↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება

ცოდვით დამძიმებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“. ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

განვლილი საუკუნეების მანძილზეც მრავლად იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ მაცხოვრის უბიწოდ შობაში, მით უფრო, რომ ქალწული მარიამი დაიწნდული იყო. ასეთი გაუკუღმართებული აზრის მქონეთა პასუხად ისევ სახარებას მოვიშველიებთ. მათე მახარებელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალი იოსები საოცრად დაიბნა, რომ მარიამი „მიდგომილ“ ანუ ორსული აღმოჩნდა (იოსები ჩვეულებრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში რომ ყოფილიყო მარიამთან, ეს ამბავი არ უნდა გაჰკვირვებოდა). და ვინმეს რომ არ დაებადოს კითხვა, თუ როგორ შეიქნა ფეხმძიმედ ქალწული, წმინდა მათე იქვე ურთავს: „სულისაგან წმიდისა“.

ნუ ვიკითხავთ, როგორც ჩაისახა სულიწმიდამ ყრმა ქალწული მარიამის წიაღში. შევძლებთ კი ჩვენ, მიწისაგან შობილნი, ავხსნათ ეს საიდუმლო, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ სწვდებიან? მხოლოდ იმის ცოდნას უნდა დავჯერდეთ, რომ ეს საიდუმლო მოახდინა ღვთის სულმა. ქრისტეს ჩასახმა ქალწულ მარიამში უფლის დიდი სასწაულია, რომელიც ამოუცნობ საიდუმლოს შეიცავს. როგორ დაეტია საშოში დაუტევნელი, ყველგან მყოფი, გარეშმოუწერელი?.. ყოველივე ეს კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია. ვირწმუნოთ ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის და ნუ შევეცდებით, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენგან დაფარულია.

რატომ მოხდა, რომ ძე ღვთისა დაწინდვის შემდეგ კი არა, დაწინდვამდე ჩაისახა წმინდა ქალწულში? ანდა თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მისი მამაკაცზე დაწინდვა? - სწორედ აქ არის დამარხული ღვთის განგებულების დედაარსი: უფალმა არ ისურვა, რომ იუდეველებს იესოს დაბადებისთანავე გაეგოთ მისი ქალწულისაგან შობა. ღვთისთვის უმჯობესი იქნებოდა, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა ბოროტისათვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმიდა მარიამი იყო ის ქალწული, ვისზეც წინასწარმეტყველებდა წმიდა ესაია: „აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს“ (ესაია 7,14). იუდეველებს ეს საიდუმლო რომ გაეგოთ, ბოროტის ჩაგონებით ქალწულს რჯულის კანონით გაასამართლებდნენ, როგორც მეძავს და ჩაქოლავდნენ. თუკი მზად იყვნენ, იესო მხოლოდ იმის გამო ჩაექოლათ, რომ შაბათს კურნავდა სნეულებს, როგორღა აპატიებდნენ მარიამს უქმროდ ძის შობას? თუკი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი მარიამის სიწმინდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისაგან გადაგვარებული ურიები?

მართლმა იოსებმა, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული, უდიდესი მოკრძალებით დაიწყო ქალწუილს მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემცნო მართალ იოსებს ეს საიდუმლო.

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, ვისთანაც მან სამი თვე დაყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გახლდათ იმისთვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დასტყობოდა. სხვებზე ადრე ეს იოსებმა შეამჩნია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მის სულში, როცა შინ დაბრუნებული ქალწული, რომლის შერთვასაც აპირებდა, ასეთ მდგომარეობაში იხილა. ალბათ, რას არ ფიქობდა მარიამზე, რა მტანჯველი ეჭვები არ აწუხებდა მის სულს! ყოველივეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ის, რომ იოსებმა კარგად იცოდა, რაოდენ ანგელოზებრივად ცხოვრობდა აქამდე მისი დაწინდული ქალწული, ვისი უმანკოების დაცვა და მფარველობაც თავად იდო თავს. ალბათ, თვალებს არ უჯერებდა და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდ დააცქერდა, ეს მტანჯველი ეჭვი როგორმე რომ გაეფანტა. ეგებ ისიც კი განიზრახა, თავად მარიამისთვის გამოეკითხა ყოველივე, მაგრამ ვერც ეს შეძლო... იქნებ დალოდებოდა, რომ დაწინდულს თავად გაემხილა საიდუმლო? მაგრამ მარიამი არაფერს ამბობდა... ყოვლადწმიდა ქალწული დუმდა, რადგან დუმდა თვით უფალი. რაღა უნდა ექნა იოსებს? მას, მართალია, ჰქონდა უფლება, მარიამი ემხილებინა და მოსეს კანონით დაესაჯა, მაგრამ ასეთი სიმკაცრე უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისათვის, არ სურდა ქალის საჯაროდ მხილება, ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლესი სამსჯავროსთვის გადაცემა, ამიტომ „იზრახა ფარულად განტევება მისი“ - გადაწყვიტა, ფარულად გაშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა გაყრის საბუთის მიცემისას. ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან დაწინდვა ქორწინებად არ ითვლებოდა და განსაკუთრებული ფორმალობები საჭირო არ იყო.

„და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ“, - როგორც კი ქალწულის სახლიდან გაშვების აზრი განმტკიცდა მასში, - „ანგელოზი უფლისა (წმინდა მამები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს მის წიაღში მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვა ახარა) ჩუენებით გამოუჩნდა მას“.

საოცარია - იესო დაბადებამდე, დედის მუცელში ყოფნის დროსაც კი, უკვე ეზიდებოდა დამცირების მძიმე ჯვარს, რომელიც დაბადების შემდეგ მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრება უნდა ეზიდა...

როგორც იქნა, განსაცდელი დასრულდა. უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს (რადგან მოხუცის ღვთივმორჩილ სულს არ სჭირდებოდა უფრო საკვირველი ჩვენება) და „ჰრქვა: იოსებ, ძეო დავითისო!“ იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის - დავითის ძედ მოიხსენია იგი, რითაც შეახსენა, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა, რომელიც ეუწყა დავითს - მესია შენს შთამომავალთაგან იშვებაო. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ სულმოკლეობ და შფოთავ? რა თქმა უნდა, რომ არა ეს ეჭვი, შენ მის გაშვებას არც იფიქრებდი. ნუ გეშინია, ის წმინდაა და არაფერში მიუძღვის ბრალი, - „ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა“, - მე არ მოვიხსენებდი მას შენს ცოლად, დაწინდვის შემდეგ რომ არ დაეცვა სიქალწულე თვისი. უშიშრად მიიღე შენს სახლში ის, ვინც გონებით უკვე მოიცილე თავიდან. „რამეთუ რომელი იგი მისგან იშუეს“, ადამიანისგან კი არა, ღვთისგანაა ჩასახული - „სულისაგან წმიდისა არს“.

ასე განეცხადა იოსებს ძე ღვთისას ქალწულისაგან უთესლოდ შობის გონებამიუწვდომელი საიდუმლო. მას ეუწყა ის, რასაც აზრადაც კი ვერასოდეს გაივლებდა. ყოველივე ეს ისეთი სიცხადით ამცნო ანგელოზმა, რომ აღარ შეიძლებოდა, მოხუცს მცირედი ეჭვი მაინც დარჩენოდა. ამასთანავე, ჩვენებას ახლდა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ გამოცხადება ჭეშმარიტი იყო: ანგელოზმა აუწყა, რომ მარიამი მუცლით ატარებდა ძეს - არ შეიძლებოდა, ეს უბრალო სიზმრით გაცხადებულიყო.

ამ ჩვენების შემდეგ მართალი იოსების კეთილ სულში გაქრა ეჭვის მარცვალი და გახარებული, გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების აღსრულებას.

მისი მადლი შეგვეწიოს საქართველოს თავის ქართველებიანად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სურათი აღარ არსებობს

უფალო კარგად გვიმყოფე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Oct 2008
Posts2868
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ხარების დღესასწაულს,მისი ძალა და მადლი გფარავდეთ

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხალხო აქ მიულოცეთ ერთმანეთს
ხომ ლამაზი იქნებაააა=ko= =ko=

კიდევ ერთხელ გილოცავთ მრავალს
დაესწარით ჯამრთელები=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ხარებას გილოცავთ ყველა ქართველს!=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხარების დღესასწაულს გილოცავთ.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Sep 2008
Posts844
კარმა0
OFFLINEPROFILE
გიხაროდენ ხარებაა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=96IF7wCwF0Y

გილოცავთ ხარებას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ხარებას გილოცავთ, დესპანელებო, გაიხარეეეეთ!!!=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ბუბუ შენც გილოცავთ. გაიხარე შენს საყვარელ ოჯახში. მალე გაგეხაროსახალი და კარგი სამსახურით და ბევრი ფული გეშოვოს=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში

ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე უფალი თავის მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისაკენ გაემართა. ქალაქს რომ მიუახლოვდნენ, ზეთისხილის მთასთან შეჩერდა და თავის ორ მოწაფეს უთხრა: როგორც კი შეხვალთ იმ დაბაში, რომელიც თქვენს თვალწინაა გადაშლილი, მაშინვე შენიშნავთ ერთი ღობის კარზე მიბმულ ვირსა და მის ჩოჩორს. ახსენით და ორივე აქ მომგვარეთ. თუ ვინმე რამეს გეტყვით, უთხარით, რომ უფალს სჭირდება ისინი და მაშინვე გამოგატანთ.

მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც იესომ უბრძანა: მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. იესო შეჯდა ჩოჩორზე, რომელზედაც მოწაფეებმა სამოსელი დაუფინეს და იერუსალიმისაკენ გზა განაგრძო.

ხალხის უმრავლესობა სიხარულით ხვდებოდა მას. ზოგი სამოსელს უგებდა ფეხქვეშ, ზოგი ფინიკისა და პალმის ტროებს ჭრიდა და იმას უფენდა.

ისინი, ვინც წინ მიუღძოდნენ იესო ქრისტეს და ისინიც, ვინც უკან მიჰყვებოდნენ, ხმამაღლა ადიდებდნენ მას და ამბობდნენ: „დიდება მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“

მთელი ქალაქი შეძრა იესოს გამოჩენამ. იგი შევიდა იერუსალიმის ტაძარში და მრავალი სასაწაული მოახდინა. დიდებთან ერთად იესო ქრისტეს შესახვედრად უამრავი პატარა ბავშვი იყო მოსული. ისინი დიდებს ბაძავდნენ და მათთან ერთად ადიდებდნენ უფალს.

იესოს მტრებს შეშურდათ მისი; განრისხდნენ და მკაცრად მიმართეს მას: არ გესმის, რას ამბობენ? შენ, როგორც ღმერთს, ისე გადიდებენ. რატომ არ გააჩუმებ მათ?

იესომ მიუგო: არ გაგიგიათ, რომ ჩვილი ბავშვები ქებით დაამტკიცებენ უფლის მოსვლას? ეგენი თუ გაჩუმდებიან, ქვები იღაღადებენ ღვთის ქება-დიდებას.

როცა მოსაღამოვდა, უფალმა დატოვა იერუსალიმი და ბეთანიაში წავიდა.

ამ დიდებული დღის მოსაგონებლად ქრისტიანები საზეიმო წირვა-ლოცვას ასრულებენ და ასე დღესასწაულობენ იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. მაგრამ ვინაიდან, ცხელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ფინიკისა და პალმის რტოები ძნელად მოიპოვება, ქართველები მის ნაცვლად სიმბოლურად უფალს ბზის ტოტებს უფენენ და ასე გამოხატავენ მისდამი თაყვანისცემას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
საზეიმო იყო ძმანო უკანასკნელი მსვლელობა მაცხოვრისა იერუსალიმში. იგი სახედარზე მჯდომი და ზღვა ხალხით იყო გარშემორტყმული, როგორც მეფე და მბრძანებელი. დღესასწაულზე წმიდა ქალაქში მრავლად ჩამოსულებმა, გაიგეს რა იესოს გამოჩენა, ხის ტოტებით გამოვიდნენ მის შესახვედრად. ზოგი წინ გაუძღვა, ზოგიც თან გაჰყვა მაცხოვარს, ერთნი სიხარულით ტანსაცმელს უფენდნენ გზას მიმავალს, მეორენი კი - ტოტებს ხისას. მარტო დიდები კი არა, პატარა ბავშვებიც განსაკუთრებულ სიხარულს მოეცვა. ისინი ოსანასა და ვაშას შეძახილით მიეგებნენ მეუფეს ჰურიათას: „ოსანა ძესა დავითისასა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა რომელი ხარ მაღალთა შინა“ (მთ. 21, 9).

მიუხედავად ასეთი საზეიმო შეხვედრისა, მახარებელ ლუკას თქმით, როცა მიუახლოვდა ქალაქს იესო „სტიროდა მას ზედა“ (ლკ. 19, 41). რას უნდა ნიშნავდეს ძმანო უფლის ამგვარი მოქმედება? რა ატირებდა მას ერთს, როცა მის ირგვლივ მყოფთ სიხარული დაუფლებოდათ? ნუთუ მას არ ახარებდა სითბო და პატივისცემა, მასთან შეხვდრისას რომ გამოჩინეს ურიებმა?

იერუსალიმელნი მართლაც მიეგებნენ იესო ქრისტეს როგორც მეუფეს ისრაელისას. ისინი შეხვდნენ ქრისტეს, როგორც ქვეყნიურ მბრძანებელს და არა როგორც მესიას. ებრაელნი ფიქრობდნენ, რომ ქრისტე დაბრძანდებოდა რა დავითის ტახტზე, უპირველესად გაათავისუფლებდა მათ რომაელთა მონობისაგან, შემდეგ კი სხვა ხალხებზეც გააბატონებდა და აურაცხელ ქვეყნიურ სიმდიდრესა და პატივს მოუტანდა. აი ასეთ მეუფეს ეგებებოდა იერუსალიმი. რამდენს არ ეცადა უფალი თავისი ქვეყნიური მოღვაწეობისას განეფანტა ურიებს შორის ეს მცდარი მოსაზრება, მაგრამ ხალხს სხვანაირი მეუფე და მხსნელი არ ვერ წარმოედგინა. იცოდა ეს უფალმა და კიდეც განიცდიდა. მაშინ, როდესაც ერთნი საზეიმოდ ეგებებოდნენ ძე ღვთისას როგორც საკუთარ მეუფეს, სხვები - მისი მოწინააღმდეგენი, მწიგნობრები და ფარისევლები, კიდევ უფრო მეტი სიძულვილით განეწყვნენ მის მიმართ და ეძებდნენ მარჯვე მომენტს, რომ მოეკლათ> უფალი იმასაც გრძნობდა, რომ ეს მოზეიმე ხალხი, რომელიც ეხლა ოსანასა და ვაშას შესძახოდა, რამოდენიმე დღის შემდეგ მას სრულიად მიატოვებდა და მისი მტრების მხარეზე დადგებოდა. იესომ იცოდა, რომ ხალხი რომელიც საზეიმოდ ეგებებოდა მას მას როგორც მეუფეს ისრაელისას, იგივე მეუფეს რამოდენიმე დღის შემდეგ ჯვარზე სატანჯველად და სასიკვდილოდ გაიმეტებდა.

იესო ქრისტე უფრო შორსაც იხედებოდა: იგი წინასწარ გრძნობდა თუ როგორ შემოერტყმებოდნენ ებრაელი ხალხის მტრები, - რომაელნი, იერუსალიმს გარს, და როგორ აქვევდნენ მას ნანგრევებად, რადგან ურიანი ვერ იცნობენ ქრისტეს როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და გაიმეტებენ მას მოსაკლავად. ამიტომ ამბობდა იგი: „უკეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშვიდობად შენდა. ხოლო აწ დაეფარა თვალთაგან შენთა“ (ლკ. 19, 42). უწყოდა ყოველივე ეს უფალმა და ამიტომ ტიროდა. მიუხედავად საზეიმო შეხვედრისა და სიხარულისა უფალი ხედავდა ყოველივეს, რაც მათ გულში იმალებოდა. უფალი ამჩნევდა არა მარტო იმას, რაც მის თვალწინ ხდებოდა, არამედ იმასაც, რაც იმავე ქალაქში მის წინააღმდეგ მზადდებოდა და რაც ამ ქალაქს მომავალში ელოდა.

დღეს ჩვენც ვდღესასწაულობთ საყვარელნო, ქრისტე მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შებრძანებას, დღეს ჩვენც ვეგებებით მას ბზის ტოტებით, როგორც მხსნელსა და მაცხოვარს და მოზეიმე იერუსალიმელთა მსგავსად ჩვენც ვუღაღადებთ მას: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

მაგრამ, ალბათ როგორც მოზეიმე იერუსალიმელთ, ზოგიერთს დღესაც ქრისტე ძლევამოსილ ქვეყნიურ მეუფედ წარმოუდგენია. ბევრი დღესაც უფალს მხოლოდ იმისათვის მიმართავს, რომ ქვეყნიური სიკეთე გამოსთხოვოს მას. მარტო ქვეყნიურის გამოდევნებამ კი როგორც ვიცით ურიებს უფრო დიდი სიკეთე - აღთქმული სასუფეველი ღვთისა დააკარგვინა.

ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, საყვარელნო, მივეგებოთ ბზის ტოტებით უფალს ჩვენსას, როგორც ჩვენს სულიერ მხსნელსა და მაცხოვარს; მივეგებოთ უფალს, როგორც მომიჭებელს საუკუნო ცხოვრებისას, მართალთათვის რომ არის განმზადებული ზეცას და ვუგალობოთ საზეიმოდ: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

უფალო დაიფარე წმინდა ილია
რომელიც ჩვენთვის იღწვის
და ლოცულობს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამინ ამინ.

ხვალ ბზობაა....ბზის გამძლეობა, სიმტკიცე და სიუხვე არ მოგკლებოდეთ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი