↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მართლა მაგარი ლექსები გაქვს გაგა=ko= =ko= =ko= =ko= =ko=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
აიკოშ შემოვევლე ჩემი საყვარელი პოეტი ხარ..=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარმენის მიყვარს შავი ზმანება,
ვან გოგის მიყვარს არდანანება,
გალაკტიონის სული ეული
და კონსტანტინეს თავთუხეული,
შორენას მიყვარს ლურჯი თვალები,
ველური როკვა მთიელ ქალების,
მიყვარს სიცოცხლის მჩქეფარე ძალა,
მიყვარს სიძნელის დაძლევის მალვა,
მიყვარს ესპანურ ჰანგებზე ცეკვა,
სლავი ქალების მაქმანთა ელვა,
დონის კაზაკთა ხმალის ტრიალი,
და ბრძოლა სისხლის ბაგრატიანის,
ლომების მიყვარს ავი ღრიალი,
ყირმიზა ქალი ნაწნავიანი,
მთიელთა კეჭვნის ნაპერწკალთ ცვენა,
არაგვის გრგვინვა....დაღლილთა ცქერა,
კიდევ რა მიყვარს??? თვით სიყვარული,
ასეთი სათნო და დამალული....
ათასფერ ძაფად ნერვების წყვეტა....
და განთიადის ღიმილის დედა...
მზე მადლიანი......

1 აიკო. ძველი ლექსებიდან. 2008 წელი.
გაგაააა მომავალი შენიააააა.....გაინტრიგებ...მეტი რომ დაწერო...
მეტად რომ იგრძნო.....შენი მოგება ჩემი მოგებაა....ინტრიგა კი გამართლებული,
ამ შემთხვევაში....=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ПРОСТИ

Кто мог любить так страстно,
Как я любил тебя?
Но я вздыхал напрасно,
Томил, крушил себя!

Мучительно плениться,
Быть страстным одному!
Насильно полюбиться
Не можно никому.

Не знатен я, не славен,-
Могу ль кого прельстить?
Не весел, не забавен,-
За что меня любить?

Простое сердце, чувство
Для света ничего.
Там надобно искусство -
А я не знал его!

(Искусство величаться,
Искусство ловким быть,
Умнее всех казаться,
Приятно говорить.)

Не знал - и, ослепленный
Любовию своей,
Желал я, дерзновенный,
И сам любви твоей!

Я плакал, ты смеялась,
Шутила надо мной,-
Моею забавлялась
Сердечною тоской!

Надежды луч бледнеет
Теперь в душе моей...
Уже другой владеет
Навек рукой твоей!..

Будь счастлива - покойна,
Сердечно весела,
Судьбой всегда довольна,
Супругу - ввек мила!

Во тьме лесов дремучих
Я буду жизнь вести,
Лить токи слез горючих,
Желать конца - прости!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
1აიკო და გაგა დესპანის გახსნისას პირველად ყოველთვის ვხსნი ლექსების ქვეთავებს იმ იმედით რომ თქვენს ლექსებს წავიკითხავ.მართლა ,გადაჭარბების გარეშე მაგრები ხართ და მოუთმენლად ველი ახალ-ახალ ლექსებს.=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მედი როგორ ხარ საყვარელო? დიდი ხანია არ მინახიხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამაჯობათ პოეტებო!!!=ko= =ko= =ko= =ko=
დიდხანს იცოცხლეთ ,
რომ ბევრი წეროთ!!!=ko= =ko= =ko=
დღეს ცუდოოოს კარმები.
ერთი მოგართვი უკვე=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined08 Mar 2009
Posts182
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს სიყვარულის ფიალაა ოცნებით სავსე,
შემყვარებია შენი სახელი, უბრალოდ, ასე...
არ მინახიხარ მაგრამ ვიცი ხშირად იცინი,
არ გამიგია მაგრამ მიყვარს შენი სიცილი.
გამიფრინდება ოცნებები ცაში ალებად,
ფიქრებიც თავგზაარეულად დამემალება,
ოცნების ბადეს გადავისვრი ტალღების ხმაზე,
თუ სიყვარული დაგიმალე, არ გამიბრაზდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=TJ1koNh- ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენი ეშხი უხილავი
ვის და რომელს არ ახსოვდეს?
მომღერალი სულ იყავი,
მომტირალი–არასოდეს!
ვინ,ვინ იტყვის შენ დიდ გარჯას,
რომ თან გული არ დასწოდეს?
შენ იცნობდი მრავალ ტანჯვას
მაგრამ სირცხვილს– არასოდეს!
თუ წინაპართ ბაირაღი
გაცვდა,მცნება არ გავწიროთ,
საქართველოს ზეცის თაღი
არ ყოფილა უარწივოდ!
იჯდა მტვერში ათას წყლულით
თითქოს ბედი დარაზოდეს,
ასჯერ იყო აკუწული,
გასრესილი–არასოდეს!
ცეცხლის სულით,კაჟის გულით,
არ უკრთოდა ქარაშოტებს,
ბევრჯერ იყო გულმოკლული,
მაგრამ მკვდარი – არასოდეს!
ბევრი მყვია გვისროლია
მამულის კარს ვკეტდით მკერდით,
დე,იცოდეს ისტორიამ,
საამაყო გვქონდა ბედი!
ჩვენ მტარვალმა ვერ გაგვთელოს
რაგინდ ბედი არა ჰქსოვდეს,
დაჩოქილი საქართველო
არ იქნება არასოდეს!
მინდა შენი წელთაღრიცხვა
კიდევ ბევრჯერ ათასობდეს
ასე სავსე და ლამაზი
არ ყოფილხარ არასოდეს!

გ. ლეონიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები. მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა. შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
"სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს."

"სიყვარული აჩრდილივითაა მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში არავის უნახავს იგი"

"ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამოდგომაში ეხმარება"

"რამდენიც არ უნდა იყოს სიცილი არასოდეს არის ამ ქვეყნად ზედმეტი"

"სიყვარული-ეს ჩემი ჩვეულებაა და რატომ გიკვის, თუკი მიყვარხარ."

"ეს ქვეყანა ბრიყვებითაა სავსე, თუ არ გინდა მათი ნახვა ჩაიკეტე სახლში და დაამტვრიე ყველა სარკე"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს,
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო...
შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე,
მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ.
იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას
აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა...
და როდესაც მარტო დავრჩო, ციმციმებდა ღამე თითქოს
გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორე ადამიანს ზემოდან მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წამოდგომაში ეხმარება"
დაგლიჯა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი