↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩემი საქართველოს” ლიდერი ლალი მოროშკინა აცხადებს, რომ 9 აპრილისთვის ევროკავშირი საქართველოში 3’000 დამკვირვებელს აგზავნის.

- ”ამის შესახებ მითხრა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მის ვინაობას ვერ დაგისახალებეთ. მხოლოდ იმის თქმა შეიმძლია, რომ ეს ადამიანი ნამდვილად ევროკაშვირის მაღალჩინოსანია და მას ხშირად ვხვდები. ბოლო შეხვედრისას მასაინტერესებდა არასამთავრობოები რას ვგეგმავთ 9 აპრილისთვის. სხვათა შორის, ამავე ადამიანმა, ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე მითხრა, რომ ბურჯანაძეამ ნაბიჯს გადადგამდა. იმ პერიოდში ხელისუფლებიდან მქონდა შემოთავაზება, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. მე ამ ადამიანს რჩევა ვკითხე და მითხრა, არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდე, რადგან ცოტა ხანში ყველაფერი აირევა, ბურჯანაძე ოპოზიციაში გადავაო. ამავე წყაროს ცნობით, 9 აპრილს თუ ქუჩაში ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა გამოვა, სააკაშვილი იძულებული იქნება თანამდებობიდან წავიდეს.

- ”პლუს ამას, მისივე თქმით, ივნისში ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთშაორისო კომისია საბოლოო დასკვნას დადებს, რის შემდეგაც საქმეში ჰააგის ტრიბუნალი ჩაერთვება და დამეთანხმებით, რომ ეს სააკაშვილისთვის სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ”სააკაშვილს ივნისამდე დალოდება ხელს არ აძლევს”, -ეს ამ ადამიანის სიტყვებია”, - ამბობს მოროშკინა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined02 Apr 2009
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
1. ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები კატეგორიულად მოითხოვენ კუთვნილი დროშების დაბრუნებას. "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" წევრებს დროსები გუშინ პატრულის თანამშრომლებმა წაართვეს.

2. 15 წლის გიორგი მარიამიძის ჯანმრთველობის მდგომარეობა დამძიმდა. გორის ჰოსპიტალიდან დაზარალებული წუხელ გვიან ღამით გადაიყვანეს თბილისის იაშვილის სახელობის კლინიკაში. შეგახსენბთ გიორგი მარიამიძეს გუშინ გაურკვევლი ასაფეთქებელი მოწყობილობა აუფეთქდა ხელში.

3. დღეს 12 საათზე პრლამენტში პლენარული სხდომა გაიმართება. მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ მხოლოდ ეს ერთი სხდომა ჩატარდება.

4. მიხეილ სააკაშვილი დღეს სამეგრელოში ჩავა. პრეზიდენტის წყლის 24 საათიანი დინების გაშვების პრეზენტაციას დაესწრება.

5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვის მართლმადიდებლურ ეკლესიას დახმარებას სთხოვს. ილია მეორე აფხაზეთში ვიზიტის უზრუნველყოფას ითხოვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქაოსით მასების მართვის ხელოვნება

«ქართველთა ცნობიერებაში დაამკვიდრეს ქაოსის შიში»

რა გველოდება, ისევ ქაოსი და უკან, 90-იან წლებში დაბრუნება თუ ცივილიზებულ სახელმწიფოში ცხოვრება? - ამ კითხვას საზოგადოება უკვე მერამდენედ სვამს და მერამდენედ - უპასუხოდ. ქაოსი ჩვენს ცნობიერებაში დიდი ხანია დაიწყო და, ჩანს, ამაზე საგულდაგულოდ მუშაობენ. ვინ? - ეს ძნელად ასახსნელი საკითხია, რადგან საქართველოში უამრავი ქვეყნის ინტერესმა გადაკვეთა ერთმანეთი.

ქაოსით მასების მართვის ხელოვნებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ ხერხს მარჯვედ იყენებდა და ხვეწდა სხვადასხვა რეჟიმი. სხვათა შორის, ქაოსით მასების მართვის კონცეფცია არც მასონური ორგანიზაციების სხვადასხვა მიმდინარეობისთვის იყო უცხო. როზენკრაიცერები (სიტყვასიტყვით «ვარდი და ჯვარი»), ტამპლიერები თუ ილუმინატები მართვის ერთ-ერთ შესაძლებლობად მასების ქაოსით მართვას განიხილავდნენ.

დღეს ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის მასონებსა და მსოფლიოში მათ გავლენაზე ლაპარაკი, მაგრამ საეკლესიო წრეებში მიაჩნიათ, რომ საფრთხე რეალურია და არც ისე შორს არის ჩვენგან.

დავით ციცქიშვილი, სასულიერო სემინარია-აკადემიის ლექტორი, ფსიქოლოგი: «მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში ერების გადაშენებაზე დღეს გავლენიანი ორგანიზაციები მუშაობენ. მათ აქვთ ფული, ძალაუფლება და ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, კარგი სამიზნეა მათი იდეების ხორცშესასხმელად. ასეთი ორგანიზაციები არც აგენტების ნაკლებობას განიცდიან და მათ სხვადასხვა ქვეყნის დასაპყრობად საფუძვლიანად ამზადებენ. ცხადია, აგენტი უნდა იყოს განათლებული, იცოდეს უცხოური ენები, შეეძლოს ისეთი ხალხის შემოკრება, რომელიც მისი მორჩილი იქნება და რომელიც უერთგულებს. თუმც, აგენტი, რაც უნდა ჭკვიანი და განათლებული იყოს, ქვეყანას ვერ ააშენებს. მისი ფსიქოლოგია ამის საშუალებას არ იძლევა. ახლა ვნახოთ, რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში. დღეს წესიერი კაცი პოლიტიკაში ვერ წავა. ძალიან დიდი ძალები უნდა გიჭერდნენ მხარს, წარმატებას რომ მიაღწიო და, საერთოდ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მოგეცეს. ცხადია, მხარდამჭერი ძალა თავის რესურსს, მათ შორის, ფულს, უანგაროდ არ დახარჯავს.

მიდის გამალებული მუშაობა მცირე ერის დეგრადირებისათვის. ცდილობენ, ქართველებისგანაც მსოფლიო მოქალაქე შექმნან. გაურკვევლობა არასრულფასოვნების კომპლექსს აჩენს. საზოგადოებას მისდა უნებურად და თანდათან უვითარდება აზრი, რომ ის არის შეუმდგარი ერის შვილი. რაც დღეს ჩვენს თავს ხდება, შემთხვევითი არ არის. ხელისუფლების სათავეში აუცილებლად ერის წიაღში დაბადებულნი უნდა იდგნენ».

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი: - ჩვენ გამზადებულ ფორმულებს გვაძლევენ და გვთხოვენ, მათში რიცხვები ჩავსვათ. ახლაც მოგვცეს ასეთი ფორმულა, მაგალითად, შემოაგდეს კითხვა, დაიღვრება თუU არა სისხლი? იმაზე კი აღარავინ ფიქრობს, საიდან მოდის ეს კითხვა? ამას რიტორიკაში თემის შეცვლა ჰქვია. ოპოზიციამ სხვა თემაზე დაიწყო ლაპარაკი, ხელისუფლებამ კი სისხლის ღვრის თემა შემოაგდო და ახლა ამაზე მსჯელობს მთელი საზოგადოება. საინტერესოა, ვინ უნდა დაღვაროს სისხლი? სამართლიანობისთვის ბრძოლა და ის პროტესტი, რაც ხალხს ჰქონდა, სულ სხვა ჭრილში გადაიყვანეს და მოქალაქეთა ცნობიერებაში ქაოსი შექმნეს.

- ამბობთ, რომ საზოგადოებას არ შესწევს ქაოსის შექმნის უნარი. მაშ, ვინ აწყობს ქაოსს?

- ის, ვის ხელშიც არის ფული და ძალა. გაითვალისწინეთ, რომ ქართველი ხალხი ბუნებით არ არის აგრესიული, მაგრამ როგორც ვთქვი, მათ ცნობიერებაში დაამკვიდრეს ქაოსის შიში. ავლებენ პარალელებს სულ სხვა ისტორიულ სიტუაციებთან, რაც შფოთისა და უწესრიგობის განცდას იწვევს საზოგადოებაში.

ქაოსის გამომწვევს გამოჭერილი ვყავართ და ქუჩურად რომ ვთქვათ, ამით გვაწვება. ისმის კითხვა: ვინ არის ის, ვინც თავს უნდა მოახვიოს თავისი ნება ხალხს და ქაოსი გამოიწვიოს? ისევ ის ძალა, ვისაც ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ საჭიროა ადრესატის შერჩევა, რომ მომავალში იმ ძალას დაჰბრალდეს ყველაფერი. ახლა ადრესატი ოპოზიციაა.

ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ქაოსის შექმნა შეიძლება ხალხის დეზორიენტაციით, - ადამიანს უნდა წაართვა ცხოვრების მართვის სადავეები. როდესაც ვერაფერს აკეთებს, ვერ გეგმავს და ვერ ჭვრეტს მომავალს, ეს იწვევს მასში ქაოსის განცდას. ქართველებს გაუჩნდათ განცდა, რომ ცუდი ერი ვართ, შურიანები, სინამდვილეში კი სპეცსამსახურები აწვდიან ხალხს მზა რეცეპტებს და აიძულებენ იმ სისტემაში იაზროვნონ. სისხლის ღვრა არავის უნდა, მაგრამ იმას კი აღარავინ კითხულობს, სად წავიდა ის არსებითი და მთავარი საკითხები, რამაც ხალხს ხელისუფლების შეცვლის და ქუჩაში გამოსვლის სურვილი გაუჩინა? სიტუაციის ასე შემობრუნება სწორედ ცნობიერებაში ქაოსის შეტანით მოხერხდა. როცა ადამიანმა არ იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, რომ ადეკვატური შედეგი მიიღოს, უმწეო მდგომარეობაში ვარდება. ასეთი ადამიანი შეიძლება ბევრ რამეზე დაითანხმო.

ბადრი ნაჭყებია, კონფლიქტოლოგი: - ქაოსით მასების მართვის თვალსაჩინო მაგალითია უახლესი ისტორიის 90-იანი წლების პირველი ნახევარი. მას შემდეგ, რაც 80-იანი წლების ბოლოს თავი იჩინა პირველმა ეთნოკონფლიქტებმა, რუსულმა სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს ქაოსით მასების მართვის სტრატეგია, რაც მიზნად ისახავდა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ რუსეთის ისტებლიშმენტში წარმოიშვა ახალი იდეა, - მოინდომეს 1917 წლის მოვლენების განმეორება, როცა მოდერნიზებულმა იმპერიამ ორი წლის მერე ისევ დაიწყო აღდგენა. იმპერია აღდგა კიდეც, სახელწოდებით საბჭოთა კავშირი. 90-იანი წლების დასაწყისში ამ პოლიტიკას სათავეში ედგა უშიშროების მდივანი იური სკოკოვი. მოგვიანებით მან შექმნა პარტია, რომელიც აერთიანებდა არა მარტო რუსეთის მოსახლეობას, არამედ რუსეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 25 მილიონ რუსსაც. ჩვენ გავხდით მსხვერპლი რუსული სპეცსამსახურების მიერ მართვადი ქაოსისა. სწორედ ის შემოგვიგდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების სახით. გარდა ამისა, ამ საქმეში მონაწილეობდნენ «მხედრიონისა» და კიტოვანის კრიმინალური დაჯგუფებები და თქვენ წარმოიდგინეთ, შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელსაც თავის დროზე შოთა კვირაია ხელმძღვანელობდა. ჩანაფიქრი მარტივი იყო: საქართველოში დაიწყებოდა ქაოსი, მერე გამოჩნდებოდა პრორუსული ძალა, პირი, რომელიც წესრიგს დაამყარებდა და საქართველოს მოსახლეობაც ძალზე იოლად დათანხმდებოდა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებას.

- მიუხედავად ამ გეგმის არსებობისა, ეს არ მოხდა.

- რუსეთში იყვნენ და ახლაც არიან ძალზე გავლენიანი ძალები, რომლებიც მხარს უჭერენ სეპარატისტულ მოძრაობას რუსეთში. ისინი ხედავენ, რომ რუსეთის დაშლა ერთბაშად არ შეიძლება, ამიტომაც იბრძვიან მის დასასუსტებლად და შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე კონფედერაციებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოსაყალიბებლად. ასეთი ჯგუფის წევრებს მიაკუთვნებენ თათრეთის პრეზიდენტ შაიმიევს, განსაკუთრებულ სიტუაციათა მინისტრ შოიგუს, რამდენად დაუჯერებელიც უნდა იყოს, დღევანდელ საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს. ლავროვს კლანური ინტერესები აკავშირებს ერთ-ერთ ეთნიკურ ჯგუფთან.

- მართლაც დაუჯერებელია, ლავროვი ხომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია?

- ამის პასუხად მინდა გავიხსენო ანდრეი კოზირევის ნათქვამი. კითხვაზე, რატომ არ რეგულირდება ვითარება აფხაზეთსა და დნესტრისპირეთში, უპასუხა: იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოკალათებული პირები მუშაობენ არა რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის ინტერესების სასარგებლოდო.

ქაოსს ყოველთვის სახელმწიფო სტრუქტურები იწვევენ. თუმცა, საზოგადოების ცნობიერებაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ბალტიისპირეთში საზოგადოებას დაუპირისპირეს ეგრეთ წოდებული ინტერფრონტი, ანუ მრავალეროვანი მოსახლეობა. სხვათა შორის, ინტერფრონტის ერთ-ერთი ლიდერი ესტონეთში ქართველი, ვინმე კაპანაძე იყო. ინტერფრონტელებს მხარს უჭერდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს «ომონის» ლეგალური რაზმები, პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები, მაგრამ ბალტიისპირელებმა მტკიცე ნებისყოფა, მაღალი პოლიტიკური კულტურა გამოიჩინეს და არ აჰყვნენ პოლიტიკურ პროვოკაციებს.

საქართველოში ქაოსი შედარებით ადვილი მისაღწევია, რადგან კარგად იციან ქართველების ფსიქოლოგია. ეს კავკასიაა და იმის მოთმენა, რაც ბალტიისპირელებს შეუძლიათ, ქართველებისთვის წარმოუდგენელია. რეგულირებული ქაოსის დოქტრინა ძალზე იოლად გასატარებელი გახდა საქართველოში.

- რუსეთში აღარ მალავენ, რომ სასწრაფოდ საქართველოს დესუვერენიზაციაა საჭირო და ამისთვის ერთ-ერთ ხერხად სწორედ ქაოსი სახელდება.

- ზოგიერთ ქვეყანას აქვს საქართველოს დაშლის გეგმა, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის შედარება 90-იანი წლების საქართველოსთან. მაშინ საქართველო ჯერ კიდევ არ იყო შემდგარი სახელმწიფოდ, ის საბჭოთა კავშირისაგან თავის დაღწევას ცდილობდა. დღეს კი საქართველო უკვე აღიარებული ქვეყანაა, არის გაეროსა და ეუთოს წევრი, გაწევრებულია პოლიტიკურ ინსტიტუტებში, ჰყავს ჯარი, აქვს პარლამენტი, მინისტრთა კაბინეტი და ა.შ.. რაც მთავარია, საქართველოში გაჩნდა კერძო მესაკუთრეთა დიდი ფენა. მხოლოდ რუსთაველის პროსპექტს რომ გადავხედოთ, მივხვდებით, რომ საქართველოში ტრიალებს ევროპული, თურქული, ამერიკული თუ რუსული კაპიტალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში გადის ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი. თუ ვინმემ და რამემ გადაარჩინა საქართველო აგვისტოში, ერთ-ერთი მთავარი როლი უცხოურმა კაპიტალმაც ითამაშა. ბევრს ლაპარაკობენ რუსულ სპეცსამსახურებზე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ არიან ამერიკული, ინგლისური თუ სხვა სპეცსამსახურებიც, რომლებსაც რუსეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ინტერესები აქვთ საქართველოში. ახლა საქართველოზე გადის დასავლეთის ენერგეტიკული და სასიცოცხლო ინტერესები. ასე რომ, არა მგონია, საერთაშორისო საზოგადოებრიობამ 90-იანი წლების განმეორება და კიდევ ერთი ქაოსი დაუშვას საქართველოში, თუმცა ჩვენს ქმედებებზეც ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული.

ხათუნა პაიჭაძე

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/palitra/frp_palitra.htm

============================================

მე პირადად ამ სტატიაში რაღაც მომენტებს არ ვეთანხმები, მაგრამ ბევრი რამ ფაქტია და ამაში ყოველდღიურობაც მარწმუნებს.
სხვას რას, თუ არა ქაოსის შექმნას ემსახურება საზოგადოების დაშინების მუდმივი მცდელობა?!
გნებავთ ფორუმი აიღეთ, დღეში უამრავი თემა იქმნება ათასი ფანტასტიკური სცენარითა თუ ზღაპრული სიუჟეტით.
და ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება:

თქვენ უნდა გეშინოდეთ!!!!
შეშინებული ადამიანის მართვა კი ძალზე ადვილია!

--------------------
"თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს" უ.ჩერჩილი

·

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადამინის უფლებათა ცენტრმა” კიდევ 2 ახალი საიტი შექმნა
6 აპრ. '09

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” ორი ახალი საიტი www.Hridc.org და www.Chechenrefugees.info. შექმნა. საიტზე www.Hridc.org განთავსდება ადამიანის უფლებათა შესახებ ინფორმაცია. საიტი განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს 9 აპრილიდან დაგეგმილი პროცესების გაშუქების მიზნით და ეცდება დააფიქსიროს აქციების დროს გამოვლენილი ყველა დარღვევა.

http://www.hridc.org/ სამენოვანი საიტია. აღნიშნულ საიტზე ქართულ, ინგლისურ და აფხაზურ ენებზე თარგმნილი ინფორმაციები განთავსდება. ”ადამიანის უფლებათა ცენტრი” არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც აფხაზური ენის პოპულარიზაციის მიზნით ვებ-გვერდი აფხაზურ ენაზეც შექმნა. ორგანიზაცია მოუწოდებს სხვა არასამთავრობოებსაც მსგავსი ნაბიჯის გადადგმისკენ. უნდა აღინიშნოს, რომ “ადამინის უფლებათა ცენტრისთვის” მსგავსი პრაქტიკა ახალი არ არის. ერთი წელია მოქმედებს www.apsni.org, სადაც თქვენ ქართულ-აფხაზურ საკითხებთან დაკავშირებულ თემატიკას შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორც ქართულ და ინგლისურ ისე აფხაზურ ენაზე.

რაც შეეხება მეორე საიტს, www.chechenrefugees.info, საიტის ამოცანაა ლტოლვილთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. საიტი მიზნად ისახავს, ლტოლვილებს, პოტენციურ ლტოლვილებსა და ლტოლვილის სტატუსზე მომუშავე სამთავრობო დაწესებულებებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს ყოველდღიურად განახლებული ინფორმაცია მიაწოდოს.

”ადამიანის უფლებათა ცენტრი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts27
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე იმას ვდარდობ,რომ საქართველო მსოფლიოს ისევ აქციებით შეახსენებს თავს....მხოლოდ აქციები,ომი,ლტოლვილები,აფეთქება...მეტი არაფერი ისმის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
=fiqri= =fiqri= =fiqri= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ქართველი ერისადმი მიმართვას ავრცელებს. გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს.
“გვიახლოვდება 9 აპრილი, დღე, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში აღიბეჭდა, როგორც თავისუფლებისთვის ერის ბრძოლის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა დრო და, რა თქმა უნდა, პრობლემებიც, მაგრამ საფრთხე, როგორც უწინ, ახლაც არსებობს და მის თავიდან ასაცილებლად თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს.
ოფიციალური განცხადებებით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ძალადობას გამორიცხავს, რადგან მიაჩნიათ, რომ მშვიდობიან მეთოდებშია მათი ძლიერება. ეს მართლაც ასეა; უფალი ჩვენი, იესო ქრისტე ყველა პრობლემის გადაჭრას სწორედ მშვიდობით, სიკეთითა და სიყვარულით გვასწავლის. მაგრამ არ არის გამორიცხული პროვოკაციის საფრთხე. ამიტომაც კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფალთ, - არ დაუშვათ ძალის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
მივმართავ ოპოზიციას, - მაქსიმალურად უზრუნველჰყავით აქციის მშვიდობიანი ფორმები.
მივმართავ სამართალდამცავებს და სამხედრო პირებს, - გახსოვდეთ, თქვენს წინაშე თქვენი მოყვასი, თქვენი სისხლი და ხორცი იდგება.
მივმართავ აქციის თითოეულ მონაწილეს, - გააცნობიერეთ, რომ ყოველგვარი აგრესია, მათ შორის სიტყვიერიც, დაუშვებელია და მისი ნებისმიერი გამოვლინება თქვენ თვითონ უნდა აღკვეთოთ.
მე მინდა მივმართო საქართველოს არაქართულ მოსახლეობასც, - ჩვენ მრავალი ავისმსურველი გვყავს და არ არის გამორიცხული, პროვოკაციული ქმედებები თქვენს მიმართაც განხორციელდეს, რათა დაძაბულობის სხვა კერებიც გაჩნდეს; თქვენ საქართველოს შვილები ხართ და იმედი მაქვს, გამოავლენთ ამ ქვეყნისადმი თქვენ სიყვარულსა და ერთგულებას და საჭიროების შემთხვევაში მის სადარაჯოზე დადგებით.
შეგახსენებთ უფლის ამ სიტყვებსაც: `რომელმან აღიროს მახვილი მახვილით წარწყმდეს”.
მაშ, რამდენად მძიმე და საშინელი იქნება ხვედრი იმ ადამიანისა და მისი მოდგმისა, ვისმა მიზანმიმართულმა ან თუნდაც უგუნურმა ქმედებამ შეიძლება ქვეყნის ბედი სასწორზე შეაგდოს და სისხლისღვრამდე მიგვიყვანოს. ნუ იყოფინ!
ჩვენ ყველამ, - ხელისუფლებამ, ოპოზიციამ, ხალხმაც და ეკლესიამაც მხოლოდ ისეთი ღირსეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და გამოადგება.
ნუ ვიქნებით კატეგორიულები და გახსოვდეთ, სამშობლოს კეთილდღეობა აღემატება ჩვენს პირად ბედნიერებასა და კეთილდღეობას”, _ ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
დონალდ მაკლარენი: აღადგინეთ რწმენა, ან უფრო მეტ ოპონენტს გაუტეხეთ თავი. ჯერი თქვენზეა პრეზიდენტო.

[დონალდ მაკლარენი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში]
- ”არსებობს ინტელექტის სამი ტიპი: ერთი დამოუკიდებელი შემეცნების გზას ადგას, მეორე, იმას ანიჭებს უპირატსობას, რასაც სხვები შეიმეცნებენ, ხოლო მესამეს, არც დამოუკიდებელი შემეცნების უნარი აქვს და არც სხვების მიერ გაკვალულ გზას მიყვება. ინტელექტის პირველი ტიპი ყველაზე სრულყოფილია, მეორე - კარგი, ხოლო მესამე სრულიად გამოუსადეგარი” - ის, რასაც ინტელექტთან დაკავშირებით მაკიაველი ამ შემთხვევაში ამბობდა, შეიძლება საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში გამოვიყენოთ. პრეზიდენტო, ოპოზიცია მოქმედებას ისევ იწყებს. რას მოუხერხებთ ამას ყველაფერს?

მომიტევეთ, ამას რომ ვწერ. მე ქართველი არ ვარ, თუმცა ქართველობით ვიამაყებდი. მართლაც ვამაყობ იმით, რომ ამ ქვეყანასთან ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი მაკავშირებენ. მე იმ მილიონებს განვეკუთვნები, ვინც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს და რომელთა უმეტესობაც ამ ქვეყნის წარმატების მოსურნეა, იმის მოსურნეა, რომ მმართველებსა და მართულებს ერთმანეთთან ნდობა და სიმართლე აკავშირებდეთ. ამ ორი პრინციპის გარეშე უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია.

ჩემი ჩარევა შესაძლოა ამაოდ, ან კიდევ უფრო უარესი, უმეცრად მიიჩნიოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩემს მოსაზრებებს ”გარე ძალების” ინტერვენციად არ აღიქვამთ. ეს გამოთქმა ხომ საბჭოთა ფრაზეოლოგიის კლასიკას განეკუთვნება. ”ვარდების რევოლუციის” დასაწყისში თქვენ იმით შემძარით, რომ როგორც ლიდერს ერთი რამ გსურდათ, გინდოდათ თქვენი შეფასების მთავარ კრიტერიუმად ის გამხდარიყო, თუ როგორ განსხვავდება თქვენი და თქვენი მთავრობის მმართველობის სტილი ყველაფრისგან საბჭოურისგან: განსხვავებული აზრის შიში; სასამართლოს კონტროლი და შესაბამისად უსამართლობის ზეობა; მოჩვენებითობა, პროპაგანდა, ტყუილი და დაშინება. ეს ხომ ის ჩვეული ინსტრუმენტები იყო, რითაც საბჭოთა კავშირში ძლაუაფლებას ინარჩუნებდნენ.

ამ მოსაზრებათა ხაზგასასმელად ერთხელ ლონდონში წარმოთქმული სიტყვის ფინალში, თქვენ განაცხადეთ: ”როგორც არ უნდა შემაფასოს ჩემმა ქვეყანამ და ისტორიამ, მე ვერასდროს დამდებენ ბრალს ფარისევლობაში”.

მე ის წარუშლელი შთაბეჭდილებაც მახსოვს, რომელიც ზუსტად ხუთი წლის წინ, BBC-ზე გამოსვლისას მოახდინეთ. მაშინ თქვენ თქვით, რომ არ ჩაეჭიდებით საკუთარ პოპულარობას და რომ ყველა დემოკრატიული ლიდერი მაშინ მიდის, როდესაც ეს საჭირო ხდება. თქვენ განაცხადეთ, რომ, როდესაც თქვენი წასვლის ჟამი დადგება, თქვენს მემკვიდრეს ისეთ ქვეყანას გადააბარებთ, რომელსაც შემდგომი აღმშენებლობის ”მყარი საფუძველი” ექნება.

ისინი, ვინც ახლა თქვენს მემკვიდრეობას აპირებს, როგორც ჩანს ”ამ საფუძვლებით” აღფრთოვანებულნი არ არიან. და თუ ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის განცხადების მიუხედავად, თქვენი წასვლის დრო ჯერ არ დამდგარა, თქვენ ორი გამოსავალი გრჩებათ.

პირველი ვარიანტი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი ოპონენტები, ის, რასაც ისინი უჭერენ მხარს და უამრავი ადამიანი, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, უბრალოდ არად ჩათვალოთ. ამ ვარიანტს, ჩემის აზრით, მაკიაველი უსარგებლოდ მიიჩნევდა. წინათ თქვენ დიდი თავშეკავებულობით არ გამოირჩეოდით. თავაზიანობის მაქსიმალური გამოვლინების დროს ოპოზიციის ლიდერებს არაკომპეტენტურს, უმნიშვნელოსა და არასერიოზულს უწოდებდით. სხვა შემთხვევაში მათ უპასუხუსმგებლოებად, კრიმინილურად, კორუმპირებულად, გიჟებად და პრორუსულებად ნათლავდით. ამ ეპითეტებს ყველას მიმართ და ყოველთვის როდი იყენებდით. მაგრამ მაინტერესებს რა განცდა უჩნდებოდათ მათ მრავალფეროვან მხარდამჭრებს, როდესაც ამგვარ იარლიყებს აკრავდით ოპოზიციას და შესაბამისად თითოეულ მათგანსაც.

ერთხელ თქვენ და თქვენს უახლოეს მრჩევლებს ვუმტკიცებდი, რომ დემოკრატიის აშენების და ქართულ საზოგადოებაში თვითრწმენის ამაღლების ყველაზე საღი გზა სხვათა თვალთახედვის პატივისცემა იქნებოდა, ასეთი განსხვავებული თვალთახედვის, როგორც ”დემოკრატიის ჟანგბადის”, სტიმულირება ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ოპონენტების ბულდოზერებით დევნა (თუ მათი პოზიცია, პარტიის, ანუ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის თვალთახედვას არ ეთანხმება) ისე, თითქოს ისინი ქვეყნის მტრები იყვნენ . ეს ფრაზა შემაშინებლად აღვიძებს ისტორიულ მოგონებებს.

ეს რჩევა დიდწილად იგნორირებულ იქნა. დამთხვევაა, თუ არა, მაგრამ დღეს თქვენ უკვე იმ ოპოზიციის პირისპირ აღმოჩნდით, რომელიც არა მხოლოდ უფრო ფრუსტრირებულია, არამედ მნიშვნელოვნად უფრო მრავალრიცხოვანი და განრისხებულიც, ვიდრე ოდესმე მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტად მოხვედით.

მათი, როგორც, სულ ცოტა, არასერიოზული ძალის იგნორირების შესაძლებლობა კიდევ შეიძლება არჩევანში ჩაითვალოს. საინტერესოა, რომ გამოცდილ საპარლამენტო ოპოზიციას ისინიც მიუერთდნენ, ვინც თავიდან თქვენს მიერ იყვნენ შერჩეულნი მაღალი თანამდებობებისთვის და მხარშიც გედგნენ: ყოფილი სპიკერი, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი, საგანგებო წარმომადგენელი და ელჩები. მარტო ჩამონათვალიც კი კმარა იმის სავარაუდოდ, რომ ეს სერიოზული ხალხია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისინი არად ჩააგდოთ, ან ხმის ჩაწყვეტა მოსთხოვოთ, ან უბრალოდ სცემოთ (ისე, როგორც ეს 2007 წლის ნოემბერში ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს). მაგრამ გამოცდილება ადასტურებს, რომ მსგავსი მიდგომა არც მათ და არც მათი მომხრეების რაოდენობას შეამცირებს, არც მათ რისხვას და არც თქვენი ოფისიდან გამოძევების სურვილს ჩააცხრობს.

არსებობს კიდევ ერთი შესაძლებლობა: ყური მოიუგდოთ მათ მოთხოვნებს. ყური მიუგდოთ და არა ფორმალური დიალოგისკენ მოუწოდოთ. ვარდების რევოლუციის მომენტიდან მათსა და თქვენს დღის წესრიგში რამდენიმე მსგავსი საკითხი იდგა: მთავრობის ტრანსპარენტულობა და ანგარიშვალდებულება; სასამართლოს დამოუკიდებლობა; მედიის ყველა საშუალებაზე მთავრობის კონტროლის გაუქმება; ისეთი ბიზნესგარემოს შექმნა, სადაც არ არსებობს კორუპცია და ბიზნესმენს არ ეშინია, რომ უსამართლო ზეწოლას ემსხვერპლება, აღარაფერს ვამბობს ექსპროპრიაციაზე; საინვესტიციო გარემოს შექმნა და სამართლიანი ტენდერების ჩატარება.

თვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ სწორედ ამას აკეთებთ. თქვენ შიგიძლიათ ისიც ამტკიცოთ, რომ ეს ყველაფერი უკვე გააკეთეთ. მაგრამ იქნებ იმისთვის, რომ ქვეყანამ თქვენი ირწმუნოს, კიდევ არის რაღაც გასაკეთებელი?

პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. ინიციატივა თქვენს ხელთაა. თქვენ შეგიძლიათ, პოზიტიური, თანმიმდევრული გადაწყვეტილებები მარტომ მიიღოთ: ამ შემთხვევაში თქვენს ოპონენტებს არგუმენტებს გაუქარწყლებთ. თქვენ ისიც შეგიძლიათ, რომ თანამშრომლობაზე წახვიდეთ, მიიღოთ მათი მხარადაჭერა - მაგალითად მონიტორინგის საშულება მისცეთ - და ამით ინიციატივა შეინარჩუნოთ. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ იქნებით ის, ვინც ევროკავშირის სამოქმედო გეგმას ფეხდაფეხ მისდევს, სერიოზული რეფორმების სერიოზული განახლებით ბრიუსელის ყურადღებას მიიპყრობს და მხარდაჭერას მოიპოვებს.

- ”მაგრამ ამ რეფორმებს დრო სჭირდება. ჩვენ ისედაც ბევრს მივაღწიეთ. ჩვენ გვაქვს ნაკლოვანებები. მაგრამ მართლა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია. საქმე უკეთ მიდის. უბრალოდ ცოტა მეტი დრო გვჭირდება” - ნათქვამია სცენარში. ბოდიში, მაგრამ ეს სცენარი გაცვეთილია, ხოლო დრო ამოიწურა - თუ, რა თქმა უნდა სასწრაფოდ რაიმეს ძალიან არსობრივს და სარწმუნოს არ მოიმოქმედებთ. მე მაგალითებით შეგეშველებით: აღადგინეთ პიროვნებისა და ომბუდსემენის ინსტიტუტის პატივისცემა; ხელახლა განამტკიცეთ და შესაბამისად დააფინანსეთ კონტროლის პალატა; დააფუძნეთ საარჩევნო კომისია, რომელსაც ვერავინ დასდებს ბრალს ინტერესთა კონფლიქტში. და მთლიანად გადახედეთ გირგვლიანის მკვლელობის საქმეს.

სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით. რატომ მოაწერეთ ხელი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ადამიანების ვადამდელ გათავისუფლებას? რომელი იყო უპირველესი: თქვენი რეკომენდაცია, თუ შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება? თუ გადაწყვეტილება კომისიამ მიიღო, მაშინ რა მოვუხერხოთ იმ ფაქტს, რომ კომისიის ზოგიერთი წევრის განცხადების თანახმად, მათ ბრალდებულების გათავისუფლების რეკომენდაცია არ გაუციათ? იქნებ თქვენი გადაწყვეტილება, ან თავიდანვე ამ საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება, იმას უკავშირდება, რასაც ზოგიერთი ოპონენტი თქვენი და შინაგან საქმეთა მინისტრის ურთიერთობებს უავშირებს?

პრეზიდენტო, თქვენ, საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგების თანახმად ხმების 53%-ით აგირჩიეს. ნუთუ გჯერათ, რომ დღეს 53%-ზე მეტი ან ნაკლები დაუჯერებს პასუხებს, რომლებსაც თქვენ ზემოთ დასმულ კითხვებზე გასცემთ?

თქვენ ძალაუფლებას ფლობთ. მაგრამ განა ნდობა თქვენდამი იმ ძალაუფლების ტოლფასია, რომელიც დღეს გაქვთ? დიქტატორებსაც აქვთ ხალხის ნდობა და ეს ნდობა ომის გაცნობიერებას ეფუძნება, რომ საჭიროების შემთხვევაში ის დიქტატორულად იმოქმედებს. მაგრამ ნდობა თქვენდამი აბსოლუტურად განსხვავებულ ღირებულებებს ეფუძნებოდა: ის ეფუძნებოდა იმ განცხადებებს, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლისას აკეთებდით და რომელთა თანახმად თქვენ სამართლიანი, დემოკრატი რეფორმატორი იყავით.

თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ოპოზიციას ვერ უგულვებელყოფთ და არც ისინი დაიშლებიან უხმოდ, თუ გინდათ, რომ თქვენი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილმა წლებმა ისეთი შთაბეჭდილება შექმნას, რომ თქვენდამი პატივისცემა რეალურ დამსახურებას ეფუძნება, მაშინ 9 აპრილის დემონსტრაციას, იმ გზავნილს, რომელიც ამ დემონსტრაციას მოაქვს და თქვენს ოპონენტებს შესაბამისი პატივით მოეპყარით. თქვენ ”პატივი უნდა სცეთ იმას, რასაც სხვები შეიმეცნებენ” (მაკიაველი ამ მიდგომას კარგს უწოდებს), ან თავადვე უნდა იმოქმედოთ (ამას მაკიაველი საუკეთესო პოზიციად მიიჩნევს) და დაუყოვნებლივ, განუხრელად შეასრულოთ ის, რისი მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოხვედით: დაამყარეთ პოლიტიკური და სოციალური სამართალი.

მაგრამ ჩემი ვარაუდით არსებობს მესამე გზაც. არად ჩააგდოთ 2007 წლის 7 ნოემბრის გაკვეთილები: გამოიყენოთ უფრო მეტი ცრემლმდენი გაზი, უფრო მეტი ხალხი დააპატიმროთ, გამოიყვანოთ ქუჩაში პოლიცია, რომელსაც იმის გამბედაობა ყოფნის, რომ ადამიანებს სცემოს, მაგრამ სახის გამოჩენის სითამამე აღარ რჩება. მაგრამ მერე, რას მოიმოქმედებთ მერე, რას მოუხერხებთ კიდევ ერთ, შემდგომ დემონსტრაციას?

ერთხელ მუსოლინის ჰკითხეს: ”როგორ უძლებთ უამრავ სახეს, რომელიც დღიდან დღემდე შემოგყურებთ?” მან უპასუხა: ”მე მათში მხოლოდ იმას ვხედავ, რასაც მეუბნებიან. მე მათ ჩემს შინაგან არსთან კონტაქტის საშუალებას არ ვაძლევ. ჩემზე ისინი ისეთივე ზემოქმედებას ახდენენ, როგორც ეს მაგიდა ან ეს ქაღალდები. მე ჩემს მარტოობას ხელუხლებლად ვინარჩუნებ”. ორი წლით ადრე იმავე ლიდერმა ასეთი რამ განაცხადა: ”ჩვენ თავისუფლების გახრწნილი გვამი დავასამარეთ”. 2004 წელს თქვენი ქვეყნის მოსახლეობა არა მხოლოდ თავისუფლების თქვენეულ რწმენას იზიარებდა, არამედ იმისიც სჯეროდა, რომ თქვენ ამ თავისუფლებას რეალობად აქცევდით: სასამართლო დამოუკიდებლობას, მედიის თავისუფლებას, ანგარიშვალდებულებას, მოსპობდით ბნელ კუნჭულებს. ახლა ამ დამიანების ნახევარზე მეტმა რწმენა დაკარა. ეს მხოლოდ პოპულარობის დაკარგვა როდია, როგორც ამას ერთ დროს მოასწავებდით. ეს ფუნდამენტური დანაკარგია.

აღადგინეთ რწმენა, ან უფრო მეტ ოპონენტს გაუტეხეთ თავი. ჯერი თქვენზეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
9 აპრილს სისხლი დაიღვრება?!”
რაც უფრო ცოტა დრო რჩება 9 აპრილამდე, ქვეყანაში დაძაბულობა მით უფრო მატულობს. საზოგადოების ერთ ნაწილს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დუღილი 1990-იან წლებს აგონებს და შიშობს, რომ ამ დღეს სისხლი კიდევ ერთხელ დაიღვრება. ნაწილის თქმით კი ოპოზიციის მოთხოვნები არაფერს შეცვლის. პოლიტიკური პარტია "სახალხო ფრონტის" თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე ამბობს, რომ 9 აპრილს მოვლენების ორი მიმართულებით განვითარებას ელოდება და ამ დღეს სისხლის ღვრასაც არ გამორიცხავს. ამასთან ერთად, არსებობს მცირე შანსი, რომ დასავლეთმა ვითარება მკაცრად გააკონტროლოს და ამ დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს.
_ 9 აპრილს ქვეყანა ორი დიდი საშიშროების წინაშე დგას, პირველი ვერსიით _ სისხლი დაიღვრება, რადგან მოვლენების ასეთი სცენარით განვითარებაში ჩვენი მეზობელი რუსეთია დაინტერესებული, რომელსაც, როგორც წესი, ფუნდამენტური ინტერესები აქვს საქართველოში. დღეს აქტიურ პოლიტიკურ ორგანიზაციებში მას ორი გუნდი ჰყავს, რომელთა შორის მატჩის გამართვა შეუძლია.

_ ვის გულისხმობთ?
_ მიხეილ სააკაშვილი მათი კაცია, მათ ბრძანებებს ხელისუფლების სათავეში მოსვლის დღიდან ასრულებს და ოპოზიციის ერთი მესამედიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამიტომაც შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზება რუსეთს თავისუფლად შეუძლია.

_ მეორე ვარიანტი რომელია?
_ მეორე ვარიანტი უფრო სანუგეშოა, თუმცა საქმე ისაა, რომ ნაკლებად დასაშვებია _ დასავლეთი დაინტერესებულია, საქართველოში სისხლი აღარ დაიღვაროს. ამ დღეს საერთაშორისო ორგანიზაციები განსაკუთრებით მობილიზებული იქნებიან და აქცია, სავარაუდოდ, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იქნება. თუმცა არ არის დიდი შეღავათი, შესაძლოა, დასავლეთმა ქვეყნის სათავეში სააკაშვილის ხროვაზე უარესი, უფრო საზიზღარი ხროვა მოიყვანოს, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებად გამოგვეცხადება.

_ ანუ, დასავლეთმა შესაძლოა სააკაშვილის წასვლას შეუწყოს ხელი?
_ რა თქმა უნდა, დასავლეთს უკვე მოჰბეზრდა სააკაშვილის გაუაზრებელი და წინდაუხედავი ნაბიჯები, რამაც საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები არაერთხელ ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში. იქ უკვე არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობამ არ გაამართლა და საჭიროა ახალი ძალა, თუმცა ქვეყნისთვის უკეთესი არც სააკაშვილის შემცვლელები იქნებიან, მათ არანაკლები საზიზღარი საქმეები აქვთ გაკეთებული. ისინი წლების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმეებს აკეთებდნენ.

_ ვის გულისხმობთ?
_ ნოღაიდელისა და ბურჯანაძის პარტიის შემადგენლობას ვგულისხმობ, მათ ლიდერებთან ერთად, ასევე "რესპუბლიკელებსაც", რომლებიც ქართველი ხალხისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ. "რესპუბლიკელებს" შეუძლიათ მზე იქიდან ამოიყვანონ, საიდანაც მათთვის მისაღებია. ეს არ არის სანდო პარტია.

_ ბატონო ნოდარ, ოპოზიციაში არიან ისეთებიც, ვისზეც საზოგადოება დიდ იმედებს ამყარებს...
_ გაჩეჩილაძის მხარდამჭერებს არ ვგულისხმობ, მართალია, ის ადამიანი დიდი პოლიტიკური გამჭრიახობითა და გამოცდილებით არ გამოირჩევა, მაგრამ გულწრფელია, ორმაგ თამაშს არ თამაშობს, ვერ გეტყვით, ამის ნიჭი არ აქვს თუ სურვილი, მაგრამ რაც მთავარია, ვიღაცის დაკვეთებს არ ასრულებს.

_ ირაკლი ალასანიაზე რას იტყვით?
_ ამ ადამიანზე ჩვენ არც კარგი ვიცით და არც ცუდი. ქართველებს მხსნელის მოლოდინში ყოფნა გვიყვარს და სასურველს საჭიროდ მივიჩნევთ. ვისაც ვკითხე, ვერავინ მითხრა, რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს ამ ადამიანს. გავიგეთ, ბატონო, რომ თავდაჭერილი და გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ ამ თვისებების გამო ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია, თუმცა ეჭვიც არ მეპარება, ოპოზიციამ თუ საწადელს მიაღწია, რიგგარეშე არჩევნები დანიშნა და ალასანიამ კენჭი იყარა, ის დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. მნიშვნელობა არ აქვს მის პოლიტიკურ წარსულს, ამ ადამიანზე თითქმის არაფერი ვიცით და მის უკან გაყოლა იგივეა, სიბნელეში გადახტე და არ იცოდე, იქ ბალახი დაგხვდება, ხიშტი თუ წყალი.

_ ბატონო ნოდარ, ხელისუფლება და ოპოზიცია 9 აპრილამდე სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ საზოგადოების გულის მოგებას, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ნერვების ომია?
_ დიახ, ასეა, მაგრამ ოპოზიცია უფრო მეტ შეცდომას უშვებს, ვიდრე ხელისუფლება. გასულ დღეებში კახა კუკავამ მიმართა ხელისუფლებას, თქვენს ნერვებზე უნდა ვითამაშოთო, ეს ტაქტიკური შეცდომაა. მოწინააღმდეგეს არ უნდა უთხრა, შენი სისუსტით უნდა ვისარგებლოო, თუკი მას მართლა ბრძოლა აქვს გამოცხადებული მოწინააღმდეგისთვის.

_ იმ შემთხვევაში, თუ 9 აპრილს სისხლი დაიღვარა, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება და როგორ შეიძლება, ამის შემდეგ მოვლენები განვითარდეს?
_ პასუხისმგებლობა იმას დაეკისრება, ვინც არეულობის ინიციატორი იქნება, თუმცა ეჭვი მაქვს, ორივე მხარეს აქვს ამის სურვილი, მერე ერთმანეთს რომ გადააბრალონ. 2007 წლის 7 ნოემბერს, როცა სააკაშვილმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ამის აუცილებლობა არ იყო, ხალხი ისედაც დაიშლებოდა და არავინ არსად შევარდნას არ აპირებდა, მაგრამ სააკაშვილს რუსეთისგან ჰქონდა დავალება მიღებული, რომ ასე უნდა მოქცეულიყო.

_ რუსეთს რატომ აძლევდა ხელს ქვეყანაში ვითარების გამწვავება?
_ რამდენიმე დღეში ბუქარესტში ნატოს სამიტი იწყებოდა. ასეთი ნაბიჯით კი სააკაშვილმა საქართველოს ნატოში გაწევრების მოწინააღმდეგეებს შეგნებულად მისცა საბაბი, რომ ეს არ დაეშვათ _ საქართველოში დიქტატურაა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელისუფლება მხუთავ გაზს იყენებს და მათი ადგილი ნატოს ალიანსში არ არისო. ეს კი რუსეთის დავალებით გააკეთა.

_ კი, მაგრამ ასეთი ქმედებებით სააკაშვილი ხომ საკუთარ ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს?
_ სააკაშვილი არის საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და იმას აკეთებს, რასაც მოსკოვში ეტყვიან.

_ თქვენი აზრით, იყო თუ არა შეცდომა ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლებასთან დიალოგზე უარის თქმა?
_ ის, რაც გიორგი თარგამაძემ გააჟღერა, ეს მისი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის აზრი კი არა, ხელისუფლების პოზიცია იყო, სადაც თითქმის ყველა პუნქტი მათ სასარგებლოდ იყო შექმნილი. მათი თქმით, დიალოგი ერთ წელიწადზე მეტხანს უნდა გაგრძელდეს, რა აქვთ ამდენი სალაპარაკო? ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად და შეთანხმების მისაღწევად (თუკი ამას ორივე მხარე მოინდომებს) ორი კვირა სრულიად საკმარისი იქნება, საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად კი თვე-ნახევარია საჭირო.

_ საზოგადოება შიშობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გასული საუკუნის 90-იანი წლების დროინდელ პერიოდს ემსგავსება...
_ არ არის ასე, მაშინ ხელისუფლების სათავეში საქართველოს ერთგული პრეზიდენტი იდგა, დღევანდელი პირველი პირი კი რუსეთის აგენტია და მათთვის მუშაობს, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

_ ბატონო ნოდარ, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთმა მიაღწია იმას, რომ 9 აპრილს სისხლი არ დაიღვარა და ოპოზიციამ ბრძოლა პერმანენტული აქციებით განაგრძო, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?
_ ეს უკვე ძალიან ფაქიზი თემაა და არ მინდა, ვინმე გავაღიზიანო...

_ ანუ?
_ ნუ მალაპარაკებთ აქციის შემდგომ მოვლენებზე. ნათქვამია, ბურთი მრგვალიაო და ვნახოთ, ვის კარებში შეგორდება...

_ ბატონო ნოდარ, თქვენ თუ მიხვალთ 9 აპრილს აქციაზე?
_ დიახ, ამ დღეს ჩემს ხალხთან ერთად ვიდგები და საზოგადოების ბედს გავიზიარებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ოპოზიციის მოსაზრებებს ვეთანხმები, მე მათ ჯგუფში არ ვარ. თუმცა წარმატებებს ვუსურვებ.

ლალი პაპასკირი
ჟურნალი "რეიტინგი", ამბები.გე

www.georgiaweekly.net/

"ჯორჯია ვიქლი", 8 აპრილი 2009 წელი

კომენტარები(0)
პოლიტიკა
ოპოზიციის შავი სია
ჩვენ ვებრძვით სააკაშვილს, ადეიშვილს, ახალიებს, მერაბიშვილს, სიაში სულ 10 კაცი გვყავს, მაგრამ და არა _ ბაქრაძე და გილაური... ბაქრაძე 45 დღის განმავლობაში დანიშნავს საპრეზიდენტო არჩევნებს და თუ რაიმე ისე ვერ გააკეთეს, ანუ თუ რამე შეეშლება ბაქრაძესა და გილაურს, ხალხს ისევ ქუჩაში გამოვიყვანთ და მერე რა იქნება, წარმოიდგინეთ.
”სააკაშვილის წასვლა დამოკიდებული იქნება საზოგადოების მუხტსა და სიმტკიცეზე”
ხელისუფლების კონცენტრირება აღარ იქნება თავმოყრილი მხოლოდ საპრეზიდენტო ინსტიტუტში, რაც, ჩემი ღრმა რწმენით, ყველა იმ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის საფუძველი გახდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა.
ახალი ორჯონიკიძეები ქართულ მიწა-წყალს ჰყიდიან
სერგო ორჯონიკიძეს სხვა კი არ გაუკეთებია რამე. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ მთელ მსოფლიოში რევოლუცია მოხდებოდა, პროლეტარიატი გაიმარჯვებდა, სახელმწიფოებს შორის საზღვრები აღარ იქნებოდა და მაშინ რაღა მნიშვნელობა ჰქონდა სოჭის ოლქი რუსეთის პირობით საზღვრებში აღმოჩნდებოდა თუ საქართველოსი, საინგილო აზერბაიჯანს დარჩებოდა თუ თავის ისტორიულ სამშობლოს. პროლეტარიატს ხომ სამშობლო არ ჰქონდა!
“არ მინდა სააკაშვილი ქვის სროლით გავაგდოთ”
7 ნოემბრის განმეორება ფაქტიურად დაასამარებს დამოუკიდებელ საქართველოს. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს იმის თქმა, რომ 9 აპრილი არის რაღაცის დასაწყისი, ეს უბრალოდ უზარმაზარი გზის გაგრძელებაა. ამ ფართო გზაზე ჩვენ ყველანი ერთად ვდგავართ და სწორედ ამიტომ დავაყენე მე რეფერენდუმის საკითხი...
საქართველო არასტაბილური გაზაფხულისთვის მზად არის
“2009 წლის 9 აპრილი რუბიკონია: ან საქართველო, ან სააკაშვილის ბანდიტური რეჟიმი” - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ, საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, დღეს კი სააკაშვილის შეურიგებელმა ოპონენტმა.
რაც "გაბა", ის - შვილი!
მამამისმაც, კოტე გაბაშვილმაც, არაერთხელ გაიმეტა ექსპრეზიდენტი... არადა, მოსკოვიდან ჩამოსულ შევარდნაძეს ერთ-ერთი პირველი ის დაუდგა გვერდით და თანამდებობას თანამდებობაზე იცვლიდა. როცა გერმანიაში ელჩად გაამწესეს, საჯაროდ განაცხადა: "მე საქართველოს ელჩი კი არა, შევარდნაძის საქართველოს ელჩი ვარო"...
ეს კინო ხომ ნანახი გვაქვს ანუ - ”7 აპრილს ხელისუფლების მომხრეთა მიტინგი იგეგმება”
არარადიკალი პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, ხელისუფლება ამჯერად მაინც ამბობს სიმართლეს და მსგავსი ტიპის ავანტიურაზე არ წავა, უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ მსგავსი აქცია მართლაც ჩატარდა, ეს იქნება მოკლევადიან ”პიარ ეფექტი” და რეალურად არ მოხდება ქართველი ხალხის ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დაყენება.
რატომ არ მიდის საქართველო ნეიტრალიტეტის გამოცხადების რისკზე
მოქიშპე მხარეებს შორის უნად არსებობდეს უსიტყვო თანხმობა იმის თაობაზე, რომ მიუმხრობელი ქვეყნის ნეიტრალიტეტს პატივისცემით მოეკიდებიან. ასეთი წინაპირობის არარსებობის შემთხვევაში, ნეიტრალიტეტი სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა თვითიზოლაციას, თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საერთაშორისო მექანიზმებში მონაწილეობაზე უარის თქმას.
რეგიონებში სახელისუფლებო და სამართალდამცავი სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, სამართალდამცავები იმ ოჯახებს, რომლებსაც ოპოზიციის მხარდამჭერებად მოიაზრებენ, ემუქრებიან, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში, მათ შვილებს დაიჭერენ.
თურქეთმა ნატოს გენერალური მდივნის კანდიდატურა დაბლოკა
ორი ძირითადი საკითხია, რაც თურქეთს რაზმუსენის წინააღმდეგ განაწყობს. კარიკატურებთან დაკავშირებული საკითხი, რომელსაც დანიის პრესაში ჰქონდა ადგილი და რაზმუსენის დამოკიდებულება ამ საკითხთან. მეორე თემა, ეს დანიაში ფუნქციონირებადი ქურთული ტელევიზიაა, რომელსაც თურქეთი პროვოკაციად აღიქვამს.
კიდევ ერთი დასაწყისი საქართველოში
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო ავტორიტარულ ქვეყნად იქცა, ქვეყნად, რომელიც დაუბალანსებელ ძალაუფლებასა და მილიონობით დახმარების იმედადაა დარჩენილი. ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიის ფუნდამენტს შეადგენენ, ბოლო მოეღო.
ახმედ ზაკაევი: "მოვუწოდებ ქართულ ოპოზიციას, ყველა პრობლემა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტოს, ახლა მთელი კავკასია თქვენ შემოგცქერით"
ვთვლი, რომ საქართველო გაერთიანებული კავკასიის ცენტრი, დედაქალაქი უნდა გახდეს, რამდენადაც სწორედ საქართველო გვევლინება ყველა მიმართულებაში კავკასიის ცენტრად და ამ პროცესების ლიდერიც ის უნდა იყოს. თუმცა სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის საკუთარ პრობლემებზეა მიჯაჭვული და კავკასიის ლიდერობას სერიოზულად არ აღიქვამს.
გოკა გაბაშვილი: გავა თუ არა სააკაშვილი ხალხთან, ვიტყვი, რომ ის ხალხის გვერდით ისედაც დგას
რაც შეეხება სამართალდამცავებს, არანაირ ყაზარმულ რეჟიმზე არ გადასულან. ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობენ და ანალოგიურად იმუშავებენ 9 აპრილსაც. პოლიცია მაქსიმალურად მოერიდება გარკვეული პროვოკატორთა ჯგუფებისგან გამაღიზიანებელ მოქმედებებს. ისინი მაქსიმალურად ფრთხილად იქნებიან.
ორი წლის ორმა დღემ უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს უახლეს ისტორიაზე, რას მოგვიტანს მესამე წლის კიდევ ერთი დღე?..

2007 - 7 ნოემბერი

2008 - 8 აგვისტო

2009 - 9 აპრილი

ორი წლის ორმა დღემ უდიდესი გავლენა მოახდინა საქართველოს უახლეს
ისტორიაზე, რას მოგვიტანს მესამე წლის კიდევ ერთი დღე?..
ხელისუფლებამ მოკავშირეებიც საკუთარი ერივით მოატყუა
ბრიუსელში ვინ დაელაპარაკა სააკაშვილს, იქნებ ერთი სახელმწიფოს ლიდერი მაინც დამისახელოთ. გაიხსენეთ, როგორ შეხვდა მიუნხენში სააკაშვილს ჯო ბაიდენი, ხელი ჩამოართვა და სახე იბრუნა.... ჩვენთან, სამწუხაროდ, ისინი, ვინც საკუთარ თავს ლიბერალებს უწოდებდნენ, აგვისტოს ომის შემდეგ წერდნენ - გადავუაროთ, დედა ვუტიროთ, ჩავხოცოთ, მოვსპოთ, მათ ავიწყდებოდათ, რომ იქითა მხარესაც ადამიანები არიან. განა არ უნდა დაველაპარაკოთ მათ.
მედია და პოლიტიკა საქართველოში
“რუსთავი 2″-ის მფლობელი ერთ ხანს ქართული “პეპსი-კოლა”-სა და Procter&Gamble-ის წარმომადგენელი ქიბარ ხალვაში იყო - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელი, რომელსაც ეს არხი უნდა შეესყიდა, მაგრამ დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. იმ დროიდან არხი ირაკლი ჩიქოვანს (30%), კომპანია Geomedia Group-ს (40%) და Group industrialde la Georgie-ს (30%) ეკუთვნის. ეს უკანასკნელი მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული და მის უკან დეპუტატი დავით ბეჟუაშვილი დგას.
ევროპაში ”ლტოლვილებად” გახიზნული ქართველები ოსობას იბრალებენ და საქართველოს გენოციდში ადანაშაულებენ
ევროპის ციხეებში ხშირად შეხვდებით ქურდობაში მსჯავრდადებულ ილია ჭავჭავაძეს, აკაკი წერეთელსა თუ შოთა რუსთაველს. ზოგიერთის უსინდისობა კიდევ უფრო შორს მიდის და ამას ერის ღალატის გარდა, ვერაფერს დაარქმევ. ამ ხალხმა ევროპაში დამკვიდრების ახალ საბაბად ქართველთა მიერ ოსების «გენოციდი» გაიხადა.
რევოლუცია მოლდავურად

ამ დროისათვის ცეცხლი უკიდია მოლდავეთის პარლამენტის შენობას. გაჩნდა ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც. მათი რაოდენობა დაახლოებით 30-ს აღწევს, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.

ქვეყნის დედაქალაქში მაუწყებლობა შეწყვიტა ტელევიზიამ, ზოგიერთ რაიონში არ ფუნქციონირებს ინტერნეტი, ხოლო მობილური კავშირი კი შეფერხებებით მუშაობს.
”9 აპრილს სისხლი დაიღვრება?!”
ქართველებს მხსნელის მოლოდინში ყოფნა გვიყვარს და სასურველს საჭიროდ მივიჩნევთ. ვისაც ვკითხე, ვერავინ მითხრა, რა პოლიტიკური გამოცდილება აქვს ამ ადამიანს. გავიგეთ, ბატონო, რომ თავდაჭერილი და გაწონასწორებული ადამიანია, მაგრამ ამ თვისებების გამო ადამიანის პრეზიდენტად არჩევა, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია.
საზოგადოება და მეცნიერება
იქმნება ეროვნული ონკოლოგიური კონცეფციის შემმუშავებელი სამეცნიერო საბჭო
საქართველოში დღეისათვის მოქმედი ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა დეფიციტური ხასიათისაა განსაკუთრებით აღნიშნულ დაავადებათა სამკურნალოდ გამოყენებული ინოვაციური სამკურნალო საშუალებებისა და მკურნალობის ახალი მეთოდების დაფინანსების კუთხით.
ქართველი „კანონიერი ქურდების“ დაჯგუფება არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ ყველაზე გავლენიანიც
დღეისათვის ვერცერთი აზერბაიჯანული, სომხური ან სხვა ეროვნების „ქურდი“ თავის გავლენით ქართველ „ქურდებს“ ვერ შეედრებიან. ეს ეგრედ წოდებულ სლავ „კანონიერ ქურდებსაც“ ეხება. ერთადერთ გამონაკლისად ვიაჩესლავ ივანკოვია (იაპონჩიკი) მიჩნეული, რომელიც ქართველ ქურდებს ავტორიტეტში არაფერს არ უთმობს.
სულიმ იამადაევის მკვლელობა ჩეჩნეთის ხელისუფლებას ბრალდება
არაბეთის გაერთიანებული ემირატების სამართალდამცავმა ორგანოებმა რუსეთის სახელმწიფო დუმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ადამ დელიმხანოვს სულიმ იამადაევის მკვლელობაში ბრალი დასდო. ეს განცხადება პრესკონფერენციაზე დუბაის პოლიციის უფროსმა გააკეთა.
გინდ "აი ია" ყოფილა და - გინდ "აი მე?!" დილეტანტიზმი და არაკომპეტენტურობა დაღუპავს ქართულ სკოლას: ღია წერილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გეგმების, სახელმძღვანელოებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს სიმონ ჯანაშიას
"დედაენა" წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა იაკობმა. იურიდიულად შეიძლება არა, მაგრამ მორალურად ხომ უნდა იყოს განათლების სამინისტრო სამართალმემკვიდრე იმ საზოგადოებისა. ამაზეც ნუ ვიკამათებთ, იაკობ გოგებაშვილის მემკვიდრეობას ვინ უპატრონოს.
ეკონომიკა
"Puma"-ს და "Lotos"-ის სპორტული ტანსაცმელი წარწერით "Made in Geogria" გამოვა
სპორტული ტანსაცმლის ცნობილი მწრმოებლების "Puma"-ს და "Lotos"-ის პროდუქცია "Made in Geogria"-ს წარწერით გამოვა.ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისის ავტოქარხნის დასახლებაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა."
სპორტი
გზა კატასტროფისკენ
უკვე ნაშუადღევს ცნობილი გახდა, რომ ექტორ კუპერი გუნდს 4-4-2 განლაგებით გამოიყვანდა. ეს უკვე მართლაც ამბავი იყო საქართველოს ნაკრების ჯიუტ მწვრთნელზე. გუნდის შიდა სამზარეულოდან ხმა თითქოს მეხივით გავარდა კუპერის ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ეს უკვე იყო მნიშვნელოვანი ცვლილება შეუვალი მწვრთნელის გონებიდან.
ანალიტიკა
რუსეთი უკრაინასთან გაზის ომში დამარცხდა
ჩრდილოეთ დინების პროექტის განხორციელების მთელი სტრატეგია იმაზე იყო დამყარებული, რომ შესაძლებელია ექსპერტების მოსყიდვა, ხოლო ყოფილი პრემიერებისა და კანცლერების კი დაქირავება. პრინციპში კრემლი მართალი აღმოჩნდა, ევროპა არც აშშ-ია და არც ჩინეთი. ეჭვგარეშეა, რომ ყველა ეს გერმანელი კანცლერები და ფინელი პრემიერ მინისტრები მცირე გასამრჯელოს საფასურად პროექტის ლობირებას მოახდენდნენ.
სააკაშვილი ბერლინში კონდოლიზა რაისთან შეხვედრის შემდეგ დოქტორ დოტის მასაჟებით ტკბებოდა
დოტი იქვე იმასაც იხსენებს, რომ როდესაც სასტუმროში მივიდა მასაჟების გასაკეთებლად, ატმოსფერო საკმაოდ დაძაბული იყო, რადგან წუთიწუთზე კონდოლიზა რაისის გამოჩენას ელოდებოდნენ. დაცვას როდესაც ვუთხარი, რომ სააკაშვილი მელოდებოდა, თავიდან არ დამიჯერეს და მხოლოდ მას შემდეგ შემიშვეს, რაც ინფორმაცია რაციით გადაამოწმეს
Nato ახალ გენერალურ მდივანს ეძებს
19-20 თებერვალს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ნატოს თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა სხეფერის მემკვიდრის საკითხიც იყო, რომელსაც უფლებამოსილება 31 ივლისს უმთავრდება.
ხამბიევი-ბერეზოვსკი ჩეჩენ ბოევიკებს აფინანსებდა
როდესაც პირველი ომის დროს ბერეზოვსკი ინგუშეთში ჩამოვიდა, მან პირადად გადასცა შამილ ბასაევს ერთი მილიონი დოლარი. მე ამან ძალიან შემაშფოთა და გამაკვირვა. გამაკვირვა იმან, რომ ბასაევს თანხა სწორედ იმან გადასცა, რომელიც იჩქერიის რესპუბლიკისადმი მტრულად განწყობილ ქვეყანას წარმოადგენდა და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
რუსული აგრესიის რეციდივის მოლოდინში
კრემლის მანევრირება კომპლექსურ ხასიათს ატარებს და გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად საკმაოდ აქტიურ ფაზაში გადადის. ქვეყანაში უკვე ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ეს გაზაფხული-ზაფხული ოფიციალური თბილისისათვის საკმაოდ არასასიამოვნო იქნება. პოლიტიკოსებიდან დაწყებული რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული გაზაფხულზე მოვლენების განვითარებას ყველა შიშით ელოდება.
სომხური ლაბირინთი ანუ რა გზით აპირებენ რადიკალი სომხები ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას
თავის დროზე დაშვებულმა უამრავმა შეცდომამ საქართველო კატასტორფის წინაშე დააყენა. დაწყებულია ქვეყნის მთლიანობის რღვევის პროცესი და რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ ჩვენ ამ ომიდან გამარჯვებული გამოვალთ, ფაქტი ჯიუტია, ქვეყანა უფსკრულისაკენ მიექანება.
უსაფრთხოების მიუნხენის კონფერენცია
მიხეილ სააკაშვილს კონფერენციაზე გამოსვლის საშუალება არ მისცეს, რასაც იგი იმით ხსნის, რომ ორგანიზატორებს აგრესიული რიტორიკის მოსმენა არ სურდათ, რადგან თვლიან რომ დადგა დრო შერიგებისა.
პოლიტოლოგი-ირანის მიმართულებით მეორე გზის გახსნა საქართველოს აიძულებს, რომ სომხეთთან მიმართებაში უფრო წინდახედული იყოს
რადიკალურად განწყობილი სომეხი პოლიტოლოგები აქტიურად სპეკულირებენ მეზობელი ქვეყნის ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვით. ახალი ვითომ აქ არაფერია, მაგრამ ნიშანდობლივი ერთი ფაქტია, რომ ეს ყველაფერი რუსეთ-საქართველოს მძიმე ურთიერთობების ფონზე მიმდინარეობს.
საუკუნის პროცესი
ისლამურ თურქეთში დღემდე თვითიდენტიფიკაციის პრობლემა დგას. ისლამისტური და სეკულარული პოლიტიკური დაჯგუფებები ქვეყნის განვითარების მომავალზე ვერ თანხმდებიან, რომელიც დროდადრო მეტნაკლები სიმწვავით ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების დესტაბილიზაციას ახდენს.
პუტინს რეზიდენტული საქმიანობისათვის "აჯილდოვებენ"

ადამიანი, რომელსაც საქართველოს ორი რეგიონი ფაქტიურად ანექსირებული აქვს და "დაცვაზე" საუბრობს, შეხვედრის ზოგმა მონაწილემ ისევე უადგილოდ მიიჩნია, როგორც ფაქტი, რომ მისთვის გადაცემულ ორდენს წმინდა გიორგის მოტივაცია ამშვენებს. წმიდნა გიორგი საქართველოს მფარველი წმინდანია- წერს გერმანული გაზეთი "die Welt".
რთული პარტნიორი თუ სტრატეგიული

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფრედ ვეირი

ხუთშაბათს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე 100,000 დემონსტრანტის გამოსვლაა მოსალოდნელი.

მოსკოვი, თბილისი - 13 ოპოზიციური პარტიის კოალიცია ხუთშაბათს, თბილისის ქუჩებში გამოვა და საპროტესტო აქციებს განუსაზღვრელი ვადით დაიწყებს. ამ აქციების მიზანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენებაა, რომელსაც ისინი 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” იდეალების ღალატში, დიქტატორული მმართველობის დაწესებაში, მასობრივ გაღატაკებასა და გასულ ზაფხულს რუსეთთან ქვეყნის დამღუპველ ომში ჩათრევაში სდებენ ბრალს.

მასობრივი საპროტესტო აქციების პერსპექტივამ, კავკასიის მოუსვენარი ქვეყნის, საქართველოს სტაბილურობის გამო შეშფოთება გამოიწვია. სსრკს დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან აქ ქუჩის გამოსველბმა ციკლური სახე მიიღო და ქვეყანამ დღემდე ვერ შესძლო ერთი პრეზიდენტისგან მეორისთვის ხელისუფლების კონსტიტუციური გზით გადაცემა.

სააკაშვილის ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი თბილისის მთავარ ქუჩაზე, ხუთშაბათს 100,000 ადამიანს მოუყრიან თავს და ეს იქნება საზოგადოების აღშფოთების უდიდესი გამოხატულება, უფრო დიდი, ვიდრე ის სამკვრიანი საპროტესტო აქციები, რომლებმაც დაახლოებით 6 წლის წინ ყოფილი პრეზიდეტი, ედუარდ შევარადნაძე აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

დანაწევრებული ოპოზიცია

მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზციური ჯგუფები გაყოფილნი არიან მიზნებისა და ტაქტიკური საკითხების გამო, იმ დროს, როდესაც, სააკაშვილს, რომელმაც მეორე საპრეზიდენტო ვადა 2008 წელს მოიგო, მყარი პოზიცია აქვს. თუ ამერიკის მიერ გაწვრთნილი ლიდერი არ აყვება ცდუნებას და არ გამოიყენებს ძალას დემონსტრანტთა წინააღმდეგ, ისე, როგორც 2007 წლის ნომებერში გააკეთა, როდესაც პოლიციას პროტესტანტთა დარბევისა კრიტიკული მედიის გათიშვის განკარგულება მისცა, რამაც მწვავე პოლიტიკური რეაქცია გამოიწვია, მას ამ შტორმის მოგერიების რეალური შანსი აქვს.

“ეს ძლაუფლებისთვის ბრძოლაა, იმ ტურბულენტური პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც “ვარდების რევოლუციით” დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა, ამბიციური და ქედმაღალი (სააკაშვილი) ხელისუფლებაში მივიდა და რადიკალური რეფორმები დაიწყო” - ამბობს ალექსანდრე რონდელი, საქართველოს სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა დამოუკიდებელი ფონდის დირექტორი. “მან ბევრი მტერი გაიჩინა ხისტი და რევოლუციური მეთოდების წყალობით… ეს რეფორმები საზოგადოებისთვის მტკივნეული იყო; სოციალური უკმაყოფილება მუდმივად იზრდებოდა. ცვლილებებთან ადაპტირება ძნელია”.

სააკაშვილს ყოფილი მოკავშირეები დაუპირისპირდნენ

ოპოზიციის ნუსხაში სააკაშვილის რამდენიმე ყოფილი ახლო მოკავშირე შედის, რომლებიც მის წინააღმდეგ განეწყვნენ იმ ბრალდებათა ფონზე, რომელთა თანახმადაც, სააკაშვილმა საკუთარ ხელში ძალაუფლების კონცენტრირება მოახდინა, გააყალბა არჩევნები, გაფლანგა ფული თავისი მეგობარი ბიზნესმენების საჩურებზე და ჩუმად გეგმავდა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნების სამხედრო ავანტიურას, რაც გასულ აგვისტოს მარცხით დასრულდა.

ამ ყოფილ მოკავშირეთა შორის არიან:

* პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ნინო ბურჯანაძე, დემოკრატიული მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი, რომელიც განუსაზღვრელი ვადის საპროტესტო აქციებს მოითხოვს მანამდე, სანამ “ვარდების რევოლუციის” დროინდელი, მისი ყოფილი მეობარი სააკაშვილი არ გადადგება
* ყოფილი საგარეო სამეთა მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი, პარტია “საქართველოს გზის” ხელმძღვანელი
* ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი (მოძრაობა ”ერთიანი საქართველო”), რომელიც სააკაშვილს 2006 წელს ჩამოშორდა და რომელსაც ბრალი კორუპციაში დაედო, თუმცა მან პოლიტიკური თავშესაფარი საფრანგეთში მიიღო.

ოპოზიციის სხვა ლიდერები, ისეთები, როგორიცაა გაეროს ყოფილი ელჩი საქართველოში, ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ხუთშაბათის საპროტესტო გამოსვლა ერთდღიანი მოვლენა უნდა იყოს.

“თუ (ვარდების რევოლუციას) დემოკრატიული რევოლუცია ეწოდა, დღეს იგივეს განმეორების უფლება არსებობს” განაცხდა ოქრუაშვილმა, გამოსვლაში, რომელიც გასულ კვირას ტელეარხმა “მაესტრომ” გადასცა - “ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენი მოვალეობაა სააკაშვილის ჩამოცილება, ისე უმტკივნეულოდ, რამდენადაც ეს შესაძლებელია”.

ყოფილმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემაც კი გამოუთქვა მხარდაჭერა პროტესტის მონაწილეებს და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს “რადგან ასე მოქცევა სწორი იქნებოდა”.

დამოუკიდებელი რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ თებერვლის ბოლოს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 59%-ის აზრით, საქართველო “არასწორი მიმართულებით მიდის”, გასულ სექტემბერს იგივე პოზიცია 42%-მა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 62% -მა დაადასტურა, რომ მისი ოჯახის წევრების ფინანსური მდგომარეობა ბოლო ორ თვეში გაუარესდა, იმავე გამიკითხვის მონაცემებით, მხოლოდ 28% უჭერს მხარს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნებს, ხოლო 51%-ს მიაჩნია, რო მის ქვეყანას “სრიოზულ გამოწვევათა პირისპირ” მოთმინება და ერთიანობა სჭირდება.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოში ლიდერების ჩამოგდების ჩვევაა მაშინ დაედო სათავე, როდესაც შევარდნაძემ მწვავე სამოქალაქო ომის შემდეგ, 1992 წელს ჩამოიშორა ქვეყნის პირველი არჩეული პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია. ეს ჩვევა, მათი აზრით, ნაციონალური თვითდესტრუქციისკენ მიმავალი გზაა.

“ჩვენ უკვე გვაქვს დემოკრატიის გარკვეული გამოცდილება და ახლა დიალოგი გვჭირდება” - მაბობს გურამ ჩახვაძე, ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის უმცირესობის წარმოამდგენელი. პარლამენტში სააკაშვილის გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა დომინირებს. “დღეს პოლიტიკური სისტემა არ არის ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის ადეკვატური. ჩვენ გვჭირდება ბალანსი, პოლიტკური ძალაუფლების უკეთესი გადანაწილება. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ჩვენ ვიღებთ 90%-ით არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც მუდამ ცუდად ამთავრებს”.

დემოკრტიის ხარისხი იკლებს, ნათქვამია ანგარიშში

ნიუ-იორკული ორგანიზაციის, Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2008 წელს “საქართველომ უკან დაიხია” დემოკრატიის ხარისხის რამდენიმე საკვანძო მაჩვენებლით, ესენია, მედიის თავისუფლება, საარჩევნო პროცესი, მაგრამ უმეტეს პოსტსაბჭოტა ქვეყნებს შორის მაინც მაღალ რეიტინგს ინარჩუნებს. ”ადამიანის უფლებების დაცვა დღეს უფრო გაუარესდა, ვიდრე შევარდნაძის დროს” - ამბობს ნანა სუმბაძე, თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა დამოუკიდებელი ინსტიტუტის თანადირექტორი - “გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. საპარალამენტო არჩევნები მანიპულირებული იყო. მედია კონტროლდება და ოპოზიციას ტელევიზიაში არ ჩანს. საზოგადოების განწყობა (არჩევნებისადმი) მძიმეა” - ამბობს ნანა სუმბაძე.

გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებამ ბურჯანაძის პარტიის 7 წევრი დააპატიმრა და ბრალად იარაღის უკანონო ფლობა წაუყენა. საართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსმა, გელა ბეჟჲაშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო მოსკოვის მხარდაჭერით წამოწყებული შეთქმულება, რომელიც მიზნად ისახავდა ”შიდა არეულობისა და დესტაბილიზაციის გზით საქართველოს ხელისუფლების ჩამოგდებას”.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბრალდებები უპერსპექტივო ბინძური კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერმა ოფიციალურმა პირებმა წამოიწყეს. “ამ მთავრობას ხელისუფლებაში ძლიან ცოტა დრო დარჩა, ამიტომ მშვიდად უნდა ვიყოთ და პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ” - განაცხდა მან აპრილის დასაწყისში მარდამჭრებისადმი მიმართვაში.

შემორიგების მცდელობას ცივად შეხვდნენ

ამ კვირას სააკაშვილმა ოპონენტებს შერიგებისკენ მოუწოდა და დალოგი შესთავაზა, თუმცა გადადგომასთან და ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არავითარ დათმობაზე არ წავიდა.

“ჩვენ ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ფრთასაც კი დაველაპარაკებით მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხისტი და შეურიგებელი არ უნდა იყოს მათი მოთხოვნები” - განაცხადა სააკაშვილმა - ” საქართველოს სხვა ალატერნატივა არა აქვს”.

მაგრამ ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც 2007 წლის არჩევნებში, მეორე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ სალაპარაკო არაფერია, გარდა პრეზიდენტის გადადგომისა”. გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა.

“სააკაშვილმა უნდა გაითვალისწინოს ხალხის ნება და გადადგეს” - უთხრა მან ჟურნალისტებს - “ჩვენ გვინდა, რომ ეს წყნარად და მშვიდობიანად მოხდეს, მაგრამ ის უნდა წავიდეს”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აქციების გამოცხადებული ქრონიკა უცხოური მედიის თვალით
Wall Street Journal, Reuters,

მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღება დღეს საქართველოსკენ არის მოპყრობილი. 9 აპრილის აქცია ყველა წამყვანი ტელე, რადიო და ბეჭდური მედიის მთავარი თემაა. “ქრისჩენს საინს მონიტორის” ინფორმაციით, დღეს 13 ოპოზიციური პარტიის კოალიცია თბილისის ქუჩებში გამოვა და საპროტესტო აქციებს განუსაზღვრელი ვადით დაიწყებს.

ამ აქციების მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი თბილისის მთავარ ქუჩაზე დღეს 100,000 ადამიანს მოუყრიან თავს და ეს იქნება საზოგადოების აღშფოთების უფრო დიდი გამოხატულება, ვიდრე სამკვრიანი საპროტესტო აქციები, რომლებმაც 6 წლის წინ ყოფილი პრეზიდეტი, ედუარდ შევარადნაძე აიძულა თანამდებობიდან გადამდგარიყო.

“ვოლსტრით ჯორნელის” ინფორმაციით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ევროკავშირის ქვეყნებისგან დემონსტრაციებისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერა მიიღეს. “მათ კონსულტაციები გაგვიწიეს და რჩევები მოგვცეს მასების კონტროლისა და მათზე რეაგირების კუთხით. პრეზიდენტმა პერსონალურად დაარიგა პოლიციელები თუ როგორ უნდა მოემზადონ ისინი, რომ მაქსიმალურად თავშეკავებულნი იყვნენ,” - განუცხადა გაზეთს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძემ.

გაზეთის ინფორმაციითვე, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვან ზრდას განიცდიდა, მაგრამ რუსეთთან კონფლიქტის ეფექტმა უცხოელ ინვესტორებს ქვეყნის დატოვება აიძულა. ამასთან, ქართულ ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა საერთაშორისო ფინანსურმა კრიზისმა იქონია. ``ვოლსტრით ჯორნალისავე`` ინფორმაციით, ``ფიჩის`` რეიტინგებმა საქართველოს ცუდი პროგნოზი უწინასწარმეტყველა: მისი გრძელვადიანი კრედიტი დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული პოლიტიკური არასტაბილურობის გათვალისწინებით შემცირდება.

“ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით კი, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს საქართველოს ორივე მხარეს მოსთხოვა თავი აარიდოს ძალადობას. ``როიტერისთვის`` მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პოლიცია ტოლერანტული იქნება და უზრუნველყოფს დემონსტრაციის მშვიდობიანად ჩატარებას. “საქართველოში რევოლუციის შანსი არ არსებობს” – განუცხადა მან ``როიტერს`` - “პროტესტი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. მონაწილეებსაც აქვთ გარკვეული ლიმიტები”.

“თუ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ჩვენ გამოვიყენებთ ჩაურევლობის ტაქტიკას და არ შევუქმნით დაბრკოლებებს პროტესტის მონაწილეებს თავისუფალი ნების გამოხატვაში”. ასევე ``როიტერი`` ავრცელებს “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებას. “პირადად შემიძლია გაცნობოთ, ეს არ იქნება რევოლუციის ინსცენირება. ჩვენ შევეცდებით იმის დემონსტრირებას, რომ მთვარობამ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს, ხალხი მთავრობისადმი უდიდესი უნდობლობითაა განწყობილი” – დასძენს ალასანია

Tissot Jeep Liberti Pligrim

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სააკაშვილმა რუსების მახეში გაგვაბა ამბობს ირაკლი ალასანია
Georgien

„Saakaschwili hat uns in Russlands Fallen geführt“
DruckenVersendenSpeichernVorherige Seite
linkfurloneviewyiggwebnewsfacebookwongdeliciousdigg
Irakli Alasania

Irakli Alasania

09. April 2009 In Georgien sind in der Nacht Dutzende Oppositionelle festgenommen worden. Zehntausende Menschen demonstrieren an diesem Donnerstag in Tiflis gegen Präsident Saakaschwili. Auch Irakli Alasania hat mit ihm gebrochen. Im Interview sagt der Oppositionsführer, warum. Er war einst stellvertretender Staatssicherheitsminister, dann Abchasien-Unterhändler und zuletzt UN-Botschafter seines Landes.

Herr Alasania, warum fordern Sie und Ihre Allianz für Georgien eine vorzeitige Präsidentenwahl?

Die politische, wirtschaftliche und militärische Krise, in der sich Georgien befindet, ist in erster Linie der Politik Saakaschwilis anzulasten. Die Rosenrevolution von 2003 brachte zwar gute Ansätze hervor. Wir hofften, dass Georgien sich zu einem demokratischen und stabilen Land sowie zu einem zuverlässigen Partner für die Europäer und andere Verbündete entwickeln würde. Wir hatten auch die Hoffnung, dass die Wiedervereinigung Georgiens ausschließlich mit friedlichen Mitteln angestrebt, dass Tiflis den Abchasen und Südosseten in den abtrünnigen Provinzen die Bereitschaft zur Aussöhnung verdeutlichen würde. Stattdessen hat die Politik des Präsidenten uns in eine bewaffnete Konfrontation geführt. Unberechenbarkeit und impulsive Entscheidungen Saakaschwilis führten dazu, dass Georgien in die von Russland aufgestellten Fallen von Provokationen tappte, die im August zum Krieg eskalierten. Große Teile der Bevölkerung haben das Vertrauen in den Präsidenten verloren. Dass die versprochene „neue Welle demokratischer Reformen“ ausgeblieben ist und die Wirtschaftslage nicht infolge des Kriegs und der Weltwirtschaftskrise, sondern auch wegen Fehlern der Regierung miserabel ist, hat ebenfalls dazu beigetragen.

Mehrere Anhänger der oppositionellen „Demokratischen Bewegung“ der früheren Parlamentspräsidentin Burdschanadse wurden festgenommen, weil sie für den 9. April einen gewaltsamen Umsturz geplant haben sollen. Und Leute der Regierung sagen, Moskau bezahle gewisse Oppositionelle...

Die Regierung versucht, der Bevölkerung Angst zu machen, um zu verhindern, dass die Menschen am 9. April auf die Straße gehen. Die Opposition soll wieder in Misskredit gebracht werden. Das verfängt aber nicht mehr.

Befürchten Sie denn Gewalt?
Zum Thema

* Russland wirft Georgien „Provokation“ vor
* Kaczynski und Saakaschwili angeblich in Georgien beschossen

Die Georgier haben das in der Verfassung verbriefte Recht, friedlich zu demonstrieren. Wir werden alles versuchen, um Provokationen und eine etwaige Eskalation von Gewalt zu verhindern. Aber vor allem ist die Regierung gefordert, umsichtig zu handeln, damit alles friedlich bleibt.

Bevor Sie 2006 UN-Botschafter wurden, waren Sie Beauftragter Präsident Saakaschwilis für die Verhandlungen mit der abtrünnigen Provinz Abchasien. Was wollten Sie erreichen?

Ich war bereits um 2004 zu der Überzeugung gelangt, dass die Tifliser Politik gegenüber den abtrünnigen Provinzen fehlerhaft war und dass nur Vertrauensbildung Georgier und Abchasen, wie auch Georgier und Südosseten wieder näher zueinander bringen könne. Das versuchte ich in Politik umzusetzen, etwa durch gemeinsame Aufbauprojekte.

Wurden Sie kaltgestellt?

Präsident Saakaschwili sagte, ich könne für Georgien in New York mehr tun.

Wie kam es, dass Sie 2008 doch noch einmal als Unterhändler aktiv wurden?

Die Initiative war ein „Joint venture“ zwischen den Abchasen, die ein Desaster kommen sahen, und mir. Mit Zustimmung Saakaschwilis fuhr ich Mitte Mai, als die Spannungen im Dreieck Russland - Abchasien - Georgien in eine militärische Konfrontation zu münden drohten, nach Suchumi zu geheimen Verhandlungen mit der abchasischen Führung. Wir kamen einer Lösung sehr nahe, indem wir uns auf Rückführung von georgischen Flüchtlingen und eine Gewaltverzichtserklärung einigten. Ich präsentierte das Ergebnis Saakaschwili. Er versprach eine Debatte in der Führung darüber. Dann habe ich nichts mehr gehört. Eine Einigung mit Suchumi hätte ein völlig neues Klima geschaffen, in dem eine bewaffnete Auseinandersetzung, wie wir sie später im August mit Südossetien zu beklagen hatten, nicht mehr vorstellbar gewesen wäre.

Was ist Ihr Eindruck, wie man im Westen die Zukunft Georgiens sieht?

Saakaschwilis Glaubwürdigkeit hat im Westen sehr stark gelitten. Deshalb brauchen wir einen Präsidenten, der das Vertrauen in Georgien wiederherstellt. Der einzige Beitrag, den Saakaschwili dafür noch leisten kann, ist der Rücktritt.

Müssen Sie nicht befürchten, dass der Westen und insbesondere Amerika georgische Anliegen aus dem Blick verliert, um Russlands Unterstützung für andere Anliegen zu gewinnen?

Ich bin sicher, dass der Westen Georgien nicht fallenlässt. Wir müssen allerdings so schnell wie möglich eine neue und verlässliche Führung wählen, die zudem das Vertrauen der Bevölkerung genießt. Dass ein Politiker an die Macht gewählt werden könnte, der das Ziel der Westintegration aufgäbe und die Rückkehr Georgiens in die russische Einflusszone verfolgte, ist ausgeschlossen. Die Mehrheit der Bevölkerung und die politische Klasse wollen Georgien in den westlichen Sicherheits- und Wirtschaftsstrukturen verankern. Wir müssen aber auch versuchen, die Kanäle für direkte Gespräche mit Russland sowie mit Abchasien und Südossetien wieder zu öffnen. Das ist mit Saakaschwili im Präsidentenamt nicht zu erreichen.

Nicht nur Sie, auch Frau Burdschanadse hat angedeutet, dass sie Präsidentin werden will. Schadet die Spaltung nicht der Opposition?

Alles der Reihe nach. Erst müssen wir gemeinsam erreichen, dass es zu Neuwahlen kommt. Dann entscheidet das Volk, wer georgischer Präsident wird.

Die Fragen stellte Michael Ludwig.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვა ხალხია პარლამენტთან,უფალო დაიფარე საქართველო და ქართველი ერი=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ძალადობის ქრონიკა 9 აპრილამდე და შემდეგ
15 აპრ. '09

ქართლოს შარაშენიძე

მიუხედვად ხელისუფლების მცდელობისა და სურვილისა, აქციების მიმდინარეობის პროცესში ინციდენტების რიცხვი მინიმუმამდე ყოფილიყო დაყვანილი, არ გახდა შესაძლებელი. ოპოზიცია თითქმის ყოველ ღამით ავრცელებს ინფორმაციას აქტივისტების დაკავებებისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. აქციამდე და აქციის შემდეგ ნაცემი და დაჭერილი ადამიანების რიცხვმა საგანგაშო რაოდენობას მიაღწია.

9 აპრილამდე

“ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის”- ასე შეაფასა ცხრა აპრილს გამართული აქცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

პოლიტიკური ნიშნით სხვადასხვა პარტიების აქტივისტების დაკავება ცხრა აპრილს დაგეგმილ აქციამდე, მარტის მიწურულს დაიწყო. მათ შორის ყველაზე გახმაურებული და მასშტაბური “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოსთვის” წევრების საქმეა.

შსს-ს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერებით საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა დაჯგუფის შესახებ, რომელიც იარაღის შესყიდვით იყო დაკავებული. საუბარი იყო იარაღის გამოყენებით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტების ორგანიზებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ათ თანაგუნდელს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ იარაღის უკანონო შეძენა ედებათ ბრალად. საქართველოს ყველა ტელევიზიამ გაავრცელა ფარული ჩანაწერები, სადაც დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბრობენ.
23 მარტს ასევე დააკავეს “სახალხო მოძრაობის-საქართველოს გადარჩენისთვის” წევრები-მალხაზ გველუკაშვილი და ლაშა ჩხენკელი.

მიმდინარე აქციების მოახლოვების პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაკავება შეინიშნებოდა საქართველოს რეგიონებშიც. რვა აპრილს, ირაკლი ალასანიას პარტიის წარმომადგენელი სამართალდამცავი ორგანოების შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

„რესპუბლიკური პარტიის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, თამაზ მაყაშვილს. გორის რაიონულმა სასამართლომ მას 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
“მე ვარ ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი და ჩემი დაკავებაც, სწორედ ამას უკავშირდება. ჩემი უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქის, ირღვევა”- განაცხადა დაკავებისას მაყაშვილმა.

“სასამართლომ საქმე არ გამოიკვლია, არ დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც პოლიციელების პატაკში ფიგურირებდნენ. არ გამოიკვლიეს ის მტკიცებულებები და გარემოებები, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებოდა პოლიციელისა და დაკავებულის ახსნა-განმარტებების მიხედვით,”-განაცხადა “საია”-ს გორის ოფისის ხელმძღვანელმა ქეთევან ბებიაშვილმა.

8 აპრილს, ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, პარტია „ალიანსი საქართველოსთვის“ გაზეთები გაანადგურა. ამავე დღეს ზუგდიდში, შავი ფერის „ფოლცვაგენ პასატიდან" სერიით „სდს 591“ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა რამდენიმე აქტივისტი სცემა.

9 აპრილს საქართველოს რეგიონებში გადაიკეტა გზები. აქციის მონაწილეები დედაქალაქისკენ გამომგზავრებას ვეღარ ახერხებდნენ. ჩაიკეტა კახეთის, გორის და სამეგრელოს ცენტრალური მაგისტრალები.

9 აპრილის შემდეგ
თავისუფლად გადაადგილების პრობლემა 10 აპრილის დედაქალაქშიც დაფიქსირდა. თბილისის ქუჩებში პოლიცია სამარშრუტო ტაქსებს ამოწმებდა. დადასტურებული ცნობით, პოლიცია “ავლაბრის” მეტროსთან და ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სამარშრუტო ტაქსებს აჩერებდა და მგზავრებს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ათვალიერებდა.

იმავე დღეს, გვინ ღამით, დაიწყო თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე, რაც დღემდე გრძელდება. საზოგადოებრივი მოძრაობა "რატომ?"-ის წევრებს ნიღბოსნებმა ავტომანქანა დაუზიანეს. ავტომანქანაში ორგანიზაციის სამი წევრი იმყოფებოდა. -"რამდენიმე წევრმა მიტინგი დატოვა და სახლებში ბრუნდებოდა. ბარათაშვილის აღმართზე ისინი პატრულმა გააჩერა და საბუთები მოსთხოვა. ამ ფაქტის შემდეგ მათ სამი “ჯიპი” გაჰყვა, რომელშიც ნიღბოსნები ისხდნენ. მათ ჩვენი აქტივისტის მანქანას საქარე მინა დაუმსხვრიეს", - განაცხადა მოძრაობა „რატომის“ დამფუძნებელმა ირაკლი კორძაიამ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "7 ნოემებრ"-ის წევრებზე ნიღბოსნების მიერ მორიგი თავდასხმა განხორციელდა.- თავდასხმა მოხდა ირაკლი ხუხუნეიშვილზე, ლაშა კოპალიანზე, ოთარ ჭელიძეზე, ნათია არჩვაძესა და ელენე ბარამიძეზე.

"ჩვენი ორგანიზაციის წევრები აქციიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როდესაც სამი “ჯიპით” გადაუდგნენ შავსამოსიანი, ნიღბიანი, ხელკეტებითა და ელექტროშოკებით შეიარაღებული პირები. ისინი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ", - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ "ჯიპებიდან" ორი "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის იყო, ხოლო ერთი - "იქს-ხუთი“- „ბე-ემ-ვე“-ს მარკის. მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულებმა სახალხო დამცველის ოფისში ახსნა-განმარტება დაწერეს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხსენებული "ჯიპები" ქალაქში 10 აპრილსაც, 3-4 ადგილას ნახეს.

11 აპრილი

ყველაზე ვანდალური ფაქტი, 11 აპრილს დაახლოებით 12 საათზე დაფიქსირდა. უცნობმა პირებმა პარლამენტთან დამონტაჟებული სცენა და აპარატურა დაარბიეს. მათ დასუფთავების სამსახურის ფორმები ეცვათ. ეს ფაქტი დიდი მითქმა მოთქმის საბაბად იქცა. შსს აცხადებს, რომ მათი მხრიდან პროვოკაცია არ ყოფილა.
სხვა ფაქტები აქვს ოპოზიციას. როგორც ”კონსერვატორი” ლაშა ჩხარტიშვილი აცხადებს, დარბევის ღამეს მიმდებარე ტერიტორიის სიახლოვეს იდგა ერკლე კოდუას ძმა, დავით კოდუა.

დარბევის დროს აქცია დაშლილი იყო და პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. დარბევის შედეგად დაშავდა სამი მათგანი.
საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის მოთხოვნისა შსს-მ ომბუდსმენს ვიდეო სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერი არ აჩვენა.

12 აპრილი

მოძრაობა “რატომ?”-ის წევრებზე თავდასხმა ისევ განმეორდა, ამჯერად ეს ორგანიზაციის ოფისის მახლობლად მოხდა, როდესაც ისინი იქ ბრუნდებოდნენ. მათ თავს „ოპელის“ მარკის ორ მანქანაში მყოფი პირები დაესხნენ. თითოეულში, დაახლოებით ოთხ-ოთხი ადამიანი იმყოფებოდა. თავდამსხმელები ნიღბების გარეშე იყვნენ, ამიტომ, მოძრაობის წევრებმა მათში 24 წლის ოთარ დავითაშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანი ამოიცნეს.

საღამოს გამოვლინდა ძალოვანების მხრიდან აქციის მონაწილეთა ცემის, მუქარისა და ადამიანის დაშინების ფაქტები - ერთი სასტუმრო “საქართველოსთან”, ორი კი გმირთა მოედანზე. სცემეს “ალიანსი საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შმაგი გელბახიანი.

ამაზე საუბრობდა “ალიანსი საქართველოსათვის” წევრი, მიხეილ დემეტრაშვილი, რომელიც თავდასხმის ფაქტს თავად შეესწრო. მისი თქმით, მაშინ, როდესაც “ალიანსი საქართველოსთვის” ტელევიზიიდან პარლამენტის მიმართულებით ბრუნდებოდა, მანიფესტანტებს უკან ახალგაზრდები ჩამორჩნენ, რომლებიდანაც ერთ-ერთს შმაგი გელბახიანს თავს დაესხნენ, თავში ხელკეტი ჩაარტყეს, რის გამოც მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

13 აპრილი
დღისით ქაშუეთის უკან, ალექსანდრეს ბაღში ოპოზიციის მხარდამჭერს, 70 წლის კარლო დიდებულიძეს,უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც, მამაკაცს თვალის არეში ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა აქციის დაწყებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოხდა. ექიმებმა დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ამის შემდეგ 033-ის დახმარების მანქანით ნაკერების დადების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

გვიან ღამით, დაჩი ცაგურიამ გაავრცელა ინფორმაცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი ახალგაზრდის დაჭრის შესახებ. მისი თქმით, პარლამენტთან მივიდნენ პროვოკატორები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტები, რომლებმაც აქციის ორი მონაწილე დაჭრეს. ცაგურიას ინფორმაციით,დაჭრილები არიან მოძრაობა “7 ნოემბრის” წევრები-გიორგი ონიანი და მამუკა გირგვლიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ინცინდეტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა და აღნიშნულ ფაქტს იძიებს.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტი თავად ოპოზიციის აქტივისტებს,ალასანიასა და ბურჯანაძის მომხრებს შორის მოხდა.

14 აპრილი

ცემის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა 14 აპრილს. “ხალხის პარტიის”, პარტია “თავისუფლებისა” და “ალიანსი საქართველოსთვის” სამი წევრი სცემეს. გიზო სართანია, ჰამლეტ გულორდავა და მალხაზ ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც გიზო სართანიამ განაცხადა, ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მანქანაში უნდა ჩამსხდარიყვნენ და წასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, თავს დაესხნენ ორი “მერსედესის” და ერთი “ტოიოტას” მარკის ავტომანქანით და სასტიკად გაუსწორდნენ. - “თავში გვირტყამდნენ, დამაგდეს ძირს და ფეხით მირტყამდნენ”, - ამბობს გიზო სართანია. ჰამლეტ გულორდავას თქმით კი, თავდამსხმელები შეიარაღებულები იყვნენ და ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. როგორც მან აღნიშნა, ყველას ამოცნობა შეუძლია.

სცემეს ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენი, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” გენერალურ დირექტორი ვახტანგ ლაღიძე. მას ავტომანქანაც წაართვეს. როგორც ლაღიძის მეუღლემ მაკა თავამაიშვილმა განაცხადა, 14 აპრილს, 18.00 საათზე, როდესაც მისი მეუღლე საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, 12-მდე ადამიანი 6 მანქანით გაჰყვა და როდესაც სახლს მიუახლოვდა, ჭავჭავაძის გამზირზე სასტიკად სცემეს და მანქანა წაართვეს. დაზარალებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და ამბულატორიული მკურნალობა უტარდება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

14 აპრილსვე სცემეს მომღერალი ზურაბ მანჯავიძეც. შემთხვევა #1 სკოლის გვერდით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე მოხდა. როგორც მომღერალი აცხადებს, ის და მისი ორი ძმა აქციიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც “გოლფის”(სახელმწიფო ნომერი სავარაუდოდ არის WNX-937 ან WNX-972) და“ბე-ემ-ვე”-ის მარკის ავტომანქანებით დაახლოებით ათი ნიღბიანი თავს დაესხა.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ცემის ფაქტებისა და მიტინგის დარბევის გამო შეშფოთებულია. ორგანიზაცია ძალის გამოყენებას და აქციის დარბევას დემოკრატიული ნორმების უხეშ დარღვევას უწოდებს, გმობს საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოთქვამს შეშფოთებას და მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ მისიებს ყველა ფაქტის შეფასებისკენ.

მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
წყარო: ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი