|
სამი სცენარი
ხვალ 9 აპრილია. რა მოხდება? ამ კითხვაზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა არც ხელისუფლებას შეუძლია და არც _ ოპოზიციას. პოლიტიკურ წრეებში მოვლენების განვითარების მხოლოდ სავარაუდო სცენარებზე საუბრობენ. როგორც “ფაქტნიუსს” პოლიტიკურ ვერტიკალთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, მოვლენები შესაძლოა, სამი სცენარით განვითარდეს.
სცენარი პირველი საპროტესტო აქცია, როგორც ცნობილია, 9 აპრილს 14 საათზე პარლამენტის შენობის წინ დაიწყება. პარალელურად აქციები სხვადასხვა ადგილას გაიმართება, საიდანაც მსვლელობა საკანონმდებლო ორგანოსკენ მოეწყობა. პირველი სცენარი, როგორც ინფორმირებული წყარო ამბობს, მთლიანად “ნერვებზეა აგებული”. ამასთან, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება დასავლეთისა და, საერთოდ, მსოფლიოს განწყობას.თუ “ფაქტნიუსის” ინფორმატორს დავუჯერებთ, ობამას ადმინისტრაცია მაინცდამაინც წინააღმდეგი არ არის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს, ოღონდ _ მშვიდობიანი გზით. რატომ უნდა ობამას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა? პოლიტოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თეთრი სახლი რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტეპაზე გადადის, ანუ მას “ჩრდილოეთელ დათვთან” კონფრომტაცია აღარ აწყობს და ამ ფონზე საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საომარი რიტორიკა ობამასთვის, ბუნებრივია, მიუღებელი იქნება, მაგრამ როგორც ინფორმირებული წყარო იუწყება, თეთრი სახლი 9 აპრილის აქციების საორგანიზაციო შტაბში შემავალ პარტიებს არცთუ სერიოზულად უყურებს. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონმა მიხეილ სააკაშვილზე შესაძლოა, სერიოზული წნეხი არ განახორციელოს და აპრილის მოვლენები თვითდინებაზე მიუშვას.
სცენარი მეორე “ფაქტნიუსის” ინფორმირებული წყაროს განცხადებით, რადიკალებში, ანუ 9 აპრილის აქციის საორგანიზაციო შტაბში შემავალ პარტიებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს. მაგალითად, ლიდერები იმაზე კამათობენ, თუ ვინ წაიყვანს აქციებს. ერთი ვერსიით, ლევან გაჩეჩილაძე კოკა გუნცაძის კანდიდატურას აყენებს, მაგრამ გუნცაძეს მიტინგ-სპიკერობის არცთუ დიდი შანსი აქვს, რადგან, სხვა თუ არაფერი, მის წინააღმდეგ ხმა შესაძლოა, ეკა ბესელიამ მისცეს. ცნობილია, რომ ბესელიასა და გუნცაძეს შორის უთანხმოება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოხდა...
საერთოდ, როგორც “ფაქტნიუსმა” კულუარებიდნა შეიტყო, ზემოხსენებულ შტაბში გარკვეული “კუტოკები” არსებობს. ასე, მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე და ნინო ბურჯანაძე მეკავშირეები არიან. ცნობილია, რომ ბურჯანაძესთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს ეკა ბესელიას. ლევან გაჩეჩილაძეს, თავის მხრივ, ეკა ბესელიასთან, ანუ ირაკლი ოქრუაშვილთან პრობლემები არ აქვს. ამასთან, ამბობენ, რომ ბესელიას ფრთას წარმოადგენენ კახა კუკავა და ზვიად ძიძიგური. სალომე ზურაბიშვილი კი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობსო...მიტინგების საორგანიზაციო შტაბში, სრულუფლებიანი წევრების გარდა, ე.წ. სათათბირო ხმის მქონე პარტიებიც არიან. ამასთან, შტაბთან, როგორც ამბობენ, აქტიურად თანამშრომლობენ ცალკეული სუბიექტებიც. მაგალითად, გოგა ხაინდრავა. ინფორმირებული წყაროს ვერსიით, გოგა ხაინდრავა ერთ-ერთი ყველაზე რადიკალია. ამასთან, ამბობენ, რომ შტაბში თითქოს არსებობს ტერმინი _ “ხაინდრავას ბიჭები”. ძნელი სათქმელია, ამ ტერმინში რა იგულისხმება, თუმცა ოპოზიციის კულუარებიდან გამოჟონილი ხმით, “ხაინდრავას ბიჭებს” აქციაზე სპეც-ფუნქცია ექნებათ...
რაც შეეხება შტაბის სათათბირო ხმის მქონე წევრებს. ერთ-ერთი ასეთი “ალიანსი თავისუფლებისთვისაა”, რომელიც გია მაისაშვილისგან, კოკო გამსახურდიასგან, აკაკი ასათიანისა და გუგული მაღრაძისგან შედგება. ეს სუბიექტები, თურმე, რადიკალიზმს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და 9 აპრილის აქციის ორგანიზატორებისგან გარკვეულ გარანტიებსაც ითხოვენ, რომ სადღაც შევარდნა და დარბევა არ მოხდება... აპრილის აქციების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა, ალბათ, ისაა, დატოვებს თუ არა საკანს უცნობი? “ფაქტნიუსის” წყაროს ვერსიით, უცნობი საკანში, სავარაუდოდ, 13-14 აპრილამდე დარჩება და პირდაპირი ეთერით შეეცდება საპროტესტო მუხტის აწევას. სხვათა შორის, ამის შესახებ საკანში სტუმრად მყოფმა ლევან გაჩეჩილაძემაც ისაუბრა.
სცენარი მესამე ინფორმირებულ წყაროს თუ დავუჯერებთ, მესამე სცენარი ყველაზე “მუშაა”, ანუ მოსალოდნელია, რომ აქციების დაწყების პარალელურად, ხელისუფლებამ ორი ყველაზე რადიკალი ლიდერის _ ნინო ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის განეიტრალება მოახდინოს. რას ნიშნავს განეიტრალება? ამაზე წყარო კონკრეტულად არაფერს ამბობს, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბურჯანაძე-გამყრელიძეზე კონკრეტული კომპრომატები დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, მიტინგი “პატრონის გარეშე” რჩება, თუმცა აქ არსებობს ერთი “მაგრამ”, ანუ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მასების მართვას ხელში “ალიანსი თავისუფლებისთვის” _ გია მაისაშვილი, კოკო გამსახურდია, აკაკი ასათიანი და გუგული მაღრაძე იღებენ. რასაკვირველია, ხელისუფლებისთვის ამ ოთხეულიდან არც ერთი სუბიქეტი მისაღები არაა, მაგრამ სამაგიეროდ, მხოლოდ ხელისუფლებისთვის კი არა, როგორც ერთ-ერთმა პოლიტოლოგმა “ფაქტნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ქვეყნისთვისაც ამ ოთხეულის კონსტრუქციულობა ყველაზე მისაღებია. ამასთან, გია მაისაშვილი ობამას ადმინისტრაციასთან დაახლოებულად ითვლება. ყოველ შემთხვევაში, არსებობს ცნობა, რომ მაისაშვილის პედაგოგები ამერიკის შავკანიანი პრეზიდენტის მრჩევლები არიან...
ერთი სიტყვით, 9 აპრილამდე 24 საათია დარჩენილი... http://www.factnews.ge/index.php?lang_i ... fo_id=1825 help.gif help.gif help.gif
მ
|