 |
კარენოი დესპანელი
 |
| Joined05 Jan 2008 |
| Posts3204 |
| კარმა103 |
  |
|
 დიახ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეს იდეა დიდი ხანია ჩემში დევს.ჩემი ლექსების და მოთხრობებისთვის თავი მომეყარა და გამეერთიანებია ჩემს კრებულში, და როგორც იქნა მგონი ვახერხებ ამას.ჩემი კრებული, და ჩემი გული ყოველთვის ღიააა თქვენთვის და გთხოვთ შემოაღოთ. არ მიცხოვრია გმირის ცხოვრებით, არ მიძებნია ქვეყნად დიდება, ღმერთებს მიაგეთ ხოტბა პატივი, დიდება მხოლოდ ღმერთებს სჭირდებათ, ვინც ჩემს გულს ეძებს,ლექსში იპოვის, ლექსშია ჩემი ავლადიდება იოჟეფის ეს პატარა კუპლეტი ჩემს ჩემს აზრს გამოხატავს და მინდა რომ ჩემი წიგნსეპიგრაფად წავუმძღვარო თან, ხოლო ჩემი "შედევრის" პირველ ნაწილს დავარქვა ჩემი სიტყვა.არ ვგალობდი მე აქამდე, სიტყვა გულში ჩამიჟანგდა, ის ტუსაღი ბოლო დროს კი, მეჩხუბა და ამიჯანყდა, და ნამწყვდევი ჩემს სხეულში, ჩემი სიტყვა, ვითა ჯინი, ამოვარდა და გაფრინდა, და მოიკლა თვისი ჟინი. ამოფრინდა, გზა მონახა, და ცოტა თქვა, თუ ბევრია, მართალს ამბობს,-ჩემი გულის, წვეთი სისხლიც ურევია. სითბოს, ალერსს მოკლებულმა, მოიარა არე- მარე, ინახულა ყველა ერთად, იყო შინ და იყო გარე, კანარიის ჩიტის მსგავსად, უნდა ტკბილად იგალობოს, ყველას ყურში შეუფრინდა, ვერ მონახა გული ბოლოს, დანანების ცრემლი თვალზე, დაჰკიდვია როგორც ნამი იყო მორცხვი და ალალი, გახდა ურცხვი და თამამი. ყველგან ბოროტება ნახა, სიხარბე და ბევრი ომი, მაგრამ უფრო გამოიწრთო, გაძლიერდა ვითა ლომი, გაუკვირდა, ამდენ ცოდვას, როგორ იტევს დედამიწა, მშველელი კი ვერ მოსძებნა, მოიარა ცა და მიწა. და შეუდგა თვით გოლგოთას, რომ ვერ ჰპოვა მყუდრო ბინა, და კაენთა ცოდავათათვის, ზვარაკად თვით შეეწირა. მერე აღსდგა, ცად აფრინდა, ღმერთი ნახა მისდა ბედად, და მახარა ახალ ერა, გადაიქცა ნოეს მტრედად, განახლებულ ქვეყანაში, ჩემი სიტყვა გალობს, მღერის, ქართველნი კი ამაყობენ, ტკბებიან და ხარობს ერი. მე საქართველო მტკივა ძალიან, ის არს ორგანო ტოლფასი გულის, ფეთქს ოდნავ ავზე და ოდნავ კარგზე, მართლაც ნაწილი ამ ჩემი სულის. მე საქართველო მტკივა ძალიან, მისი ავ-კარგი მაღელვებს მუდამ, მოგიხმობთ ყველას!- ასეთ სამშობლოს, გაფრთხილება და ალერსი უნდა
სიზმარი. სიზმარში ქართველთ მხარეს, მიმაფრენს ცივი ქარი, ყაზბეგზე შევდექ- მესმა, მყისვე ქაშუეთის ზარი, ვიფიქრე მტერი მოდისთქო, მოვმარჯვე ხმალ და ფარი, სამშობლოს საზღვარს მივადექ, დაკეტილ დამხვდა კარი. არ გაგიშვებთო მითხრეს, უცებ მახალეს უარი, ჯიბეს ვიკარი ხელი, არ მქონდა მეტი ძალი, მივფანნტ მოვფანტე უცებ, ევრო, დოლარი, ლარი, ფეხდაფეხ გავყევ თერგსა, არც ურემ დამრჩა არც ხარი. მივეახლ ნანატრ თბილისს, იქა დამიხვდა ჯარი, ვინ მტერიათქო ვფიქრობ, ღობეს დავაძვრე სარი, ქართველნი ერთურთს მტრობენ, აუტეხიათ შარი, დაწყნარდით სირცხვილიათქო, შევძარი მთა და ბარი, ყველას მეფობა უნდა, ის ვერძია თუ ცხვარი. რქებით ერჩიან ერთურთს, გასდით ოფლი და პარი, მტერსა და ძმას ვერ სცნობენ, გადაირჯულეს თავი. სიმღერის ხმები არ მესმის, გადაუგდიათ თარი, გაბრაზებულა, ბურდღუნებს, ბრდღვინავს, ბობოქრობს მტკვარი. უსაქმურების ხროვაა, მინდვრებს ედებათ ნარი, ვაიმეე! ჩემო ქართველნო, გამართეთ ჰარი ჰარი? სჯობს თოხს მოჰკიდოთ ხელი, ოჯახს მოჰყაროთ ხვავი, ვაიმეეე! ჩემო ქართველნო, თვალებს ვახელ და ვბღავი, ღმერთოოოო!- ნეტავ ეს ამბავი, იყოს მართლაც სიზმარი.
ჩემო სანატრელო!
ჩემო სანუკვარო, ჩემო სანეტარო, რითი განუგეშო?- სისხლისგან დაცლილო, როგორ მოგიშუშო ამდენი იარა, გულში დაჭრილო და ომგადახდილო?
ჩემო საქართველოვ, ჩემო ბერმუხავ, მაქვს ხშირად შენი ხილვები, როგორ დაგიბრუნო, როგორ გაგიცოცხლო, შენი დაღუპული შვილები?
რა მიმზიდველი ხარ, და რა სანატრელი, შენი სითბოთი და თილისმით, შენი ბუმბერაზი ამაყი მთებით და შენი თმაჭაღარა თბილისით
სამშობლოს საახალწლო მილოცვა. ჩემო ტკბილო საქართველოვ, მომილოცავს ახალ წელი! გაგმართლებოდეს იმედი, რასაც ამა წელში ელი. შეკრულიყოს ერთ მყარ მუშტად,აფხაზ, ოსი, იმერელი, აჭარას თუ სამეგრელოს, ყველას ჩაგეკიდოთ ხელი. იმრავლე და გაიხარე, ქვეყანავ ნაბოძვო ღვთისა, ყოფილიყავ განმგებელი,ხმელეთის, ჰაერის თუ ზღვისა. გამაგრდი და გაძლიერდი, ვითა იყავ ოდეს შენა, გაღვივდი და გაიფურჩქნე და გაივსე სისხლით ვენა. დაიბრუნე, შეიფარე, დაფანტული წიწილები, შეიყუჟე შვილნი მალე, დააფარე შენი ფრთები. მოგვენატრე ჩვენო დედავ, შენი მთები, ზღვა და მდელო, კიდევ ერთხელ გლოცავ გულით, ჩემო ტლბილო ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ვ !!!
ქარი და ფოთლები.
ვუძღვნი ყველა ქართველ ლტოლვილს თუ საქართველოდან გადახვეწილთ.
ქარი აყრის ერთურთს, არყის დაყრილ ბოთლებს, ცაში აფარფატებს, დაობლებულ ფოთლებს ზოგი ღობის ძირში მიახეთქა მწარედ, ზოგი ააფრინა,- მოსდო არე-მარეს. ერთმა თვისი ხიბლით გაუკეთა ჯადო, და მოხუცმა ქალმა, წიგნის შუაში ჩადო. დაატყვევა მარად, ჰკივის გარეთ ქარი, ამინდია მართლაც ქარიშხალის დარი. ერთიც ალალ ბედზე ააფრინა მაღლა, ქარი კვლავ მძვინვარებს, აღარ იცის დაღლა. ბედკრულ ევედრება:"სამშობლოში მინდა" შუბლზე ოფლის წვეთი სიმწრით მოიწმინდა. "წამიყვანე ქარო! რაც მაწამე კმარა" ქარი კვლავ სისინებს: არა! არა! არა! ამ ხვეწნა და ჩხუბში განვლეს კავკასია, თითქოს სამშობლოში, არის ვაკანსია იმ საბრალომ უცებ , იგრძნო დიდი შვება სამშობლოში მიდის -" ობლის კვერი ცხვება" აჰა ის სამშობლოც!- იფარფატე ლაღად, როს დასტოვე ერთ დროს,ედემად და ბაღად. ფოთოლსა კი თვალთგან, ნაკადული წასკდა, იქაც ხეივანი, სულ გაძრცვნილი დახვდა. დაღვრემილი სახით, უმზერს შიშველ ქედებს, ცრემლიანი თვალით, თავშესაფარს ეძებს, ლტოლვილ იყო იქაც,შემოაცვდა ქოში, ლტოლვილადვე დარჩა, თვისსა სამშობლოში. აი ეს არის ჩემი შეკითხვაც და თხოვნაც მიშა სააკაშვილთან/ წაიკითხეთ ყველამ!!!
ვარ მოსკოვს ერთი მელექსე, სახელად მქვია მანანა, ჩემზე ამბობენ მოყვასნი- ხან იცინისო- ხან არა. ოდესღაც კი ვიცინოდი,- ეხლა მასხია რეტია, ფურცელზე ვანთხევ ყველაფერს, რაც გულში არ ჩამეტია.
მშობელთ საფლავებს ვერ ვსტირი,- ვერ გადმოვლახე ქედია, პუტინი მეგზურს ნიშნავსო,- ჩემთვის გზა ჩაუკეტია. გულში დაჭრილთა, ობოლთა, ყვავ-ყორნებ ბუმბულს გვაცლიან "შავებად გვნათვლენ ქართველთ ძეთ,- თითქოს აღარც ვართ კაცნია. მამავ, ძმაო და შვილოო, ჩვენო ძვირფასო მიშავ! შენ კი ხარ შენს სამშობლოში,- და არაფერი გიშავს, ჩვენაც მოგვხედე ცოტა,დიპლომატი ხარ დიდი, მოდი რა გაანმრთელე, ის ჩატეხილი ხიდი, რა ხიდზეც მამათ წინაპარს, საუკუნენი უვლიათ ნუთუ ის ღვაწლი მათ შორის, სულ ყველა დაკარგულია? ჩემმა მშობელმა დაიცვა,რუსეთის მიწა, მოსკოვი, კურსკი,ყირიმი, ქერჩი,სევასტოპოლი და ფსკოვი, ბიძის სულმა კი სხეული, რუსეთის მიწას ჩასტოვა, ისე წავიდა ქართველი, მემკვიდრეც კი ვერ დასტოვა. ეს მიწა,რუსეთის მიწა,-სავსეა ქართველთ ძვალითა, მორწყული ქართველთ სისხლითა,-ნავლელი ქართველთ ჯარითა. სამშობლო საქართველო მაქვს,-ცოცხალ ვიქნები სანამა, რუსეთის მიწაც ჩემია, მეც დამიტოვა მამამა. არ გვნაღვლობთ აქეთ მყოფებსა, ხელფასს გიხდიან სოროსი, რუსეთი ხალხსა გირჩენენ,- თქვენ კი იმალვით სოროში. საზღვარგარეთის პასპორტი, ან ეს ბედკრული ვიზა, ჩვენივ მიწაზე მოსულებს, მითხარით რაღად გვინდა? ძვირფასო პრეზიდენტო!- გვაქვს თქვენი იმედია, ჩვენი აქ ყოფნა, მოსკოვში,- ბედის ნაბოძებ ხვედრია. გვიყვარს ედემი სამშობლო,- ვიცით რომ ლამაზია, თუ ჩამოვედით ყველანი ,- გაქვთ ჩვენთვის ვაკანსია? ერთი მანანა არა ვართ,- ჩვენ მილიონი გვერქმის, რას დაგვასაქმებ იფიქრე,და რას გვიპირებ მერმისს? მრავალ ენაზე საუბრობ, გონება გიჭრის საღად. ისედაც ლამაზ ქვეყანას,-აქცევ სულ ედემ-ბაღად. ამერიკა თუ ინგლისი, ავსტრალია თუ ევროპა, შენი სითბო და სიყვარულ, მთელი მსოფლიოს ეყოფა. შენ გასწევ სააკაძობას,- არ გაიტეხო გული, მხოლოდ მარჯვენა ხელით,- მოსძებნე მარჯვენა ყური, ქართველნი,რუსნი ვიყავით, ოდითგან ძმანნი ჩვენა ხომ არა სჯობდა მათთანაც გამოგეძებნა ენა?
უ ფ ა ლ ო ! ისმინე ვედრება ისმინე ვედრება ჩემი, გადამაქციე ჩიტად და, შემასხი ვეება ფრთები. უფალო ისმინე ვედრება, გადამაქციე ჩიტად, რომ უპასპორტოდ, უვიზოდ, გავფრინდე სადაც მინდა!!! ოპტიმიზმი სიტყვისა წყაროს სასწრაფოდ, ვაშველე რვეულის ბწკარი, მოვმართე და ავაკვნესე, მღერას მწყურვალმა ქნარი. თეთრი პეგასზე შემჯდარმა, ღრუბლებში ამოვყავ თავი მესტუმრნენ ნანატრ მუზები, ვარ სიყვარულით მთვრალი. ქარაშოტებმა მახალეს, ყოველი მხრიდან ავი, დამაგდეს ზღვაში უნიჩბოდ, გადამიბრუნეს ნავი, ომში შემაგდეს უხმალოს, და დამიმსხვრიეს ფარი, წამართვეს მეგობრები და გამომაცალეს მხარი. უცებ შევნიშნე, ეულმა,ჩემს წინ აღმართულ მწვერვალი, აჰა ჩემი ხსნა, იმედი, ვარ მასზედ ვაგლახ მავალი, თუ არ ავცოცდე კენწეროს, არ მერქვას მე მაშინ ქალი, დავიპყრობ ცისა კაბადონს, ვერრას დამაკლებს მტრის თვალი. ათასჯერ მიწას ჩამმარხონ, ამოვხეთქ, ავჯეჯილდები, წყალში ჩამაღრჩონ, მე მყისვე,-ქალთევზად გადავიქცევი, ვერ გადამჩეხავს ღვინიას, თუნდ ასნი იალბუზები, მიშველენ, ამომიყვანენ, ჩემი ღმერთი და მუზები. არ შევუდრკები,ვიბრძოლებ,მე ქრისტე ღმერთი მიცავს, ცისფერი სისხლით მივაწერ, მზეს გამარჯვების სიტყვას. რწყალი არ ყველა წყალია.
გუბევ, გუბევ, შე საწყალო, ზარმაცო და სალახანავ, არ მოგწყინდა სულ ძილი და ერთ ადგილზე ყოფნა განა? ბაყაყების ორკესტრს უსმენ, ჩაიქნიე უკვე ხელი, სიკეთეს და კარგ ცხოვრებას, მუქთახორავ,- ნუღარ ელი. კარგ ცხოვრებას და კეთილ დღეს, იცოდე რომ უნდა შრომა ,შრომასა კი სიხალისე ,მოზრაობა, სწრაფი სრბოლა, გადმოხეთქე კალაპოტი, გაიღვიძე, გაინძერი, თავს ბუშტები მოგდგომია, დაგდებია მწვანე ფერი, ყველას სძულხარ უმოქმედო, გვერდს გივლიან დიდის ზიზღით. აბა შეხე იმ ჩვენს რიონს რას გრიალებს,როგორ მიჰქრის? ერთი ციდა ნაკადულად, მოევლინა ამ ქვეყანას, დავაჟკაცდა ტყეში, ღრეში, მობრდღვინავს და ტბორავს ჭალას. ჯებირები დაამტვრია, გადალეწა,გადმოლეწა, უდიდესი მონდომებით, ქალაქები გამოძერწა, მიგრიალებს და ხმაურობს, ბუნებამაც დაანათლა, მისმა ძალამ, ენერგიამ უკუნ ბნელეთი გაანათა, ბოლოს, დაღლილ დაქანცულმა, როს მოიგო დიდი ბრძოლა, კმაყოფილმა გაივაკა, და შეწყვიტა სწრაფი სრბოლა. და დაჭრილი მხეცის მსგავსად, ბოლო ღამე გაითენა, დაიცალა მდარე სისხლად და დიდ ზღვაში ჩაესვენა. შენ კი გძინავს, არ გრცხვენია, მრავალ მწერთა გახდი ბუდე, წვიმას ელი აგვისტოში, რომ არ დაშრე ცოდვილ გუბევ, შენც ხომ ამ ცის ნაჟური ხარ, ირგვლივ მთაც გაქვს და ბარიცა, ზოგი წყალიც კი ფუჭია, წყალიც არის და წყალიცა.

[color=#FF0000] საქართველოს გაზაფხული. გაზაფხული სურათია,ტვალწარმტაცი,მომხიბვლელი. იებით და ენძელებით გადიჭედა მინდორ ველი. ღიღილო და ვარდკაჭაჭა თავს უხრიან ერთურთს ნაზად, მრავალფერა ყვავილები,გეფინება ფიანდაზად.
აქ მერცხალი დაჭიკჭიკებს, ბუდეს აგებს თანდათანა, იქ ჭრელ პეპლებს ვარდის ირგვლივ გაუმართავთ განდა-განა, განდა-განი, განდა-განი, ფუტკრებმაც კი მისცეს ბანი, ეს ფერხული, ჟრიამული, ნეტავ გასტანს დიდი ხანი?
ატმებსა და ტყემლის კვირტებს დაებერათ მსხვილი ცური, ალმურ ასდით ბროწეულებს,- ეკიდებათ სიყვარული. ჯეჯილმა კი როგორც იქნა ამოხეთქა მიწის გული, და დაჰფარა თვის სიმწვანით, ტრაქტორების სწორი ხნული.
ათას ფერთა ჰარმონია, ჩიტუნების მაჟორ გამა, თუ გსმენიათ, ან გინახავთ ამ სურათის მსგავსი განა? ნაკადულმა გადმოხეთქა, დიდ მდინარედ გადაიქცა, ცა გრგვინავს და ჯეჯილ ღელავს,და გუგუნებს თავად მიწა.
მინდორ ველი გადაივსო, ოთხფეხით და ფრინველ-მწერით, ბალახებში დაფაჩუნებს,-მსუქანი და დიდი მწყერი. მხიარულად დაღიღინებს საამური სიო ნელი, რძიან ბალახს ეტანება, პირუტყვი თუ საქონელი. მზე მაცდურად იღიმებადა და იმედით ჩქროლავს გული, ასეთია ვინც არ იცით საქართველოს გაზაფხული. ღმერთის შეგონება.
" ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ"
დინების აღმა ვეწევი ნიჩბებს, და უარმყოფენ ციცქნა ტალღები, და ისევ, კვლავაც მესალმენიან, უკვე განვლილი ხილის ბაღები, მინდა რომ ფონი მოვძენბო სწრაფად, და დავეწაფო მწყურვალი, ხელი, მაგრამ არა და აღარ გამოდის, წინ და უკან სვლით- გზა არის გრძელი. წყალში ვარ,- წყალი მწყურია კვლავაც, ბაღში გადაველ, ხილს თვალი ვავლე, ვაშლი მინდოდა ჩამომეკრიფა, ტოტი გამისხლტა, ხელი ვერ ვავლე. და ოქროყანას შეველ მშიერი, რომ მომეცელა თუნდაც ხორბალი, ცელი ვერ ვნახე,- ოჰ ღმერთო ჩემო, დაღმა ტრიალებს ბედის ბორბალი. რა განსაცდელებს მიგზავნი ღმერთო, შემიბრალე და მაკმარე ცრემლი, ვგრძნობ, თითქოს როგორ ეშვება ურო, და ქვე მიგია მე რკინის გრდემლი, ხვატისგან სუნთქვა მეკვრება ისევ, მთელი ხმით ვყვირი: ჰაერი მინდააააააააააააააააააა! ჰაერი მინდა, სუფთა ჰაერი, ჩემი სამშობლოს ჰაერი წმინდა. ცა გადაიხსნა, მზე გაირინდა, ნიავიც შეწყდა, გაქვავდნენ ხენი, მამა ზეციერ გამოჩნდა ცაზე, ლოცვით უთრთოდა ოდნავ ბაგენი, და მიკარნახა რუდუნებითა: "არ შეუშინდე,- გაქვს ძლიერ გენი, მოთმინებითა ბევრითა შენთა, კვლავ მოიპოვე ეგ სული შენი." სული ჰო,მაგრამ ეგ ხვალის არის, დღეს კი თუ რამ მაქვს სულ ყველა ვკარგე, რა გამოვიდა? ჯერ აქ,- საცა ვარ, ესე სიცოცხლე და ყოფა მარგე! "უნდა ირწმუნო, ყველაფერს შესძლებ, ეცადო იღწვო, ითმინო ჯერა, შენ გაიმარჯვებ, შენ გაიმარჯვებ, აღმა ასცურავ მდინარეს- მჯერა. ამოეფარა დღის მანათობელს, გადამატარა სიძნელის ქედი, წავიდა ჩემგან და დამიტოვა, საიხარული და დიდი იმედი. ქართლის დედას. (სადღეგრძელო)
დედაო ღვთის იოსესი, დედავ წმინდა მარიამ, მუხლებს ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან. გვინდა შენი მფარველ კალთა, და მოწყალე თვალი, ჩემს ტკბილ ოჯახს, ჩემს სამშობლოს, გთხოვ ქართველი ქალი. მოგვიტევე ყველა ცოდვა, უმეცართა ჩვენთა, შეცდომები აპატივე, სიბრძნით განთქმულ ძეთა. მიეც პური არსობისა, მოუმართე ხელი, საქართველო მიჯანმრთელე, დამილოცე ერი. მოწმინდე ცრემლი დიაცსა, აუგიზგიზე კერია, ოდეს ვარდისფერ ქვეყანა, ამჟამად ნაცრისფერია. გამოუნათე მზის სხივი, მიეც იმედი მომავლის, ისმინე ჩემი ვედრება, დედის, ქართველი ქალის. მასმინე დედათ ნანაი,ყველა ოჯახის ბანიდან. ყოველგნით ჰქუხდეს სიუხვე, ზვიად მთიდან თუ ბარიდან. შენ გაამრავლე, განავრცე, ერი პურადი, გულადი, ხმალი უმსხვრიე მტერთათა, და გააქვავე გულამდი. და დაგვიბრუნე ის მიწა, ღმერთსა როს უბოძებია, და მოიყვანე ჭკუასა, თუ სადმე უღმრთო ძმებია. თონიდან პურის სურნელი, ტკაცან- ტკუცუნი წალმისა ახლაც ჩამესმის ყურებში, გადავირიო ლამისა, ამხიარულე, ალხინე, ჩემი ამერ და იმერი, მასმინე სადღეგრძელო და ქართული მრავალ ჟამიერი,
დედაო, ღვთის იოსესი,დედავ წმინდა მარიამ, მუხლსა ვიყრი შენს ხატის წინ, გევედრები ძალიან, ქართვლის დედაც მიდღეგრძელე, - ისიც დედა ქალია. ძველი დღიური.
ძველი დღიური, ძველი დღიური,ჩემი ფიქრების მყუდრო საკანი, დევს დამტვერილი ბოლო თაროზე,სიძველისაგან მთლად ფერგამკრთალი. სათუთად ვიღებ,გულში ვიხუტებ, ვით ჩემს მეგობარს, ბაგით ვეხები, ქარი კი ღმუის და ფანჯრის რაფას, ეხეთქებიან ბებერ ვერხვები. მყის თბილ ბუხართან მოვიკალათე, და გადავშალე ფრთხილად დღიური, შემომეფეთა პატარაობა, ჩემი სამშობლო, მუდამ მზიური. მეტეორივით გაისრიალა, უკვე დამთავრდა ჩემი ბავშვობა და გაცრეცილი ფურცლების მიღმა, მიმზერს გარდასულ ახალგაზრდობა. მიმზერს ხალისით, მიმზერს იმედით, დიდ სიყვარულის ცეცხლით გამთბარი, ყოველგვარ წვრილმანს მახსენებს იგი, ფიქრთა ყულაბა, ჩემი დავთარი. გარდასულ დროში მოგზაურობით, სიამის გრძნობით მე ვარ დამთვრალი, უცებ ვეგები მე საღ გონებას,ზეზე ვიჭრები, როგორც აფთარი, და რეალობას თვალს თვალში ვუყრი,ყურში ჩამესმის ქარის ხარხარი, გავცქერი შორეთს, ცის დასალიერს წაჰკიდებია თითქოს ხანძარი. ის ქარბორბალა, დაუნდობელი,საუკუნეებს მახეთქებს პირით, გარდასულ დღეთა მონატრებისგან, ეს ჩემი სული უმწეოდ ჰკივის. სასწრაფო ვხურავ ჩემს "აზრთა კონას" და აღარ ვჰყვები მე ფიქრთა თარეშს, ნაცემ ძაღლივით დაღლილ- დაქანცულ, მივანდე თავი ფუმფულა ბალიშს. თითქმის მიწყნარდა ირგვლივ ყოველი, თვალში ჩამესო ძილის ისარი, და ისევ ისე, როგორც ყოველთვის, ნანას მიმღერის ძველი ჭიშკარი ვარ სულ ერთი ციდა
დავუბრუნდი წარსულს, ვარ სულ ერთი ციდა, მუჭისსიმსხო ფანტელები, ცვივა თეთრი ციდან. წვეროსანი თოვლის პაპა, მეკითხება ჩუმად, რას ინატრებ, რა მოგართვა? კამფეტი თუ ხურმა? სიხარულის, აღტაცების, ცრემლი მაღრჩობს ლამის, თითქოს ისევ პაწია ვარ, გუშინ გავხდი სამის. მეეეეე? რა მინდააააააა? არაფერი, ავლუღლუღდი თანა. მე ყველაფერს მიყიდიან მყავს დედა და მამა. ჩემი წილი საჩუქარი, რაც მაგ ხურჯინს ავსებს, მიუტანე იმ ობოლ და საწყალ ლტოლვილ ბავშვებს. თოვლის პაპამ გამიღიმა, გადამისვა ხელი, მოიკიდა ისევ ზურგზე, ის ხურჯინი ძველი. გაეშურა იმ ბავშვებთან, თან წაიღო კოცნა, ყველა ჩემი დესპანელის, გულმხურვალე ლოცვა.   IMG size=300]http://up.pixgeo.com/out.php/i26225_025e4434062e.gif[/img] მეგობარს
მეგობარს
მეგობარსა ჩემი ლექსი, წავუკითხე,-მიძგერს გული, გამეხარდა, რომ მისმენდა, სიამითა განაბული. ბოლო ბწკარი ჩავათავე, მოლოდინით გული დნება, მან კი უცებ მომახალა, სასაცილო შეფასება. იმერლები ყველა წერთო, ეს რა მითხრა ამავ დილით, ყველა წერთო, პოეზიით, ენა გაქვთო გატეხილი, ლექსების თხზვაში ალბათო, გწყალობთ მდინარე რიონი, და უცებ დამისახელა, აკაკი, გალაქტიონი. მე კი თავზარი დამეცა, ვუცქერდი, როგორც ბავშვი, ამ შეფასებას, ნამდვილად, არ მოველოდი,-გავშრი. მეგობარო ჩემო კარგო, მოგივიდა მეტის მეტი, ბუმბერაზებს რომ მადარე, ეს ჭია-ჭუა პოეტი. დარდი ძუ ვეფხვივით მომვარდა და ყელს მსწვდა ბასრი კლანჭადა, ჟღრიალა სიმი ჩამიწყდა, სიტყვათ მადანიც გათავდა. დავალ და წინ მეფეთება, ცივი სისველე მასპინძლად, დამჭკნარან ყაყაჩოები, და გაზაფხულიც გაფრინდა. მაინც მივიწევ ბინდ-ბუნდში, შუბლს მილოკავენ ქარები ვერ მაბრკოლებენ აფთარსა ვარ უკუნ ბნელეთს მარები. რკინის ქალამნებს ჩავიცმევ, ცას დავიხურავ ქუდად, ფასკუნჯს ფრთებს დავესესხები, ვიფრენ და ვიფრენ მუდამ. და მტრის ჯინაზე ვიბრძოლებ კვლავაც გავიტან მაინც ლელოს, მივაღწევ ნანატრ უკვდავების წყალს, და ყაყაჩოვან მდელოს. და ჯეირანის ნახტომით მყისვე, მოვივლი ცას და მიწას, ყაყაჩოების ხანძარს გავაჩენ (და) უკვდავების წყლის წვიმას
ცხოვრების კიბე.
ეს ცხოვრება კიბე არის, ზოგი ადის, ზოგიც ჩადის, და რამდენი მძიმე თავი, ცარიელი კუჭით დადის. რამდენი კი ფუჭ-თავთავა, მოექცევა კიბეს ზედა, ბაქიობს და თავს მაღლა სწევს, ლაპარაკობა სიტყვებს ბევრსა. შემოსილა ბეწვეულით, ვითომც არის ტარიელი, არ გიკადრებს, დაგივიწყებს, ჯიბე თუ გაქვს ცარიელი. ვნახავ მაგათ ძირს დავარდნილთ, დამხობილი როგორ ტირსა, " სოფელო ღმერთი არ გამწირავს, კაცსა შენგან განაწირსა" ჭკვიანი კი გზას გაიკვლევს, და კიბეზე სწრაფად ავა, ეგ იქნება ზუსტად ეგრე, აღარ უნდა მაგას დავა
ბედნიერ წუთს მინდა მოვპარო წამი.
ბედნიერ წუთს მინდა მოვპარო წამი, და ჩამოვასხა მძივივით ძაფზე, გადავინახო ჩემს ყულაბაში, და გადავიცვა მაშინვე თავზე, როგორც კი სიო დაჰბერავს ზამთრის, დამეღარება სახე და ყელი, თეთრი ფანტელი დამათოვს თმებზე, და დამიდგება სიბერის ჯერი, მე ვერ ავიტან ასეთ სიცოცხლეს, და ვერ დავუკრავ მინორულ გამებს, გავწყვიტავ მძივს და გამოვიყენებ, ჩუმად მოპარულ ბედნიერ წამებს, და როცა მძივი აღარ დარჩება, იმ ჩემს ასხმულსა ძუისა ძაფსა, მოვუხმობ მყისვე მიქელ- გაბრიელს, ხმამაღლა დავკრავ ნაღარას, დაფსა, შევყრი მთელ სოფელს, მტერსა თუ მოყვასს, წმინდა გიორგის ვთხოვ მისი მონა, რომ მიიბაროს ეს ჩემი სული, და თუკი მანაც არ გაიგონა, ოჰ!-თავად წავალ, გავითხრი საფლავს, ჩავხტები შიგნით, მე ხელად მარე, რომ არ შევიგრძნო ზამთრის სიცივე, და საძაგელი სიბერე მწარე.
სიბერე ჯერ შორსაა მაგრამ........
როგორ შევაჩერო სიბერე,როგორ შევაჩერო დრო? სიბერეს ვერ შეაჩერებ, ყურში ჩამძახის ბრბო. როგორ შევაჩერო სიბერე, ვებღაუჭები წამებს, ვზივარ ოთახში, ვუკრავ, უკვე მინორულ გამებს. როგორ შევაჩერო სიბერე, ვარ უსუსური ქალი, როგორ დავყარო ფერხთით, ბრძოლის ფარი და ხმალი? მოჯარდა გრუზა თმებში, თეთრი სირმების გროვა, სწრაფად მიჰქრიან წლები, გაზაფხულ აღარ მოვა. სწრაფად მიჰქრიან წლები, ერთ წელში გადის ათი, იქნებ დროს გასაჩერებლად, -გადვაგდო შორს საათი? აღარც სათვალე მინდა, აღარც ხაზები სახის, დანახვა აღარ მინდა, ჩემი პატერა სარკის. საფრენად გაშლილ ფრთებზე, წლები ფიფქივით დნება, ირგვლივ ყვითლდება ყოვლი,ცხოვრებაც თანდათან ჰქრება. რამდენი რამის მოსწრებას, ვფიქრობ და ვცდილობ აწი, წუთები, გვირილასავით,თეთრ-თეთრ, ფურცლებსა მაცლის. არაფრის არ მეშინია, როგორც სიბერის ჟამის, გვერდით ოთახში უკვე ზამთრის აჩრდილი დადის. სიკვდილის არ მეშინია, როგორც სიბერის სულის, გული,-კვლავ ახალდაზრდაა,აღარ ბერდება გული. როგორ შევაჩერო სიბერე, ფიქრში ჩამოდნა ღამე, როგორ შევაჩერო სიბერე?- იქნებ მირჩიოთ რამე!!!  მუზა
მისით მოდის, გარს მეხვევა, სიტყვათ წყარო, აზრთა თოვა, და ჩაწერას ვეღარ ვასწრებ, ვარდისფერმა გადამთოვა, მუზებმა კი, ლამის არის, ღრუბლებამდე ამიტაცოს, პოეზიის ქარიშხალმა, წამლეკოს და გამიტაცოს, სიტყვათ წყარო რას რაკრაკებს, რას ჩურჩულებს თავად იცის, ღმერთის ნაბოძვ ეს სანთელი, ტკბილ სიტყვებად დნება,იწვის, ფურცლებს ნაზად ეფინება, ვით ცის ნამი და ცის ია, ამირჩია, დამაკისრა,ურთულესი ეს მისია, მე კი უარ ვერ შევკადრე, ვერ ვუქციე მყისვე გვერდი, დამარწმუნა,- ეს საქმენი, არის ღმერთის რჩეულთ ხვედრი, რას ჩამძახებს იმასა ვწერ, სიტყვას მოსდევს სიტყვაც ერთი, კოკას ფსკერი ღარ უჩანს, ვერ დავოკდი, ვერ გავჩერდი. თუკი რითმას ძებნა ვუწყო, დამიდუმდეს მარად ქნარი, მაშინ მოვკვდი ალბათ უკვე, არ იქნება ჩემი ბრალი.  თქვენი მონა მორჩილი,სამშობლოზე და ქართველ ხალხზე უზომოდ შეყვარებულიიიიი 
| |
|