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მიმღერე რამე

როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრული!
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონება დადაღულ გულის..
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!

ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის,
ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!
ახლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!

დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე,
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!

ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების.
გემუდარები, მიმღერე რამე!



გალაკტიონი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts751
კარმა50
OFFLINEPROFILE
აი ვტირივარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
იცი რა?
თუ ხარ იყავი,
თუ გქვია გერქვას ვაჟკაცი,
ზაფხულს იებად გამეგე,
თოვლად მესტუმრე ზამთარში.
თუ გტკივა, გულით გტკიოდეს
ჩემი სული და იარა,
თუ კიდევ მეტრფი, მეტრფოდე,
ან სთქვი, თუ გადაგიარა.
თუ სიყვარულის მსხვერპლი ხარ,
მეც შემიწირე ზვარაკად,
თუ არა, მაშინ მატარე,
ცხადში და არა - არაკად.
როცა ვიცინი, რად გინდა
მაშინ ტკივილის გამხელა,
ან ვის სჭირდება გათბობა,
ცხრათვალა მზემ თუ დამხედა.
როცა მცივა და გინატრე,
სხვასთან ითბობდი ბაგეებს,
რაში მჭირდები, თუ სხვისი
დამიჯნურება გაბედე.
მაგრამ იცი რა, მომბეზრდა
შენი ბავშვივით ანცობა,
და თუ კაცი ხარ, იცოდე,
მაგას არ ჰქვია კაცობა.

ხათუნა გელაშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 823 posts ] 
სიყვარული პოეზიის ენით..!!!
დესპანი