↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაზაფხული გეღვრებოდა თვალებიდან,
ბაგიდან კი, იღიმოდა აპრილი,
სითბოს მაფრქვევ მოჭდობილი მკლავებიდან,
გრძნობას დღესაც უნდა მოვსდო აღვირი.
შენს თვალებში ჩავიხედე საოცრებავ,
ნუთუ ისევ მე მეკუთვნის, ჩემია?
არვის ვანდობ ქვეყანაზე ამ ოცნებას.
სულიც, გულიც და სხეულიც წრფელია.
გრძნობა მაინც უაღვიროდ მიაჭენებს,
ფიქრს გავანდე უსაშველო წადილი.
მონატრება მწუხარებას მიათკეცებს...
სად ვიპოვო უნაპირო ნაპირი...


ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
პულჩრა მარი კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა.=sher= კარმა შენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
პატარაობაში ჯიუტი ვიყავი
გახსოვს რამდენჯერ სამსაჯე დედა?
მეც ეხლა ერთი ჯიუტი მიყვარს
მას არ ვუყვარვარ არ დასჯი დედა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტრიოლეტები შეითანბაზარში

შვითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფლორცი,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა.
და, ვით აშოღლანს ეტმასნება ქალი ავხორცი
(შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი),
არც მე მასვენებს საქართველოს დარდი და ბოღმა:
სიტყვა – მზის ნაღმით ნარიყალის ნაშთზე ნატყორცი?
შეითანბაზარს რომ გასცდება თათრის ფოლორცი ,
ტრიოლეტივით დავყიალობ გაღმა-გამოღმა!

ამ ქუჩაბინდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი,
უსტაბაშს ჰშვენის მოფარფარე მზის ყალამქარი
(ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი),
და ჰგალობს ზურნა დილის საარს ჰანგღვთაებრივი.
დღეს კი ამოტყდა მეყვსეულად გრიგალი-ქარი
და სადღა არი ყარაჩოღელთ ლხინი თუ კრივი?...
ამ ქუჩაბანდში მე მინახავს ძველი ამქარი,
ხელში დროშებით გადაჭდობილ-გადანამწკრივი.

ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!
არ მომწონს რითმა ბესიკისა: „გაზი“ თუ „რაზი“ -
(ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი)
რითმა ყოველთვის ხმალში იწვევს აზრს საომრად,
მომწონს მაჯამის ამირბარი თეიმურაზი
და შოთას სიტყვის ჰარამხანას ვდარაჯობ მარად!...
ძველ პოეტებში მეც მყავს ჩემი გულის მურაზი,
მაგრამ ქვრივ რითმას არ გავყვები არასდროს ქმარად!

მიყვარს თბილისი! ირაკლივით მუდამ მშფოთარი!
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს,
ან მსურს მტკვრის ტალღამ ორთაჭალის ხრამს დამაგუბოს
(მიყვარს თბილისი!... იარკლივით მუდამ მშფოთარი!).
და მე არ მინდა სხვა ანდერძი არავითარი;
ახლიჩეთ მწვადი... სთქვით ლექსები...აჟღერეთ თარი...
რომ საიქიოს საიათნოვა არ წამეჩხუბოს!
მიყვარს თბილისი!... ირაკლივით მუდამ მშფოთვარი
და მსურს აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
შევცვლიდი თვით ამ ღამეს.
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი...
მხიარულებით ქალაქს...
შენი შემხედვარე
შენი ხმის გამგონე
ჭკუას დავკარგავდი ალბათ.
ეხლა რომ მოხვიდე?
ეხლა რომ დარეკო?
ეხლა რომ შემეხო, წამით...
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს
თუკი შენ გარგებდი ამით...
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე
ავაწიოკებდი ღამეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts41
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვისაც სიყვარული არასოდეს არ განუცდია
არც სხვისი სუნთქვით ცხოვრებაში არ უსუნთქვია,
სხვისი სიცოცხლით არასოდეს არ უცხოვრია,
სიყვარულისთვის ერთი ღამეც არ უთევია.
ვის სიყვარულის წმინდა ცრემლი ჯერ არ სდენია,
სატრფოს დანახვით მუხლი ართხელა არ მოჰკვეთია,
ვის გულის ჩქროლვა არ განუცდია,
როცა მიჯნური დაუნახია .
ვის სიყვარულზე არ უმღერია
და არც ლექსები დაუწერია,
მას ეს ცხოვრება არ შერგებია,
და მისი აზრიც არ გაუგია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ.
მე ვარ... როგორ გითხრა?- არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ!

დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე,ნორმებზე,
მოგისმენ,
მოგისმენ!

მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებივით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს, გინდა დავიფიცო,
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ უხმოდ და უსიტყვოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
არ მიძებნია,
ისე გამიჩნდნენ მტრები,
არ ამინთია,
ისე ჩამიქრეს კვარი,
სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები,
ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.

არ უწვიმია,
ისე დავსველდი გუშინ,
ყველა ვინც დადის,
ახლა ჩემს გულზე დადის,
შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში,
შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.

გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც,
გზები არა ჩანს,
ხევებს მივყვები ქვიანს,
შენ აღარა ხარ,
ჩემი ბედია ესაც
და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მონატრება ტკივილამდე გაგიგია----?
ხოდა სწორედ ასე ძლიერ მენატრები...
გაგიგია-? მონატრებით გადარევა---?
გავგიჯდები ისე ძლიერ მენატრები

ცრემლებამდე მონატრება გაგიგია?
სწორედ ასე სწორედ ასე მენატრები
კივილამდე მოანტრება გაგიგია?
ქალაქს შევძრავ შენზე ასე მონატრებით

მენატრები

მენატრები

მენატრები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თქვენი ჭირიმე,ყორნებო
თქვენი ჭირიმე,ყორნებო,
გლოვა არ იცით მკვდარზედა;
რაც უნდა კარგი ყმა მოკვდეს,
ცრემლ არ მოგივათ თვალზედა,
შაიმოსებით შავადა,
თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა,
კარგს ყმას გულს ამაარიდებთ,
ჩამაირიგებთ ჯარზედა,
გაილექებით სისხლითა,
გადახვალთ ილტოს წყალზედა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლიაკო მპუა=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საბრალო დედაბრისასა
თაგვნი ყანასა მკიანო,
ლომნი უგრეხენ ულოსა
და ვეფხვნი შეუკვრიანო;
დევნი ურემსა უბიან,
ირემნი ძნასა ჰყრიანო,
შველნი კევრებში შებმულან,
კალოს გარს დარბენიანო;
ზედ ანგელოზნი უსხედან,
ტკბილ ხმაზედ დასძახიანო,
ჭინკები მარდად უქცევენ,
ყანასა გაჰფორცხიანო;
ტახნი მისწევენ კალოსა,
მელები კუდით ჰგვიანო,
წერონი ანიავებენ
და ბატნი დაჰკაზმიანო;
დათვებს ჰკიდიათ ტომრები,
ორმოში პურსა ჰყრიანო,
მგლები წისქვილში გაგზავნეს,
პურს მალე დაუფქვიანო;
შაშვი ფქვილს მტკიცავს,გნოლი ჰზელს,
კაჭკაჭნი ამოჰქნიანო,
მტრედნი ჩააკვრენ ლავაშსა
და გვრიტნი ამოჰყრიანო;
ვარიები ამზადებენ,
იხვნი სუფრასა შლიანო,
ზეცას ტოროლა გაგზავნეს,
სტუმრები მოჰკრიბიანო,
შენს მადლსა,ჩხიკვნი ნუ გვინდა,
სუფრასა აგვიშლიანო;
სილამაზითა ხოხობი
შუაში ჩაისვიანო,
ბულბული გალობისათვის
სულ თავსა დაისვიანო,
საწყალი ბერი ქედანი
ბოლოში მოიგდიანო,
ერთად სმენ,სჭამენ,ლხინობენ,
„ჰარალეს“ დასძახიანო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გულო ჯავრისგან მოკლულო
რა დაგაყარო წამალი?
არც მოგიდგება ექიმი
არც მოგეტევე სამარი.
ეს ჩემი გული ორია,
ერთში სწვიმს, ერთში დარია;
ავტირდე, შავყრი ღრუბლებსა,
რომ გავიცინო, დარია;
ეს ერთი გული მეტყოდა:
მოკვდი, რათა ხარ მთელია!
მეორეც ამას ამბობდა:
იყავ, აჯავრე მტერია!
ეს ჩემი გული რასა ჰგავს?
ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა,
პირ შეკრულ, დამძიმებულსა,
საწვიმრად გამზადებულსა,
ქალს ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა,
მამისას დაბრუნებულსა;
ხმალსა ჰგავს პატრონ მომკვდარსა,
პირჟანგიანსა ოხერსა;
ცხენსა ჰგავს პატრონ-მომკვდარსა,
სადავე ჩემოშვებულსა;
წისქვილს ჰგავს მიშლილ-მოშლილსა
სათავე გადაგდებულსა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა,
საიქიოდან მოიდენ
ამ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მემრე თქვეს: დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი