↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ფეხებზე მკიდია ცივილიზაცია,
ევროპელობისკენ მოდიფიკაცია;
_ მე მიყვარს თბილისი, იმ ყარაჩოღელივით
არღანით მეტეხს რომ ჩაუვლის ტივით

_ მე მიყვარს მთა! ხევსურთა თარეში
ხატობას თენება, ღრეობა ღამეში
_ მე მიყვარს კახეთი! ბავშვობა შურდული
ალავერდს თენება, მთვარე და ურმული

_ მე მიყვარს მშვიდი ტბა; გედებით, იხვებით
ტყეში მურა დათვი, ჭიუხი ჯიხვებით;
_ მე მიყვარს საქართველო! დავითის, თამარის
განა ქართველისთვის მთავარი რა არის?
ფეხებზე მკიდია ევროპაც, აზიაც
ამერიკაცა და ცივილიზაციაც.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ვირებში თუ ხარ,შენაც უნდა წიხლები ჰყარო
ვირებს გონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,
მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,
მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს
და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.

მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა,
მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს,
არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.

მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
ტანს რომ გისერავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.

არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.

იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
გინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო?
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.

მინდა...
გარღვეული სუნთქვა გაგიმთელო,
უკვე ქვადქცეული, ლოდინის ტარებით,
შენი უცნაური მზერა დავიჩემო,
ჩრდილად გადავიქცე შენი წამწამების.

მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.
ცეცხლანთებული როცა მოკეცა
ელვების ფარჩა და გაქრა წამსვე
ცისარტყელებით მოქარგა ზეცა
ჭექა-ქუხილის სიმღერით სავსე.
ველზე ყვავილთა ზვირთებში ვუმზერ
როდესაც დილამ გაჰფანტა ნისლი,
ანთებულ ცისკრის ლურჯ აბრეშუმზე
იისფერ სხივებს შორიდან ისვრის.
ჩუმად გამოჩნდა აივნის კართან
და ყვავილები მოჰფინა ხეებს,
მზით გაალული პატარა კალთა
გადააფარა სუსხიან ტყეებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ასეთ განთიადს წარმოიდგენს ფიქრის სიმარდე;
დილა ქვიშაზე გაიშალა გამთბარ წუთებად;
ხელის გულიდან სიო ძირს რომ გადმომივარდეს
დანესტილ მოლზე ხმაურივით დაფაცურდება!
საბავშო ნავებს ჰგავს იხვების მცურავი ფარა,
ხის წვრილი წვერო დაემსგავსა ანთებულ ასანთს,
სიგრილე ტყეში ბუდობს, იგი არ გამომთბარა
და ფრინველების ჟრიამულიც არ ისმის არსად.
მაგრამ უეცრად შემოისმა მათი ჟრარუნი
ტყეში, ბალახში, ეს ხმაური სიომ დაბადა,
იგი მდინარის სარკეზეა გადაღვარული
და მცურავ იხვებს უშხაპუნებს ხმები საფანტად.
კლდის ნაპრალები გაღვიძებას ჩუმად ელიან
მყვინთავებივით ფერდობებზე მუხები ჩანან _
რადგან ჰაერის ელვარება ისე სქელია
რომ დიდ მდინარეს ემატება ზეციურ ფშანად.
მაგრამ ისევე შეიცვალა ბუნება რადგან
სხვა სიხარულმა დაკვირვება აღარ მადროვა:
როცა ყანაში მთესავების ნადური ჩადგა
და გადმოგორდა ნესტიანი ბელტების გროვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ღმერთო! შენ დაამშვიდე ჩემი მამული,
ის არის სისხლით დანამული.
მან არ იცის – სიხარული როგორია!
უფალო! ჩემი ხვეწნა – ამბორია.
წინათ მას სდარაჯობდა ქალწული ნინო,
დღეს კი ქართველი სამშობლოში არი ულხინო!
ღმერთო! სად არი ჩვენი ბედი, ჩვენი იღბალი!
სუსტი ვარ, მაგრამ მენატრება გმირების ხმალი!
მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერი და – წმინდა.
როცა მხურვალეთ მომინდება მამულზე ლოცვა.
მაგრამ მე ვიცი, არ დაგვტოვებ უფალო ისთე –
რომ კიდევ ერთხელ არ მოვიდეს ახალი ქრისტე,
რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ მტრის მორჩილობა
და სიხარულით შევიხვიოთ მკერდის ჭრილობა,
ღმერთო! გვისმინე! ნუ დაგვტოვებ ქართველებს მარტო,
მე აღარ ვიცი როგორ გითხრა, როგორ მოგმართო!
ქვეყნიერების სიხარული როცა იწყება,
მე მეშინია საქართველოს გადავიწყება.
უფალო! შენ ხარ ქვეყნის მეფე, ქვეყნის მართველი,
დიდი ხანია შენს წინაშე იწვის ქართველი!
და ჩვენი ლოცვა დღეს სხვა ლოცვას აღარ ედრება,
უკანასკნელი გავიგონე ღმერთო ვედრება

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined28 Jan 2008
Posts84
კარმა5
OFFLINEPROFILE
tonta wrote:
ციტატა:
მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.

მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
ტანს რომ გისერავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.

არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.

იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
გინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო?
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.

მინდა...
გარღვეული სუნთქვა გაგიმთელო,
უკვე ქვადქცეული, ლოდინის ტარებით,
შენი უცნაური მზერა დავიჩემო,
ჩრდილად გადავიქცე შენი წამწამების.

მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..

ULAMAძEშI LEKშIAA, BღAVO

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined28 Jan 2008
Posts84
კარმა5
OFFLINEPROFILE
ZUZA wrote:
ციტატა:
გეტყვი, დამთავრდა, აღარ მიყვარხარ,
ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა

GENAჩALE შEN MAGAღI XAღ BABY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მასასუნა მეგობარო ამ ლექსებისთვის მიიღე კარმა ჩემგან.=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მონისეული!!!!!!!!
მითხარი კარგო, რა გისურვო ან რა გაჩუქო,
გინდა ზღაპარი ათასფერი ვისრამიანის?
იქნებ გეწადოს ჩუმი სუნთქვა სიყვარულის სულმადლიანის?
იქნებ ნიჟარა გსურდეს ცისფერი, რომ გაგიღვიძოს სულის მისნები,
ანდა გაჩუქებ სურვილს კაჟიანს,
გილგამეშიანს, ფარნავაზიანს,
შემოგთავაზებ აზრებს ნართიანს,
ათასწლეულთა გასაფანტიანს,
გულით მოგართმევ არწივის მართვებს,
რომ სიბნელისგან არჩევდე ნათელს,
ანდა მოგიტან ფრთებს ანგელოზის,
მწუხარე სახის საქართველოსი,
მითხარი კარგო თუ რა გწადია,
და გადავთქერავ მოყვრებს ღვარძლიანს,
კალთით მოგართმევ სევდის ნაჟურს,
და პეშვით შეგასვამ ვნებას ავსულს,
ისევ არ იცი რა მთხოვო გულო?
კიდევ რა გინდა ჩემს კვალზე დგმულო?
რით ვერ გავაძღე ეგ შენი აზრი,
ყოვლად უცხო და ნათალი ბრაზით,
რა თქვი???? რა გსურსო?????
თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა ????????
ეგ რა მიეცი შენს თავს უფლება?????

1 აიკო 7 აპრილი 2009 წელი.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ვიღაცის ხმა საკანივით მლეწავს,
თითქოს სიკვდილს ვუჯერებდე ჭოტს,
ნურასოდეს ნუ დასცინებ მეძავს,
ზიზღიანად ნუ შეხედავ ლოთს!
ჟამის ძალა რამდენ დროშას ძენძავს,
გაგახსენებს სარდაფების შფოთს,
წარსულზე არ შეეკითხო მეძავს,
მომავალზე - წყალწაყებულ ლოთს.
ყველა გვყოფნის დალოცვილი ზეცა,
განერიდეთ მტრობასა და შფოთს,
ყველა ქალში სძინავს ციცქნა მეძავს,
ყველა კაცში - პოეტსა და ლოთს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია..

მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო
მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი
რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო
და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი..

შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის
ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ,
მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს
რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდე და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევშლიდი თვით ამ ღამეს,
ავაწიოკებდი, ავაწიოკებდი მხიარულობით ქალაქს
შენი შემხედვარე შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ,
ეხლა რომ მოხვიდე, ეხლა რომ დარეკო ეხლა რომ შემეხო წამით,
ალბათ ჩავიდენდი ათასს სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით,
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს,
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევშლიდი თვით ამ ღამეს..!!

(ამ ლექსს ჩემ ყველაზე სასურველ მანდილოსანს მივიძღვნი,მიხვდება თვითონ)=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი