უკვე რახანია, აღარ მოვიწერე,
ვცდილობ დაგიამო გულის მისადგომთან,
მამი, ეს აპრილი რომ ვერ მოვინელე,
ახლა ყველა ტკივილს ერთად გიამბობ და
ამ ჩემს უსიტყვობას დაღლას დავაბრალებ,
ხედავ? გაზაფხულმა ფრთები დამიკეცა,
ყველა მოგონებას სულით დავატარებ,
ჩუმი მონატრებით ცრემლიც დამიბერდა.
სიზმრებს ველოდები, ურჩი იმედებით,
მტკივა, უღმერთოდ რომ ძილიც დამიობლდა,
ერთდროს სიამაყეს ჩემსას იფერებდი,
ახლა ოცნებებიც თითქოს ჩამიობდა.
მამი შევიძულე შენით მე-აპრილი,
ისე უსისხლოა, ისე ცოდვიანი,
თურმე არ ყოფილა, ჩანდა მეამიტი,
როგორ მოგატყუა სულით გოლიათნი...

ცუდო მაგარი ხარ გენაცვალე. ძალიან მაგარი.