კომენტარებში ვაპირებდი იმის აღნიშვნას, თუ
როგორი მადლობელი ვარ ოპოზიციის,paksaqi
დაგვიბრუნეს მეთქი,რატომღაც თავი შევიკავე,
ვიფიქრე რაიმე გაღიზიანება არ მოყოლოდა ამას.
გია მომისმინე ჩემო შვილობილო,რა ბედნიერი
ვიყავი როცა დედუნას,დედობილს და ხან
მატჩეხასაც მიწოდებდი , მაგრამ მთლად ჩემს გემოზე ვერ გამოგზარდე და გული მტკივა.
რამდენჯერ დაისვა ეს საკითხი,ყველას აქვს იმის
უფლება,თავისი აზრი გამოხატოს,ასევე მანასაც.
ისე ცნობისათვის მანა ნამდვილად არ არის მიშისტი,
რასაც წერს მართლაც დღევანდელ ნერვიულობას
ეხება.საერთოდ კი ფორუმში აკრძალული გვაქვს
პოლიტიკაზე მსჯელობა,ჩვენ აქ სულიერად ვისვენებთ და მხოლოდ ვეფერებით ერთმანეთს.
დღეს კი უფლება მივეცით ჩვენს თავს,ის შიში
გამოგვეხატა,რომელიც ყველას გულებშია.
ჩვენ გვიღირს იმ ადამიანების ბედი,რომელზეც
შენ ასე მწარედ ხშირად ლაპარაკობ,მაგრამ იმათი ბედიც გვაწუხებს,რომელთა სიკვდილიც აწია
მოსალოდნელი,ღმერთო გვაშორე,რა მნიშვნელობა
ექნება იმ ოჯახებისთვის,რომელი მხრიდან მოხდება ეს.
და კიდევ იმათ საყურადღებოდ ვინც არ იცნობს
paksaqi-ს,არის უაღრესად საყვარელი ადამიანი,
უაღრესად კარგი მეგობარი,კარგი მამა და კარგი
ბაბუა. დღევანდელი მდგომარეობის გამო სასტიკად
გაღიზიანებული და ამიტომ გთხოვთ მის ზოგიერთ
მიმართვას ცუდად ნუ გაიგებთ.
ჩვენი ნერვიულობით,შორიდან ვერაფერს ვშველით
და ერთმანეთსაც ტყუილად ნუ ავუშლით ნერვებს.
ჩემო საყვარელო მანა,შენს გაგებულ გულს ვენაცვალე,შენი დიდსულოვნების იმედი მაქვს.
გიალო აბა შენ იცი.
ორივეს გკოცნით და გეფერებით.
